Jump to content
×
×
  • Create New...

ჩიხირთმა


Dude
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

მე გასწავლით, როგორ გააკეთოთ კერძების მეფე.

 

დაგვჭირდება რათქმაუნდა ქათამი 1.5 კგ

წყალიც რათქმაუნდა

2 კვერცხი 

ქინძი

ხახვი 1-2 თავი 

ნიორი 2-1 კბილი

დაფნის ფოთოლი

წითელი ცხარე წიწაკა

ძმარი გემოვნებით

ცოტა მარილი 

ფქვილი ასე 2-4 სუფრის კოვზი. 

 

 იდეალურია სოფლის ქათამი.  კარგად გარეცხეთ, ჩადეთ ქვაბში, დაასხით ცივი წყალი და შემოდგით ცეცხლზე.  შემოდგით?

მერე ქაფს რომ წამოიღებს მოხადეთ. მერე ხარშვისას ბულიონში ჩაამატეთ 1-2 თავი ხახვი და დაფნა. აი, ქათამი რომ დარბილდება და მოიხარშება, ამოიღეთ, ბულიონი კი გაწურეთ. თუ ბევრი ცხიმი აქვს, შეგიძლიათ მოხადოთ ან არ მოხადოთ. ეს პროცედურა უფრო მარტივია გაციებული ბულიონის შემთხვევაში. 

2 ლიტრი  ბულიონი ხელახლა წამოადუღეთ. ცოტაოდენ გრილ ბულიონში ან წყალში კი გახსენით 2-4 სუფრის კოვზი ფქვილი. ჩაუშვით ადუღებულ ბულიონში და კარგად გახსენით.  ხარშეთ 5-8 წუთი. ცალკე ათქვიფეთ კვერცხი ჩანგლით, დაამატეთ 1-2 ჩ.კ ძმარი.  შემდეგ კვერცხი სწრაფი მორევით ჩაუშვით კერძში.

მერე კიდე წამოადუღეთ 1-2 წუთი და წვნიანი მზადაა. ვუალაა.

ბოლოს დაამატეთ მარილი, დაჭრილი ქინძი, ცოტა წითელი წიწაკა, ძმარი (სავარაუდოდ, დამატება დასჭირდება). ძალიან უხდება ჩვეულებრივის ნაცვლად სვანური მარილი, მაგრამ ეს აუცილებელი არ გახლავთ.

 

შეგერგოთ 

 

როცა გააკეთებთ, გაგვიზიარეთ, როგორი გამოვა :boli:

 

ამ წამს გადავიღე მე

ფოტოგრაფიაში რა გითხრათ, მარა გემრიელურია

 

photo5244589698087760694.jpg

 

Share on other sites

  • ფორუმელი

ხვალ გავაკეთებ მე. ცხოვრებაში პირველად, ფოტოს დავდებ :auuh:

ღმერთი ჩემკენ :lol: 

 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი

@Dude გირჩევნია მომეწონოს. ვაკეთებ :boli: 

 

ხახვი რაღაც არ მომწონს ვაპრებ დავაბლენდერო ბჟბჟთი.  

 

 

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   250 all people including: 0 წევრი, 1 ანონიმური, 249 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • YandexBot(1)
    • Chrome(10)
    • Googlebot(3)