Jump to content
×
×
  • Create New...

სურვილებში ჩაკუკების მოსაწყენი ტენდენციები


Lollygag
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

@Lollygag

რა მაგარია, რომ ასე სასიამოვნოდ გახსენდება ასეთი ხალხი. 

ყველაზე ცუდია, თუ ამას ჩვენთვის მნიშვნელოვანი ადამიანები აკეთებენ, ჩემთვის ავტორიტეტი ადამიანი ისე აღფრთოვანდება ხოლმე ჩემი იდეებით, შემაქებს და მაგულიანებს. 

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

  • ფორუმელი
2 minutes წინ, Lollygag said:

ჩემმა რაღაც პატარა სურვილმა, ტიპი რატომ უნდა გაგაღიზიანოს

იმიტომ, რომ ფანტაზიის დეფიციტი აქვთ და იმიტომ, რომ ადვილად მორჩილნი არიან. ძალიანაც, ლოგიკური და პრაგმატული ადამიანი ვარ, მაგრამ აგრეთვე  მეხალისება და ენთუზიაზმით ვარ აღვსილი საკუთარ თუ სხვათა ტრანსცენდენტული სურვილების მიმართ. :dance:

*adminis nebiera

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
17 minutes წინ, marguerite said:

ყველაზე ცუდია, თუ ამას ჩვენთვის მნიშვნელოვანი ადამიანები აკეთებენ, ჩემთვის ავტორიტეტი ადამიანი ისე აღფრთოვანდება ხოლმე ჩემი იდეებით, შემაქებს და მაგულიანებს. 

როგორ მესმის რასაც ამბობ.

უნიზე გამახსენდა. ორი სხვადასხვა ტიპის ხელმძღვანელი მყავდა, ორივე დიდი რეგალიებით, მიღწევებით და ამბებით. ჩემს სფეროში ავტორიტეტები. ორივემ ბევრი მასწავლა, რეალურად, მაგრამ რამდენად კმაყოფილი/აღფრთოვანებული ვიყავი მათთან მუშაობით ეგ სხვაა.

ერთმა: საბაკალავროს გეგმა რომ გავაცანი- ისე გადამიარა, მთელი თვე ვერაფერს ვწერდი, გამეჭედა. ლამის ზეპირად ვიცოდი მისი კომენტარები. ,,რომ ერთი, პატარა, სტუდენტი, რომელსაც სულ სამი, კინკილა, საგნის ცოდნა აქვს, ამხელა პრობლემას არ უნდა შეეჭიდოს, ჯობია, თავისი ვიწრო არეალიდან, ხელმისაწვდომი ვარიანტი შეისწავლოს და იმაზე დახარჯოს დრო". კი, ვიცოდი, რომ ჩემი ნაშრომის გეგმა ხარვეზიანი იყო, მაგრამ მისმა პირველმა კომენტარმა ისეთი დემოტივაცია მომცა, საერთოდ საბაკალავროს ჩატოვებაზეც კი ვფიქრობდი. დედაჩემს რომ არ შევენჯღრიე, ეგრეც მოხდებოდა. 

მეორემ: დამისვა გვერდით, ვისაუბრეთ, რაღაც ვარიანტები მქონდა, ერთად შევაფასეთ, გადავაფასეთ. რეალურად, წერას რომ ვიწყებდი, თავი არარაობად მიმაჩნდა. ექსპერტების აზრის გარკვევაც მინდოდა და უცნაური რაღაც გვითხრა, სტუდენტებს: ,,თქვენს ნაშრომში, თქვენ უკვე ხართ ამ სფეროს ექსპერტები. ახლა სხვა პოზიციიდან, უფრო მარტივად შეხედეთ და შეეცადეთ ისიამოვნოთ იმ თემით, რომელზეც მუშაობთ."

საბოლოოდ, ორივე ნაშრომზე, ერთნაირი ქულა გამომივიდა :D მაგრამ პირველ შემთხვევაში სიცოცხლე მქონდა მოწამლული, მეორეში ვიკაიფე, იმით რასაც ვაკეთებდი. რამე რომ გამიჭირდეს მეორე ხელმზღვანელთან მივალ.
ცხოვრება ხანმოკლეა მომწამვლელ ხალხთან ურთიერთობაზე დასახარჯად.

Edited by Lollygag
Share on other sites

  • ფორუმელი

@Lollygag

 

მართლა უდიდესი ძალა აქვს სიტყვას.

სწორედ უნიზე გამახსენდა, ლექტორმა გვითხრა, ვისაც უმაღლესი ქულა გვინდოდა, კონკრეტული დავალება უნდა შეგვესრულებინა, მაგრამ თქვენ ამას ვერ გააკეთებთ, ასე რომ დაკმაყოფილდით 75 ქულითო. ძალიან ზრდილობიანად ავუხსენი, რომ თუკი რაღაც კონკრეტულს ვერავინ გააკეთებდა, მისი არსებობა აზრს კარგავდა, მოვხარე ბეჭებში. თავიდან ისე მონოტონურად და ფაქტობრივად :nope:-ით მესაუბრებოდა, აუღელვებლად შევუტიე. ის რაღაც დავწერე მერე და გამოცდაზე აღარ გავედი, არ მაინტერესებდა ქულა :lool:ზოგადად ძალიან ძნელია შემზე პოზიციით და ფინანსურადაც მაღლა მდგომი ადამიანი რომ შენს  მისწრაფებებს და შესაძლებლობებს აბუჩად იგდებს. 

 

სუპერ ლექტორი, სუპერ მოტივატორი და საოცარი სპეციალისტია მაია მელიქიძე. ჩემს განვითარებაში დიდი როლი ითამაშა. სულ ვამბობ, სადაც ამის საშულება მეძლევა და აქაც ვიტყვი!

 

 

 

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

  • ფორუმელი
ონლაინ, ნაკო said:

@Moor :moderi:დამცინით ლორდ?

დაცინვა რა ლორდის საკადრისია. 

იმაზე გამეცინა, რომ ჯერ არც გაფრენილხარ და უკვე უკანონო მიშენებებზე  და ლოჯიის გაფართოებაზე ფიქრობ

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
17 საათის წინ, საწყალი ოსვალდო რიოსი said:

არა მგონია, იქნება კიდევ ვინმე, ვისაც გააღიზიანებს, მაგალითად რედაქციას :lalala:

:lol:

ნამდვილად. :boxing:

@Lollygagშესაძლოა არც არიან ბოღმები და ვერ წარმოუდგენიათ ნაცნობი რაღაც სანატრელ პოზიციაზე.

შეცდომაა რა თქმა უნდა მსგავსი სიტყვები.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share