Guest Georgia Posted 5 თებერვალი, 2021 Posted 5 თებერვალი, 2021 დღის წესრიგში ვბრუნდებით? რამდენი წელია საქართველო აღარავის უხსენებია "დღეს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ტელეფონით ესაუბრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის ნედ პრაისის თქმით, მათ ორ ქვეყანას შორის "ახალი სტარტის" ბირთვული იარაღის კონტროლის შეთანხმების გაგრძელებაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ საჭიროა ახალი ხელშეკრულება განიარაღების თაობაზე, რომელიც შეეხება როგორც რუსეთის ბირთვული არსენალის ყველა ტიპის შეიარაღებას, ასევე მზარდ საფრთხეს ჩინეთიდან. "სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა პრეზიდენტ ბაიდენის გადაწყვეტილებას, დაიცვას ამერიკის მოქალაქეები და მტკიცედ დადგეს შეერთებული შტატების ინტერესების დასაცავად, რუსეთის ქმედებებზე პასუხად, როცა ეს ჩვენ ან ჩვენი მოკავშირეების ინტერესებს აზიანებს. ეს მოიცავს პოლ უელანის და ტრევორ რიდის გათავისუფლებას, ისე რომ მათ მიეცეთ შეერთებულ შტატებში, ოჯახთან შინ დაბრუნების საშუალება. სახელმწიფო მდივანმა სხვა საკითხებთან ერთად, წამოწია შეერთებული შტატების 2020 წლის არჩევნებზე რუსეთის ჩარევის, მისი [რუსეთის] სამხედრო აგრესია უკრაინაში და საქართველოში, ალექსეი ნავალნის მოწამვლის და "სოლარუინდის" ინდიცენტის საკითხები" - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებაში. ენტონი ბლინკენი და სერგეი ლავროვი შეთანხმდნენ, რომ მათ შორის გაგრძელდება დისკუსია ერთობლივი საჭირბოროტო საკითხების მიმართულებით." Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Laki Posted 7 თებერვალი, 2021 Posted 7 თებერვალი, 2021 ...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!..,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, რომ ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა