Jump to content
×
×
  • Create New...

საქართველოში რეგულაციების ნაწილი მოიხსნა – ამუშავდა ტრანსპორტი და ბაზრობები


Recommended Posts

  • ფორუმელი

საქართველოში იხსნება სკოლები, ამუშავდება ტრანსპორტი. 8 თებერვლიდან შეზღუდვების ნაწილი შემსუბუქდება

საქართველოში შეზღუდვები ორ ნაწილად შემსუბუქდება 8 და 15 თებერვალს.

8 თებერვლიდან მთელ საქართველოში ამუშავდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

8 თებერვლიდანვე გაიხსნება ბაზრობები.

15 თებერვლიდან სრულიად საქართველოში, ყველა სკოლაში სწავლა გაგრძელდება საკლასო ოთახებში.

15 თებერვლიდან მთელ საქართველოში რესტორნები მხოლოდ ღია სივრცეებში სტუმრების გამასპინძლებას შეძლებენ.

შეზღუდვები შენარჩუნდება შაბათ-კვირას. ანუ შაბათ-კვირას არ იმუშავებს არც ტრანსპორტი, არც ღია რესტორნები, არც სკოლები და არც სავაჭრო ობიექტები.

ძალაში რჩება კომენდანტი საათი – საღამოს 21:00-დან დილის 05:00 საათამდე ქუჩაში გამოსვლა და გადაადგილება მანქანითაც და ფეხითაც აკრძალულია.

ასევე ძალაშია პირბადის ყველგან, მათ შორის ქუჩაში ტარების წესი. პრემიერ გახარიას თქმით, პირბადის ტარებასა და დისტანციის დაცვაზე კონტროლი გამკაცრდება და ჯარიმები გაიზრდება. კერძოდ,  პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევაზე ჯარიმა გაორმაგდება.

_________________________

ორი თვეა საქართველოში მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს, რომლებიც 28 ნოემბრიდან დაწესდა.

დიდ ქალაქებში გაჩერდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, არ მუშაობს საქალაქთაშორისო ტრანსპორტი, სწავლა სრულად ონლაინ სივრცეში გადავიდა, დაიხურა სავაჭრო ცენტრები, რესტორნებს მხოლოდ გატანის სერვისით მუშაობა შეეძლოთ.

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

როგორ ჩაიარა "დაუმორჩილებლობის აქციამ" თბილისსა და ბათუმში. ფოტოები

 

თბილისი

თბილისში, კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული ე.წ. კომენდანტის საათის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია დილის 5 საათამდე გაგრძელდა.

აქტივისტებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან მსვლელობა საღამოს 21:00 საათზე დაიწყეს – ეს ის დროა, როდესაც საქართველოში კომენდანტის საათი იწყებს მოქმედებას.

კომენდანტი საათი საქართველოში 9 ნოემბერს ამოქმედდა.

უკვე ორი თვეა ქვეყანაში სხვა მკაცრი შეზღუდვებიც მოქმედებს, რომლებიც 28 ნოემბრიდან დაწესდა. რამდენიმე დღის წინ, მთავრობამ შეზღუდვების ნაწილის შემსუბუქება დააანონსა. საქართველოში შეზღუდვები ორ ნაწილად შემსუბუქდება 8 და 15 თებერვალს – ამუშავდება ტრანსპორტი, სკოლები. თუმცა, კვლავ ძალაში დარჩება კომენდანტის საათი, რაც ბევრი მოქლაქის უკმაყოფილებას იწვევს.

აქციას დაახლოებით ორი ასეული ადამიანი ესწრებოდა. მათ შორის იყვნენ პოლიტიკოსები – ზურაბ ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია, ხატია დეკანოიძე და სხვები.

147065298_2851616638441509_2587322163725 ხატია დეკანოიძე და ელენე ხოშტარია

 

დემონსტრანტები ქალაქის ცენტრში საყვირებით, სასტვენებით, დასარტყამი დოლებით და მუსიკის თანხლებით გადაადგილდებოდნენ. აქციის მსვლელობას სამასამდე პოლიციელი მიაცილებდა.

აქციის მონაწილეები სამართალდამცველებმა მხოლოდ მაშინ დააჯარიმეს, როცა ისინი დედა ენის ბაღში მივიდნენ. 2000 ლარის გადახდას არც ერთი დაჯარიმებული არ აპირებს.

ასე ხვდებოდა აქციის მონაწილეებს მოსახლეობა. ფორმულას ვიდეო.

„არ ვემორჩილებით კომენდანტს, ყველა ერთად დაგვაჯარიმეთ, ყველა ერთად ვართ აქ და ვეუბნებით, რომ გოგა მემანიშვილი არის მთავარი მონა და ყველა აქ მყოფი პოლიციელი. ჩვენ არ ვემორჩილებით ამ რეგულაციებს და ვდგავართ აქ”, – აცხადებნდნენ აქტივისტები.

თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსი, ვაჟა სირაძე ჟურნალისტებთან ამბობდა, რომ ყველა მომიტინგე, ვინც “კანონს არღვევს, კანონის ფარგლებში დაჯარიმდება”. თუმცა, მან უარი თქვა ჟურნალისტებისთვის ეპასუხა კითხვაზე, დაარღვიეს თუ არა დაუმორჩილებლობის აქციის მონაწილეებმა კანონი.

146677475_700011383937388_32006093340514 ფოტო: მოძრაობა სირცხვილია 147671408_3771599552920900_9078633376124 ზურაბ ჯაფარიძე. ფოტო: ბიზნეს ფიდი 146471462_451978945993969_62315870955275 ფოტო: მარიამ გეგუჩაძე %E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%94-1024x768.jpg ფოტო: on.ge 147494538_415790909686077_26576585392546 ფოტო: მარიამ გეგუჩაძე 147361375_904470840300334_79017126694910 ფოტო: მარიამ გეგუჩაძე

ბათუმი

დაუმორჩილებლობის აქცია ბათუმში, გმირთა ხეივანში გაიმართა. თბილისისგან განსხვავებით ბათუმში პოლიციამ ძალის გამოყენებით 11 ადამიანი დააკავა.

მათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლს ედავებიან, რაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

უკვე დღეს დილით პოლიტიკოსებმა მოითხოვეს პოლიციის იმ თანამდებობის პირების გადადგომა, რომლებიც ამ პროცესს ხელმძღვანელობდნენ.

”აჭარის პოლიციის დეპარტამენტი თავს უფლებას აძლევს, რომ დემონსტრანტები სასტიკად დაშალოს”, – თქვა ბონდო თედორაძემ, ოპოზიციური პარტიის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა.

მისი თქმით, პოლიციამ ძალას გადააჭარბა და ამიტომ ისინი მოითხოვენ, რომ “აჭარის კრიმინალური პოლიციის უფროსის მოადგილემ, ირაკლი ჭედიშვილმა დაუყოვნებლივ დატოვოს თანამდებობა”.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა კოტე ანანიაშვილმა თანამდებობა დატოვა და მის მოვალებას სწორედ ირაკლი ჭედიშვილი შეასრულებს.

ფორმულას ინფორმაციით კოტე ანანიაშვილი თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსს, ვაჟა სირაძეს შეცვლის. სირაძე კი, თავის მხრივ, საქმიანობას ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის ხელმძღვანელის პოსტზე გააგრძელებს. 

Edited by Moor

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

147852906_2666522433472571_5513236833297

ორთვიანი პაუზის შემდე, 8 თებერვალს, საქართველოში მუშაობა განაახლა მუნიციპალურმა ტრანსპორტმა.

147852906_2666522433472571_5513236833297ფოტო: დავით ფიფია, JAMnews

ავტობუსებთან და მიკროავტობუსებთან ერთად, დედაქალაქში მეტროც ამუშავდა.

ახალი წესების თანახმად, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მხოლოდ ორშაბათიდან-პარასკევამდე იმოძრავებს და მხოლოდ 21:00 საათამდე.

საღამოს ცხრიდან დილის ხუთამდე ქვეყანაში კომენდანტის საათია.

განსხვავებული წესებით დაიწყეს მუშაობა სამარშრუტო ტაქსებმა.

  • მგზავრი აუცილებლად პირბადით უნდა იყოს;
  • აკრძალულია კონდიციონერის ჩართვა;
  • ფანჯრები ღია უნდა იყოს;
  • ყოველი დღის ბოლოს, ავტოფარეხში დაბრუნებისთანავე მიკროავტობუსს ჩაუტარდება დეზინფექცია.

8 თებერვლიდან კვლავ აიკრძალა კერძო მანქანების მოძრაობა ე.წ. ბასლეინებზე. ამ ხაზში მხოლოდ ავტობუსებმა და მიკროავტობუსებმა უნდა იარონ.

● საქართველოში იხსნება სკოლები, ამუშავდება ტრანსპორტი. 8 თებერვლიდან შეზღუდვების ნაწილი შემსუბუქდება
● ჩინური ვაქცინა აზერბაიჯანში: კითხვები, რომლებსაც აქვთ პასუხები
● საქართველოში კოვიდგადატანილ პაციენტებს გამოიკვლევენ. ბევრი ჩივის, რომ ვირუსმა პრობლემები დაუტოვა

8 თებერვალს ამუშავდა ასევე ბაზრობები. უკვე ღიაა თბილისში ვაგზლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ბაზრობები და სავაჭრო ცენტრები. ასევე ღიაა ელიავას ბაზრობაც, სადაც რემონტისთვის საჭირო პროდუქცია იყიდება.

147788904_10222022868495019_365966696593ფოტო: დავით ფიფია, JAMnews

______________________________________________

უკვე ორი თვეა ქვეყანაში მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს, რომლებიც 28 ნოემბრიდან დაწესდა. რამდენიმე დღის წინ, მთავრობამ შეზღუდვების ნაწილის შემსუბუქება დააანონსა. საქართველოში შეზღუდვები ორ ნაწილად შემსუბუქდება .

მეორე ეტაპი 15 თებერვალსაა. ამ დღეს ამუშავდება სკოლები.

შეზღუდვების მოხსნა მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც ქვეყანაში დადებითობის მაჩვენებელი 4 პროცენტის ქვემოთ ჩამოვიდა (დადებითობის მაჩვენებელი ნიშნავს 24 საათის განმავლობაში სულ ჩატარებული ტესტებიდან რამდენი იყო კოვიდდადებითი).

თუმცა, კვლავ ძალაში დარჩება კომენდანტის საათი. ეპიდემიოლოგები ამბობენ, რომ კომენდანტის საათის მოხსნა ამ ეტაპზე არ განიხილება.

წყარო: ჯემნიუსი

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   233 all people including: 1 წევრი, 0 ანონიმური, 232 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • YandexBot(16)
    • Chrome(13)
    • Googlebot(3)
    • Facebookexternalhit(3)
    • ASIA