Jump to content
×
×
  • Create New...

რუსეთი, როგორც გადარჩენის გზა? რეპორტაჟი ჯავახეთიდან


Recommended Posts

  • ფორუმელი

17-Copy.jpg

საქართველოს მთიანი რეგიონიდან, ჯავახეთიდან, სადაც კომპაქტურად ცხოვრობს სომხური თემი, ყოველწლიურად ასობით მამაკაცი სეზონურ სამუშაოებზე რუსეთში მიემგზავრება, მაგრამ კორონავირუსის პანდემიამ ბევრი იძულებული გახადა, შინ დარჩენილიყო. მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში აღმოჩნდა ათასობით ოჯახი.

_____________________

10-Copy.jpgფოტო: აგნეშკა ზიელონკა/JAMnews

66 წლის სამველ აივაზიანი ახალქალაქის რაიონის სოფელ კულიკამში ცხოვრობს. ეს სოფელი საქართველოს სამხრეთით, ჯავახეთის რეგიონშია, სადაც კომპაქტურად ცხოვრობენ ეთნიკური სომხები.

მთელი თავისი ცხოვრება, სამველი სამუშაოდ რუსეთში დადიოდა – ყამირზე. უკვე ოთხი წელია, რაც პენსიაზეა, თითქმის არასოდეს გადის მშობლიური სოფლიდან, ოჯახთან ერთად მიწას ამუშავებს, ძირითადად კარტოფილი მოჰყავს, ასევე სხვა ბოსტნეული.

“თუმცა, სოფლის შრომით ოჯახს ვერ გამოკვებავ”, – ამბობს ის.

სამველის მთავარი შემოსავალი – რუსული პენსიაა – 17 ათასი რუბლი, რომელსაც ის ყოველთვიურად იღებს (17 ათასი რუბლი 225 დოლარი ანუ თითქმის 750 ლარია, რაც სამჯერ მეტია ქართულ პენსიაზე. პენსია საქართველოში 240 ლარია).

„მე რუსეთის მოქალაქე ვარ 1999 წლიდან. მაშინ რუსული პასპორტი აქ ერთეულებს ჰქონდათ, ახლა უკვე ბევრს აქვს. ჩემი რუსული პენსიის წყალობით, უვალოდ ვცხოვრობთ“, – გვიყვება ის.

ჯავახეთში, ათასობით ადამიანი სამველის მსგავსად რუსული პასპორტითა და იქაური ფულით ცხოვრობს – ძირითადად იმის ხარჯზე, რომ წელიწადში ექვს თვეს რუსეთში, სეზონურ სამუშაოებზე ატარებს.



თუმცა, კორონავირუსის პანდემიამ მათი გეგმები შეცვალა – ბევრს სახლში დარჩენა აიძულა, ნაწილი კი, პირიქით, რუსეთში ჩარჩა და სამშობლოში დაბრუნება არ შეუძლია.

„მარტში ზუსტად ერთი წელი გავა, რაც მოსკოვში ვარ, მძღოლად ვმუშაობ“, – გვიყვება ახალქალაქის 33 წლის მკვიდრი, არტურ მელქონიანი.

არტური რუსეთში 2020 წლის 6 მარტს გაემგზავრა, უკვე მარტის შუაში კი პანდემიის გამო საზღვრები ჩაკეტეს, როგორც საქართველოში, ისე სომხეთში.

ახლა არტურს სამშობლოში დაბრუნება შეუძლია, მაგრამ არ ჩქარობს, რადგან შეიძლება უკან რუსეთში ვეღარ წავიდეს:

„ოჯახში ცხრა სული ვართ. თუკი დავბრუნდები და საქართველოში ჩავრჩები, ისინი იშიმშილებენ. შეუძლებელია ოჯახის შენახვა იმ დროს, როდესაც მიწის პატარა ნაკვეთი და ორი პირუტყვი გყავს. წელს, თითქმის ნახევარი მილიონი რუბლი გამოვგზავნე სახლში. არ ვჩივი, ვმუშაობ, კარგად მიხდიან, კარგად ვზრუნავ ჩემს ოჯახზე, მაგრამ ეს ცხოვრება არ არის, ყველასგან შორს, გენატრებიან შვილები და მშობლები“, – ამბობს არტურ მელქონიანი.

ჯავახეთში მოსახლეობის 93 პროცენტი ეთნიკურად სომეხია. უმეტესობამ არ იცის სახელმწიფო, ქართული ენა და ცუდად არიან ინტეგრირებული ქართულ სახელმწიფოში.

როგორც მთელ საქართველოში, ამ რეგიონშიც უმუშევრობის მაღალი მაჩვენებელია. ქართველ სომხებს ძირითადად მოჰყავთ კარტოფილი, დაკავებული არიან მეცხოველეობითა და მეფუტკრეობით, მაგრამ ეს საკმარისი არ არის, რომ ოჯახები არჩინონ.

მას შემდეგ, რაც 2007 წელს, ახალქალაქში, რუსული სამხედრო ბაზა დაიხურა, რომელიც იქ მომუშავე თითქმის 1500 ადგილობრივი სომეხის დასაქმების და შემოსავლის წყარო იყო, რეგიონი საარსებო საშუალების გარეშე დარჩა.

ერთადერთ გამოსავლად ემიგრაცია იქცა. ბევრი ადგილობრივი რუსეთში ან სომხეთში გადავიდა სამუდამოდ საცხოვრებლად და რეგიონში დარჩენილ ნათესავებს ფულს უგზავნიან.



დიდი ნაწილი ორ ქვეყანაში ცხოვრობს – ნახევარ წელს რუსეთში ატარებს სეზონურ სამუშაოებზე, ნახევარ წელს კი – სამშობლოში.

ადგილობრივი მედიაპორტალის, jnews-ის შეფასებით, ჯავახეთში მცხოვრები ოჯახების 63 პროცენტიდან, მინიმუმ ერთი წევრი მაინც მიემგზავრება რუსეთში ფულის საშოვნელად.

მამაკაცები, როგორც წესი, ოჯახების გარეშე მიდიან – ასე უფრო იაფია. ისინი ჯავახეთიდან წასულ სხვა სომხებთან ერთად ქირაობენ საცხოვრებელს, ხშირად რამდენიმე ადამიანი ერთად ცხოვრობს ვიწრო ბინაში.

როგორც წესი, მიემგზავრებიან ადრე გაზაფხულზე და გვიან შემოდგომაზე ბრუნდებიან, ამიტომ უწოდებენ მათ სეზონურ მუშებსა და სეზონურ ქმრებს.

ძირითადად, ფიზიკური შრომით არიან დაკავებულნი – გზების, ხიდების, შენობების მშენებლობებსა და ა.შ.

მიუხედავად იმისა, რომ 36 წლის არტაკი სხვა თაობის წარმომადგენელია, მისი ბედი დიდად არ განსხვავდება სამველის ისტორიისგან: ისიც ქართველი სომეხია, რუსეთის მოქალაქე, ყოველწლიურად რუსეთში დადის სამუშაოდ და აგროვებს ფულს, რომლითაც შემდეგ მთელი წელი ცხოვრობს მისი ოჯახი.

საკუთარ სიბერესაც ისე ხედავს, როგორც სამველი – მშობლიურ სოფელში, ოჯახის გარემოცვაში და რუსული პენსიის იმედი აქვს, რომელიც მის მშვიდ სიბერეს უზრუნველყოფს.

„ჩემი ოჯახის ყველა წევრი, დედის გარდა, რუსეთის მოქალაქეა. რუსეთის მოქალაქეობა ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ იქ გვაქვს სამუშაო. რუსული პასპორტია ჩემი სამუშაოს გასაღები, ჩემი ფინანსური პრობლემების გადაწყვეტის გასაღები“, – ამბობს ის.

სტატისტიკა, თუ სომხური მოსახლეობის რამდენ პროცენტს აქვს რუსული პასპორტი, არ არსებობს, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ისინი ათასობით არიან და არა ასობით.

ბევრმა აქაურმა რუსული პასპორტი ჯერ კიდევ 1990-იანებში მიიღო, როდესაც ახალქალაქში დისლოცირებული იყო 62-ე დივიზიის რუსული სამხედრო ბაზა. სამხედრო ბაზაზე მომუშავე მთელ შემადგენლობას, რომელთაგანაც ათასზე მეტი ადგილობრივი სომეხი იყო, რუსეთის მოქალაქეობა ჰქონდა. ეს ვალდებულება იყო.

90-იანებში და შემდეგ, ახალქალაქში გამოჩნდნენ დილერები, რომლებიც რუსულ და სომხურ პასპორტებს ყიდდნენ მათზე, ვისაც რუსეთში სურდა მუშაობა.

დღეს, რუსულ პასპორტს იღებენ ისინი, ვისაც ნათესავები – მშობელი, შვილი, ძმა ან და ჰყავს რუსული მოქალაქეობის მქონე. ასეთი კი ჯავახეთის მკვიდრ სომხებს შორის ბევრია.

მას შემდეგ, რაც 2007 წელს სომხეთმა მიიღო კანონი, რომელიც სომხური წარმოშობის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ორმაგი მოქალაქეობის უფლებას აძლევდა, ჯავახეთელმა სომხებმა ერევანში დაიწყეს სიარული, რათა სომხური პასპორტი მიეღოთ. სომხური პასპორტით გაცილებით მოსახერხებელი იყო რუსეთში გამგზავრება (საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში წასასვლელად ვიზა სჭირდებათ).

შედეგად, ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ დღეს ბევრ ადგილობრივს აქვს ორი პასპორტი – ქართული და დამატებით რუსული ან სომხური.

ბევრი ოსტატურად ახერხებს მეორე პასპორტის დამალვას – ზუსტად იციან რომელ საბაჟოზე, რომელი პასპორტი აჩვენონ. ზოგიერთებმა საქართველოს მოქალაქეობა დაკარგეს, რადგან ქართული კანონმდებლობის თანახმად, ადამიანი, რომელსაც სხვა ქვეყნის მოქალაქეობა აქვს, ავტომატურად კარგავს ქართულს და შეუძლია ახლიდან შეიტანოს განაცხადი მის მისაღებად.

დროდადრო, რუსული პასპორტის მქონე ადგილობრივი სომხების თემა ქართულ პოლიტიკურ და მედია დღის წესრიგშიც ხვდება – განსაკუთრებით, რუსეთთან ურთიერთობების გამწვავების დროს – აგვისტოს ომისა და ასევე, 2014 წლის, რუსეთის მიერ ყირიმის ინტერვენციის შემდეგ.

თუკი გავითვალისწინებთ იმას, რომ რუსეთმა სამხრეთ ოსეთში “მშვიდობის დამყარების” მიზეზად საკუთარი მოქალაქეების დაცვა დაასახელა, ექსპერტები მსჯელობენ, რომ სურვილის შემთხვევაში, რუსეთმა პასპორტიზაცია ჯავახეთში შეჭრის საბაბადაც შეიძლება გამოიყენოს.

ადგილობრივი მოსახლეობა ირწმუნება, რომ რეგიონში რუსულ პასპორტებს იღებენ არა კარგი ცხოვრების გამო, არამედ იმიტომ, რომ გადარჩნენ – ადვილად ჩავიდნენ რუსეთში, იპოვონ სამუშაო, მიიღონ პენსია და ა.შ.

„რა შემიძლია, ვთქვა? ჩვენ გვიყვარს ჩვენი ქვეყანა, დიდი სიამოვნებით დავაგებდით გზებს სახლში და არა რუსეთში, მაგრამ ადგილზე ასეთი სამუშაო არ არის. წელს ყველამ დაამუშავა თავისი მიწის ნაკვეთი, არ იყო არც ერთი დაუმუშავებელი მონაკვეთი. და რა? სოფლის მეურნეობის პროდუქტს ფასი არ აქვს, ამით ვერ იცხოვრებ“, – ამბობს სამველ აივაზიანი.

თუმცა, ადგილობრივების თქმით, ბოლო პერიოდში, იმის გამო, რომ არ აქვთ საქართველოს მოქალაქეობა, სულ უფრო და უფრო უჭირთ.

ბევრი პრობლემაა მიწებისა და საკუთრების დარეგისტრირებასთან დაკავშირებით – უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოში ამ მხრივ შეზღუდვები არსებობს.

ყველაზე „ახალი“ პრობლემა დაკავშირებულია პანდემიასთან – საქართველოში კორონავირუსის მკურნალობა უფასო მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვისაა. ყველა დანარჩენი, მათ შორის, ჯავახეთის მცხოვრებლები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არ არიან, ვალდებული არიან, ფული გადაიხადონ.

სამველი გვიყვება, რომ დეკემბერში, კორონავირუსით დაინფიცირდა.

„მძიმედ ვიყავი, საავადმყოფოში მოვხვდი და გაირკვა, რომ, რადგან სხვა ქვეყნის მოქალაქე ვარ, უფასოდ არ მიმკურნალებენ. კლინიკაში, დღე-ღამეში, 600 ლარის (180 დოლარის) გადახდა მომიწია. ბევრ ადამიანს აქვს ახლა პრობლემა საკუთარი მოქალაქეობის გამო“, – ამბობს სამველი და აღნიშნავს, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში, ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც საქართველოს მოქალაქეობის არარსებობის გამო დისკომფორტი შეექმნა.

წყარო: ჯემნიუსი

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
12 საათის წინ, Moor said:

თუმცა, ადგილობრივების თქმით, ბოლო პერიოდში, იმის გამო, რომ არ აქვთ საქართველოს მოქალაქეობა, სულ უფრო და უფრო უჭირთ.

 

ნაის

Share on other sites

  • ფორუმელი
1 საათის წინ, Dude said:

თუმცა, ადგილობრივების თქმით, ბოლო პერიოდში, იმის გამო, რომ არ აქვთ საქართველოს მოქალაქეობა, სულ უფრო და უფრო უჭირთ.

სომხეთსი გადაბარგდნენ და იქედან უფრო იოლად გააგნებენ გზას, მატუშკა რასიისკენ....

მაგ ხალხის "გაქართველებას" არ დაადგება საშველი, ასე თუ გაგრძელდა, დამოკიდებულებას ვგულისხმობ...

 

არც აზერების!

...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!..
,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, რომ ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა

Share on other sites

On 2/9/2021 at 9:48 AM, Moor said:

“თუმცა, სოფლის შრომით ოჯახს ვერ გამოკვებავ”, – ამბობს ის.

თბილისს გარეთ მთელი საქარტველო ეგრე ცხოვრობს.

ამას რუსული პენსიაც ჰქონია (დიდი ალბათობით ქართულიც) .

Share on other sites

  • ფორუმელი
6 minutes წინ, Eric said:

ამას რუსული პენსიაც ჰქონია (დიდი ალბათობით ქართულიც) .

სომხურიც ექნება მაგას 

და კიდე რო წუწუნებს :lol:

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
19 საათის წინ, Laki said:

სომხეთსი გადაბარგდნენ და იქედან უფრო იოლად გააგნებენ გზას, მატუშკა რასიისკენ....

მაგ ხალხის "გაქართველებას" არ დაადგება საშველი, ასე თუ გაგრძელდა, დამოკიდებულებას ვგულისხმობ...

 

არც აზერების!

აჰამ. მააგრამ, საქართველოს საჭიროებას რაც მეტად იგრძნობენ უკეთესი

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share