Jump to content
×
×
  • Create New...

როგორ გამოვაქვეყნოთ სამეცნიერო ნაშრომი?


Moor
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

როგორ გამოვაქვეყნოთ სამეცნიერო ნაშრომი? – ორდღიანი მასტერკლასი დოქტორანტებისა და მკვლევარებისთვის 2021 წლის 29-30 მარტს, ონლაინ გაიმართება. 

აკადემიაში ხშირად ვაწყდებით მეტი და უკეთესი ნაშრომების გამოქვეყნების გამოწვევას. საკუთარი ნაშრომების გამოქვეყნება განსაკუთრებით რთულია ახალგაზრდა მკვლევრებისთვის. ხშირია უარი გამომცემლობებისგან და რევიუებიც მეტისმეტად მკაცრია. როგორ გადავლახოთ ეს გამოწვევა?

http://gip.ge/wp-content/uploads/2021/02/retrosupply-jLwVAUtLOAQ-unsplash.jpgRetroSupply @Unsplash.com

მასტერკლასი აკადემიური ნაშრომების გამოქვეყნებასთან დაკავშირებულ პრაქტიკულ რჩევებს მოიცავს. ორი დღის განმავლობაში, მიიღებთ ინფორმაციას გამოქვეყნების პროცესის სხვადასხვა ეტაპის შესახებ:

  • როგორ დავწეროთ აკადემიური სტატია
  • როგორ შევარჩიოთ სწორი ჟურნალი ტექსტისთვის
  • რა უნდა გავითვალისწინოთ ჟურნალისთვის ტექსტის გაგზავნისას
  • როგორ გავუმკლავდეთ რევიუს პროცესს
  • როგორ გავზარდოთ ნაშრომის კითხვადობა და ციტირების ინდექსი მისი გამოქვეყნების შემდეგ

 

მასტერკლასი მოიცავს ლექციებსა და პრაქტიკულ სავარჯიშოებს. მასტერკლასს გაუძღვებიან ჰელგე ბლაკისრუდი (ნორვეგიის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი) და  ნინო ქემოკლიძე (ჩიჩესტერის უნივერსიტეტი, დიდი ბრიტანეთი).

გთხოვთ გაითვალისწინოთ: მასტერკლასი ჩატარდება ინგლისურ ენაზე.

დაინტერესების შემთხვევაში, 2020 წლის 10 მარტამდე მიმართეთ საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტს ელ.ფოსტით: info@gip.ge

გთხოვთ, განაცხადს დაურთოთ:

  • CV (მაქსიმუმ 2 გვერდი) და
  • აბსტრაქტი იმ ნაშრომისთვის, რომელზეც მუშაობთ ან გსურთ მუშაობა (250 სიტყვა)

 

მასტერკლასი გათვალისწინებულია საქართველოს უნივერსიტეტების სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებათა ფაკულტეტების დოქტორანტებისა და მკვლევარებისთვის.

მასტერკლასი მეორეა ყოველწლიური სერიიდან, რომელიც GEOPATH პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს. რამდენიმე კვლევითი წინადადება, შესაძლოა, საერთაშორისო პუბლიკაციის მიზნით დამატებითი მენტორობისათვის შეირჩეს GEOPATH-ში ჩართული მკვლევრების მიერ.

 


ჰელგე ბლაკისრუდი ნორვეგიის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის (NUPI) უფროსი მკვლევარია. მას საერთაშორისო აკადემიური ჟურნალებისათვის გამოქვეყნებისა და რევიუს 25-წლიანი გამოცდილება აქვს. ბლაკისრუდი ასევე მუშაობდა სხვადასხვა სარედაქტორო ბორდების წევრად და არის რამდენიმე ჟურნალის რედაქტორი. შესაბამისად, იგი აკადემიური ნაშრომების გამოქვეყნების პროცესს ორივე მხრიდან იცნობს.

ნინო ქემოკლიძე არის საერთაშორისო  ურთიერთობების ასოცირებული პროფესორი ჩიჩესტერის უნივერსიტეტში (დიდი ბრიტანეთი). ნინო ასევე ასწავლის კატალონიის ღია უნივერსიტეტში (Universitat Oberta de Catalunya) და არის ჟურნალ Caucasus Survey-ის ასოცირებული რედაქტორი. 

 

 

The post როგორ გამოვაქვეყნოთ სამეცნიერო ნაშრომი? appeared first on GIP.

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share