ფორუმელი Moor Posted 29 იანვარი, 2021 Posted 29 იანვარი, 2021 აჭარის უმაღლეს საბჭოში არჩევნები არ ტარდება, დაზოგილი 1,5 მილიონიდან ხელფასებში მიდის 124 მილიონი იხარჯება admin Fri, 01/29/2021 - 19:53 პანდემიისა და მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატისა და სამინისტროების შრომის ანაზღაურების მუხლები ჯამში 1,242,600 ლარით გაიზარდა. პროგრამა "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების ჩატარების უზრუნველყოფა" 2021 წელს ვერ განხორციელდება, თუმცა შრომის ანაზღაურებისთვის 2020 წელს გათვალისწინებული 1,498,800 ლარი, დაზოგვის ნაცვლად, ხელფასების ზრდას მოხმარდება. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტით შრომის ანაზღაურებისათვის 38,781,500 ლარი იყო გათვალისწინებული, მათ შორის 1,498,800 ლარი პროგრამის „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების ჩატარების უზრუნველყოფა“ შრომის ანაზღაურებისათვის. 2021 წლის მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები არ ჩატარდება, შესაბამისად, პროგრამა „არჩევნების ჩატარების უზრუნველყოფა“ არ ხორციელდება. მიმდინარე წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში შრომის ანაზღაურების ჯამური დაფინანსება უნდა შემცირებულიყო მოცემული პროგრამის შრომის ანაზღაურებისათვის 2020 წელს განკუთვნილი 1,498,800 ლარით. რეალურად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტით შრომის ანაზღაურების ჯამური დაფინანსება გასულ წელთან შედარებით შემცირდა მხოლოდ 252,800 ლარით და განისაზღვრა 38,528,700 ლარით, ხოლო, დარჩენილი 1,242,600 ლარით გაიზარდა მთავრობის აპარატის და სამინისტროების შრომის ანაზღაურება, კერძოდ: მთავრობის აპარატი 67,700 ლარი, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო 30,700 ლარი, განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტრო 957,700 ლარი, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 165,200 ლარი და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 21,300 ლარი. აღსანიშნავია ისიც, რომ შრომის ანაზღაურების მუხლის ჯამური დაფინანსება გაიზარდა რესპუბლიკური ბიუჯეტის საბიუჯეტო ასიგნებების მთლიანი მოცულობის შემცირების, შტატით გათვალისწინებული მოსამსახურეთა რაოდენობის უცვლელობის, კოვიდ პანდემიის და მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად. ასევე, განათლების, კულტურის და სპორტის სექტორში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების ზრდა დაახლოებით 6-ჯერ აღემატება ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სექტორში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების ზრდას. წყარო: https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/5054251... Language Georgian http://www.sadplan.ge/sites/default/files/2021-01/144259489_2875966616012103_4197181716843846109_o.jpgიანვარი 2021 2021 Author გოჩა მჟავანაძე Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა