Jump to content
×
×
  • Create New...

სასამართლო სისტემის რეფორმა საქართველოში და მისი მნიშვნელობა ევროპული ინტეგრაციის იდეისთვის


Recommended Posts

  • ფორუმელი
თინათინ ერქვანია, ბიძინა ლებანიძე

სასამართლო სისტემის და მართლმსაჯულების ეფექტური ფუნქციონირება დღემდე საქართველოს პოლიტიკური სისტემის აქილევსის ქუსლად რჩება. სასამართლო ხელისუფლების ინსტიტუციური ხარისხი ბოლო პერიოდში გატარებული რეფორმების ოთხი ტალღის შედეგად ფორმალურად გაუმჯობესდა და დაიხვეწა, თუმცა რეფორმებმა პრაქტიკული გავლენა სასამართლო სისტემის ეფექტურობასა და დემოკრატიულობის ხარისხზე ვერ იქონია. ნეპოტიზმი, სამოსამართლო კორპორატივიზმი, პოლიტიკური მიკერძოებულობა და მოწყლვადობა პოლიტიკური ხელისუფლების მიმართ კვლავ სასამართლო სისტემის მთავარ გამოწვევებად რჩება. შესაბამისად, დღემდე გატარებული რეფორმების ტალღები შეიძლება შეფასდეს როგორც ფორმალურად გარკვეულწილად წარმატებული, მაგრამ მნიშვნელოვანი პრაქტიკული შედეგების გარეშე. სასამართლო სისტემის ძირეული ცვლილების გარეშე საქართველოში ვერ დასრულდება დემოკრატიული კონსოლიდაცია და სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობის პროცესი.

აღნიშნული დოკუმენტი მიმოიხილავს საქართველოში ბოლო პერიოდში განხორციელებული სასამართლო რეფორმების დინამიკას და მათ შესაბამისობას ევროკავშირის მოთხოვნებთან, გამოყოფს ძირითად გამოწვევებს და წარმოადგენს რეკომენდაციებს სასამართლო სისტემის ეფექტურობის გაუმჯობესების და დემოკრატიული ხარისხის ამაღლების მიზნით.

 

ნახვა გადმოწერა

 

 

The post სასამართლო სისტემის რეფორმა საქართველოში და მისი მნიშვნელობა ევროპული ინტეგრაციის იდეისთვის appeared first on GIP.

 

 
Share on other sites

1 საათის წინ, Moor said:

ნეპოტიზმი, სამოსამართლო კორპორატივიზმი, პოლიტიკური მიკერძოებულობა და მოწყლვადობა პოლიტიკური ხელისუფლების მიმართ კვლავ სასამართლო სისტემის მთავარ გამოწვევებად რჩება.

მთლიანად ზემოდან, გვერდიდან თუ ქვემოდან ზარებზე არიან დამოკიდებული. სასამართლო ქვეყანას არ გააჩნია.

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
On 1/29/2021 at 8:48 PM, Moor said:

სასამართლო სისტემის და მართლმსაჯულების ეფექტური ფუნქციონირება დღემდე საქართველოს პოლიტიკური სისტემის აქილევსის ქუსლად რჩება.

 

ჩვენნაირ ქვეყანაში, სადაც  სასამართლო ხელისუფლებას, როგორც ხელისუფლების დამოუკიდებელ შტოს,

არ აქვს ისტორია და სრულიად ახალი ხილია ჩვენი საზოგადოებისთვის, დამოუკიდებელ მოთამაშედ

(ვგულისხმობ სხვა შტოებთან მიმართებით და არა თვითნებობას) ჩამოყალიბებისთვის გაცილებით

დიდი დრო ჭირდება; ერთი ხელისუფლების გამოცვლა არ არის საკმარისი, რამდენიმეჯერ ხელისუფლების

ცვლილების შემდეგ, როდესაც ის გაწყვეტს კავშირს თავის ეტაპობრივ რეფორმატორებთან,

წესით მან უნდა შეძლოს რეალური დამოუკიდებლობა. იმ პირობით, რომ სასამართლოს

რეფორმასა და დამოუკიდებლობაზე საუბრები და საზოგადოებრივი მოთხოვნა არ უნდა შემცირდეს.

 

ნაკლებმნიშვნელობის საკითხია, თუმცა გაცილებით უარესი მდგომარეობაა ადგილობრივი თვითმმართველობის კუთხით,

აქ საშველი არ ჩანს, ისევ და ისევ საზოგადოებრივი თვითშეგნების ზრდა და თვითორგანიზაციის შეძენაა საჭირო..

Edited by Say_or

Life is serious.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   24 all people including: 0 წევრი, 3 ანონიმური, 21 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(16)
    • Googlebot(1)