Jump to content
×
×
  • Create New...

ქართველმა რაგბისტებმა რუსეთის ნაკრები დაამარცხეს


Recommended Posts

  • ფორუმელი

147498204_5306370902713945_2066645771026

დღეს რაგბიში საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებს შორის შეხვედრა ბორჯღალოსნების გამარჯვებით 16:7 დასრულდა.

ეს იყო ტურნირის – “რაგბი ევროპა 2020”-ის ბოლო შეხვედრა.

მატჩი ზუსტად ერთი წლის წინ, 2020 წლის გაზაფხულზე უნდა გამართულიყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო.

დღევანდელი შეხვედრამ გულშემატკივრების გარეშე ჩაიარა.

პირველი ტაიმი 0: 0 დასრულდა, თუმცა მეორე ნახევარში ქართველებმა შეძლეს უპირატესობის მოპოვება და “რაგბი ევროპა 2020”-ის გამარჯვებულები გახდნენ.

ტრადიციულად, საქართველო რუსეთის ნაკრებისთვის უხერხული მეტოქეა. 1993 წლიდან დღემდე რუსეთის ნაკრებმა მხოლოდ ერთი მატჩი მოუგო ქართველ ბორჯღალოსნებს.

წყარო: ჯემნიუსი

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share