Jump to content
×
×
  • Create New...

სტივენ კინგი- ვერბალური ჰორორის მეფე


Recommended Posts

  • ფორუმელი

სტივენ კინგი დაიბადა 1947 წლის 21 სექტემბერს, ქალაქ პორტლენდში. სტივენის მამა ედვარდი, სავაჭრო ფლოტის კაპიტანი იყო. სტივენის გაჩენის დროს ედვარდი და მისი მეუღლე რუთ პილსბერი ორი წლის ნაშვილებ დევიდ ვიქტორს ზრდიდნენ. ედვარდმა და რუთმა ბავშვი ექიმების შეცდომის გამო იშვილეს -1945 წელს მათ უთხრეს, რომ რუთი ბავშვის გაჩენას ვერ შეძლებდა. ყველასთვის ცნობილია, რომ სტივენის გვარი ინგლისურად ,,მეფე“ –  ნიშნავს, რასაც მამას უნდა უმადლოდეს. ედვარდმა საკუთარი გვარი ,,სპენსკი“, გადაიკეთა უფრო დიდებულ და ჟღერად გვარად. 1949 წელს, როდესაც სტივენი ორი წლის იყო, მამამისი სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნდა. ოჯახის წევრებისთვის დიდი ხანი გაუგებარი იყო რა დაემართა ედვარდს. 1990 წელს მათ გაიგეს, რომ ედვარდმა ბრაზილიელი ქალი მოიყვანა ცოლად. მათ ოთხი შვილი შეეძინათ, 1980 წელს კი ედვარდი მოკვდა.

1949 – 1958 წლებში სტივენმა, დევიდმა და რუთმა დრო ერთი საცხოვრებელი ადგილიდან მეორეზე გადასვლაში გაატარეს. ისინი ცხოვრობდნენ ჩიკაგოში, ფორტუეინში, მალდენში, უესტდეპერეში, სტარტფორდში, საბოლოოდ კი პატარა ქალაქ დარემის სამხრეთ ნაწილში დასახლდნენ.

1950 წელს, ოთხი წლის სტივენმა თავისი თანატოლის სიკვდილი დაინახა, რომელიც სავაჭრო მატარებელს ჩაუვარდა ლიანდაგზე. სტივენი პატარა იყო და ეს საშინელი ამბავი დაავიწყდა, თუმცა მომავალში, როდესაც ამის შესახებ მოუყვნენ, მას ყველაფერი გაახსენდა.

საცხოვრებელი ადგილის ხშირად გამოცვლისა და სუსტი ჯანმრთელობის გამო სტივენმა რთულად გადაიტანა ვირუსული დაავადება სახელად ,,Morbilli“. ამის შემდეგ დაავადდა ფარინგიტით. დაავადება ყურზეც გადაუვიდა და სტივენის განკურნება ანტიბიოტიკებსაც აღარ შეეძლო. საჭირო გახდა ექიმის ჩარევა, რომლებმაც სტივენს სტერილური ბამბით სამჯერ გაუწმინდა ყურის ბარაბანი, რათა იქ დაგროვილი ჩირქი გამოსულიყო. კინგის მოგონებების თანახმად, ჯოჯოხეთური ტკივილის გრძნობდა იმის გახსენებაზე, რომ ექიმაა სამჯერვე მოატყუა და თქვა, პროცესი მტკივნეული არ იქნებაო, ამასთან ერთად კი პაციენტის სახელიც არ დაიმახსოვრა. ავადმყოფობის გამო სტივენს შემდეგ წელსაც პირველ კლასში ყოფნა მოუხდა.

სტივენს განიცდიდა ფიზიკურ ტკივილს, რის გამოც დედამ ურჩია, რომ მოთხრობების წერა დაეწყო. ამით ის ყურადღების სხვა საგანზე გადატანას შეძლებდა. თორმეტი წლის სტივენმა დაწერა პატარა მოთხრობები, რომლებიდანაც პირველს ,,მისტერ მატყუარა კურდღელი დაარქვა. ამავე დროს კინგი ერთობოდა წიგების კითხვით. კითხულობდა კომიქსებს საშინელების ჟანრში. ასეთები იყო ,,სიგიჟე“, ,,ადამიანიობობა“, ,,სუპერმენი“, ,,ჰალკი და სხვა. კინემატოგრაფიიდან მას უყვარდა შავთეთრი საშინელებათა ფილმების ყურება. პირველი საშინელებათა ფილმი, რომელიც ნახა ..არსება შავი ლაგუნიდან იყო. სტივენი ძალიან შეშინებული იყო მულტფილმ ბემბიში ნანახ ხანძრის სცენაზე, რომელიც ტყეში მოხდა. მას რამდენიმე კვირა კოშმარები ესიზმრებოდა. 1950 წლის ბოლოს კინგის ყურადღება 19 წლის ჩარლზ სტარკვეზერმა და მისმა თოთხმეტი წლის შეყვარებულმა კერილ ფუგეიტმა მიიპყრო. ამ ორმა ადამიანმა თერთმეტი ადამიანი მოკლა. სტივენმა გაზეთებისგან მთელი ალბომი შეადგინა ჩარლზის დანაშაულებების შესახებ.

სტივენ კინგმა კარიერა 1959 წელს დაიწყო. დევიდთან ერთად გადაწყვიტა ადგილობრივი გაზეთის გამოცემა. ძმებმა შექმნეს ინფორმაციული უწყებების გაზეთი და სახელად ,,დეივის ფოთოლი დაარქვეს. გაზეთებს ძველი მიმოგრაფით ბეჭდავდნენ და თითო ეგზემპლიარს ხუთ ცენტად ყიდიდნენ. მყიდველი უმეტესად მათივე მეზობელი იყო. დეივის მოვალეობა ადგილობრივი სიახლეების გაგება იყო, სტივენი კი თავისი საყვარელი ტელეშოუების, ფილმებისა და მოთხრობების რეცენზიებს წერდა. გაზეთში ასევე საკუთარ მოთხრობებსაც აქვეყნებდა.

1960 წელს მან მეგობარ კრის ჩესლისთან ერთად გამოაქვეყნა რამდენიმე პატარა ნოველა და წიგნს დაარქვა ,,ხალხი, ადგილები და საგნები“. ერთი წლის შემდეგ გამოქვეყნებული იყო კინგის მეორე წიგნი – ,,კოსმოსური დამპყრობლები“.

1966 წელს კინგმა დაამთავრა საშუალო სკოლა და შტატ მენის უნივერსტიტეტში ჩააბარა, სადაც თავისი მომავალი ცოლი  ტაბიტოი სპრიუსი გაიცნო.1970 წელს კინგმა დაამთავრა უნივერსტიტეტი ბაკალავრის საფეხურზე. ჯანმრთელობის პრობლემის გამო ჯარში არ წაიყვანეს. თავიდან კინგის ოჯახს დიდი ფინანსური პრობლემები ჰქონდა. სტივენი სამრეცხაოში მუშაობითა და ნოველების ჟურნალში გამოქვეყნებით ძალიან ცოტას შოულობდა. ამ დროს ცოლქმარს შეეძინათ ბიჭი და გოგონა.

1971 წელს კინგი ტაბიტზე დაქორწინდა და მუშაობა ინგლისურის მასწავლებლად, ქალაქ ჰემპდენის სკოლაში დაიწყო. 1973 წლის 18 დეკემბერს სტივენის დედა რუთი, მეხიკოში, დეივის სახლში გარდაიცვალა.

სტივენის მეუღლემ ნაგვის ყუთში იპოვა ქმრის დაუმთავრებელი ნაწარმოები სახელად ,,კერი“. კინგმა ნოველის გაგრძელება უაზრობად ჩათვალა. მისი აზრით ეს წიგნი ცნობილი ვერ გახდებოდა. ცოლი არ მოეშვა და კინგმაც განაგრძო ნოველის წერა. 1974 წელს გამომცემლობა ,,Doubleday” – იმ გამოაქვეყნა რომანი ,,კერი“, რის სანაცვლოდაც კინგმა ავანსად 2500 დოლარი მიიღო. ამის შემდეგ გამომცემლობამ კინგის რომანზე საავტორო უფლება 400000 დოლარად მიჰყიდა გამომცემლობა ,,NAL”. ფულის ნახევარი კინგს მისცეს, რამაც მწერალს საშუალება მისცა, რომ მასწავლებლის სამუშაო მიეტოვებინა და მთლიანად ლიტერატურულ მოღვაწეობაზე გადართულიყო.  1974 წელს კინგმა დაწერა მისტიკურითრილერი ,,ნათება“. 1970 წლის ბოლოს მან გამოაქვეყნა თავისი ადრინდელი ნოველა ,,შეეგუო ამას“, სათაურით ,,გაბრაზება“. წიგნის გამოცემიდან მალე ქალაქის ერთერთ სკოლაში, უმცროსკლასელმა სროლა ატეხა. დამნაშავეს კინგის წიგნი უპოვეს, რის შემდეგაც ავტორმაც და გამომცემლობამაც წიგნის გაყიდვის შეწყვეტა გადაწყვიტა.

1977 წელს კინგს ახალგაზრდა რეჟისორები წერილებს უგზავნიდნენ, სადაც მისი პატარა მოთხრობების ეკრანიზაციის გადაღებას სთხოვდნენ. კინგი უფლების მიცემისთვის ერთ დოლარსა და გადაღებული ფილმის, პირველ ჯერზე მისთვის ჩვენებას მოითხოვდა.

1970 წლის დასასრულსა და 1980 წლის დასაწყისში კინგი წიგნებს ფსევდონიმ რიჩარდ ბაჰმანის სახელზე აქვეყნებდა.

1982 წელს გამოაქვეყნა სამეცნიეროფანტასტიკური ნოველა ,,მსროლელი“, რომელიც პირველი წიგნია სერიიდან ,,ბნელი კოშკი“.

უნდა აღინიშნოს, რომ 1999 წელს კინგი ავარიაში მოყვა. მას დაეჯახა მიკროავტობუსი, რომლის პატრონის ყურადღებაც თავისივე ძაღლმა მიიპყრო, რამაც საბოლოოდ კინგი დააზარალა. მწერალი ძალზე ცუდ მდგომარეობაში იყო. რამდენიმე დღე სასუნთქი აპარატის საშუალებით სუნთქავდა.

2001 წელს, ავარიიდან ორი წლის შემდეგ, კინგის დაბადების დღეზე, ნარკოტიკების გადამეტებული დოზის მიღების გამო დაიღუპა ბრაიან სმიტი. სმიტი ის მძღოლი იყო, რომელიც კინგს დაეჯახა.

2002 წელს კინგმა განაცხადა, რომ სამწერლობო კარიერა შეწყვიტა. ამის მიზეზად ტრამვების მიერ გამოწვეული ტკივილი დაასახელა, რომელიც მშვიდად ჯდომის საშუალებასცც არ აძლევდა. ამის მიუხედავად მან წერა გააგრძელა.

 

Spoiler

რომანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი სახელწოდება გამომცემელი ISBN შენიშვნა
1974 „კერი“ Doubleday 0385086954  
1975 „სალემის ხვედრი“ Doubleday 978-0-385-00751-1 მსოფლიო ფენტეზის ჯილდო - ნომინირებული საუკეთესო რომანზე, 1976[2]
1977 „ნათება“ Doubleday 978-0-385-12167-5 მონაწილე (მეოთხე ადგილი), Locus-ის ჯილდო, 1978[3]
1977 „მრისხანება“ Signet Books 978-0-451-07645-8 რიჩარდ ბახმანის ფსევდონიმით
1978 „წინააღმდეგობა“ Doubleday 978-0-385-12168-2 ნომინირებული, მსოფლიო ფენტეზის ჯილდო, 1979;[2]
მონაწილე (მეთხუთმეტე ადგილი), Locus-ის ჯილდო, 1979[3]
1979 „გრძელი გზა“ Signet Books 978-0-451-08754-6 რიჩარდ ბახმანის ფსევდონიმით
1979 „მკვდარი ზონა“ Viking Press 978-0-670-26077-5 მონაწილე (მეორე ადგილი), Locus-ის ჯილდო, 1980[3]
1980 „ცეცხლის წამკიდებელი“ Viking Press 978-0-670-31541-3 ნომინირებული, ბრიტანული ფენტეზის ჯილდოს აუგუსტ დერლეთის ჯილდო, 1981;
მონაწილე (მერვე ადგილი), Locus-ის ჯილდო, 1981[3]
1981 „გზის სამუშაოები“ Signet Books 978-0-451-09668-5 რიჩარდ ბახმანის ფსევდონიმით
1981 „კუჯო“ Viking Press 978-0-670-45193-7 გამარჯვებული, ბრიტანული ფენტეზის ჯილდოს აუგუსტ დერლეთის ჯილდო, 1982[3]
1982 „მორბენალი“ Signet Books 978-0-451-11508-9 რიჩარდ ბახმანის ფსევდონიმით
1982 „ბნელი კოშკი: მსროლელი“ Grant 978-0-937986-50-9  
1983 „კრისტინა“ Viking 978-0-670-22026-7 ნომინირებული, Locus-ის ჯილდო, 1984[3]
1983 „შინაური ცხოველების სასაფლაო“ Doubleday 978-0-385-18244-7 ნომინირებული, მსოფლიო ფენტეზის ჯილდო, 1984;[2]
ნომინირებული, Locus-ის ჯილდო, 1984[3]
1983 „მაქციის ციკლი“ Land of Enchantment 978-0-960-38282-8 ილუსტრატორი - ბერნი რაიტსონი
1984 „თილისმა“ Viking 978-0-670-69199-9 დაწერილი პიტერ სტროუბთან ერთად;
ნომინირებული, მსოფლიო ფენტეზის ჯილდო, 1985;[2]
ნომინირებული, Locus-ის ჯილდო, 1985[3]
1984 „უფრო გამხდარი“ NAL 978-0-453-00468-8 რიჩარდ ბახმანის ფსევდონიმით
1986 „ის“ Viking 0-670-81302-8 გამარჯვებული, ბრიტანული ფენტეზის ჯილდო, 1987;
ნომინირებული, Locus-ის ჯილდო, 1987[3]
1987 „დრაკონის თვალები“ Viking 978-0-670-81458-9  
1987 „ბნელი კოშკი II: სამის გამორჩევა“ Grant 978-0-937986-90-5 ნომინირებული, Locus-ის ჯილდო, 1988[3]
1987 „მიზერი“ Viking 978-0-670-81364-3 გამარჯვებული, ბრემ სტოკერის ჯილდო, 1987;[3]
ნომინირებული, მსოფლიო ფენტეზის ჯილდო, 1988[2]
1987 „ტომინოკერები“ Putnam 978-0-399-13314-5 ნომინირებული, Locus-ის ჯილდო, 1988[3]
1989 „ბნელი ნახევარი“ Viking 978-0-670-82982-8 ნომინირებული, Locus-ის ჯილდო, 1990[3]
1991 „ბნელი კოშკი III: უნაყოფო მიწები“ Grant 978-0-937986-17-2 ნომინირებული, ბრემ სტოკერის ჯილდო, 1991;
ნომინირებული, Locus-ის ჯილდო, 1991[3]
1991 „საჭირო ნივთები“ Viking 978-0-670-83953-7 ნომინირებული, ბრემ სტოკერის ჯილდო, 1991;[3]
ნომინირებული, Locus-ის ჯილდო, 1991[3]
1992 „ჯერალდის თამაში“ Viking 978-0-670-84650-4  
1992 „დოლორეს კლეიბორნი“ Viking 978-0-670-84452-4 ნომინირებული, Locus-ის ჯილდო, 1993[3]
1994 „უძილობა“ Viking 978-0-670-85503-2 ნომინირებული, ბრემ სტოკერის ჯილდო, 1994;
ნომინირებული, Locus-ის ჯილდო, 1994[3]
1995 „როუზ ენდრო“ Viking 978-0-670-85869-9 ნომინირებული, Locus-ის ჯილდო, 1995[3]
1996 „მწვანე მილი“ Signet Books   გამარჯვებული, ბრემ სტოკერის ჯილდო, 1996;
ნომინირებული, Locus-ის ჯილდო, 1997[3]
1996 „სასოწარკვეთა“ Viking 978-0-670-86836-0 „რეგულატორების“ მსგავსი;
გამარჯვებული, Locus-ის ჯილდო, 1997[3]
1996 „რეგულატორები“ Dutton 978-0-525-94190-3 რიჩარდ ბახმანის ფსევდონიმით;
„სასოწარკვეთის“ მსგავსი.
1997 „ბნელი კოშკი IV: ჯადოქარი და ბროლი“ Grant 978-1-880418-38-3 ნომინირებული, Locus-ის ჯილდო, 1998[3]
1998 „ძვლების ტომარა“ Scribner 978-0-684-85350-5 გამარჯვებული, ბრემ სტოკერის ჯილდო, 1998;
გამარჯვებული, ბრიტანული ფენტეზის ჯილდოს აუგუსტ დერლეთის ჯილდო, 1999;
გამარჯვებული, Locus-ის ჯილდო, 1999[3]
1999 „გოგონა, რომელსაც უყვარდა ტომ გორდონი“ Scribner 978-0-684-86762-5  
2000 „მცენარე“ Philtrum Press   ნაწილობრივ დაიბეჭდა 1982/83/85/2000 წლებში, დაუსრულებელი
2001 „სიზმრების მჭერი“ Scribner 978-0-743-21138-3  
2001 „შავი სახლი“ Random House 978-0-375-50439-6 „თილისმის“ გაგრძელება;
თანაავტორი - პიტერ სტროუბი;
ნომინირებული, ბრემ სტოკერის ჯილდო, 2001;
ნომინირებული, Locus-ის ჯილდო, 2001[3]
2002 „ბიუიკ 8-დან“ Scribner 978-0-743-21137-6 ნომინირებული, ბრემ სტოკერის ჯილდო, 2002[3]
2003 „ბნელი კოშკი V: კალიის მგლები“ Grant 978-1-880-41856-7 ნომინირებული, ბრემ სტოკერის ჯილდო, 2003;
ნომინირებული, Locus-ის ჯილდო, 2004[3]
2004 „ბნელი კოშკი VI: სიუზანას სიმღერა“ Grant 978-1-880-41859-8 ნომინირებული, Locus-ის ჯილდო, 2005[3]
2004 „ბნელი კოშკი VII: ბნელი კოშკი“ Grant 978-1-880-41862-8 გამარჯვებული, ბრიტანული ფენტეზის ჯილდო, 2005;
ნომინირებული, ბრემ სტოკერის ჯილდო, 2004[3]
2005 „ბიჭუნა კოლორადოდან“ Hard Case Crime 978-0-843-95584-2  
2006 „მობილური“ Scribner 978-0-743-29233-7  
2006 „ლიზის ამბავი“ Scribner 978-0-743-28941-2 გამარჯვებული, ბრემ სტოკერის ჯილდო, 2006;
ნომინირებული, მსოფლიო ფენტეზის ჯილდო, 2007;[2]
ნომინირებული, Locus-ის ჯილდო, 2007[3]
2007 „ბლეიზი“ Scribner 978-1-416-55484-4 რიჩარდ ბახმანის ფსევდონიმით
2008 „დიუმა-კი“ Scribner 978-1-416-55251-2 გამარჯვებული, ბრემ სტოკერის ჯილდო, 2008[3]
2009 „გუმბათის ქვეშ“ Scribner 978-1-439-14850-1 ნომინირებული, ბრიტანული ფენტეზის ჯილდო, 2010;
ნომინირებული, Locus-ის ჯილდო, 2010[3]
2011 „11/22/63“ Scribner 978-1-451-62728-2 ნომინირებული, ბრიტანული ფენტეზის ჯილდო, 2012;
ნომინირებული, Locus-ის ჯილდო, 2012;[3]
ნომინირებული, მსოფლიო ფენტეზის ჯილდო, 2012[2]
2012 „ბნელი კოშკი: ქარი საკლიტეში“ Grant 1-880418-76-2 მერვე რომანი „ბნელი კოშკის“ სერიაში; ქრონოლოგიურად მოვლენები ვითარდება მეოთხე და მეხუთე წიგნს შორის.
2013 „ჯოილენდი“ Hard Case Crime 978-1-781-16264-4 ნომინირებული ედგარის ჯილდოზე, საუკეთესო ორიგინალური გამოცემა რბილი ყდით, 2014>[4]
2013 „ექიმი ძილი“ Scribner 978-1-476-72765-3 „ნათების“ გაგრძელება;
გამარჯვებული, ბრემ სტოკერის ჯილდო, 2013[5]
2014 „მისტერ მერსედესი“ Scribner 978-1-476-75445-1 პირველი რომანი „ბილ ჰოჯიზის ტრილოგიაში“;
გამარჯვებული, ედგარის ჯილდო საუკეთესო რომანისთვის, 2015[3]
2014 „აღორძინება“ Scribner 978-1-476-77038-3  
2015 „ვინც იპოვის, მისია“ Scribner 978-1-501-10007-9 მეორე რომანი „ბილ ჰოჯიზის ტრილოგიაში“.
2016 „გუშაგის დასასრული“ Scribner 978-1-501-12974-2 მესამე რომანი „ბილ ჰოჯიზის ტრილოგიაში“.
2017 „გვენდის ღილების ყუთი“ Cemetery Dance 978-1-58767-610-9 დაწერილი რიჩარდ ჩიზმანთან ერთად
2017 „მძინარე მზეთუნახავები“ Scribner 978-1-50116-340-1 დაწერილი ოუენ კინგთან ერთად
2018 „უცხო“ Scribner 978-1-50118-098-9  
2018 „ამაღლება“ Scribner 978-1-98210-231-9  
2019 „ინსტიტუტი“ Scribner 978-1-98211-056-7  
2021 „მოგვიანებით“ Hard Case Crime 978-1-78909-649-1  

კრებულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი სახელწოდება გამომცემელი ISBN შენიშვნა
1978 „ღამის ცვლა“ Doubleday 978-0-385-12991-6 ნომინირებული, მსოფლიო ფენტეზის ჯილდო;
ნომინირებული, Locus-ის ჯილდო, 1979[3]
1982 „სხვადასხვა სეზონი“ Viking Press 978-0-670-27266-2 ნომინირებული, მსოფლიო ფენტეზის ჯილდო, 1983;
ნომინირებული, Locus-ის ჯილდო ნომინირებული, 1983[3]
1985 „ჩონჩხების გუნდი“ Putnam 978-0-399-13039-7 გამარჯვებული, Locus-ის ჯილდო, 1986;
ნომინირებული, მსოფლიო ფენტეზის ჯილდო, 1986[3]
1990 „ოთხი შუაღამის შემდეგ“ Viking 978-0-670-83538-6 გამარჯვებული, ბრემ სტოკერის ჯილდო, 1990
ნომინირებული, Locus-ის ჯილდო, 1991[3]
1993 „ღამის კოშმარები და ფანტასტიკური ხილვები“ Viking 978-0-670-85108-9 ნომინირებული, ბრემ სტოკერის ჯილდო;
ნომინირებული, Locus-ის ჯილდო, 1993[3]
1999 „გულები ატლანტიდაში“ Scribner 978-0-684-85351-2 ნომინირებული, ბრემ სტოკერის ჯილდო, 2000;
ნომინირებული, ბრიტანული ფენტეზის ჯილდო, 2000;
ნომინირებული, Locus-ის ჯილდო, 2000;
ნომინირებული, მსოფლიო ფენტეზის ჯილდო, 2000[3]
2002 „ყოველივე საბოლოოა“ Scribner 978-0-743-23515-0 ნომინირებული, ბრემ სტოკერის ჯილდო, 2002;
ნომინირებული, ბრიტანული ფენტეზის ჯილდო, 2002;
ნომინირებული, Locus-ის ჯილდო, 2002[3]
2008 „შებინდების შემდეგ“ Scribner 978-1-416-58408-7 გამარჯვებული, ბრემ სტოკერის ჯილდო, 2008;
ნომინირებული, ბრიტანული ფენტეზის ჯილდო, 2009[3]
2010 „სრული სიბნელე, უვარსკვლავოდ“ Scribner 978-1-439-19256-6 გამარჯვებული, ბრემ სტოკერის ჯილდო, 2010;
გამარჯვებული, ბრიტანული ფენტეზის ჯილდო, 2011[3]
2015 „ცუდი სიზმრების მაღაზია“ Scribner 978-1-501-11167-9  
2020 „თუ მოდის სისხლი“ Scribner 978-1-982-13797-7  

არამხატვრული[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი სახელწოდება გამომცემელი ISBN შენიშვნა
1981 „სიკვდილის ცეკვა“ Everest House 978-0-896-96076-3  
1988 „საშინელებები ცაში“ Viking Studio Books 978-0-670-82307-9 ილუსტრატორი - f-stop ფიცჯერალდი
2000 „როგორ ვწეროთ: მოგონებანი ხელობაზე“ Scribner 978-0-684-85352-9  
2000 „საიდუმლო ფანჯრები: ესეები და ლიტერატურა წერის ხელობაზე“ BOMC 978-0-965-01851-7  
2004 „ერთგული“ Scribner 978-0-743-26752-6 დაწერილი სტიუარტ ო'ნენთან ერთად

სხვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი სახელწოდება გამომცემელი ISBN შენიშვნა
1982 „საშინელებათა შოუ“ Plume 0452253802  
1985 „ბახმანის წიგნები“ NAL 978-0-453-00507-4  
1997 „ექვსი მოთხრობა“ Philtrum Press   შეზღუდული გამოცემა (1100 ასლი); შეტანილია კრებულში „ყოველივე საბოლოოა“ (2002)
1999 „სისხლი და ბოლი“ Simon & Schuster 978-0-671-04617-0 ორიგინალური აუდიოწიგნი; შეტანილია კრებულში „ყოველივე საბოლოოა“ (2002)
2000 „მცენარე“ Philtrum Press   გამოეცა ნაწილებად 1982/83/85/2000 წლებში. დაუსრულებელი.
2009 „სტივენ კინგი კინოში“ Pocket Books 978-1-416-59236-5 მანამდე გამოუცემელი ხუთი ნოველით
2010 „ბილი ბლოკადა“ Simon & Schuster 978-1-4516-0821-2 სასათაურო ნოველა და „ზნეობა“, ორივე შეტანილია კრებულში „ცუდი სიზმრების მაღაზია“.
2010 „ამერიკული ვამპირი“ Vol. 1 Vertigo 978-1401228309 კომიქსი, დაწერილი სკოტ სნაიდერთან ერთად; ილუსტრატორი - რაფაელ ალბუკერკი;
გამარჯვებული, აისნერის ჯილდო საუკეთესო ახალი სერიისთვის, 2011[6]
2013 „ძმები აჩრდილები დარკლენდიდან“ Hear Music 978-1-579-40235-8 ლიბრეტო
2016 „ექვსი სახინელი მოთხრობა“ Cemetery Dance Publications 978-1587675706 ექვსი მოთხრობის კრებული
2016 „ჩუქუ-ჩუქუ ჩარლი“ Simon & Schuster 978-1-534-40123-5 ფსევდონიმით „ბერილ ევანსი“; ილუსტრატორი - ნედ დემერონი
2016 „დამწუხრებული გულები“ University of Maine Press 978-0-89101-127-9 კინგის და სხვა ავტორების ესეების კრებული
2019 „ბრძოლა შიშთან“ Cemetery Dance Publications 978-1587676796 სტივენ კინგის, ბენ ვინსენტი და ჯო ჰილის მოთხრობების კრებული

 

o-o_12rRdIV.jpeg

:hi:

Share on other sites

  • ფორუმელი

სტივენ კინგი მოთრობების კრებული ნისლით გავიცანი მეგობარმა მაჩუქა რამდენიმე თვე შორიდან ვუვლიდი მე როგორ კლასიკური ლიტერატური მკითხველს ჰოროის წაკითხვა  დიდად არ მეპიტნავებოდა აკა არ ვკადრულობდი :facepalm:

მოკლედ ისე აღმოჩნდა რომ ნისლის გარდა ყველაფერი შემომეკითხა და კარგი ჩანდაბას მივვემ შანს თქო 

დიდად არ გავგიჟდი და გადავირიე მაგრმ  სასიმივნო სიახლე ნამდვილად იყო ეს ჟანრი ჩემთვის  ..

შემდეგ უომედოთა ქალაქი ვიყუდე და იმ საღამოსვე შევუდექი კითხვას ( ბევრი  კინგის სუსტ ნაწარმოებად თვლის ) მაგრაამ ძაან მოიტანა იმდენად რომ ღამე აღარ ვკითხულობდი :D ჰოო მეშინოდასავით :D მომლედ უიმედოთა ქალაქი აღმოჩნდა ჩემი პირველი მეგზური სტივენ კინგის შავბნელ და იდუმალ სამყაროში ..

 ასე რომ მადლობა დედას არადა ჩემს მეგობარს ნისლისთვის ...ის რომ არა ალბათ დღემდე უდიერი დამოკიდებულება მექნებოდა ამ ჟანრის მიმართ

 

 

ესეც ჩემი ბიჭების კოლექცია 

კიდევ ბევრი შეემატება <3

 

 

 

 

  

 

 

result (4).jpg

:hi:

Share on other sites

  • ფორუმელი
9 minutes წინ, Holden Caulfield said:

 

 

 

 

 

  

 

 

result (4).jpg

მზითვებს მოჰყვება? :D

რამდენი წიგნიც წავიკითხე ფაქტობრივად ყველა სხვისი ნარჩევი იყო, ისე ნაკლებად მაინტერესებს.

 

ამ ბოლო დროს ქართულებზე გადავედი, არადა მაგედან უნდა დამეწყო .

 

პ.ს. სადღაც ორი კვირაა მუღამი არ მაქვს კითხვის.

 

იყო პერიოდი წიგნებს ვაგროვებდი, როგორ მიყვარდა ფულის დახარჯვა და ახალი წიგნის სუნი.

ფესტივალებზე სიარული.

ახლა მეძვირება წიგნები და მირჩევნია თვალები დავითხარო ონლაინში. საბაზე თუა უფრო კომფორტულად ვკითხულობ.

 

Share on other sites

  • ფორუმელი
6 minutes წინ, რედაქცია said:

მზითვებს მოჰყვება? 

რა თქმა უნდა მაგათ გარეშე არსად წავალ მადონას სერვიზს ვტოვებ წიგნები მიმაქვს :D

მთელი წელი არ მქინიანკითხვის მიღალი სამგიეროდ სხვა რამეებზე ვიყავი გადართული კითხვაც და ჩემი ჰიბიც დიდ ეენრგიას და დროა მოითხივს ჩემგან და შეუძლებელია ორივე ერთ დეოულად ვაკეთო.. მიუხედავად იმისა რომ 3 წიგნი წავიკითე 2020 წელს მხოლოდ სხვა რაამები ვაკეთე..

გეთანხმები რომ განწყობა და ხასითი სჭირდება 

ელ წიგნებს რაც შეეხება უბრაალოდ არაა ჩემი სულ ვიძახი რომ ფურცლის ადამინი ვარ .. წიგნების ყიდვა ერთი სიამოვნებაა .. ელექტრონულს მხოლოდ უფასო პდფ ვკითხულობ გადაყრილი ფული მგონია 

წიგნების ფას სულ ვაპროტესტებდი 

ჩვენს რეალობასთა. შეუსაბამო ფასებია 

მეტე უკვირთ რატომ არ ყიდულობენ და კითხულობენო.. ზედმეტად ძვირია და იმიტომ 

 

 

 

 

 

 

 

 

:hi:

Share on other sites

  • ფორუმელი

:up:

ახლა.მაგალითად საბაზე შეგიძლია წაიკითხო 4 ლარად თვეში, რამდენი წიგნიც გინდა .

8 ლარიანი მქონდა და აზრი არ ჰწონია ჩემთვის, მეგონა ერთი წიგნის გარდა მეტს ვერ ავიღებდი.დააბრუნებ და სხვას იღებ შემდეგ.

მაგრამ არ აქვთ დიდი ბაზა.

 

 

 

 

 

 

 

მეც ეგრე მეგონა  რომ არ იყო ჩემი, მაგრამ მივეჩვიე.

ნამდვილ წიგნს სულ სხვა მუღამი აქვს რა თქმა უნდა.

 

მე სამინწიგნი წავიკითხე ბოლოს ერთ თვეში და შესაძლოა მთელი თვეები აღარ წავიკითხო.

როდის მოვა ისევ განწყობა არ ვიცი.

უფრო გაზაფხულისკენ :D

სამწუხაროა ამ ავტორზე და მის შემოქმედებაზე არაფერი ვიცი, ყური მომიკრავს მხოლოდ.

სამწუხაროა რადგან ვერ ვწერ ამ თემაში თემატურად.

ვწუხვარ გაოფებისთვის -_-

Share on other sites

  • ფორუმელი

ძაან მაინტერესებს წიგნმა როგორ უნდა შეგაშინოს :lol:

ვნახავ აბა საბაზე თუა.

 

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

ძაან მაინტერესებს წიგნმა როგორ უნდა შეგაშინოს :lol:

ვნახავ აბა საბაზე თუა.

 

მაინცდამაინც ეგ წიგნი არაა, სხვებია :drug:

Edited by რედაქცია
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share