ფორუმელი Dude Posted 2 თებერვალი, 2021 Posted 2 თებერვალი, 2021 მე გასწავლით, როგორ გააკეთოთ კერძების მეფე. დაგვჭირდება რათქმაუნდა ქათამი 1.5 კგ წყალიც რათქმაუნდა 2 კვერცხი ქინძი ხახვი 1-2 თავი ნიორი 2-1 კბილი დაფნის ფოთოლი წითელი ცხარე წიწაკა ძმარი გემოვნებით ცოტა მარილი ფქვილი ასე 2-4 სუფრის კოვზი. იდეალურია სოფლის ქათამი. კარგად გარეცხეთ, ჩადეთ ქვაბში, დაასხით ცივი წყალი და შემოდგით ცეცხლზე. შემოდგით? მერე ქაფს რომ წამოიღებს მოხადეთ. მერე ხარშვისას ბულიონში ჩაამატეთ 1-2 თავი ხახვი და დაფნა. აი, ქათამი რომ დარბილდება და მოიხარშება, ამოიღეთ, ბულიონი კი გაწურეთ. თუ ბევრი ცხიმი აქვს, შეგიძლიათ მოხადოთ ან არ მოხადოთ. ეს პროცედურა უფრო მარტივია გაციებული ბულიონის შემთხვევაში. 2 ლიტრი ბულიონი ხელახლა წამოადუღეთ. ცოტაოდენ გრილ ბულიონში ან წყალში კი გახსენით 2-4 სუფრის კოვზი ფქვილი. ჩაუშვით ადუღებულ ბულიონში და კარგად გახსენით. ხარშეთ 5-8 წუთი. ცალკე ათქვიფეთ კვერცხი ჩანგლით, დაამატეთ 1-2 ჩ.კ ძმარი. შემდეგ კვერცხი სწრაფი მორევით ჩაუშვით კერძში. მერე კიდე წამოადუღეთ 1-2 წუთი და წვნიანი მზადაა. ვუალაა. ბოლოს დაამატეთ მარილი, დაჭრილი ქინძი, ცოტა წითელი წიწაკა, ძმარი (სავარაუდოდ, დამატება დასჭირდება). ძალიან უხდება ჩვეულებრივის ნაცვლად სვანური მარილი, მაგრამ ეს აუცილებელი არ გახლავთ. შეგერგოთ როცა გააკეთებთ, გაგვიზიარეთ, როგორი გამოვა ამ წამს გადავიღე მე ფოტოგრაფიაში რა გითხრათ, მარა გემრიელურია Share on other sites More sharing options...
ფორუმელი marguerite Posted 2 თებერვალი, 2021 Posted 2 თებერვალი, 2021 @Dude არც კი გამისინჯავს ნეტავ ბოზბაში ჯობს თუ? ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი... Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Dude Posted 2 თებერვალი, 2021 Author Posted 2 თებერვალი, 2021 23 minutes წინ, marguerite said: ნეტავ ბოზბაში ჯობს თუ? არ გამისინჯავს ეგ ვეში, მარა მაინც ეს ჯობს უეჭველი :უპ: Share on other sites More sharing options...
ფორუმელი marguerite Posted 2 თებერვალი, 2021 Posted 2 თებერვალი, 2021 @Dude მე მომიწევს, გენდო ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი... Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Dude Posted 2 თებერვალი, 2021 Author Posted 2 თებერვალი, 2021 2 საათის წინ, marguerite said: @Dude მე მომიწევს, გენდო ყველა ვარიანტში Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Mulan Posted 2 თებერვალი, 2021 Posted 2 თებერვალი, 2021 ხვალ გავაკეთებ მე. ცხოვრებაში პირველად, ფოტოს დავდებ ღმერთი ჩემკენ Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Mulan Posted 3 თებერვალი, 2021 Posted 3 თებერვალი, 2021 @Dude გირჩევნია მომეწონოს. ვაკეთებ ხახვი რაღაც არ მომწონს ვაპრებ დავაბლენდერო ბჟბჟთი. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი marguerite Posted 3 თებერვალი, 2021 Posted 3 თებერვალი, 2021 @cosmia ბაგ ბჟჟჟ იყო თითები რომ ჩავაყოლე, უფრთხილდი ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი... Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა