Jump to content
×
×
  • Create New...

რუსეთი კავკასიაში ანტიდასავლური ბლოკის ჩამოყალიბებას ცდილობს


Guest Georgia
 Share

Recommended Posts

Posted (შესწორებული)

ზურაბ ბატიაშვილი: რუსეთი კავკასიაში ანტიდასავლური ბლოკის ჩამოყალიბებას ცდილობს

28 იანვარს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, მოჰამედ ჯავად ზარიფი სტუმრობდა. ირანელი დიპლომატი საქართველოში ერევნიდან ჩამოვიდა. მანამდე ზარიფი ასევე ოფიციალური ვიზიტით ბაქოსა და მოსკოვს სტუმრობდა. რა ჩამოიტანა და რა წაიღო ზარიფმა საქართლოდან, რა მიზეზ- შედეგობრივი კავშირებზე შეიძლება საუბარი ამ ვიზიტის შედეგ – „ კვირა“ აღმოსავლეთმცოდნესა და რონდელის ფონდის მკვლევარს, ზურაბ ბატიაშვილს ესაუბრა.

 

-ირანული დიპლომატიის ბოლოდროინდელი გააქტიურება კავკასიაში რას უკავშირდება?

აქ არის რამდენიმე მიზეზი. ერთი არის ის, რომ ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ ადგილზე გაეცნონს სიტუაციას – იმ ახალ რეალობას, რაც ჩამოყალიბდა აზერბაიჯანის გამარჯვების შემდეგ. მეორე მიზეზი არის ეს ფორმატი, სამს პლუს სამი, რომელიც ირანისთვის სასარგებლოა იმიტომ, რომ ირანს უკვე ოფიციალურად ექნება კავკასიაში სიტყვის თქმის უფლება. გამომდინარე იქედან, რომ ამ ფორმატში ირანიც მოიაზრება. მესამე, რაც შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია ირანისთვის – ეს არის იმ საერთაშორისო იზოლაციის დაძლევა, რომელშიც იგი მოექცა მკაცრი ამერიკული სანქციების გამო. ეს არის ის ძირითადი მიზეზები, რიც გამოც ირანი აქტიურობს.

-საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერთან გამართული შეხვედრების შემდეგ გაკეთებული განცხადებები როგორც ერთი, ასევე მეორე მხრიდან დიპლომატებისათვის დამახასიათებული სტანდარტულობითა და სიმშრალით გამოირჩეოდა. თქვენ რა ამოიკითხეთ, ასე ვთქვათ, ამ სტრიქონებს მიღმა?

რაღაც მინიშნებები ნამდვილად იყო. მაგალითად, იყოს საუბარი პანდემიასა და ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებაზე. აქ მნიშვნელოვანია ის მომენტი, თუ როგორი ეკონომიკური ურთიერთობები გვქონდა პანდემიამდე და როგორი გვაქვს ახლა. 2019 და 2020 წელი რომ შევადაროთ, აღმოვაჩენთ, რომ სავაჭრო ბრუნვა ორ ქვეყანას შორის 75 %-ით, ხოლო ტურისტების ნაკადი ირანიდან 88 %-ით. ეს ნიშნავს, რომ ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობები, ფაქტობრივად, გაყინულია. ეს არა მხოლოდ პანდემიის ბრალია, ამის მიზეზი ამერიკული სანქციებიცაა, რომელიც ირანს აქვს დაწესებული. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საქართველოდან თანხას ვერც ირანში გადარიცხავ და ვერც ირანიდან, საქართველოში ჩემოდნებით კი ფული 21-ე საუკუნეში აღარავის დააქვს. ალბათ, ეს თემაც აქტუალური იყო საუბრის დროს. ვფიქრობ, იმსჯელებდნენ სატრანსპორტო დერეფნებზეც, თუმცა, გამომდინარე იქედან, რომ ირანი მკაცრად სანქცირებულია, ჩემთვის ძნელად წარმოსადგენია, როგორ შეიძლება, მოხვდეს ირანული პროდუქცია საერთაშორისო არენაზე საქართველოს გავლით.

-სამს პლუს სამი ფორმატი, რომელსაც რუსეთი თურქეთი და ახლა უკვე ირანიც ლობირებს, ანუ სამ კავკასიურ სახელმწიფოს დამატებული რუსეთი ირანი და თურქეთი რას მოუტანს ძალთა ასეთი კონფიგურაცია კავკასიასა და უშუალოდ საქართველოს. რა სარგებელი შეიძლება, მიიღოს საქართველომ და რას საფრთხეს უნდა ველოდოთ?

პირვალ ყოვლისა, ალბათ, უფრო საფრთხეებზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება. სარგებელი ამ ფორმატიდან ჩემთვის ცოტა ძნელად წარმოსადგენია. საფრთხეა ის, რომ რუსეთის ცდილობს ანტიდასავლური ბლოკის შექმნას კავკასიაში. რუსეთს უნდა, ამ პროცესში ჩაითრიოს სამივე კავკასიური სახელმწიფო. ვფიქრობ, რუსეთის ეს მცდელობები მიზანს ვერ მიაღწევს. ამას ადასტურებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ღვთისიაშვილის განცხადებაც. მოგეხსენებათ, ქართველმა დიპლომატმა ხასგასმით აღნიშნა, რომ საქართველო ვერ მიიღებს ისეთ გაერთიანებაში მონაწილეობას, სადაც ოკუპანტი რუსეთი იქნება წარმოდგენილი. ვფიქრობ, ეს სწორი განცხადებაა, ვინაიდან ამ ფორმატში ჩვენი დასავლელი პარტნიორები არ არიან წარმოდგენილი. შესაბამისად, ეს ფორმატი ვერანაირად ვერ იქნება საქართველოსთვის მომგებიანი. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ირანი საქნქცირებული ქვეყანაა და ცდილობს, ამ სანქციებს დააღწიოს თავი. ეს ფორმატიც ერთ-ერთ ასეთ საშუალებად მიაჩნია. ძალიან საინტერესოა თურქეთის პოზიცია, რომელიც, ერთი მხრივ, ელოდება აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის აქტივობებს ანკარის მიმართ და ამის მიხედვით ცდილობს ურთიერთობების აწყობას რუსეთთან. ეს იქნება განმსაზღვრელი ფაქტორი რუსეთ- თურქეთის ურთიერთობებში. დიდწილად, ალბათ, ეს ურთიერთობები განსაზღვრავს სამი პლუს სამი ფორმატის მომავალს და სიცოცხლისუნარიანობასაც.

-როგორც ჩანს, ეს ფორმატი მხოლოდ საქართველოს ინტერესებში არ ჯდება. თუმცა, სოხეთის პოზიციაც არ არის მკაფიო?

ყარაბაღის მეორე ომისა და ამ ომში მარცხის შემდეგ, სომხეთმა ფაქტობრივად დაკარგა დამოუკიდებელი მოქმედების საშუალება. ფაშინიანი ახლა დიდწილად მხოლოდ ხელისუფლების შენარჩუნებაზე ზრუნავს.
მოკლედ, სამი პლუს სამი, მეტნაკლებად, ყველასთვის მისაღებია, გარდა საქართველოსი.

-ამ ფორმატზე უარის თქმის შემთხვევაში, რა პრობლემებს უნდა ველოდოთ. ვისი იმედი უნდა გვქონდეს და რითი დავაბალანსოთ ეს პრობლემები?

პირველ ყოვლისა, დასავლეთთან ჩვენი ურთიერთობით. უფრო მეტად უნდა გავაღრმაოთ ეს ურთიერთობები. რა თქმა უნდა, აშშ-ის ნომერ პირველ პრიორიტეტებში საქართველო ჯერჯერობით არაა, ამიტომ, ჩვენ თვითონ უნდა ვიაქტიუროთ. უნდა ვიზრუნოდ საელმწიფო ინსტიტუტების გამართვაზე – გამყარებაზე. არაერთხელ მიგვითითეს, რომ გვაქვს პრობლემები. პირველ ყოვლისა, ეს ეხება სასამართლოს, საარჩევო სისტემას, სიტყვის თავისუფლებას, დემოკრატიის ხარისხს და ა.შ. მოკლედ, საშინაო დავალება, რომელიც დასავლეთმა მოგვცა, უნდა შევასრულოთ

 

http://kvira.ge/628670 

Edited by Georgia
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   177 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 177 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • YandexBot(15)
    • Chrome(13)