Jump to content
×
×
  • Create New...

ორსართულიანი მატარებელი


Moor
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

რუსეთის იმპერიაში ორსართულიანი მატარებლები XIX საუკუნეში გაჩნდა. მეორე სართული მესამე კლასის მგზავრებისთვის იყო განკუთვნილი.

ორსართულიანი სამგზავრო მატარებლები მინიმალური ხარჯებით დიდი რაოდენობის ტვირთისა და მგზავრების გადაყვანის საშუალებას იძლეოდა. რის გამოც რუსეთის იმპერიის ქალაქ კოლომნის ვაგონმშენებელ ქარხანაში გერმანელი ინჟინრის, ტომასის პატენტის მიხედვით ახალი ტიპის ორთქლმავალ-ვაგონების დამზადება დაიწყეს. პირველ სართულზე მეორე კლასის მგზავრებისთვის გათვალისწინებული იყო 42, ხოლო მეორე სართულზე მესამე კლასის მგზავრებისთვის 48 ადგილი. ორთქლმავალ-ვაგონის სიგრძე 9,6 მეტრს, ხოლო სიმაღლე 4,5 მეტრს აღწევდა. პირველ სართულზე შესასვლელი კარი ვაგონის ცენტრში იყო, ხოლო მეორეზე მოხვედრა ვაგონის წინა მხარეს არსებული კიბით იყო შესაძლებელი.  ასეთი ტიპის ორსართულიანი მატარებლები განსაკუთრებით აქტუალური გახდა შუა აზიაში რუსეთის იმპერიის ექსპანსიის პერიოდში, მაშინ, როდესაც მათი ექსპლუატაცია, იმპერიის ინტერესებიდან გამომდინარე, საჯარისო ნაწილების გადასაყვანად დაიწყეს. დაახლოებით 1880-იან წლებში გადაღებულ ამ ფოტოზე კასპიისპირეთის რკინიგზის ერთ-ერთი მონაკვეთია აღბეჭდილი.  ორსართულიანი ორთქლმავალ-ვაგონის ფონზე რუსი სამხედროები და ბუხარელების ჯგუფია წარმოდგენილი  კასპიისპირეთის რკინიგზის იმ რთულ მონაკვეთზე, რომლის მშენებლობას წლების განმავლობაში გენერალი მ. ანენკოვი ხელმძღვანელობდა.

The post ორსართულიანი მატარებელი appeared first on National Geographic Magazine - საქართველო.

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share