Jump to content
×
×
  • Create New...

ალბერ კამიუ


Recommended Posts

  • ფორუმელი
10 საათის წინ, Mulan said:

და მისი პაპსა დასაწყისი მარა მაშინ მომეწონა

ეგ წიგნი ძალიან მიყვარდა

პაპსა დასაწყისი რატომ ჰქონდა?

 

კაი აბსურდული დასაწყისი იყო. ეგრევე ეგზისტენციალურ კრიზისში რომ ამოგაყოფინებს თავს

გუშინ დედა გარდამეცვალაო ან იქნებ დღეს არ მახსოვსო. მერე აუზზე მიდის და ვიღაც ქალცს ტყნავს :drug:

This guy doesn't just wanna win you know, he wants to bury ya, he wants to humiliate ya, he wants to prove to the whole world that you was nothin but some kind of freak the first time out. He said you were a one time lucky bum! Well now I don't wanna get mad in a biblical place like this. But I think you're a hell of a lot more than that kid! 
Share on other sites

  • ფორუმელი
12 minutes წინ, ბაყბაყდევი said:

გუშინ დედა გარდამეცვალაო ან იქნებ დღეს არ მახსოვსო. მერე აუზზე მიდის და ვიღაც ქალცს ტყნავს :drug:

ვერ ხვდები ხო რო ფროიდის გულმხრუვალე ფანის  მონაჩმახი რომაა? დღეს რომ რამე მსგავსს წააწყდე, გული არ აგერევა? 

მეოცე საუკუნეზე კიდევ ფსიქოანალიზს რა გავლენა ქონდა ხო კარგად მოგეხსენება? მე არც დალი მევასება მისი ასეთი ჩაბჟირებების გამო ფსიქოანალიზზე, არც თომას მანი იგივეს და უხვსიტყვიანობის გამო, კიდევ ბევრი ვინმე ტრენდული აღტაცებების გამო თორემ განა ფროიდს ვერჩი რამეს, მთელი მეოცე საუკუნე ჩაგვიდო ტიპმა თავისი ''გასვლით''... 

რაც  შეეხება ნიჰილიზმს და ექსისტენციალურ კრიზისებს, რავიცი, ნიცშეც საუბრობდა ამაზე, სხვა რაკურსიდან აღქმული ყოფაა, 15 წლის ასაკში მე უკვე ვიტანჯებოდი არსებობა მტკიოდა, ამიტომ ჩემთვის ნაცნობი იყო მარსოს მდგომარეობა წლების მერე ხვდები რომ დიდი ვერაფერი ნაწარმოებია უბრალოდ მაშინ ტოჩკაში მომხვდა იმიტომ რომ მეც კრიზისში ვიყავი და თან პატარა ვიყავი რომელიც ფიზიკურ გადარჩენას ცდილობდა...

აი დოსტოს სულ არ ქონდა ფროიდი წაკითხული, მასზე აფანატებდა ბიძაჩვენს და არაერთხელ ჩაანალიზა, იმიტომ ხომ არა რომ ბევრი ვაუვ მიგნება ქონდა და არაფერი გადაუმღერებია ტიპს? 

 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი

@Mulan იცი რა არის, ვიღაცის გავლენა რომ გაქვს და სხვის მიგნებებზე აფუძნებ შენს აზრებს, აპრიორი ცუდი არ არის ეგ.

მოაზროვნე რომ ხარ სულ რამდენიმე ვარიანტი გაქვს ააგო შენი ფილოსოფია:

ა) გაიზიარო X სკოლის აზრი

ბ) გაიზიარო Y სკოლის აზრი

გ) დააფუძნო ახალი სკოლა

 

ეს უკანასკნელი ამოწურულია. სამყარო უკვე იმდენი ხანია არსებობს, რომ საფუძველი პრინციპები უკვე შექმნილია და სადღაც ერთ დიდ სკივრში ყრია. 

ნებისმიერი მაოზროვნე ამ სკივრიდან სარგებლობს და უბრალოდ შიგ მოთავსებული აზრების ვარიაციებს ქმნი. ამაში ცუდი არაფერია.

 

თვით ნიცშესაც კი შეიძლება არ შეუქმნია რამე ცალკე სკოლა. უდიდესი იყო კი ბატონო და ქრისტიანობის ღირსეული მოწინააღმდეგე. შეიძლება ითქვას მესაფლავეც კი.

დოსტოევსკიც იგივე. მისი წიგნები სიმბოლური სახარებებია ფაქტობრივად, არა? თუ ნიცშე დასავლური ღირებულებების (ქრისტიანობის) მესაფლავე იყო, დოსტოეკვი მისი ანტიპოდი გაიჩითა, რითაც ნიცშეს ღირსეული მოწინააღმდეგე გამოუჩნდა დოსტოევკის ანუ ქრისტიანობის დამცველის სახით.

 

რაც შეეხება კამიუს გაგებას.

შენი მსგავსი ისტორია მაქვს მეც. ზუსტად იმ ასაკში წავიკითხე უცხო, როცა უნდა წამეკითხა. როცა კრიზისი მქონდა. შესაბამისად, უფრო მარტივად და კარგად გავიგე, იმიტომ რომ ჩემს თავთან ადვილად გავაიგივე. 

 

დაცემას რაც შეეხება. ყველა რთული გასაგები აღმოჩნდა ჩემთვის. სარტრსაც ნათქვამი აქვს, რომ დაცემა ყველაზე ამოუხსნელი ნაწარმოები არის კამიუსიო. 

 

ფროიდის გავლენებზე ვერაფერს ვიტყვი. დიდად არ ვიცნობ ფროიდს. 

აი დოსტოს გავლენა რომ აქვს კამიუს ეგ ზუსტად ვიცი და მაგაზე ბევრი სადისერტაციო ნაშრომები დაწერილა დაჟე

 

 

 

This guy doesn't just wanna win you know, he wants to bury ya, he wants to humiliate ya, he wants to prove to the whole world that you was nothin but some kind of freak the first time out. He said you were a one time lucky bum! Well now I don't wanna get mad in a biblical place like this. But I think you're a hell of a lot more than that kid! 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share