Jump to content
×
×
  • Create New...

კავკასიის ახალი სატრანსპორტო დერეფანი ამუშავდა. რუსეთში პირველ თურქულ მატარებელს დახვდნენ


Recommended Posts

  • ფორუმელი

photo_2021-02-09_17-56-09.jpg

9 თებერვალს კალუგის ოლქში, ვორსინოს სადგურში, თურქეთიდან რუსეთში ჩასულ პირველ საკონტეინერო მატარებელს დახვდნენ.

აღნიშნულ მარშრუტზე მატარებელი 2021 წელს, მოსკოვში მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე ივლის. 11 იანვარს აზერბაიჯანის, რუსეთისა და სომხეთის სახელმწიფო მეთაურებმა მიიღეს გადაწყვეტილება სამხრეთ კავკასიაში ახალი სარკინიგზო და საავტომობილო გზები.

თურქეთიდან მომავალი მატარებელი საქართველოსა და აზერბაიჯანის ტერიტორიების გავლით რუსეთში 11 დღეში ჩავიდა.

ცოტა ხანში კი მატარებელი თურქეთიდან რუსეთში უკვე სომხეთის გავლით მოხვდება.



როგორც რუსეთში თურქეთის საელჩოში განაცხადეს, რუსეთის ფედერაციაში ამ მარშრუტით ექსპორტი პირველად განხორციელდა.

ახალი მარშრუტის პირველმა მატარებელმა 16 ორმოცფუტიანი კონტეინერით რუსეთში ჭურჭლის სარეცხი მანქანები და გაზქურები ჩაიტანა.

photo_2021-02-09_17-56-09-1024x576.jpgრუსეთში თურქეთიდან ჩამოსულ პირველ საკონტეინერო მატარებელს დახვდნენ

ადრე თურქეთიდან რუსეთში ტვირთი ზღვით გადაჰქონდათ, რაც ღირებულებასა და ტრანსპორტირების დროს ზრდიდა.

ახალი სატრანსპორტო დერეფანი კი უფრო სწრაფიცაა და უფრო იაფიც, რაც გაამარტივებს ტვირთბრუნვას რუსეთსა და თურქეთს შორის.

უახლოეს მომავალში, თურქეთსა და რუსეთს შორის ტვირთბრუნვისას სატრანზიტო მხარედ შეიძლება სომხეთიც იქცეს.

photo_2021-02-09_17-50-20.jpgთურქეთსა და რუსეთს შორის პირველ რკინიგზის შემადგენლობას ორი ქვეყნის ოფიციალური პირები დახვდნენ

რას ნიშნავს ახალი სატრანსპორტო ხაზები კავკასიაში

2021 წლის 11 იანვარს, მოსკოვში, აზერბაიჯანის, რუსეთისა და სომხეთის სახელმწიფო მეთაურების შეხვედრაზე, სპეციალური სამუშაო ჯგუფის შექმნის გადაწყვეტილება მიიღეს. ამ ჯგუფის მოვალეობაში შედის 2020 წლის 10 ნოემბრის სამმხრივი შეთანხმების მეცხრე პუნქტის რეალიზაცია.

ნოემბრის შეთანხმებამ დაასრულა ყარაბაღის მეორე ომი, რომელიც 2020 წლის 27 სექტემბრიდან 10 ნოემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა და, სხვადასხვა გამოთვლით, ორივე მხრიდან, ხუთიდან ათი ათასამდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

გარდა ამისა, ამ შეთანხმების მეცხრე პუნტქში გაწერილია სამხრეთ კავკასიაში ახალი სარკინიგზო და საავტომობილო გზების და რამდენიმე სატრანსპორტო ჩიხის გახსნის შესაძლებლობა:

  • აზერბაიჯანის ნახიჩევნის ავტონომიურ რესპუბლიკას აკავშირებს ქვეყნის დანარჩენ ნაწილთან, რისთვისაც გზა გაიხსნება სომხეთის ტერიტორიის გავლით. დღეისათვის ნახიჩევანში მოგზაურობა მხოლოდ საჰაერო გზით ან ირანის ტერიტორიის გავლით არის შესაძლებელი.
  • სომხეთიდან რუსეთში საავტომობილო და სარკინიგზო გზები გაჩნდება აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით. დღეისათვის, სომხეთისა და რუსეთის დამაკავშირებელი ერთადერთი სახმელეთო გზა საქართველოზე გადის და ეს გზა ძალიან გადატვირთულია, ხშირად ჩაკეტილიც კი, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო.
  • რუსეთი და თურქეთი პირველად მიიღებენ სახმელეთო კავშირის შესაძლებლობას სომხეთისა და აზერბაიჯანის ტერიტორიების გავლით.

წყარო: ჯემნიუსი

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   358 all people including: 1 წევრი, 2 ანონიმური, 355 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(19)
    • t-90
    • YandexBot(4)
    • Googlebot(4)