Jump to content
×
×
  • Create New...

ქუჩაში ბავშვები


Katutu
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

არ ვიცი, მაგრამ ჯგუფელს ჰყავს ორი ბავშვი ორივე აუტისტი, დიდები არიან და ქუჩაში რონ გაწვებიან, ვერაფერს უზამ, გარდა იმისა, უყურო სამამ დამშვიდდება. 

 

 

პ.ს. მეც ვერ დამიმშვიდებია ბავშვი, ზუმში ლექციის დროს კიოდა, ამიტომ მესმის :yeah:

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

  • ფორუმელი
3 minutes წინ, Katutu said:

მე წყნარი და მშვიდი ბავშვები მიყვარს(

მშვიდი ვიცი მე მეზობლის ბავშვი 

მე თუ მეყოლება ცოცხალი და ცელქი უნდა იყოს :D

:hi:

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

კორონას გამო ამჟამად სიჩუმეა ჩემს ეზოში, აღარ უშვებენ ბავშვებს. ისე კი რა არ ვიფიქრე - მაწანწალა ძაღლები გამეწვრთნა და შორიდან მიმექსია ტეხნიკურად, ხულიგნებისთვის მიმეცა ფული და იმათ გაეგდოთ წიხლქვეშ... მაგრამ მერე მახსენდებოდა, რომ არ შეიძლება ბავშვის გაჩუმება. სადღაც მაინც უნდა შეეძლოთ ბოლომდე დახარჯვა და გატრაკება. ნორმალური განვითარებისთვის საჭიროა ეს. ჰოდა სხვაგან სად, თუ არა ეზოში თამაშის დროს? 

ოღონდ ღამის ათ და თერთმეტ საათზე არ უნდა იყოს ბავშვი გარეთ, მანდ ეშლებოდათ მშობლებს. განსაკუთრებით არდადეგების დროს იყო ძილი ძნელი მათ გამო.

 

 

7 minutes წინ, თოვლი_ said:

ვის რამდენი ბავშვი გინდათ გყავდეთ? 

ან არცერთი, ან - ბევრი. ან ხარ მშობელი, ან - არა. რადიკალურად განსხვავებული მდგომარეობებია. თუ ხარ და ერთი უკვე გეყოლა, მერე თავის შეკავებას არ აქვს აზრი, უნდა მიუშვა და მიუშვა. რაც მეტი, უკეთესი.

 

Edited by დათვების მეგობარი

ზანგი მივედი ოფისში © Mulan

Share on other sites

1 minute წინ, Holden Caulfield said:

გენეტიკურ კოდში ჩადებული გამრავლების მოთხოვნილება ერთია მაგრამ რაც უფრო მეტს ვფიქრობ შვილზე მით მეტად მაშინებს ეგ საკითხი 

 ძალიან დიდი პასუხიმგებლობაა ადამინის  სწორად ფორმირება 

0-4, 7-10, 13-19, 20-25 წლებია პიროვნების ფორმირების, როგორც დაკვირვებებიდან შევატყე. ამიტომ ამ წლებში უფრო საჭიროა სასარგებლო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება.

ყოველთვის მომყავს მაგალითი ჩემი 2,5 წლის დეიდაშვილის შვილზე, საკმაო წვლილი მიმიძღვის მის აღზრდაში. 2,5 წლის ასაკში სათამაშოებს ყრიდა ძირს და რომ აიღებდი და მიგქონდა ისევ ყრიდა, მაგით ერთობოდა. ჩემ გარდა ყველა აწვდიდა, მე ვაძალებდი აღებას. ეგ პერიოდი გამოიარა, გახდა 4 წლის და რაღაცა რომ უნდოდა სულ დედას ან ბებიას სთხოვდა, თვითონაც შეეძლო მაგრამ რომ იცოდა რომ მოუტანდნენ/გაუკეთებდნენ იმათ ეუბნებოდა. გაიზარდა, გახდა 7 წლის - იგივე მიდგომა, ჩაი გამიკეთე, ვაშლი მომიტანე, ის გამიკეთე ეს მომიტანე და უკეთებდნენ. მე კი მსგავსს როცა მეუბნებოდა ადექი და აიღე მეთქი და მიდიოდა და მოჰქონდა წყნარად და უპრობლემოდ თვითონაც. ახლა 10 გახდება მალე და ისევ ისე ელოლიავებიან და ესეც იყენებს, მე როცა მივდივარ სტუმრად, მე ვერ მიბედავს რამის თხოვნას რისი გაკეთებაც თვითონ შეუძლია. ზის ჩემ გვერდით და დედამისს ეძახის ჩაი გამიკეთე, მაისური მომაწოდე, სანამ დედამისი დაფაცურდება,  მივუბრუნდები ბავშვს და ადექი და აიღე ხო ხედავ დაკავებულია დედა მეთქი და ჯერ ჭირვეულობს და მერე მაინც ჩუმად დგება და აკეთებს თვითონ ყველაფერს. ეგრეა, როგორც დააჩვევ ისეთი გაიზრდება. ამიტომ პატარა ასაკიდანვე უნდა დააჩვიო - პასუხისმგებლობა, დამოუკიდებლობა, მშვიდი ენით საუბარი და არა ყვირილით. ახლა გეგონებათ ცივი და უგულო დეიდა ვარ მაგრამ ძალიან მიყვარს და ხშირად ვეუბნები ამას, ვეხუტები და ვკოცნი მაგრამ საჭიროა ცოტა სერიოზული მიდგომა ბავშვთან. მე მეძახის დედიკოს დღეს და ჩემთან უნდა ცხოვრება ისე ვუყვარვარ ამ ბავშვს. ეს იმის ნიშანია რომ სწორ აღზრდას, სითბოს და გაგებას ვერ პოულობს, იმიტომ რომ ეზარებათ ამ ყველაფრის მიცემა. 

ულტიმეტჩოფერი

Share on other sites

  • ფორუმელი
17 minutes წინ, Katutu said:

 

ბავშვებ მუდმივად ურთიერთობის დეფიცი აქვთ მშობელს არასდროს სცალია მისთვის არ უსმენს არ ითვალისწინებს მის აზრს ბავშვები ჩვეულებრივი პატატა ადამინები არიან მოკლედ კიდევ უამრავი ფაქტორია კიდე .. ბავშვი კიდე ძაღლი არა რომ გაწყვრთნა  ( მარინა კაჭარავას აქვს საინტერესო ლექცია ამ საკითხებზე ) 

 

:hi:

Share on other sites

@Holden Caulfieldჰოლდენ, რადგან წორნი გადევს, შენმა ნებისმიერმა ახალმა პოსტმა უნდა მიიღოს მოდერისგან აპრუვი რომ დაიპოსტოს:დ

სამი არჩევანია - პოსტინგის აკრძალვა, პოსტინგის მოდერირება (რაც ახლაა) და საიტზე შესვლის დაბლოკვა

კიდევ რა გაინტერესებს?:დ

ულტიმეტჩოფერი

Share on other sites

  • ფორუმელი
5 minutes წინ, Katutu said:

0-4, 7-10, 13-19, 20-25 წლებია პიროვნების ფორმირების, როგორც დაკვირვებებიდან შევატყე. ამიტომ ამ წლებში უფრო საჭიროა სასარგებლო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება.

ყოველთვის მომყავს მაგალითი ჩემი 2,5 წლის დეიდაშვილის შვილზე, საკმაო წვლილი მიმიძღვის მის აღზრდაში. 2,5 წლის ასაკში სათამაშოებს ყრიდა ძირს და რომ აიღებდი და მიგქონდა ისევ ყრიდა, მაგით ერთობოდა. ჩემ გარდა ყველა აწვდიდა, მე ვაძალებდი აღებას. ეგ პერიოდი გამოიარა, გახდა 4 წლის და რაღაცა რომ უნდოდა სულ დედას ან ბებიას სთხოვდა, თვითონაც შეეძლო მაგრამ რომ იცოდა რომ მოუტანდნენ/გაუკეთებდნენ იმათ ეუბნებოდა. გაიზარდა, გახდა 7 წლის - იგივე მიდგომა, ჩაი გამიკეთე, ვაშლი მომიტანე, ის გამიკეთე ეს მომიტანე და უკეთებდნენ. მე კი მსგავსს როცა მეუბნებოდა ადექი და აიღე მეთქი და მიდიოდა და მოჰქონდა წყნარად და უპრობლემოდ თვითონაც. ახლა 10 გახდება მალე და ისევ ისე ელოლიავებიან და ესეც იყენებს, მე როცა მივდივარ სტუმრად, მე ვერ მიბედავს რამის თხოვნას რისი გაკეთებაც თვითონ შეუძლია. ზის ჩემ გვერდით და დედამისს ეძახის ჩაი გამიკეთე, მაისური მომაწოდე, სანამ დედამისი დაფაცურდება,  მივუბრუნდები ბავშვს და ადექი და აიღე ხო ხედავ დაკავებულია დედა მეთქი და ჯერ ჭირვეულობს და მერე მაინც ჩუმად დგება და აკეთებს თვითონ ყველაფერს. ეგრეა, როგორც დააჩვევ ისეთი გაიზრდება. ამიტომ პატარა ასაკიდანვე უნდა დააჩვიო - პასუხისმგებლობა, დამოუკიდებლობა, მშვიდი ენით საუბარი და არა ყვირილით. ახლა გეგონებათ ცივი და უგულო დეიდა ვარ მაგრამ ძალიან მიყვარს და ხშირად ვეუბნები ამას, ვეხუტები და ვკოცნი მაგრამ საჭიროა ცოტა სერიოზული მიდგომა ბავშვთან. მე მეძახის დედიკოს დღეს და ჩემთან უნდა ცხოვრება ისე ვუყვარვარ ამ ბავშვს. ეს იმის ნიშანია რომ სწორ აღზრდას, სითბოს და გაგებას ვერ პოულობს, იმიტომ რომ ეზარებათ ამ ყველაფრის მიცემა. 

ეგ სწორია. მე ჭირვეულობის გამო ყვირილი არ მიგულისხმია. აი ხანდახან უნდა ბავშვს უმიზნოდ ყვირილი, სირბილი და თავისი რესურსების მოსინჯვა და გამოყენება მაქსიმალურად. ფსიქოტიპსაც გააჩნია, ზოგისთვის აუცილებელია პირდაპირ. 


რაღა ბავშვს, აგერ მეც მჭირდება ეგ :) ბოლო ხმაზე მხეცური ყმუილი საოცარი რამაა, მაგრამ ქალაქში იშვიათად ჩამივარდებახოლმე სამაგისო სიტუაცია. აი ლაშქრობისას იცოცხლე. გარშემო რამდენიმე კილომეტრის რადიუსში სოფლის მაცხოვრებლები იარაღს აისხამენ ხოლმე, რაღაც საშინელი გაჩნდა ტყეშიო :D 

მყვირალა ბავშვებისთვის ძალიან კარგია სიმღერაზე შეყვანა. თავის ბუნებრივ მონაცემებსაც განავითარებს და დაიხარჯება კიდეც გაკვეთილებზე ნაწილობრივ მაინც.

ზანგი მივედი ოფისში © Mulan

Share on other sites

  • ფორუმელი
ონლაინ, Katutu said:

@Holden Caulfieldჰოლდენ, რადგან წორნი გადევს, შენმა ნებისმიერმა ახალმა პოსტმა უნდა მიიღოს მოდერისგან აპრუვი რომ დაიპოსტოს:დ

სამი არჩევანია - პოსტინგის აკრძალვა, პოსტინგის მოდერირება (რაც ახლაა) და საიტზე შესვლის დაბლოკვა

კიდევ რა გაინტერესებს?:დ

ვსოო აღარ მაინტერესეებს: დდდწიმურას ვირნები უფრო ჰუმანურია მგონი დდდ

 

 

 

 

 

 

:hi:

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share