Jump to content
×
×
  • Create New...

მილიარდწლოვანი დაპირისპირება | დავით ფრანგიშვილი


Moor
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

პირველ რიგში, გმადლობთ ინტერვიუსთვის. რას წარმოადგენენ ვირუსები?

ჩვენ უხილავი ვირუსების პლანეტაზე ვცხოვრობთ, სადაც ისინი ყველაზე მრავალრიცხოვან ბიოლოგიურ ერთეულს წარმოადგენენ. ვირუსები ცოცხალ უჯრედში სახლდებიან, მასპინძელი უჯრედის ხარჯზე მრავლდებიან და მისი განადგურების შემდეგ გარემოში ვრცელდებიან. ვირუსის გამრავლების ეს თავისებური ხერხი განაპირობებს ანტაგონიზმს ვირუსებსა და უჯრედულ ორგანიზმებს შორის, რაც ბიოსფეროს მთელი არსებობის მანძილზე გრძელდება. ორგანიზმებსა და ვირუსებს შორის ეს გამუდმებული ბრძოლა, აგრესიისა და თავდაცვის მექანიზმების მუდმივი სრულყოფა, ევოლუციური სიახლეების ერთ-ერთი მთავარი წყაროა.

როგორ თანაარსებობენ ვირუსები და მათი მასპინძელი ორგანიზმები? 

ვირუსების ყველა არსებულ სახეობას თავისი სპეციფიკური მასპინძელი ორგანიზმი ჰყავს, რომლის პოპულაციასთან ვირუსი წონასწორობის მდგომარეობაშია: ვირუსის ინტერესებში არ შედის მასპინძლის პოპულაციის, როგორც თავისი საარსებო გარემოს, მთლიანი განადგურება. ეს წონასწორობა შეიძლება დაირღვეს დიდი ეკოლოგიური ცვლილებების გამო და ამას მოჰყვეს ვირუსის შეუფერხებელი გავრცელება მასპინძლის ახალ სახეობაში. ამგვარად, ვირუსული ეპიდემიების ერთ-ერთი მიზეზი ბუნების მიმართ ჩვენი უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაა.

„ორგანიზმებსა და ვირუსებს შორის გამუდმებული ბრძოლა, აგრესიისა  და თავდაცვის მექანიზმების მუდმივი სრულყოფა, ევოლუციური სიახლეების ერთ-ერთი მთავარი წყაროა“.

რატომ არის მნიშვნელოვანი ვირუსების კვლევა სხვადასხვა გარემოში?

წლების განმავლობაში ვსწავლობ ვირუსებს ვულკანურ გარემოში, სადაც ტემპერატურა 80°C-ს აღემატება. აქ აღმოვაჩინეთ უნიკალური ვირუსების მდიდარი მრავალფეროვნება, რომელიც შეიძლება არქაული ვირუსული სამყაროს ცოცხალ ნაშთს წარმოადგენს. აღმოჩენილი ვირუსების შესწავლით ვცდილობთ აღვადგინოთ ამ სამყაროს მახასიათებლები და ვირუს-მასპინძლის ურთიერთობების ევოლუციის გზები.

The post მილიარდწლოვანი დაპირისპირება | დავით ფრანგიშვილი appeared first on National Geographic Magazine - საქართველო.

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share