Jump to content
×
×
  • Create New...

როგორ დავაბრუნოთ ტყე ეკონომიკაში


Moor
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

საქართველოს ტყის პროდუქტების მოპოვებისა და გამოყენების დიდი ისტორია აქვს. ამას განაპირობებს ერთი მხრივ ჩვენი ქვეყნის უხვტყიანობა (საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით 42% ტყეს უჭირავს), ხოლო მეორე მხრივ – სოფლად დღემდე შემორჩენილი ტრადიციები და ცხოვრების წესი, როგორებიცაა, მაგალითად, ტყის პროდუქტების შეგროვება და გამოყენება. თუმცა, უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში ამ სფერომ სირთულეების სხვადასხვა ეტაპი გაიარა და მძიმე სოციალურმა ყოფამ ტყით სარგებლობა ქაოსური, უკონტროლო და გარემოს დამაზიანებელი გახადა. 1999 წელს ტყის მართვის კუთხით ტყის კოდექსის პირველად დამტკიცებით გარკვეული პოზიტიური ცვლილებები  მოხდა, თუმცა ადგილობრივ მოსახლეობას ამის საფუძველზე ტყე შემოსავლის წყაროდ არ აღუქვამს. საჭირო იყო, რომ ეს პროცესი ადგილობრივ ეკოსისტემასთან ყოფილიყო ჰარმონიაში და ჩვენს ეკონომიკაშიც მნიშვნელოვანი ნიშა დაეკავებინა.

GFPA-1024x576.jpgეს ლოგო საქართველოში წარმოებულ ჯანსაღ პროდუქტებზე შესაძლოა მიმდინარე წლის ბოლომდე გამოჩნდეს

ევროკავშირის დირექტივებმა ამ მხრივ ახალი ხედვა და ვალდებულებები გააჩინა. თუ ტერმინი „სოფლის მეურნეობა“ ადრე მხოლოდ მიწათსარგებლობასთან იყო ასოცირებული, ახლა ის ევროპულ ხედვას გვთავაზობს და გულისხმობს მთლიანად მცენარეული და ცხოველური ბუნებრივი რესურსების მართვასა და გამოყენებას ბუნებრივ გარემოში, ასევე მერქნის მიღებას და სხვადასხვა მცენარეული კულტურის მოყვანას, საქონლისა და თევზის მოვლა-მოშენებას.

2021 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა ცვლილებები „ტყის კოდექსში“, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობასა და ბიზნესკომპანიებს უფლებას აძლევს, მიიღონ კომერციული სარგებელი ტყის არამერქნული პროდუქტების შეგროვებითა და წარმოებით.

IMG-bcbdf1c42c76f55914fe13ececd5b2c2-V-8ტყის ტურისტულ-რეკრეაციული ფუნქციის გამოყენების კარგი მაგალითია სასტუმრო „სახლი ხეზე“. იგი შეიქმნა ქედის მუნიციპალიტეტში (აჭარა), ევროკავშირის ENPARD პროგრამის მიერ მხარდაჭერილი პროექტის − ქედა ლიდერის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს CENN  და ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი.
ფოტო: სოფიო შენგელია

„დროა, ტყე დავაბრუნოთ ეკონომიკაში და ეს პროცესი უნდა იყოს ორგანიზებული, უნდა გვქონდეს ექსპერტების დასკვნები და შესაბამისი ნებართვები. დროა, მოსახლეობა მომხმარებლური დამოკიდებულებიდან გადავიდეს ახალ ეტაპზე და გააცნობიეროს, რომ ტყის სწორი გამოყენება მისივე კეთიდღეობისთვისაა კარგი. ამის კარგი მაგალითი დაცული ტერიტორიებია, რომელთა მახლობლად მცხოვრებლებისთვისაც მნიშვნელოვანი ეკონომიკური სარგებელი გაჩნდა“, − რეზო გეთიაშვილი, CENN-ის გარემოსდაცვითი პროექტების კოორდინატორი.

CENN წლების განმავლობაში მუშაობს პროექტზე „ტყის მდგრადი მართვის ხელშეწყობა კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგი სოფლის განვითარებისათვის“, რომელიც მიზნად ისახავს სწორედ ტყის გადარჩენის საქმეში წვლილის შეტანას და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკურ გაძლიერებას.

პროექტის ფარგლებში და კანონმდებლობის ახალი გამოწვევების ფონზე CENN-ის ინიციატივითა და „ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის“ ფინანსური მხარდაჭერით საქართველოში იქმნება ასოციაცია „ტყის პროდუქტი“. უკვე დაიწერა ოთხ წელზე გათვლილი სტრატეგია, რომელშიც დეტალურადაა გაწერილი, როგორი იქნება ასოციაციის ხედვა, მიზნები და, ზოგადად, განვითარების გზები. ასოციაციას ექნება გარკვეული ხიდის ფუნქცია, რომელიც ერთმანეთთან დააკავშირებს სოფლის მოსახლეობას, ბიზნესკომპანიებს, დონორებსა და სახელმწიფოს. ეს იქნება სივრცე, რომელიც ორგანიზებას გაუწევს ნედლეულის შეგროვებას, ტყის პროდუქტებით მდგრად კომერციულ სარგებლობასა და კულტივაციას. ასოციაცია ასევე შექმნის თანამშრომლობის პლატფორმას დარგის სტრატეგიული დაგეგმვის და მართვის პროცესებში ბიზნესკომპანიების მონაწილეობის უზრუნველსაყოფად.

CENN-ის ინიციატივითა და „ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის“  ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოში იქმნება ასოციაცია „ტყის პროდუქტი“, რომელიც ერთმანეთთან დააკავშირებს სოფლის მოსახლეობას, ბიზნესკომპანიებს, დონორებსა და სახელმწიფოს.

მუშაობა იგეგმება ტყის პროდუქტების წარმოების ოთხი მიმართულების გასაძლიერებლად. ესაა: ტყის მერქნული და არამერქნული პროდუქტების წარმოება, ტურისტული სექტორი და ძირნაყარი ხეტყის შეგროვება. ასოციაციის წევრი შეიძლება გახდეს ქვეყანაში რეგისტრირებული ნებისმიერი სამეწარმეო იურიდიული ან ფიზიკური პირი, როგორიცაა: გადამამუშავებელი საწარმო, მსხვილი შემგროვებლები, კოოპერატივები და პირები, რომლებიც ასოციაციის ხედვას იზიარებენ.

OZ1A4924-1024x576.jpgლაქშერი კემპინგი Hill Inn
სოფელ დანდალოში
ფოტო: გიორგი ნაკაშიძე
შეიქმნა ევროკავშირის ENPARD პროგრამის მიერ მხარდაჭერილი პროექტის, ქედა ლიდერის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს CENN  და ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი

ამასთან, ასოციაციის წევრები ამ სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ორგანიზაციებიც იქნებიან და მათი გამოცდილება, შესაძლოა, მაგალითიც იყოს დამწყები ბიზნესკომპანიებისთვის. ერთ-ერთი ასეთი კომპანიაა 1996 წელს დაარსებული შპს „კაუკაზანი“ (Caucasan), რომელსაც ტყის არამერქნული პროდუქტების შეგროვების, წარმოებისა და ექსპორტის დიდი ისტორია აქვს. „კაუკაზანი“ CENN-თან თანამშრომლობითა და მხარდაჭერით ძირითადად კახეთის, ქართლისა და რაჭა-იმერეთის რეგიონებში მუშაობს. ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებით ისინი აგროვებენ სხვადასხვა სახის მცენარეებს, მათ შორის კენკროვანს და მცენარეების ფესვებს. გასულ წელს „კაუკაზანის“ შვილობილმა კომპანიამ (Freeze Tea) დაიწყო სრულიად ინოვაციური პროექტი − კრეფენ ჩაის ფოთოლს, ველური კენკრის ნაყოფსა და პიტნას, რომლებსაც მოკრეფიდან რამდენიმე საათში ყინავენ, მომხმარებელს კი გაყინული ჩაის სახით შეუძლია პროდუქტის შეძენა.

OZ1A5279-1024x576.jpg„ტყის პროდუქტების“ ასოციაციის წევრობა მდგრადად მოპოვებულ ხის მასალაზე მომუშავე მეწარმეებსაც შეეძლებათ.    
ფოტო: გიორგი ნაკაშიძე

შპს „კაუკაზანის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, სოსო კობახიძე ამბობს, რომ მსგავსი პროდუქტების წარმოება საქართველოსთვის რამდენიმე ფაქტორის გამოა უმნიშვნელოვანესი. ერთი მხრივ, ესაა კარგი შესაძლებლობა, სახელმწიფომ ეკონომიკის განსავითარებლად ალტერნატიული გზები ეძებოს და, მეორე მხრივ, ხელი შეუწყოს ქართული ტრადიციული და, რაც მთავარია, ჯანსაღი პროდუქციის წარმოებას: „ჩვენ ძირითადად ექსპორტზე ვართ ორიენტირებულნი, უფრო მეტად ევროკავშირის ქვეყნებში გაგვაქვს პროდუქცია, თუმცა ვგეგმავთ, ასევე, ადგილობრივი ბაზრის ათვისებასაც“.

ასოციაციის სტრატეგიის დოკუმენტში ერთ-ერთ გამოწვევად სწორედ ადგილობრივი ბაზრის ათვისებაა დასახელებული. ტყის პროდუქტების შეგროვება აქამდე მხოლოდ პირადი მოხმარების მიზნით იყო ნებადართული და მასზე დაბალი მოთხოვნის გამო მწარმოებელი კომპანიები თითქმის 100%-ით ექსპორტზე იყვნენ ორიენტირებულნი. სწორედ ამიტომ იქნება ასოციაციის ერთ-ერთი მიზანი ტყის პროდუქტების ადგილობრივ ბაზარზე პოპულარიზაცია და მეწარმეებისთვის პროდუქციის რეალიზებაში ხელშეწყობა.

ასოციაციის ერთ-ერთი მიზანი ტყის პროდუქტების ადგილობრივ ბაზარზე პოპულარიზაცია და მეწარმეებისთვის პროდუქციის რეალიზებაში ხელშეწყობა იქნება.

რეზო გეთიაშვილი განმარტავს, რომ ეს იქნება პირველ ყოვლისა ხარისხის ნიშანი, რომელიც მომხმარებელში ინტერესს გააჩენს და, ასევე, მაღაზიათა ქსელებთან აქტიური თანამშრომლობა: „გვსურს, ქსელურ მაღაზიებს შევთავაზოთ ცალკე დახლების მოწყობა. ასოციაცია ასევე გეგმავს ონლაინგაყიდვების დანერგვას, მითუმეტეს პანდემიის პერიოდმა ამის სერიოზული საჭიროება დაგვანახა. მომხმარებელს კარგად უნდა ავუხსნათ, რა უპირატესობები აქვს ტყის არამერქნულ ჯანსაღ პროდუქტს და, ზოგადად, ტყის პროდუქტების სწორად გამოყენებას. ახლა მთავარია, რაც შეიძლება მეტი კომპანია დაინტერესდეს ამ სფეროთი“, − ამბობს რეზო და აქვე პასუხობს კითხვას, თუ რა ფინანსური გარანტიები იარსებებს ბიზნესკომპანიებისთვის და ამის პასუხი სტრატეგიაშიც ნათლადაა გაწერილი. 

Freeze-tea-Prop.jpg.jpg შპს „კაუკაზანის“ მიერ წარმოებული გაყინული მცენარეების ჩაი. პროექტის მხარდამჭერია CENN და „ავსტრიის განვითარების თანამშრომლობა“.

ასოციაციაში გაწევრიანებული ფიზიკური თუ იურიდიული პირები თავდაპირველად გათავისუფლდებიან საწევრო გადასახადისგან: „საწევრო გადასახადი შეიძლება დაწესდეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ორგანიზაცია განვითარების გარკვეულ დონეს მიაღწევს და შეძლებს სრულფასოვანი მომსახურება შესთავაზოს თავის წევრებს. საწევრო გადასახადის ოდენობა განისაზღვრება კომპანიის ზომის, ბრუნვისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით“.

მართალია, სახელმწიფომ განაცხადი უკვე გააკეთა და ტყის პროდუქტებით სარგებლობასა და კომერციალიზაციას ახლა უკვე კანონი დაარეგულირებს, მაგრამ რეზო გეთიაშვილი თვლის, რომ გამოწვევები ჯერ კიდევ არსებობს. მათ შორის ერთ-ერთია ტყის ეკოსისტემის შეფასება და სახეობების სწორად განსაზღვრა, რათა მთლიანი ეს პროცესი მაქსიმალურად ეკომეგობრული იყოს: „აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებებით სახელმწიფო აცხადებს, რომ უნდა ამ სფეროს განვითარება და ბიზნესკომპანიებსაც ხელს შეუწყობს. ეს არ იქნება მხოლოდ გრანტები, შეღავათები და კრედიტები. მთელი ამ პროცესის წარმატების გარანტია იქნება ერთიანი, კონსოლიდირებული მუშაობა სოფლის მოსახლეობას, ასოციაციას, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სახელმწიფოს შორის. ამიტომ, დიდი იმედით ვუყურებთ ამ მხრივ მომავალს“.

Logos-1024x576.jpg

The post როგორ დავაბრუნოთ ტყე ეკონომიკაში appeared first on National Geographic Magazine - საქართველო.

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share