ფორუმელი Holden Caulfield Posted 7 თებერვალი, 2021 Posted 7 თებერვალი, 2021 (შესწორებული) სუკულენტი არის მცენარეთა ჯგუფი, რომლებსაც გამსხვილებული, პუტკუნა ფოთლებით ან ღეროებით, რომლებმაც ფოთლები ჩაანაცვლეს.მეყვავილეთა შორის ყველაზე გავრცელებულ სუკულენტებად ითვლებიან: ეჩევერია (ქვის ვარდი), კრასულა (მსუქანა), სედუმი, კალანხოე, ალოე, ეპიფილუმი (კაქტუსი).ბუნებაში არსებული ასობით სუკულენტი, ძლიერ განსხვავდება ერთმანეთისაგან ფორმითა და ზომით. მათ უმრავლესობას როზეტის ფორმა აქვს, რადგან ფოთლების მიჯრით განლაგება ხელს უწყობს უდაბნოს პირობებში მათში წყლის შენარჩუნებას. ბოლო დროს სუკულენტები ევრი დიასახლისის სახლს ამშვენებს და შესაძლოა თქვენ არ იცოდეთ მათი მოვლა, მაგრამ ეს ნუ შეგაშინებთ, ბლოგის დახმარებით მათ მოვლა ძალიან გაგიმარტივდებათ. ჩვენ გთავაზობთ სასარგებლო რჩევებსა და მოვლის საშუალებებს თქვენი ყვავილისათვის. თუ სუკულენტების ქონა გადაწყვიტეთ, უნდა იცოდეთ, რომ მათ, გაზაფხულიდან შემოდგომამდე ზომიერი —24-28 გრადუსი ტემპერატურა სჭირდებათ. ზამთარში კი ცოტა დაბალ ტემპერატურას საჭიროებენ — იდეალურია +10, +13 გრადუსი, თუმცა +4 გრადუსამდე ხანმოკლე შეციებასაც ადვილად აიტანენ. სუკულენტების გამრავლება: ეს ის შემთხვევაა, როცა სხვა მცენარეებისაგან განსხვავებით, გამრავლების პროცესი ძალზე მარტივია. ძალიან ბევრი მათგანი უბრალოდ ჩამოცვენილი ფოთლებიდან მრავლდება. მოატეხეთ ფოთოლი და ჩარგეთ პირდაპირ მიწაში — ძალიან მალე — 2-3 კვირაში ფოთლებს ფესვები გამოუვათ და ახალ შვილობილ მცენარეს მიიღებთ. მრავლდება ასევე გვერდითა ტოტებიდანაც, იგივე მეთოდით. სუკულენტების წყალში დაფესვიანება არ არის რეკომენდირებული — ლპობას იწყებენ. ახლად მოტეხილი ფოთლები და ტოტები ჯერ შეაშრეთ და შემდეგ ჩარგეთ. კარგია თუ დაფესვიანებისათვის სპეციალურ სტიმულატორებს გამოიყენებთ. ასე დაფესვიანებული ზოგიერთი სუკულენტი უკვე 2 თვეში ზრდასრული მცენარე ხდება, ზოდს კი ამისათვის ერთი წელი სჭირდება. რ არის საჭირო ფოთლების დანამვა, მთავარი მოთხოვნა სუფთა ჰაერია, ამიტომ თუ საშუალება არ გაქვთ გაზაფხულიდან შემოდგომამდე ეზოში ან აივანზე გყავდეთ, ოთახი ხშირად გაანიავეთ. არ დაუშვათ გრუნტის მაღალი ტენიანობა, აუცილებელია მორწყვებს შორის მისი შეშრობა, გადარგვისას კი გრუნტს ნახშირი დაამატეთ. გაამრავლეთ მხოლოდ გაზაფხულზე, ამასთან არ დაგავიწყდეთ მასალის წინასწარ შეშრობა. პირველ რიგში, სუკულენტი კაქტუსს არ ნიშნავს. თითქმის ყველა კაქტუსი სუკულენტია, თუმცა ყველა სუკულენტი ნამდვილად არაა კაქტუსი. სუკულენტი, მაგალითად ალოე, წყალს თავის ღეროში, ან ფოთლებში ინახავს. ამიტომაა მისი ნაწილები რბილი და მსუქანი. იმავე მიზეზით, ის გარემო პირობების მიმართ გამძლეა და მშრალ ეკოსისტემაში გადარჩენა შეუძლია. თუმცა, თუ მათი სახლში გახარება გსურთ, სიყვარული, სინაზე და ზრუნვა ისევე არ უნდა მოაკლოთ, როგორც სხვა მცენარეებს. გთავაზობთ 5 რჩევას, რომელიც სუკულენტების ახალმა ან მომავალმა პატრონებმა უნდა გაითვალისწინონ. 1. ტერაკოტა ფოტო: Erika Raxworthy თუ თქვენი სუკულენტი ისევ იმ პლასტმასის ყუთშია, რომელშიც იყიდეთ, დროა, რომ გამომწვარი თიხისაგან დამზადებულ ქოთანში გადაიტანოთ, რადგან პლასტმასის პატარა ყუთი თქვენს მცენარეს გაზრდაში ხელს უშლის. გარდა ამისა, პლასტმასის ქოთნებში მიწა ძალიან ნელა შრება, რაც სუკულენტებს საერთოდ არ მოსწონთ — შეიძლება დიდი ხნით სველ მიწაში ყოფნით ფესვებმა ლპობაც კი დაიწყონ. თიხის ქოთნებში კი, მიწა "სუნთქავს" და მალე შრება. თიხის ქოთნის შერჩევისას თქვენი მცენარის ზომაც გასათვალისწინებელია. სუკულენტის ახალი სახლი წინაზე დაახლოებით ხუთი სანტიმეტრით ფართო უნდა იყოს. თუ თქვენი მცენარისთვის მაინცდამაინც მინის ყუთი გინდათ, რომ შეარჩიოთ, მაშინ შეიძინეთ ან გამოიწერეთ ვულკანური ქვები, რომლებსაც მინის ქოთნის ძირში დააწყობთ. ის ფესვებს გადაჭარბებული ტენიანობისგან დაიცავს. 2. მზის აბაზანები ფოტო: Erika Raxworthy როგორც არ უნდა გიყვარდეთ მზეზე ნებივრობა, დამიჯერეთ, ის მცენარეს თქვენზე მეტად უყვარს. მზის სინათლის ქვეშ მას დღეში საშუალოდ 6 საათის გატარება სჭირდება. თუმცა, თუ ახალი დარგულია, მზის სხივებს შედარებით ნელა უნდა შეაჩვიოთ და ხანდახან ჩრდილის ქვეშაც მოაქციოთ. მაგალითად, ფარდის უკან. არ დაგავიწყდეთ, რომ მცენარე უნდა შემოაბრუნოთ, რომ ის ყველა მხრიდან მიეფიცხოს მზეს. ასე რომ, იპოვეთ თქვენს სახლში ფანჯარა, რომელიც ყველაზე მზიანია და თქვენს მცენარეს დასაბინავებლად მყუდრო, თბილი და ნათელი ადგილი მოუწყეთ. თუ სუკულენტს ფორთოხლისფერი ან იასამნისფერი შეფერილობა აქვს, მას მზე კიდევ უფრო უყვარს და შესაძლოა მის სახლში გამოკეტვას გარეთ დაბინავება ჯობდეს. 3. ნიადაგის შერჩევა/დატენიანება სუკულენტებისთვის ნიადაგის შერჩევა მნიშვნელოვანია და მისთვის უბრალოდ ეზოში ამოთხრილი მიწის გამოყენება არასწორია. შეგიძლიათ მიწა სილით, პერლიტით ან პემზით გააფ სუკულენტს ფაქიზი ფესვები აქვს, ამიტომ გადარგვისას სიფრთხილე უნდა გამოიჩინო სუკულენტების ნიადაგს სასუქით "კვება" ხშირად არ სჭირდება. მას ეს დანამატი განსაკუთრებით გაზაფხულისა და ზაფხულის პერიოდში, ზრდის პროცესისას ეხმარება. გადაჭარბებული სასუქის შემთხვევაში მცენარე სწრაფად გაიზრდება და მალე დასუსტდება. მცენარე მაშინ უნდა მორწყათ, როცა მიწა მთლიანად გამომშრალია, ამიტომ ის წინასწარ უნდა შეამოწმოთ პატარა ჩხირით 1-2 სანტიმეტრის სიღრმეზე. მორწყვისას კარგად დააკვირდით და სანამ ქოთნის ნახვრეტიდან წყალი არ გამოჟონავს, მორწყვა არ შეწყვიტოთ. თუ თქვენი მცენარის ქოთანს არ აქვს სადრენაჟო ხვრელი, მაშინ ნიადაგის დასატენიანებლად ნაკლები წყალი გამოიყენეთ. შემოდგომისა და ზამთრის განმავლობაში სუკულენტები ზოგადად ისვენებენ, ამიტომ ამ პერიოდში მათ ნაკლებად სჭირდებათ დატენიანება. შესასხურებელი სარწყავის ხმარების შემთხვევაში, შესაძლოა მცენარის ფოთლებს სოკო გაუჩნდეს, ფესვები კი დასუსტდეს. ამიტომ მისი გამოყენება არარეკომენდირებულია. ფოტო: Erika Raxworthy სუკულენტის ნიადაგის დასატენიანებლად შეგიძლიათ ქოთანი წყალში ჩადგათ და ის მას ძირში არსებული ხვრელიდან შეიწოვს. როდესაც ზედაპირს ტენიანობა დაეტყობა, ქოთანი წყლიდან ამოიღეთ. 4. ჯანმრთელობა და სუფთა ფოთლები სახლის ყვავილები მტვერსა და ჭუჭყს იკრობენ. ეს გარდაუვალია, თუმცა ამას მცენარის ზრდის შეფერხება შეუძლია, ამიტომ თქვენი სუკულენტების მსუქანი ფოთლები დანამული ტილოთი ფაქიზად გაასუფთავეთ. რთულ წერტილებამდე მისაღწევად კი პატარა ზომის სახატავი ფუნჯი გამოიყენეთ. თუ თქვენი მცენარის ღეროსკენ რამდენიმე მკვდარ ფოთლებს დაინახავთ, საშიში არაფერია — ეს სრულიად ნორმალური მოვლენაა და იმას ნიშნავს, რომ მცენარე გასხლას საჭიროებს. ფრთხილად მოსწყვიტეთ მკვდარი ფოთლები და მცენარე მათგან გაათავისუფლეთ. ფოტო: studio.laf / Instagram თუმცა, თუ მცენარეს მკვდარი ფოთლები თავისით დაცვივდა, ან ყვითელი შეფერილობა დაედო, ან შეხებისას უჩვეულოდ ფაფუკი მოგეჩვენათ, მაშინ პრობლემა გაქვთ — თქვენი სუკულენტი გადაჭარბებული დოზით წყლის მიღებისგან იტანჯება. ამ შემთხვევაში, დაელოდეთ ნიადაგის სულ ამოშრობას და მორწყვის ახალი განრიგი შეადგინეთ. მცენარეზე შავი წერტილები ასევე გადამეტებული ტენიანობის ნიშანია — ამ დროს, დამატებითი ზომების მიღება მოგიწევთ: მოაჭერით მცენარის წვერი, მოაშორეთ შავწერტილიანი ნაწილები. მოჭრილი ნაწილი 3-5 დღით გადადეთ გასაშრობად და შემდეგ ახალ ნიადაგში ჩარგეთ. თუ თქვენი მცენარის ფოთლები ნაოჭდება, ან მშრალი, დაბერებული და გაუხეშებული ჩანს, ეს იმას ნიშნავს, რომ მას წყალი აკლია. ამ შემთხვევაში, ის ისე უნდა მორწყოთ, როგორც მესამე ქვეთავში წერია. სწორად მორწყვის რამდენიმე ეტაპის შემდეგ თქვენი მცენარე ბედნიერ იერსახეს დაიბრუნებს. 5. მწერების არიდება თუ ყველა ზემოთ აღნიშნულ რჩევას გაითვალისწინებთ, თქვენს მცენარეს მწერების პრობლემა არ შეექმნება. მაგრამ, თუ ეს მაინც მოხდება და ყვავილს მწერი შეესევა, მზად უნდა იყოთ. თქვენი ყვავილის გამოსაჯანმრთელებლად მცირე ძალისხმევა დაგჭირდებათ. ახალგაზრდა სუკულენტებს ყველაზე ხშირად ქინქლები, კოღოები და მოსკიტები ესხმიან თავს. მათი მოზიდვის საუკეთესო გზა გადაჭარბებულად დატენიანებული ნიადაგია. თუ ისეთ მიწას აარჩევთ, რომელიც ადვილად შრება, მწერები თქვენ და თქვენს მცენარეს ნაკლებად შეგაწუხებთ. ფქვილისებრი ცრუფარიანები ის საძაგელი მწერები არიან, რომლებიც სუკულენტებში მყუდრო ბინის მოწყობას ცდილობენ. მათ მოსარიდებლად ნიადაგი ალკოჰოლის რამდენიმე წვეთით მორწყეთ. თუ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, აუცილებლად შეწამლეთ. იქამდე, სანამ მწერებით დაავადებულ მცენარეს არ განკურნავთ, ის სხვებს მოარიდეთ. Edited 7 თებერვალი, 2021 by Holden Caulfield Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Holden Caulfield Posted 7 თებერვალი, 2021 Author Posted 7 თებერვალი, 2021 ამ ზაფხულს აქ თუ დავრჩი რამე ამდაგვრს ავაწყობ Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Mulan Posted 7 თებერვალი, 2021 Posted 7 თებერვალი, 2021 საყვარლებიაა Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Holden Caulfield Posted 7 თებერვალი, 2021 Author Posted 7 თებერვალი, 2021 @cosmia აუ ძაან თან ადვილი მოსავლელია მთავარია ბევრი წყალი არ დაასხა კარგი დრენაჟი და ეგაა რამდენი სახეობა ყოფილააა Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Mulan Posted 7 თებერვალი, 2021 Posted 7 თებერვალი, 2021 @Holden Caulfield კი რამდენიმე ათასი სახეობისაა როგორც ვიცი. ხო უდაბნოს მცენარეებია და ნიადაგიც შესაბამისი უნდა მარა ზამთარში სითბო რა... მიუხედავად იმისა რომ რაღაც სახეობები მომწონს არ მაქვს, საჩემოდ არ მომწონს აი მე მძივებიანი მომწონს. თუ გავაჩერებ მხოლოდ მას... Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Holden Caulfield Posted 7 თებერვალი, 2021 Author Posted 7 თებერვალი, 2021 (შესწორებული) 9 minutes წინ, cosmia said: @Holden Caulfield კი რამდენიმე ათასი სახეობისაა როგორც ვიცი. ხო უდაბნოს მცენარეებია და ნიადაგიც შესაბამისი უნდა მარა ზამთარში სითბო რა... მიუხედავად იმისა რომ რაღაც სახეობები მომწონს არ მაქვს, საჩემოდ არ მომწონს აი მე მძივებიანი მომწონს. თუ გავაჩერებ მხოლოდ მას... ქვიშა ნარევი მიწა პატარა ქოთანი და კარგი დრენაჟი სულ ესსა.. მზის პირდაპირ სხივებს უნდა მოარიდო და ბევრი წყალი არ უნდა დაასხა ზამთარში დადე ფანჯარაზე და ეგა ვსო არა პრეტენზიული მე მაქვს რამდენიმე მარა აი ''ასორტი'' მინდა :დ ჰორიზონტალურს ვერ გავუთამდები ჯერ მარა დიდ ოთხკუთხედ ქოთანში მინდა ჩავალაგო ბევრი 9 minutes წინ, cosmia said: აი მე მძივებიანი მომწონს. ძაან ლამაზია Edited 7 თებერვალი, 2021 by Holden Caulfield Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Mulan Posted 7 თებერვალი, 2021 Posted 7 თებერვალი, 2021 7 minutes წინ, Holden Caulfield said: ქვიშა ნარევი მიწა პატარა ქოთანი და კარგი დრენაჟი სულ ესსა.. ხო პერლიტი+ კერამზიტი+ მიწა მე ასე ვაკეთებ სასუკულენტე მიწას. ჩემ რძალს გავუხარე რამდენიმე და ახლა იმერეთში ყვავიან იქ ძალიან მოსწონთ. გოგო ოთახში არ მომწონს მცენარეები ძალიან ცოტა მაქვს ოთახის. მინდა ჩემ საძინებელს მინებიანი სათბური მოვადგა ორანჟერეასავით აი მერე უფრო მეტი მექნება არა საძინებელში ვერ ავიტან... სუკულენტები ასე ძალიან რატო მოგწონს? Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Holden Caulfield Posted 7 თებერვალი, 2021 Author Posted 7 თებერვალი, 2021 2 minutes წინ, cosmia said: სუკულენტები ასე ძალიან რატო მოგწონს? არა მარტო სუკულენტები მცენარეები მიყვარს და ვუვლიი თუ ოდესმე დიდი სახლი მქონდა დიდ ორანჟერეა-ბიბლიოთეკას მოვაწყობ ეზოშიც უმარავ ნაძვს და ყვავილს დავრგავ და მეყოლება დიდიიი ბუთქუჩა ქართული ნაგაზი Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა