ფორუმელი Moor Posted 28 იანვარი, 2021 Posted 28 იანვარი, 2021 შპს გეზების ოჯახური ბიზენსი admin Fri, 01/29/2021 - 00:32 მოგებული 103 ტენდერი ძირითადად სამ უწყებაზე ნაწილდება: ა(ა)იპ საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების დეპარტამენტი და ბათუმის მერია. შპს გზების მოგებული ტენდერიდან 70-ში უკონკურენტო იყო, 13 ტენდერში კი დაბალი ფასის შემთავაზებელი კომპანიების დისკვალიფიკაციის ხარჯზე გაიმარჯვა, ამასთან ელექტრონული ტენდერების გარდა, მილიონ ლარამდე გამარტივებული შესყიდვები უფიქსირდება. ოჯახური ბიზნესის მეპატრონეებს ერთსა და იმავე დღეს ოცნებისთვის 110,000 ლარი აქვთ შეწირული. ფოტოზე: ა(ა)იპ საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს უფროსი ალექსანდრე მჟავანაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების დეპარტამენტი უფროსი ზაზა შავაძე, ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი. კომპანია შპს "გზები" 1996 წელს დაარსდა. კომპანია საქმიანობის სფეროებია გზატკეცილების და გზების მშენებლობა. თავდაპირველად, კომპანიის 95%-ის მფლობელი მურად აბაშიძე იყო, ხოლო 5%-ს მისი შვილი, ირაკლი აბაშიძე ფლობდა, რომელიც ამავე კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი იყო. 2015 წლიდან მფლობელობა სხვაგვარად ნაწილდება და წილში მურად აბაშიძის კიდევ ერთი შვილი, გიორგი აბაშიძე შემოდის, რომელიც კომპანიის 25%-ს ფლობს, ისევე როგორც, ირაკლი აბაშიძე, ხოლო მურად აბაშიძის მფლობელობაში 50% რჩება. 2018 წლიდან კომპანიის 100% წილის მესაკუთრე ირაკლი აბაშიძე ხდება. ის ასევე აღმასრულებელი დირექტორიცაა. 2016 წელს კომპანიის სამივე მეწილეს უფიქსირდებათ პარტიის შემოწირულობები. კერძოდ, 2016 წლის 10 ოქტომბერს, ირაკლი აბაშიძემ ქართულ ოცნებას 35,000 ლარი შესწირა, იგივე რაოდენობის თანხა შესწირა მისმა ძმამ, გიორგი აბაშიძემ, ხოლო მურად აბაშიძეს, იმავე წელს, 40,000 ლარის შემოწირულობა უფიქსირდება. სამივე შემოწირულობა 2016 წლის 6 ოქტომბრით თარიღდება. საინტერესოა ის, რომ ამავე წლის 21 ნოემბერს ბათუმის მერიამ 1,204,930 ლარის ღირებულების შეწყიდვა (SPA160028749) გამოაცხადა. "შპს გზები" მილიონიან ტენდერში უკონკურენტოდ ღებულობდა მონაწილეობას და ბუნებრივია, ტენდერის გამარჯვებულიც გახდა. ასევე, მეორე დღეს, 22 ნოემბერს გამოცხადებული 405,000 ლარის ღირებულების ტენდერიც უკონკურენტოდ მოიგო (NAT160003622). მოგებული 103 ტენდერი შემდეგნაირად ნაწილდება - სერვისის/პროდუქციის ძირითადი შემსყიდველია 3 უყწყება - ა(ა)იპ საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოსთან მხოლოდ 11 მოგებული ტენდერის საერთო ღირებულება 15 მლნ ლარია; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების დეპარტამენტთან დადებული 30 ტენდერის საერთო ღირებულბება 30 მლნ ლარი, ხოლო, ბათუმის მერიასთან დადებული 37 ხელშეკრულება - 29 მლნ ლარი. ჯამში: 74 მლნ ლარი. წყაროები: შპს "გზები" - ამონაწერი: https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=400...]K8X შპს გზები - ტენდერები და გამარტივებულები - https://www.scribd.com/.../%E1%83%A8%E1%83%9E%E1%83%A1... ირაკლი აბაშიძის შემოწირულობა - https://www.transparency.ge/politicaldo.../ge/donations/6393 გიორგი აბაშიძის შემოწირულობა - https://www.transparency.ge/politicaldo.../ge/donations/6392 მურად აბაშიძის შემოწირულობაhttps://www.transparency.ge/politicaldonations/ge/donations/6388 Language Georgian http://www.sadplan.ge/sites/default/files/2021-01/142655108_2873198092955622_6557921547633673641_o.jpgიანვარი 2021 2021 Author ლიზა ქორიძე Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა