ფორუმელი Moor Posted 9 თებერვალი, 2021 Posted 9 თებერვალი, 2021 როდესაც ბრიტანი ნიკოლ კოქსს ნაწილები ან ხელსაწყოები ესაჭიროება, სამშენებლო მასალების მაღაზიაში შევლა არ გამოადგება. იგი ანტიკვარ-მესაათეა და უძველესი საათებისა და ავტომატონებად წოდებული მექანიკური ექსპონატების (ზემოთ 1 და 8) კონსერვაცია-აღდგენაშია დახელოვნებული. კოქსი საუკუნის წინ გაჩერებულ დახვეწილ მექანიზმებს თავის სიეტლის სახელოსნოში არასტანდარტული, ხშირად ანტიკვარული ნაწილებით ანაცვლებს. „მათში ისეთი ოსტატობაა ჩადებული“, – ამბობს იგი. 2. ვერტიკალური საფქვავ-საბურღი მოწყობილობა 100 წლის წინ აწყობილი ეს ხელსაწყო მექანიზმის ფირფიტებისა და სხვა მცირე ნაწილების გასაბურღად ჯერაც ზუსტია. 3. საკოორდინაციო ხელსაწყო მექანიზმის ზუსტად განთავსებას უზრუნველყოფს, რათა მასში ენერგია ეფექტურად განაწილდეს და მექანიზმი მალე არ გაცვდეს. 4. დამხმარე ხელსაწყოები ეს თითბრისა და ფოლადის ხელსაწყოები მესაათეს მოძრავი ნაწილების მომართვაში ეხმარება. 5. დგარების ნაკრები სხვადასხვა ზომის დგარებს, პაწაწინა ნაწილების გასწორება-მოთავსების გარდა, მრავალი სხვა დანიშნულებაც აქვთ. 6. ლუპები სათვალის ჩარჩოში ჩასმული გამადიდებლები უმცირესი ნაწილების გარკვევით დასანახად გამოიყენება. 7. მესაათის ჩარხი საგანგებოდ მექანიზმის გამოსაჭრელად აწყობილი ეს ჩარხი მაჯის საათების გულმხურვალე მოყვარულის, მესაათე ჰენრი ფორდის ჩარხის მიხედვითაა შექმნილი. 9. იუველირის ხერხი კოქსმა ეს ხერხი ინგლისში სწავლისას აღმოაჩინა: XIX საუკუნისა უნდა იყოს და მას იგი მუდმივად იყენებს. 10. მოქანავე ხელსაწყო ზუსტი დროის შესანარჩუნებლად ეს შვეიცარიული მოწყობილობა საათში 18 000 გამაწონასწორებელი ბიძგის მომართვას უზრუნველყოფს. 11. დაკვეთით დამზადებული სახრახნისები ზომების შესაბამისად ფერებით აღნიშნულ მესაათის ამ თანამედროვე ნაკრებში კოქსის მიერ სახეცვლილი, არასტანდარტულ ანტიკვარულ ხრახნის თავებზე მორგებული პირებიც შედის. 12. ბორბლიანი სალესი XX საუკუნის დასაწყისის თუჯის ამ ხელსაწყოს კოქსი მექანიზმის გაცვეთილი კბილანების გასალესად იყენებს. The post დროის მარადიული მანქანები appeared first on National Geographic Magazine - საქართველო. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა