Jump to content
×
×
  • Create New...

სახელმწიფო სუბსიდია “ქართული ოცნების” შემწირველებს


Recommended Posts

  • ფორუმელი

2020 წელს ხელისუფლებამ კერძო კომპანიებს ყურძნის შესყიდვა დაუსუბსიდირა. მთავრობის დადგენილებით 1 კგ რქაწითელის ფასი მინიმუმ 80 თეთრით განისაზღვრა, სუბსიდია კი 30 თეთრით. ფერმერი 1 კგ რქაწითელს 80 თეთრად აბარებდა, საიდანაც კერძო კომპანიის გადახდილი თანხა 50 თეთრი იყო, სახელმწიფო 30 თეთრს ფარავდა. მთავრობამ 2020 წელს სუბსიდირების ისეთი სქემა შექმნა, სადაც მონაწილეობა მხოლოდ მსხვილ კომპანიებს შეეძლოთ. დადგენილებაში წერია, რომ სახელმწიფოსგან თანხას მხოლოდ ის კომპანიები მიიღებდნენ, რომლებიც მინიმუმ 1000 ტონა რქაწითელს ან კახურ მწვანეს გადაამუშავებდნენ.
ღვინის ეროვნულ სააგენტოში დარეგისტრირებული ასობით ღვინის კომპანია და მარანიდან, სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამაში 2020 წელს მხოლოდ 30-მა კომპანია ჩაერთო. მათ ჯამში ბიუჯეტისგან 50 მლნ ლარი მიიღეს. მათ შორის ყველაზე მეტი 25 მილიონი ლარი სახელმწიფო კომპანია აკურამ მიიღო გლეხებისგან ყურძნის შესასყიდად.
30 კომპანიიდან 17 კომპანია, ან მისი მფლობელი/დირექტორი “ქართული ოცნების” მსხვილი შემწირველია. მათმა ნაწილმა მმართველ პარტიას თანხა 2020 წლის არჩევნების წინაც შესწირა. მათ შორის 2 კომპანიის, “დუგლაძეების ღვინის კომპანია” და “კოტეხი – გურჯაანის ღვინის ქარხანა”, მეწილეები ბიძინა ივანიშვილის ძმა ალექსანდრე ივანიშვილი და “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატი ზაალ დუგლაძე არიან. ამ კომპანიებმა სუბსიდირების პროგრამით 2020 წელს ბიუჯეტიდან 3 მილიონ ლარამდე მიიღეს.

http://monitori.ge/wp-content/uploads/2021/01/2-1024x576.pnghttp://monitori.ge/wp-content/uploads/2021/01/3-1024x576.png

შენიშვნა:
პირველ გრაფაში კომპანიასთან ერთად, მოცემულია მხოლოდ იმ დამფუძნებლის/დირექტორის სახელები და გვარები რომლებმაც თანხა შესწირეს “ქართულ ოცნებას”/სალომე ზურაბიშვილს. შესაძლოა კომპანიას ყავდეს სხვა დამფუძნებლებიც, თუმცა გრაფაში არ არის აღნიშნული.  
ცხრილის მესამე გრაფაში მოცემულია “ქართული ოცნების”/სალომე ზურაბიშვილისათვის კომპანიის/დამფუძნებლის/დირექტორის მიერ შეწირული ჯამური თანხა.

 

30 მსხვილი კომპანიიდან 13 კომპანიას, რომლებმაც 2020 წელს მთავრობისგან სუბსიდია მიიღეს, მმართველი პარტიისთვის თანხა არ შეუწირავს.
მათ შორისაა:
ლევან ვასაძის “ბაგრატიონი 1882” – სახელმწიფო სუბსიდია 341 424 ლარი;
საქართველოს კაპიტალის კუთვნილი “თელიანი ველი” – სახელმწიფო სუბსიდია 315 783 ლარი;
ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის “ქართული ვაზისა და ღვინის კომპანია” – სახელმწიფო სუბსიდია 305 611 ლარი;
ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის ბიზნესპარტნიორის – ვახტანგ კარიჭაშვილის კომპანია “გრუზვინპრომი” – სახელმწიფო სუბსიდია – 1 242 753 ლარი.

 

იხ: ჟურნალისური გამოძიება “ვინ შეჭამა ვენახი”

The post სახელმწიფო სუბსიდია “ქართული ოცნების” შემწირველებს appeared first on MONITORI.

წყარო: monitori.ge

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   28 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 28 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(17)
    • Googlebot(1)