Jump to content
×
×
  • Create New...

2020ში ფოთის საკრებულოსთვის 1,3 მილიონი გამოიყო


Recommended Posts

  • ფორუმელი
2020ში ფოთის საკრებულოსთვის 1,3 მილიონი გამოიყო admin Mon, 02/01/2021 - 19:34

ფოთის საკრებულო 2020 წელს 1,290,300 ლარით დაფინანსდა და ამ თანხის 63% საკრებულოს 33 წევრის შრომის ანაზღაურებაში დაიხარჯა.

ჯამში 19 სხდომა გაიმართა, რომელიც 120-ჯერ გააცდინეს, საიდანაც 64 გაცდენის შემთხვევა “ქართული ოცნების” წევრებზე მოდიოდა.

გაცდენების მიუხედავად, საკრებულოს წევრებმა 39,644 ლარის საწვავი დახარჯეს.

ფოთის საკრებულოს დასაფინანსებლად 2020 წლელს ბიუჯეტიდან 1,290,300 ლარი გამოიყო. დაფინანსების 63%, 814,200 ლარი საკრებულოში დასაქმებული 33 ადამიანის შრომის ანაზღაურებაზე დაიხარჯა.

საკრებულოს წევრი ძირითად ვალდებულებებს წარმოადგენს: აღმასრულებელი ორგანოსა და თანამდებობის პირების საქმიანობის კონტროლი, საკრებულოს უფლებამოსილებისათვის მიკუთვნებული ყველა საკითხის განხილვა. საკრებულოს წევრი საკუთარ უფლებამოსილებებს ახორციელებს საკრებულოს სხდომაზე.

საკრებულოს წევრები, რომლებიც თანამდებობის პირები არიან იღებენ შრომის ანაზღაურებას. საკრებულოს წევრი, რომელიც არ წარმოადგენს საკრებულოს თანამდებობის პირს, კი თავის უფლებამოსილებას ახორციელებს სამსახურებრივი საქმიანობისაგან მოუწყვეტლად და უსასყიდლოდ. „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად, მას შეიძლება აუნაზღაურდეს უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები, როგორიცაა, საკრებულოსა და კომისიის სხდომების, დროებითი სამუშაო ჯგუფების მუშაობაში მონაწილეობის მიღების, ამომრჩეველთან შეხვედრების, ასევე საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის ცალკეული დავალების შესრულებისათვის საჭირო ხარჯები.

ფოთის საკრებულო 2020 წელს 25 წევრისაგან შედგებოდა. საკრებულოს წევრთა შრომის ანაზღაურებაში საერთო ჯამში 458,481 ლარი დაიხარჯა.

წლის განმავლობაში საკრებულოში 19 სხდომა გაიმართა და საკრებულოს წევრების მიერ სხდომის გაცდენის 120 შემთხვევა დაფიქსირდა.

თანამდებობის პირებიდან, რომლებიც ყოველთვიურად იღებენ შრომის ანაზღაურებას გაცდენების რაოდენობით ლიდერობენ: 1) დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი–საქართველოს პატრიოტთა ალიანსის წევრი, მაია ჩხარტიშვილი, გააცდინა 15 სხდომა, შრომის ანაზღაურების სახით მიღებული აქვს 27,500 ლარი 2) ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს წევრი, ზურაბ ჩაჩუა, არ ესწრებოდა 13 სხდომას, (2 სხდომის შემთხვევაში იმყოფებოდა შვებულებაში) შრომის ანაზღაურების სახით მიღებული აქვს 23,221 ლარი 3)პაატა ჩაგანავა არ ესწრებოდა 13 სხდომას, შრომის ანაზღაურების სახით მიღებული აქვს 24,200 ლარი

რაც შეეხება საკრებულოს გამცდენი წევრების სამეულს, რომლებიც შრომის ანაზღაურებას არ იღებენ შემდეგნაირად გადანაწილდა: 1) ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს წევრი, აპალონ ბჟალავა, გააცდინა 14 სხდომა 2) ევროპული საქართველოს წევრი, ვახტანგ დარცმელიძე, გააცდინა 11 სხდომა 3) ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს წევრი, ნინო ბაკურაძე, გააცდინა 6 სხდომა.

მიუხედავად სხდომათა გაცდენების რაოდენობისა, საკრებულოს წევრთა ავტომობილით გადასაადგილებლად 39,644 ლარის, 20,080 ლიტრი საწვავი დაიხარჯა.

წყარო: ფოთის საკრებულოს პასუხი - https://bit.ly/2NLvhJF

Language Georgian
http://www.sadplan.ge/sites/default/files/2021-02/144902560_2878194675789297_2640196453741870203_o.jpgთებერვალი 2021იმერეთი 2021 Author სალომე კვირიკაშვილი

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   129 all people including: 1 წევრი, 0 ანონიმური, 128 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(23)
    • YandexBot(17)
    • Facebookexternalhit(2)
    • Googlebot(2)
    • t-90