ფორუმელი Moor Posted 25 იანვარი, 2021 Posted 25 იანვარი, 2021 http:// რთვლის სუბსიდირება – გლეხების დასახმარებლად თუ “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული კომპანიების გასამდიდრებლად? სუბსიდირების სახელით შექმნილი სქემა, რომელიც უჩა მამაცაშვილის ბიზნესპარტნიორის კომპანიებზეა მორგებული. “ერთი კილოგრამი ყურძნის მოყვანა ჯდებოდა სადღაც დახლოებით 40-45 თეთრი, წელს უკვე ავიდა 60 თეთრზე” – ვახტანგ ხაბარელი, ფერმერი. 2020 წლის რთველში გლეხები ყურძნის ფასით უკმაყოფილოები იყვნენ. ყურძნისგან ძირითადად ღვინოს და ყურძნის სპირტს ამზადებენ. ორივე პროდუქტზე მოთხოვნა ყოველწლიურად მატულობს, რასაც წარმოებისა და ექსპორტის ზრდაც მოწმობს. “თავისუფლების მონიტორი” დაინტერესდა ამის პარალელურად რატომ არ იზრდება ფასი ყურძენზე. შევისწავლეთ რა გზას გადის ყურძენი ფერმერის ვენახიდან საბოლოო პროდუქტამდე და აღმოვაჩინეთ, რომ მთავრობამ შექმნა სქემა, რომელიც ფერმერს ყოველწლიურად აღარიბებს, ხელისუფლებასთან დაახლოებულ კომპანიებს კი ამდიდრებს. მევენახეობის სუბსიდირება სახელმწიფომ 2008 წლიდან, რუსეთის მიერ ქართულ ღვინოზე დაწესებული ემბარგოს შემდეგ დაიწყო. მას შემდეგ მთავრობა სუბსიდირების 2 გზას იყენებს. პირველია პირდაპირი – ყურძნის ფასის სუბსიდირება, როდესაც მთავრობა ფერმერს 1 კგ ყურძენზე თანხას უმატებს. ფერმერების პირდაპირი სუბსიდირება 2018 წლამდე გრძელდებოდა. 2 წლიანი პაუზის შემდეგ, 2020 წელს, პანდემიით შექმნილი მძიმე ვითარების გამო, სახელმწიფო კერძო კომპანიებს რქაწითელისა და კახური მწვანეს შესყიდვაში დაეხმარა. მთავრობის დადგენილებით ერთი კგ რქაწითელის ფასი მინიმუმ 80 თეთრით განისაზღვრა, სუბსიდია კი 30 თეთრით. ფერმერი ერთ კგ რქაწითელს 80 თეთრად აბარებდა, საიდანაც კომპანიის გადახდილი თანხა 50 თეთრი იყო, სახელმწიფო 30 თეთრს ფარავდა. მთავრობის მიერ დადგენილი ფასით უკმაყოფილო გლეხები Ამბობდნენ, რომ მოგებული მხოლოდ მსხვილი კომპანიები დარჩნენ. “ეგ არის წამლების ფასი 80 თეთრი, ჩვენი შრომის აღარაფერი არა გვრჩება”. მევენახეები “ქართული ოცნების” დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის 2012 წლის დაპირებასაც იხსენებენ, როდესაც მან თქვა რომ ყურძნის ფასი 1 ლარზე ნაკლები არ უნდა იყოს. 2012 წლის შემდეგ, არა მხოლოდ დოლარის კურსი, არამედ ყურძნის თვითღირებულებაც გაიზარდა, მისი ჩასაბარებელი ფასი კი შემცირდა. ღვინის ეროვნული სააგენტოსგან მიღებული ინფორმაციით 2013 წლიდან 2020 წლამდე რქაწითელის ფასი 1.03 დან 81 თეთრამდე ჩამოვიდა. 2020 წლის რთველში ფერმერები მხოლოდ ყურძნის ფასის გამო არ წუხდნენ. ყურძნის ჩასაბარებლად მისულ გლეხებს გრძელ რიგებში დგომა საათობით, ხანდახან კი, მთელი დღე და ღამე უწევდათ. ღვინის ქარხნებთან რიგების ერთ-ერთი მიზეზი ის გახდა, რომ სუბსიდირების პროგრამაში ჩართვა ყველა კომპანიამ ვერ მოახერხა. 2020 წელს ღვინის ეროვნული სააგენტოში ღვინისა და სპირტის მწარმოებელი ასობით კომპანია და მარანი დარეგისტრირდა. მათგან სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამაში მხოლოდ 30-მა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. 30-იდან 17 კომპანია “ქართული ოცნების უმსხვილესი შემწირველია და მმართველი პარტია მათმა ნაწილმა 2020 წელსაც დააფინანსა. მათ შორის 2 კომპანიის “დუგლაძეების ღვინის კომპანია” და “კოტეხი – გურჯაანის ღვინის ქარხანა” მეწილეები ბიძინა ივანიშვილის ძმას ალექსანდრე ივანიშვილი და “ქართული ოცნების” მაჟორიტარი ზაალ დუგლაძე არიან. ამ კომპანიებმა სუბსიდირების პროგრამით ბიუჯეტიდან მხოლოდ 2020 წელს 3 მილიონ ლარამდე მიიღეს. მთავრობამ 2020 წელს სუბსიდირების ისეთი სქემა შექმნა, სადაც მონაწილეობა მხოლოდ მსხვილ კომპანიებს შეეძლოთ. დადგენილებაში წერია, რომ სახელმწიფოსგან თანხას მხოლოდ ის კომპანიები მიიღებდნენ, რომლებიც მინიმუმ 1000 ტონა რქაწითელს ან კახურ მწვანეს გადაამუშავებდნენ. ეკონომისტი რამაზ გერლიანი მიიჩნევს რომ ამგვარი ბარიერის დაწესება მევენახეობის დარგს აზარალებს. რამაზ გერგლიანი: 04470001 14:44:00 – ვინაიდან ეს ბარიერი იყო რაოდენობასთან მიმართებაში რა საკვირკველია გამოდის რომ მცირე და საშუალო ბიზნესი დატოვეს აბსაითში, კონკურენტული ველი მოსაუფთავეს და ეს ძალიან ცუდია , იმიტო რო ყველაზე მთავარი პირობა ბიზნესის თანაბარი სასტარტო პირობა ირღვევა და ეს მარტო მთლიან ბიზნესს არამედ მთლიან სპექტრს დაწყებული ყურძის წარმოებიდან დამთავრებული ბოლო მომხმარებლამდე ყველას აზარალებს. რატომ ჩართო სახელმწიფომ 2020 წლის რთველის სუბსიდირების პროგრამაში მხოლოდ მსხვილი კომპანიები, ჩვენ ღვინის ეროვნული სააგენტოს დირექტორს, ლევან მეხუზლას ვკითხეთ. ლევან მეხუზლა: კითხვა – რატომ დააწესა სახელმწიფომ ბარიერი 2020 წლის რთელში სუბსიდირებაში მონაწილე კომპანიებისათვის იმიტომ რომ ბევრი ყურძენი შესყიდულიყო. მხოლოდ 30-მა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა, მსხვილი კომპანიებისთვის გააკეთეთ? რომ ყურძენი ჩაბარებულიყო. 2020 წლის რთვლის სუბსიდირებაში მონაწილე 13 მსხვილ კომპანიას შორის, რომელსაც “ქართული ოცნებისთვის” თანხა არ შეუწირავს არიან: ლევან ვასაძის “ბაგრატიონი 1882” – სახელმწიფო სუბსიდირება 341 424 ლარი; საქართველოს კაპიტალის კუთვნილი “თელიანი ველი” – სახელმწიფო სუბსიდირება 315 783 ლარი; ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის “ვაზისა და ღვინის კომპანია” – სახელმწიფო სუბსიდირება 305 611. ასევე ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილვის უჩა მამაცაშვილის ბიზნესპარტნიორის – ვახტანგ კარიჭაშვილის კომპანია “გრუზვინპრომი” – სახელმწიფო სუბსიდირება 1 242 753 ლარი. გრუზვინპრომი 2015 წლამდე სახელმწიფო კომპანია იყო, გურჯაანში მდებარე უნიკალური ქარხნით. კომპანიას ბანკი “ქართუს” დავალიანება დაუგროვდა. 2015 წელს სახელმწიფოსგან აუქციონის გზით “ბოლერო და კომპანიამ” 33 მილიონ ლარად შეიძინა. ბოლერო და კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი ვახტანგ კარიჭაშვილია. კარიჭაშვილი უჩა მამაცაშვილთან ერთად ფლობს ბრიტანეთში დაფუძნებულ კომპანიას – GWP Wines and spirits limited. ვახტანგ კარიჭაშვილის გრუზვინპრომი და მასთან დაკავშირებული კიდევ რამდენიმე კომპანია სახელმწიფო სუბსიდირების მეორე სქემაშიც მოყვა. კახეთში მოწეული ყურძნის მოსავლის ერთი ნაწილი ღვინის მსხვილმა კომპანიებმა ჩაიბარეს. დანარჩენი ე.წ ჭარბი ყურძენი, გლეხებს გასაყიდი რომ არ დარჩეთ, ხელისუფლება არაპირდაპირი სუბსიდირებით იბარებს სახელმწიფო კომპანია “აკურას” მეშვეობით. ფერმერებისგან შესყიდული ყურძნის ნაწილს აკურა თავისივე ქარხანაში ამუშავებს, თუმცა სრული მოსავლის გადასამუშავებლად სიმძლავრე არ ყოფნის, რის გამოც კერძო ღვინის ქარხნებს ქირაობს. ამ სქემით გადამუშავებაში რამდენიმე ათეული კომპანია, მათ შორის პატარა საწარმოებიც ერთვებიან და ეს მათთვის დამატებითი შემოსავალია. თუმცა 2020 წელს სახელმწიფო საწარმომ ყველაზე ბევრი და ძვირადღირებული ხელშეკრულება უჩა მამაცაშვილის ბიზნესპარტნიორის, ვახტანგ კარიჭაშვილის კომპანიებს გაუფორმა. მხოლოდ 2020 და 2021 წლებში,,აკურამ” ,, გრუზვინპრომს’’ მილიონ ლარზე მეტის ( 1 007 500 ლარის) ხელშეკრულება გაუფორმა. ხოლო “უნივერსალ სპირიტს” 7 მილიონ ნახევრის (7 572 650). ჯამში 2015 წლიდან დღემდე სახელმწიფომ 18 მილიონ ლარზე მეტის მომსახურებები დაუკვეთა “გრუზვინპრომსა” და “უნივერსალ სპირიტს”. “უნივერსალ სპირიტში” ვახტანგ კარიჭაშვილი 80%-ს ფლობს, დანარჩენს კი რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი გიორგი ღამბაშიძე. მას ეკუთვნის კომპანია “ნიკოლო ემ მედია”, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით 2012 წელს “ქართულ ოცნებას” წინასაარჩევნო მედიაკამპანიის დაგეგმვაში ეხმარებოდა. სახელმწიფომ ვახტანგ კარიჭაშვილის კომპანიებისგან შეისყიდა არა მხოლოდ ყურძნის გადამუშავების, არამედ მისი შენახვის, ტრანსპორტირებისა და სხვა მომსახურებები. ასევე მილიონ-ნახევარ ლარზე მეტის (1 550 000) ხელშეკრულება გაუფორმა “აკურამ” ღვინომასალის ტრანსპორტირებისათვის 2019 წელს დაფუძნებულ “როქ ლოჯისტიკს”, როომლის 100%-ის მფლობელია ლერი რაზმაძე. ის ვახტანგ კარიჭაშვილის კიდევ ერთ ღვინის კომპანია GVMT Group-ში დირექტორია. გლეხებისგან შესყიდული რქაწითელისგან აკურა ყურძნის სპირტს ხდის, რომელსაც შემდეგ ელექტრონულ აუქციონზე ყიდის. 2017 წლიდან აკურას ელექტრონულ აუქციონზე გასაყიდად სპირტის დიდი ლოტები შემოაქვს – ძირითადად 50 000, 100 000 ლიტრი, 300 000, 400 000, 500 000 და მილიონი. შესაბამისად ერთი ლოტის ფასი რამდენიმე ასეული ათასი ლარიდან მილიონობით ლარამდე მერყეობს. “აკურას” მთავარი მიზანი კონკურენციის გზით, გასაყიდი პროდუქტისათვის ფასის გაზრდა უნდა იყოს. თუმცა მეტწილად აუქციონი კონკურენციის გარეშე მიმდინარეობს და შემსყიდველი სპირტს მინიმალური თანხით ყიდულობს. 2020 წელს ერთ-ერთ აუქციონზე აკურამ 500 000 ლიტრი სპირტი გამოიტანა. მისი საწყისი ფასი იყო 2 700 000 ლარი, ერთი ბიჯის ფასი, ანუ მინიმალური თანხა, რაც მყიდველმა უნდა დაამატოს 5400 ლარი. საბოლოოდ 500 000 ლიტრი ყურძნის სპირტი 2 700 000 ლარს დამატებული 5400 ლარად გაიყიდა. ეს იმას ნიშნავს, რომ აუქციონზე ვაჭრობა არ გამართულა და სპირტი პირველივე მყიდველმა შეიძინა. ბოლო 4 წლის განმავლობაში ვაჭრობა უმეტეს აუქციონზე არ ყოფილა. აუქციონის დიდი ნაწილი მსხვილი ლოტების გამო უშედეგოდ სრულდება. ხელმეორე აუქციონზე კი “აკურას” სპირტი უფრო იაფად გამოაქვს.ყურძნის სპირტი ერთ-ერთი ძვირადღირებული სასმელის, ბრენდის დასამზადებლად გამოიყენება და მასზე, როგორც ნედლეულზე, დიდი მოთხოვნაა საქართველოშიც და საზღვარგარეთაც. 2020 წელს აკურამ ყურძნის სპირტის მცირე ნაწილი, 600 000 ლიტრი (625 000) – 9 ლარად, ძირითადი ნაწილი, 6 450 000 ლიტრი სპირტი 5.40 თეთრად გაყიდა. მაშინ როდესაც სპეციალისტების შეფასებით მისი დამზადება 10 ლარზე მეტი ჯდება. ამ სპირტის საექსპორტო ფასი გასულ წელს საშუალოდ 10 ლარი იყო გადასახადების გარეშე. გამოდის რომ აკურა, თვითღირებულებაზე გაცილებით ნაკლებ ფასად აძლევს კომპანიებს, რომლებიც შემდეგ ამ სპირტს, ყოველგვარი გადამუშავების გარეშე 10 ლარად ყიდიან საზღვარგარეთ. რატომ ყიდის აკურა ყურძნის სპირტს თვითღირებულებაზე იაფად? ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა: “მე არ ვიცი, აკურა ჩვენ არ გვექვემდებარება”. არ გაქვთ ინფორმაცია აკურას საქმიანობის შესახებ? არა 5.40 თეთრი ყურძნის სპირტის თვითღირებულებაა? არ ვიცი. რამაზ გერლიანი: 14:54:15 – ამ სქემით სახელმწიფო ანგრევს ყურძნის წარმოების ბაზარს, შესაბამისად ეს იმას ნიშნავს რომ მისი ფასი ვერ გაიზრდება. 14:54:22 – დავწურეთ 80 თეთრიანი ყურძენი, მივიღეთ მისგან სპირტი, რომლის საბაზრო ღირებულება უნდა ყოფილიყო მეტი, მაგრამ ჩვენ მას ვყიდით სხვადასხვა სქემით მხოლოდ და მხოლოდ პირობითად 5-6 ლარად, ჩვენ რომ დავაკვირდეთ ფასწარმოქმნის ჯაჭვს ეს ნიშნავს, რომ კომპანია რომელიც 5 და 6 ლარად ყიდის ამ სპირტს ვერ გადაიხდის 80 თეთრზე მეტს, შესაბამისად ეს იმას ნიშნავს რომ გლეხების ნაწარმს ყურძენს არ ექნება მომავალშიც პერპექტივაში გაეზარდოს ფასი. ტექსტი: ჩვენ აკურას დირექტორს პაატა ჭავჭანიძეს მის პირად ნომერსა და აკურას ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე მივწერეთ კითხვები, ვინ ყიდულობს ყურძნის სპირტს, რაზეც პასუხი ვერ მივიღეთ. “თავისუფლების მონიტორმა” გაარკვია, რომ “აკურასგან” იაფი ყურძნის ერთ-ერთი შემსყიდველი ვახტანგ კარიჭაშვილის კომპანია “გრუზვინპრომია”. ეს ინფორმაცია კომპანიის დირექტორმა მამუკა ფოთოლაშვილმაც დაგვიდასტურა. თქვენ ყიდულობთ სპირტს აკურასგან? დიახ. რა რაოდენობის სპირტი შეიძინეთ 2020 წელს სახელმწიფოსგან? ჩვენ ვიყიდეთ კი აკურასგან… ტელეფონში ეგეთი ინფორმაციები არ გადის საერთოდ. მე შემიძლია ერთი რამ გავაკეთო, ოფისში რო მიბრძანდეთ და იქ დახგვდებიან და თუ რამე კიტხვები გექნებათ, სწორად გამიგეთ მე არ მაქვს უფლება ინფორმაციების გაცემისა. მივცემ თქვენს ნომერს და დაგიკავშირდებიან. თუმცა ჩვენ არც “გრუზვინპრომიდან” და არც მისი მფლობელი კომპანია “ბოლერო და კომპანიდან” არავინ დაგვკავშირებია. ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარეს ვკითხეთ ხომ არ არის რთველის სქემა მორგებული უჩა მამაცაშვილის ბიზნეპარტნიორის ვახტანგ კარიჭაშვილის კოპანიებზე? ლევან მეხუზლა: – მე არ ვიცნობ უჩა მამაცაშვილს ყველაზე მეტად კარიჭაშვილის კომპანიები “გრუზვინპრომი” და “უნივერსალ სპირიტსი” სარგებლობენ. არ ვიცი. “აკურა: გარემოსდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ქვეუწყებას სოფლის განვითარების სააგენტოს ექვემდებარება. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე 2014 წლიდან იური ნოზაძეა, უჩა მამაცაშვილის სიძე და ბიძინა ივანიშვილის ახლო ნათესავი. ის “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლამდე, ბიძინა ივანიშვილის კომპანიების დირექტორი იყო. ჩვენ იური ნოზაძესაც ვკითხეთ ხომ არ არის რთველის სუბსიდირების სქემა მორგებული მისი ნათესავის ბიზნესპარტნიორის კომპანიებზე. იური ნოზაძე: “5:58 ნულია შანსი რომ სპირტი აკურამ გაყიდოს, შეიძლება გაყიდოს თვითღირებულებაზე იაფად, მაგრამ საბაზრო ფასზე ნაკლებად რომ გაყიდოს”. 5.40 ად იყიდება და საქართველოდან 10 ლარად გადის შემდეგ ეს სპირტი. მე არ ვიცი რა ფასად და როგორ გადის… უჩა მამაცაშვილი რატომ გაინტერესებთ ვერ ვხვდები… ღმერთმა მაგნაირი ხალხი გვიმრავლოს ჩვენ, ღმერთმა ამრავლოს ისეთი ხალხი, როგორიც უჩა მამაცაშვილია. უჩა რა შუაშია, ცუდად ვხდები ეგეთ მიდგომებს რო ვუყურებ რა. მაშინ როდესაც “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული კომპანია სახელმწიფოსგან ყურძნის სპირტის იაფად შეძენასა და ექსპორტს უპრობლემოდ ახერხებს, სხვა კომპანიებს სახელმწიფო საკუთარი სპირტის საზღვარგარეთ გატანაში ხელს უშლის. ერთ-ერთი ასეთი კომპანიაა “იბერიკა სპირიტსი”, მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი სპირტის მწარმოებელი ესპანური კომპანიის “პეხოტა მარდას” შვილობილი კომპანია. “იბერიკა სპირიტსმა” ინვესტიციების განხორციელება საქართველოში რამდენიმე წლის წინ დაიწყო. ყოვეწლიურად ქართველი მევენახეებისგან ნაყიდი მილიონობით ლარის ყურძნისგან დამზადებული ღვინო და სპირტი ექსპორტზე საფრანგეთსა და ესპანეთში გაჰქონდა. კომპანიის წარმომადგენლის თქმით, 2019 წლიდან ღვინის ეროვნულმა სააგენტომ მათ მიერ წარმოებული ყურძნის სპირტი არ დაარეგისტრირა, რის გამოც ის კომპანიამ ექსპორტზე ვეღარ გაიტანა. კანონის მიხედვით, ღვინისა და სპირტის მწარმოებელი კომპანიები ღვინის ეროვნულ სააგენტოში უნდა დარეგისტრირდნენ, რის შემდეგაც სააგენტო ამოწმებს ამ კომპანიების მიერ გადამუშავებულ პროდუქტს და მათ აძლევს შესაბამისობის სერთიფიკატს. ამ დოკუმენტის გარეშე მათ პროდუქტის ექსპორტზე გატანა არ შეუძლიათ. “იბერიკა სპირიტსის იურისტი” გიორგი ჟამუტაშვილი: “ღვინის ეროვნულმა სააგენტომ არ შეასრულა თავისი ვალდებულება არ მოახდინა ამ ნაშთების აღრიცხვა, არ შეამოწმა რომ ნამდვილად ღვინის დისტილატი გვაქვს შვენ, შემდეგ მიზეზად მოიდეს რომ 2019 წელს დაგვაინებით მივმართეთ, 10 იანვრამდე უნდა მიგვემართა, 2020 წელს ჩვენ ისევ მივმართეთ 10 იანვრამდე და მოვითხოვეთ ამის რეგისტრაცია, არანაირი რეაგირება არ განუხორციელებიათ, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხრიდან ხდება კანონის უხეში დარღვევა და თავისი უფლებამოსილების არ შესრულება”. “იბერიკა სპირიტსის” წარმომადგენელი ამბობს, რომ სახელმწიფოს მიერ შექმნილი პრობლემების გამო, რამდენიმე მილიონიანი ინვესტიცია აღარ შემოვიდა საქართველოში. გიორგი ჟამუტაშვილი: “შარშან ვაპირებდით ინვესტიციის ჩადებას მაგრამ რადგან ეს პრობლემები შეიქმნა, წელს აღარც კი გავითვალისწინეთ რომ ინვესტიცია უნდა ჩადებულიყო ამ სფეროში. შარშან შემიძლია დაბეჯითებით გითხრათ რომ დაახლოებით 8 მილიონი დაკარგა ქვეყანამ, წელს ზუსტად ვერ გეტყვით იმიტომ რომ ჩადებაც გადვიფიქრეთ, მაგრამ დაახლოებით იგივე ინვესტიციას განვახორციელებდით ალბათ წელსაც, ეს პრობლემები რომ არ ყოფილიყო”. Იბერიკას ჩართვა ყურძნის შესყიდვის პროცესში კონკურენციასა და ყურძნის ფასზეც აისახებოდა. ეს კი, მევენახეებს შესაძლებლობას მისცემდა, ყურძენი არა მხოლოდ აკურასათვის, არამედ იბერიკასათვისაც ჩაებარებინათ, მაგრამ მათ ეს შანსი არ მიეცათ. კომპანიაში სჯერათ რომ ბარიერები ხელოვნურად შეუქმნეს. გიორგი ჟამუტაშვილი: “ეს ალბათ იყო ვიღაცის დაინტერესება, ან კორუფციული ის იყო, პრობლემებს ხელოვნურად ქმნიდნენ”. ესპანური კომპანიის იურისტი ამბობს, რომ ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ შექმნილი პრობლემების შესახებ საქართველოს ყველა შესაბამის უწყებას აცნობეს, ფინანსთა სამინისტროს, ეკონომიკის სამინისტროს, სამართალდამცავორგანოებს, ბიზნესომბუდსმენის აპარატს, კონკრენციის სააგენტოს, თუმცა მათ მიმართვას შედეგი არ მოჰყოლია. “თავისუფლების მონიტორს” ღვინის ეროვნულმა სააგენტომ დაუდასტურა, რომ იბერიკა სპირიტსისგან ყურძნის სპირტის ნაშთების შესახებ შეტყობინება მიიღეს, თუმცა იქვე აღნიშნულია “ღვინის ეროვნულ სააგენტოს რაიმე სახის ვალდებულება შეტყობინების დადასტურების ან სხვა სახის ღონისძიების განხორციელების თაობაზე არ გააჩნია”. “თავისუფლების მონიტორმა” შეისწავლა ყურძნის სპირტის ექსპორტი 2015 წლიდან და აღმოაჩინა, რომ 10-დან 15-მდე კომპანია, რომელსაც ბოლო 5 წლის განმავლობაში გააქვს სპირტი ექსპორტზე, რამდენიმე ბიზნეს ჯგუფს, უმეტესობა ვახტანგ კარიჭაშვილსა და “ოცნებას” უკავშირდება. ექსპორტიორ კომპანიებს შორისაა: “ბოლერო და კომპანია” და “გრუზვინპრომი”. 2018 წლიდან ექსპორტიორებში ვახტანგ კარიჭაშვილის კუთვნილი სხვა კომპანიაც “უნივერსალ სპირიტსიც” შემოდის. 2015 და 2016 წლებში სპირტი ექსპორტზე გაიტანა კომპანია “მილადა ინტერნეიშენალმაც”, რომლის მეწილეებიც ვახტანგ კარიჭაშვილის ბიზნესპარნტიორები არიან სხვა კომპანიაში. 2018 წელს ყურძნის სპირტის ექსპორტიორი იყო, “თელავი დისტილერი”, რომელიც ვანო ჩხარტიშვილის შვილის, მიხეილ ჩხარტიშვილის, კომპანია “შილდას” ეკუთვნის 100%-ით. 2016 და 2018 წლებში ყურძნის საკონიაკე სპირტი ექსპორტზე გაიტანა “დუგლაძეების ღვინის კომპანიამაც”. 2015 წლიდან დღემდე ექსპორტიორთა სიაში უცვლელადაა “ტიფლისი დისტილერი”, რომლის მეწილე დავით თოფურიძე იყო დირექტორი “აკურასა” და “გრუზვინპრომში”, როდესაც ის სახელმწიფოს ეკუთვნოდა. დავით თოფურიძე და მისი კომპანია მმართველი პარტიის უმსხვილესი შემწირველიცაა. “ტიფლისი დისტილერმა” 2018 წელს სალომე ზურაბიშვილს 100 000 ლარი, 2019 წელს კი “ქართულ ოცნებას” 100 000 ლარი შესწირა, ამას გარდა კომპანიის დირექტორმა და მეწილეებმა ჯამში პრეზიდენტსა და მმართველ პარტიას 110 000 ლარი შესწირეს. “ქართული ოცნებისათვის” ფულის შეწირვა ექსპორტიორი კომპანიების მხრიდან ჩვეულებრივი ამბავია. სპირტის გამტანი კომპანიებიდან უმრავლესობა, რომელიც პირდაპირ არ უკავშირდება “ოცნებას”, მისი უმსხვილესი შემწირველია. ყურძნის სპირტის ექსპორტი რომ მზარდი და შემოსავლიანი ბიზნესია, ამას ოფიციალური მონაცემებიც ადასტურებს. 2013 წლიდან სპირტის ექსპორტის რაოდენობა ყოველწლიურად შთამბეჭდავად იზრდებოდა, თუკი 2013 წელს ექსპორტზე 52 მილიონი ლარის ღირებულების სპირტი გავიდა, უკვე 2016 წელს ექსპორტირებული სპირტის ღირებულებამ 100 მილიონს გადააჭარბა, 2018 წელს 147 მილიონ ლარს, 2020 წელს კი 83 მილიონის სპირტი გავიდა ქვეყნიდან. მევენახეები ამბობენ რომ რთვლის სუბსიდირების სქემა მათ დასახმარებლად არ არის შექმნილი. 2012 წელს, ხელისუფლებაში მოსვლამდე ბიძინა ივანიშვილი გლეხებს არამარტო ვენახის მოვლასა და ყურძნის მოყვანაში, ღვინის წარმოებაში დახმარებასაც დაჰპირდა. ბიძინა ივანიშვილი: “ჩვენ მევენახეობისა და მეღვინეობის დარგის განვითარებაზე ვიზრუნებთ. 29:34 – კახელი გლეხი მარტო მევენახე არ უნდა იყოს, ის უნდა გახდეს ღვინის მწარმოებელიც, რათა მეტი შემოსავალი მიიღოს, ყველა სოფელს თავისი სოფლის ღვინის მარანი უნდა ქონდეს, რომელიც შექმნაშიც სახელმწიფოც მიიღებს მონაწილეობას”. ფერმერი: “ამდენი ვენახები ხალხმა გააშენა, გაამრავლა ვენახები დიდი მოსავალი მოდის, მაშინ ხალხს რაღაც გრანტები უნდა იყოს დაფინანსდეს”. The post ვინ შეჭამა ვენახი appeared first on MONITORI. წყარო: monitori.ge Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა