ფორუმელი Moor Posted 7 თებერვალი, 2021 Posted 7 თებერვალი, 2021 დღეს რაგბიში საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებს შორის შეხვედრა ბორჯღალოსნების გამარჯვებით 16:7 დასრულდა. ეს იყო ტურნირის – “რაგბი ევროპა 2020”-ის ბოლო შეხვედრა. მატჩი ზუსტად ერთი წლის წინ, 2020 წლის გაზაფხულზე უნდა გამართულიყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო. დღევანდელი შეხვედრამ გულშემატკივრების გარეშე ჩაიარა. პირველი ტაიმი 0: 0 დასრულდა, თუმცა მეორე ნახევარში ქართველებმა შეძლეს უპირატესობის მოპოვება და “რაგბი ევროპა 2020”-ის გამარჯვებულები გახდნენ. ტრადიციულად, საქართველო რუსეთის ნაკრებისთვის უხერხული მეტოქეა. 1993 წლიდან დღემდე რუსეთის ნაკრებმა მხოლოდ ერთი მატჩი მოუგო ქართველ ბორჯღალოსნებს. წყარო: ჯემნიუსი Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა