Jump to content
×
×
  • Create New...

მწვანილები


Blossom
 Share

Recommended Posts

  • ადმინი

ჩვენი საყვარელი არომატული მწვანილების უმეტესობა ერთმანეთის ახლო ნათესავია. გამოიყოფა ორი ძირითადი ჯგუფი: პიტნის ოჯახი და სტაფილოს ოჯახი. ევროპულ სამზარეულოებში პიტნის ოჯახის მწვანილები უფრო ხშირად გამოიყენება, ქართულ ყოველდღიურობაში - სტაფილოს ოჯახის.

                                                  პიტნის ოჯახი:

Mint - პიტნა. ასობით სახეობის პიტნა არსებობს, მაგრამ ძირითადი სამი სახეობა არის Spearmint (რბილი გემო აქვს, შედარებისთვის წარმოიდგინეთ მწვანე დიროლი/ორბიტი), Peppermint (მომწარო და მენთოლიანი, შედარებისთვის წარმოიდგინეთ ლურჯი და თეთრი დიროლი/ორბიტი) და Watermint (მათი შუალედური სახეობა). პიტნების ქართული შესატყვისები ჯერ ვერ მოვიძიე

 

 

peppermint.jpg.3b408952843e0e7c7e62dc30a05e7670.jpg

*ბოსტნეულის, ხორცის, თევზისა და ფრინველის კერძებს უხდება. აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას. მოგიხსნით სტრესს, დაძაბულობას.

Basil -  რეჰანი. ასევე ბევრი სახეობისაა. ჩვენთან გავრცელებულია იასამნისფერი სახეობა, ევროპაში - მწვანე. ბაზილიკი და რეჰანი რომ სხვადასხვა მცენარეა - მითია. როგორც ჩვენმა მკითხველმა ნინომ დაამატა, ამ მცენარეს გურიაში და იმერეთში შაშკვლავს, სამეგრელოში საშურამს, ხოლო კახეთში რიანდს უწოდებენ.

 

1157077077_basilGreen.jpg.92575093b55a700d8692db3726f6376a.jpg

*"მწვანე რეჰანი", ქართული სამზარეულოს ყველაზე არომატული მწვანილი უხდება მსუბუქ კერძებს. რეჰანი - ხორცს, ბოსტნეულს.

უამრტივესია მისგან პესტოს მომზადებაც, აბლენდერებ ზეითუნის ზეთთან ერთად, თუ გაქვთ უმატებთ კედრის მარცვალს ან კაკალს, ნიორს, და ასხამთ  მოხარშულ მაკარონს, ახეხავთ ყველს და ეგაა  

ბაზილიკი ებისმიერ სეზონზე შეიძლება გქონდეს ქოთანში!

Oregano - თავშავა. პიცის და კარტოფილის საუკეთესო მეგობარი.

 

 

oregano-leaves.jpg.2b2b97ea77bcad3e73cdc32abe3cfbe5.jpg

*იდეალურად ეხამება ფრინველისა და ხორცის კერძებს. დაუმატეთ პიცას, მაკარონს, პაშტეტსა და სოუსებს.

Marjoram - მაიორანი. ძალიან გავს ორეგანოს, მაგრამ უფრო მსუბუქი და ყვავილოვანი გემო აქვს.

 

marjoram.jpg.84cf43ef78baf0394c45128cd86e9fcb.jpg

Thyme - ბეგქონდარა. ასევე ახლოსაა გემოთი ორეგანოსთან,  უფრო დახვეწილი არომატი აქვს. საქართველოში იზრდება ველურად მთიან რეგიონებში. თუშეთში მისგან ჩაის აყენებენ.

thyme-fb.jpg.3f25c0eb1d994e0dcd1d2b810be40f5c.jpg

*ფრანგული სამზარეულოს ვარსკვლავია. უხდება მჟავეულს, მოხრაკულს. კარგად ეხამება პილპილს, ოხრახუშს, ნიახურს.

შეგვიძლია ქოთანში გავახაროთ, უპრეტენზიო ხუნხულაა, საქართველოშიც ხარობს

 

Savory - ქონდარი. ესეც ორეგანოს ახლობელი. ზოგი მიიჩნევს, რომ ქონდარი იყო ორეგანოს წინაპარი. ორეგანოს, მაიორანის, ბეგქონდარას და ქონდრის გარჩევა ერთმანეთისგან საკმაოდ რთულია. საქართველოში გავრცელებული მითია, რომ ორეგანო არის იგივე ქონდარი

savory.jpg.95c3689b40483c5be96c61080b2d694e.jpg

.

 

Rosemary - როზმარინი. წიწვოვანი, ყვავილოვანი და ევკალიპტის არომატებით. ვიზუალურადაც გავს წიწვოვან ბუჩქს. უხდება ხორცის და თევზის კერძებს. ველურ პირობებში მარტივად იზრდება, ასე რომ, შეიძლება ნებისმიერ ადგილას შეგხვდეთ.

1035290335_rosemary(1).jpg.87a0ee3b602e8644f76c805078316ef6.jpg

Lemon balm (Melissa) - ბარამბო. ხშირად გამოიყენება მცენარეულ დამამშვიდებელ წამლებში. ერთდროულად აქვს ლიმონის და პიტნის არომატი.

76067632_LemonBalm.jpg.c1bdc104ee4713f714f17175028b4113.jpg

Sage - სალბი. ბავშვობასთან და ყელის საწუწნ აბებთან (шалфей) მიასოცირდება ეს მცენარე. წარმატებით გამოიყენება იტალიურ (და სხვა ევროპულ) სამზარეულოში.

sage2.jpg.ece83b1c1b613c5c63d1a978ee55df9c.jpg

*

დაუმატეთ ზეთს, რომელშიც წვავთ თევზს და იდეალურ არომატსა და გემოს მიიღებთ. სალბი უხდება ხორცს. განსაკუთრებით ცხვრის ხორცს. ეზოშიც უხვად მოყვავილე ულამაზესი მცენარეა, ყინვებსაც უძლებს

Lavender - ლავანდი. ძირითადად იყენებენ პარფიუმერულ ნაწარმში, მაგრამ კერძებსაც საინტერესო არომატს აძლევს. ფრანგული ცნობილი მწვანილეულის მიქსის - Herbes de Provence - ერთ-ერთი ინგრედიენტია.

Lavender-1_0.jpg.a7ebaa13494edf81b726b6ae645dab6d.jpg

*უხდება გრილზე შემწვარ ხორცსა და თევზს. გააუმჯობესებს ბოსტნეულის გემოს. აგრეთვე ორცხობილებსა და ნამცხვრებშიც შეგვიძლია გამოვიყენოთ...

 

Share on other sites

  • ფორუმელი

რა კარგი თემაა!

ერთი პერიოდი მწვანილის აუტანლობა მქონდა და ახლა ვერ ვხვდები, უმწვანილოდ როგორ ვძლებდი

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

  • ადმინი

                                                                                სტაფილოს ოჯახი:

Coriander - ქინძი. მსოფლიოში ყველაზე ხშირად მოხმარებადი მწვანილი. ევროპაში არ სარგებლობს პოპულარობით, ამბობენ რომ "საპნის" გემო აქვს. აზიური და ქართული სამზარეულოს განუყოფელი ნაწილია.

Coriander2.jpg.b0f9e48e82faf1ab18691a5b780d30d0.jpg

*მის გარეშე ქართულ კერძებს გემო არ ექნება. იგი აუმჯობესებს კუჭის მუშაობას. აქვს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი.

Parsley - ოხრახუში. აი, ეს კი ევროპაში ნამდვილად ყველაზე პოპულარული მწვანილია. ჩვენთან, როგორც წესი, ქინძს და ოხრახუშს ერთად ხმარობენ კერძებში, რაც იმის ნათელი მაგალითია, რომ საქართველო ევროპული და აზიური საზარეულოების მიჯნაზეა.

 

parsley.jpg.e8014722c98954d66addc3d3dd574b45.jpg

Celery - ნიახური. დასავლეთში მისი ღერო გამოიყენება კერძებში, ჩვენთან - თვითონ მწვანილი. ნიგვზის არომატი დაკრავს და ლობიოს ამშვენებს.

celery.jpg.9136fc69a7ba35751957e3d26d8d0744.jpg

Dill - კამა. უსაზღვროდ პოპულარულია სლავურ სამზარეულოებში.

dill.jpg.a1ab302dd8be1314bc3d98fd35c5c28a.jpg

Fennel - ცერეცო. უფრო ტკბილია და უფრო უხეში ღეროები აქვს, ვიდრე კამას. ბავშვობაში საყიდლებზე რომ მაგზავნიდნენ, მკაცრად მაფრთხილებდნენ, კამას ნაცვლად ცერეცო არ შემოგაპარონო. სულ მეგონა, რომ ცერეცო კამას უხარისხო ვერსიაა. არადა, უბრალოდ, სხვა მცენარეა.

224247135_fennel-herbs(1).jpg.a406d95c1c8994b502fa7760bc2d56a6.jpg

Lovage - ცისკარა. ამ მცენარის სახელი მომწონს, როგორც ინგლისურად, ასევე ქართულად. თორემ არაფერი გამორჩეული არ მაქვს მასზე სათქმელი.

lovage.jpg.e451658bb3b9b0c811538dc03aec3045.jpg

Chervil - ჭყიმი. ოხრახუშის ახლო ნათესავი, მაგრამ დაკრავს ტარხუნის არომატი. ფართოდ გამოიყენება ფრანგულ სამზარეულოში. 

 

Share on other sites

  • ადმინი

Tarragon - ტარხუნა. ინტუიტიურად მეგონა, რომ ტარხუნაც პიტნის ოჯახის წევრი უნდა ყოფილიყო, რადგან მასაც ისეთივე "გამაგრილებელი" ეფექტი აქვს, მაგრამ შევცდი. ჩვენთვის ასოცირდება გაზაფხულთამ, ჩაქაფულთან და ლიმონათთან. ასევე უხდება თევზიან კერძებს

.tarragon.jpg.7b7d15ca87134c72151c4072f54cdced.jpg

*უხდება ყველაფერს. შეურიეთ ლიმონსა და ნიორს.

Sorrel - მჟაუნა. ჩვენთან პოპულარულია მჟაუნის წვნიანი. ზოგადად მსოფლიოს შეფები იყენებენ მჟაუნას სხვადასხვა კერძებში სიმჟავის "ამოსაწევად".

sorrel.jpg.c19e82052f8a34474aec5c9f42aacce3.jpg

Lemongrass - ლიმონის ურო. ტაილანდური სამზარეულოს ძირითადი ინგრედიენტი. ხის ტექსტურა და “საპნის” გემო აქვს.

lemongrass.jpg.8beb051a95c28a07bcba60520a772dd9.jpg

 

Bay Laurel - დაფნა. მისი ფოთლები გამოიყენება უამრავი კერძისთვის არომატის მისაცემად. ჩვენთან ძირითადად იყებენებ წვნიან კერძებში.

7121BayLaurel.jpg.0e05e1262a9ed85cee99189b3eefb216.jpg

Capers - კაპარი. იყენებენ დამწნილებულს. არსებობს მოსაზრება, რომ კაპერსი და ჯონჯოლი ნათესავები არიან, მაგრამ ჩემი მოკვლევით, ეს ასე არ არის.

capers.jpg.0509d17c63310a91f54b5c895edb5431.jpg

Juniper Berries - ღვიის მარცვლები. ინტენსიური წიწვოვანი არომატი აქვს. უხდება ხორცის კერძებს. ჯინის განუყოფელი ინგრედიენტი. ზუსტად ის აძლევს ჯინს სასიამოვნო წიწვოვან არომატს.

Juniperus_communis_cones.jpg.f3a25b8ad98c90736b78aafc3291919d.jpg

ჯვრის ფერდობზე უამრავი ბუჩქია ამ მცენარის, ულამაზესები არიან აგვისტოშიც და შემოდგომაზეც :love:

Share on other sites

  • ფორუმელი
On 2/4/2021 at 8:35 PM, Blossom said:

არსებობს მოსაზრება, რომ კაპერსი და ჯონჯოლი ნათესავები არიან, მაგრამ ჩემი მოკვლევით, ეს ასე არ არის

:D
მათი გენეალოგია გამოიკვლიე? :spy:

მერვე და მეცხრე ვიქტორინის გამარჯვებული :bravo:

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   12 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 12 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(15)
    • YandexBot(2)
    • Googlebot(3)