Jump to content
×
×
  • Create New...

სიგარეტის გადამგდებთა კლუბი


Artie
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

1 თებერვალი, ორშაბათი - შესანიშნავი დღე სიგარეტის მისატოვებლად. 

ვისაც გაქვთ ამის სურვილი, შემომიერთდით და ერთიანი ძალებით, ერთმანეთის მხარდაჭერით ბოლო მოვუღოთ ამ ერთი ციდა გაშტიკინებული ჯოხის პარპაშს.

ერთიანად ან თანდათანობით, დოზების შემცირებით.

გაერთიანება გაგვიადვილებს საქმეს.

არ იუ ინ?

დიდი ალბათობაა, რომ მზად არ იყოთ ან სურვილი არ გქონდეთ, მაააგრამ იქნებ მაინც... მაინც დაფიქრებულიყავით.

 

პ.ს. ასეთი თემა თუა, მაპოვნინეთ რა და ეს დახურეთ ან წაშალეთ. მადლობელი

 

:wackygirl::t4426::wackygirl:

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

მივესალმები ამ შესანიშნავ წამოწყებას :lalala:


აქვე მინდა დოჩანა გავიხსენო, ხომ არ იცით ამჟამად რას შვრება ამ კუთხით?

Edited by საწყალი ოსვალდო რიოსი

მერვე და მეცხრე ვიქტორინის გამარჯვებული :bravo:

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

@საწყალი ოსვალდო რიოსი :D საქმის კურსში არ ვარ, მაგრამ ალბათ ისევ სიგარეტის დემონთანაა ბრძოლაში ჩაბმული. იმედია ნაწილობრივ ვცდები და უკვე დაამარცხა.

Edited by Artie

:wackygirl::t4426::wackygirl:

Share on other sites

  • ფორუმელი

მიყვარს ესეთი თემები.

მახსენდება რომ უკვე დავანებე წლებია და გახარბებთ უსიგარეტობით

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

მეც მიყვარს ასეთი თემები 

მახსენდება რომ საერთოდ 1 ღერიც არ მომიწევია და გახარბებთ 

 

@Artie დანებების სურვილიც უკვე ბევრს ნიშნავს ..  შეუძლებელი არაფერია..

წარმატებები

:hi:

Share on other sites

  • ფორუმელი

@Artie დოზების შემცირება და რაღაცები არ გინდა

უბრალოდ აღარ მოწიო

მე ასე ვქენი.

ძალიან გამიჭირდა ერთი ორი კვირა ალბათ

 

Share on other sites

  • ფორუმელი
10 საათის წინ, Moor said:

მახსენდება რომ უკვე დავანებე წლებია და გახარბებთ უსიგარეტობით

:D ნამდვილად მოსალოცი ამბავია.

მე კიდევ ის მახსენდება, რომ მრავალი წელი არ ვეწეოდი, ვერავინ მაცდუნა. სანამ ჩემს ბიჭს არ ავყევი თამაშ-თამაშით. თუმცა სერიოზული მწეველი ალბათ უფრო სამსახურმა გამხადა. ჰაერივით მჭირდებოდა 5-წუთიანი შესვენებები. + სასიამოვნო საუბრებისა და თანამშრომლებთან დაახლოების საშუალებაც აღმოჩნდა და მსიამოვნებდა. :დ

ორსულობისას და ლაქტაციის დროს შევწყვიტე, მაგრამ საშინლად მენატრებოდა თვეების შემდეგაც კი. ფსიქოლოგიური იყო. გარშემო სულ მწეველ ხალხს ვხედავდი. სამსახურში, ქუჩაში, სახლში, ფილმებში, სერიალებში. ყველგან ისინი იყვნენ. ლამის გავგიჟდი. :D :D 

@Holden Caulfieldმადლობა, ჰოლდენ. 

მოწევას რაც შეეხება:  :up: ასე გააგრძელე. 

9 საათის წინ, marguerite said:

მეც გავხსნი ოდესმე ტკბილის გადაგდების თემას 

გიგულშემატკივრებთ.

1 საათის წინ, Suliko said:

დოზების შემცირება და რაღაცები არ გინდა

უბრალოდ აღარ მოწიო

მე ასე ვქენი.

ძალიან გამიჭირდა ერთი ორი კვირა ალბათ

 

მართალი ხარ. მეც ეგრევე ერთიანად დანებებას ვემხრობი. 

რამდენწლიანი სტაჟი გაქვს?

ახლა საერთოდ არ გიჩნდება სურვილი? არც ფსიქოლოგიურად?

:wackygirl::t4426::wackygirl:

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   369 all people including: 0 წევრი, 1 ანონიმური, 368 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(15)
    • Googlebot(3)
    • YandexBot(2)