Jump to content
×
×
  • Create New...

დისკუსია: ზღვარი მიუკერძოებელ მედია გაშუქებასა და რადიკალი მემარჯვენე ნარატივების წახალისებას შორის


Recommended Posts

  • ფორუმელი

25 იანვარს, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) ორგანიზებით, გაიმართა საჯარო ონლიან დისკუსია მემარჯვენე რადიკალური ჯგუფების მედია გაშუქების საკითხზე, 3 დოკუმენტური მასალის:

ღონისძიება გაიმართა საჯარო დისკუსიების სერიის “ანტი-ლიბერალური ტენდენციების ანალიზი საქართველოში” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ფონდი ღია საზოაგდოების (OSGF) დაფინანსებული პროექტის ფარგლებში და მისი მიზანია საქართველოში მემარჯვენე რადიკალიზაციის გამომწვევი ფაქტორების გამოვლენა. 

დისკუსიის მთავარი შეკითხვა შეეხებოდა იმას, თუ რამდენად შეუძლიათ ჟურნალისტებს შეინარჩუნონ ობიექტურობა მემარჯვენე რადიკალური ჯგუფების ნარატივებზე სიუჟეტების მომზადებისას და ზოგადად მათი გაშუქებისას. ასევე, თუ სად გადის ზღვარი მიუკერძოებელ მედია გაშუქებასა და რადიკალი მემარჯვენე ნარატივების წახალისებას შორის. 

http://gip.ge/wp-content/uploads/2021/01/marinavashakmadze-1-750x430.jpgღონისძიების მოდერატორ-დისკუსანტმა მარინა ვაშაყმაძემ („ევრონიუს ჯორჯიას” ევროპული საბჭოს წევრი) მოკლედ შეაჯამა DW-ს დოკუმენტური ფილმი “მემარჯვენე პოპულისტები და ევროკავშირი” და ფასილიტაცია გაუწია ონლაინ დისკუსიას. 

მან პარალელები გაავლო ევროკავშირის ქვეყნების ულტრა-მემარჯვენე ნაციონალისტებისა და საქართველოში არსებული არალიბერალური ჯგუფების ნარატივებსა და პათოსს შორის,  ისაუბრა ულტრა-მემარჯვენე ნაციონალისტი ჯგუფების მიგრაციის შიშზე, ევროკავშირის მიმართ მათ თავისებურ დამოკიდებულებასა და მათი მხრიდან ფაშიზმთან აფილირების უარყოფაზე, რასაც მათივე სიმბოლიკა კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. მარინა ვაშაყმაძის თქმით, ევროკავშირის ქვეყნებსა და საქართველოში არსებულ ანტი-ლიბერალ ჯგუფებს შორის ძალიან ბევრი მსგავსებაა, უბრალოდ საქართველოში სიტუაცია უფრო რთულადაა და ამის უგულებელყოფა არც სახელმწიფოს და არც მედიის მხრიდან არ შეიძლება. მედიაში მათი აქტივობების გაშუქების შესახებ საუბრისას, მან ჟურნალისტების მაღალპროფესიული პასუხისმგებლობისა და ჟურნალისტური ეთიკის დაცვის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. 

დისკუსიის შემდეგი მომხსენებელი გახლდათ რეიჰან დემიტრი – BBC-ის ჟურნალისტი, რომელიც სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მიმდინარე მოვლენებს აშუქებს. 

http://gip.ge/wp-content/uploads/2021/01/Ryhan-294x300.jpgჟურნალისტმა ისაუბრა თავისი დოკუმენტური ფილმის “Georgia’s rave revolution” შექმნის შესახებ, – თუ რა გამოწვევებს  წააწყდა იგი საქართველოში რადიკალ მემარჯვენე ჯგუფებთან ინტერვიუს ჩაწერისას. რეიჰანმა საქართველოსა და სხვა ევროპულ ქვეყნებში, რადიკალი მემარჯვენე პოლიტიკოსების დისკურსებს შორისაც გაავლო პარალელები. მისი თქმით, ე.წ. “ბასიანის” პროტესტის გაშუქებამ, ამ პოლიტიკოსებს საშუალება მისცა ანტი-ლიბერალური ჯგუფები გამოევლინათ. მიუხედავად საერთაშორისო გამჭვირვალობის მიერ გამოქვეყნებული კვლევისა, სადაც ყურადღება გარკვეული ულტრა-მემარჯვენე ნაციონალისტური ჯგუფებისა თუ პარტიების რუსეთის მხრიდან დაფინანსებაზე იყო გამახვილებული, ქართულმა მედიამ ეს საკითხი სათანადოდ არ გააშუქა. საუბრისას, მან გაიხსენა, ქართული მარშის ლიდერთან – სანდრო ბრეგაძესთან თავისი ინტერვიუ, სადაც ქართული მარშის ლიდერი თავის ხედვებს დონალ ტრამპის ხედვებთან აიგივებდა და ამით ძალიან ამაყობდა. რეიჰანმა გაიხსენა კიდევ ერთი ინტერვიუ, როდესაც ერთ-ერთი ულტრა-ნაციონალისტური მოძრაობის ლიდერ გიორგი ჭელიძეს, ინტერვიუს ჩაწერისას, ჯიბეში იარაღი ჰქონდა. ამით რეიჰან დემიტრიმ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ჟურნალისტები რეპორტაჟების მომზადებისას, ხშირად თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობენ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მსგავი ჯგუფების აქტივობების გაშუქება უწევთ. 

http://gip.ge/wp-content/uploads/2021/01/Kevanishvili-Eka.jpgდისკუსიის კიდევ ერთი მომხსენებელი იყო ეკა ქევანიშვილი – რადიო თავისუფლების ჟურნალისტი საქართველოში. მან თავისი მოხსენება საქართველოში მემარჯვენე რადიკალიზაციის არსებობის თემას მიუძღვნა. უფრო ზუსტად, მან ეთნიკურ ნიადაგზე მოკლული ვიტალი საფაროვის საქმის შესახებ ისაუბრა, რომლის სასამართლო პროცესსაც იგი დეტალურად აშუქებდა. მთელ ამ პროცესში, ჟურნალისტის  განსაკუთრებული გაოცება  იმან გამოიწვია, რომ მის მიერ გამოკითხული მთავრობის წევრების უმრავლესობამ ვიტალი საფაროვის მკვლელობის მიზეზი არ იცოდა. უფრო მეტიც, ზოგიერთის აზრით, მცირე, არაფრისმაქნისი ჯგუფების შესახებ ყურადღების გამახვილება არც ღირდა. ეკა ქევანიშვილის თქმით, ამან ნათლად აჩვენა მთავრობის უგულებელყოფითი დამოკიდებულება ამ ჯგუფების მიმართ. 

BBC-ის ჟურნალისტ რეიჰანის მსგავსად, ეკამაც  აღნიშნა ის ფაქტი, რომ კონკრეტული საქმის გაშუქება, გარკვეულწილად, მისთვისაც საფრთხეს წარმოადგენს. მან თავისი პირველი გამოცდილება გაიხსენა, როდესაც პირდაპირ ეთერში ულტრა-მემარჯვენე ნაციონალისტური ჯგუფების დემონსტრაციის გაშუქება მოუწია, როდესაც აქციაზე ძალადობრივი მოწოდებები ისმოდა, როდესაც მივხდა, რომ ეთერში ყველაფრის პირდაპირ გაშვება დაუშვებელი იყო და ის მაინც უნდა განემარტა, რომ იგი ემიჯნებოდა იმას, რაც იქ ხდებოდა. 

მოხსსენებების შემდეგ, აუდიტორიას შეკითხვების დასმისა და თავიანთი მოსაზრებების გამოთქმის საშუალება მიეცა. საინტერესო იყო იმ ჟურნალისტების კომენტარები, რომლებიც დისკუსიაში საქართველოს სხვადაასხვა რეგიონიდან ჩაერთნენ და ყურადღება რეგიონებში არსებულ ულტრა-მემარჯვენე ნაციონალისტური ჯგუფების ნარატივების სწრაფად გავრცელების ტენდენციაზე გაამახვილეს. დისკუსიის ბოლოს, ყველა სპიკერი შეთანხმდა, იმაზე, რომ მომავალში რეგიონულ საკითხზე მეტ აქცენტს გააკეთებენ.

ღონისძიება გაიმართა ონლაინ პლატფორმა ZOOM-ის საშუალებით, ქართულ და ინგლისურ ენებზე. 

დისკუსიის ვიდეო ჩანაწერის ნახვა შესაძლებელია აქ >>

 

 


Facebook Event

The post დისკუსია: ზღვარი მიუკერძოებელ მედია გაშუქებასა და რადიკალი მემარჯვენე ნარატივების წახალისებას შორის appeared first on GIP.

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
20 საათის წინ, Moor said:

უბრალოდ საქართველოში სიტუაცია უფრო რთულადაა და ამის უგულებელყოფა არც სახელმწიფოს და არც მედიის მხრიდან არ შეიძლება. მედიაში მათი აქტივობების გაშუქების შესახებ საუბრისას, მან ჟურნალისტების მაღალპროფესიული პასუხისმგებლობისა და ჟურნალისტური ეთიკის დაცვის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. 

ულტრალევაკებზე რას ამბობენ ჯიგრები?

20 საათის წინ, Moor said:

ჟურნალისტმა ისაუბრა თავისი დოკუმენტური ფილმის “Georgia’s rave revolution” შექმნის შესახებ, – თუ რა გამოწვევებს  წააწყდა იგი საქართველოში რადიკალ მემარჯვენე ჯგუფებთან ინტერვიუს ჩაწერისას. რეიჰანმა საქართველოსა და სხვა ევროპულ ქვეყნებში, რადიკალი მემარჯვენე პოლიტიკოსების დისკურსებს შორისაც გაავლო პარალელები. მისი თქმით, ე.წ. “ბასიანის” პროტესტის გაშუქებამ, ამ პოლიტიკოსებს საშუალება მისცა ანტი-ლიბერალური ჯგუფები გამოევლინათ. მიუხედავად საერთაშორისო გამჭვირვალობის მიერ გამოქვეყნებული კვლევისა, სადაც ყურადღება გარკვეული ულტრა-მემარჯვენე ნაციონალისტური ჯგუფებისა თუ პარტიების რუსეთის მხრიდან დაფინანსებაზე იყო გამახვილებული, ქართულმა მედიამ ეს საკითხი სათანადოდ არ გააშუქა. საუბრისას, მან გაიხსენა, ქართული მარშის ლიდერთან – სანდრო ბრეგაძესთან თავისი ინტერვიუ, სადაც ქართული მარშის ლიდერი თავის ხედვებს დონალ ტრამპის ხედვებთან აიგივებდა და ამით ძალიან ამაყობდა.

ანუ ულტრალევაკი ბასიანელი ტიპები საფრთხეს არ წარმოადგენენ და ქართული მარშის იდიოტები წარმოადგენენ?

ნიჩIო 4 წელიწადში ჩვენი დროც მოვა.

20 საათის წინ, Moor said:

უფრო ზუსტად, მან ეთნიკურ ნიადაგზე მოკლული ვიტალი საფაროვის საქმის შესახებ ისაუბრა, რომლის სასამართლო პროცესსაც იგი დეტალურად აშუქებდა. მთელ ამ პროცესში, ჟურნალისტის  განსაკუთრებული გაოცება  იმან გამოიწვია, რომ მის მიერ გამოკითხული მთავრობის წევრების უმრავლესობამ ვიტალი საფაროვის მკვლელობის მიზეზი არ იცოდა. უფრო მეტიც, ზოგიერთის აზრით, მცირე, არაფრისმაქნისი ჯგუფების შესახებ ყურადღების გამახვილება არც ღირდა. ეკა ქევანიშვილის თქმით, ამან ნათლად აჩვენა მთავრობის უგულებელყოფითი დამოკიდებულება ამ ჯგუფების მიმართ. 

საფაროვი მოკლეს მთვრალებმა ვარშავაში ჩემი მეგობრის თვალწინ. სინამდვილეში მთვრალი სასტავი მივიდა და აუშარდა რუსულად რატო ლაპარაკობო და მერე ქართულზე რო გადმოვიდა უფრო გაცოფდნენ რაღატო ლაპარაკობთ რუსულადო. ნუ სტანდარტული მთვრალი ბიტავუხა. ეთნიკური არა ის კიდე.

20 საათის წინ, Moor said:

რეიჰანმა გაიხსენა კიდევ ერთი ინტერვიუ, როდესაც ერთ-ერთი ულტრა-ნაციონალისტური მოძრაობის ლიდერ გიორგი ჭელიძეს, ინტერვიუს ჩაწერისას, ჯიბეში იარაღი ჰქონდა.

გიორგი ჭელიძე არის ტიპიური useful idiot.

I killed my master. Why did he then give me a weapon?"

Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords.

შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098

Why carry a gun? Because 1911 > 911.

t90a.sarahah.com
Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
3 საათის წინ, t-90 said:

ანუ ულტრალევაკი ბასიანელი ტიპები საფრთხეს არ წარმოადგენენ და ქართული მარშის იდიოტები წარმოადგენენ?

 

რაის მემაცხენელევაკები და საფრთხე?

Edited by Moor

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
6 საათის წინ, Moor said:

რაის მემაცხენელევაკები და საფრთხე?

რავი დსმა.

ამერიკაში აიკლეს იქაურობა 100 კაცამდეა მკვდარი.

საქართველოში მედია მაგათია, ენჯეოები მაგათია, მთავრობა მაგათია ელტია მაგათია.

და იქ დედისერთა ფაშისტისნაირი useful idiotები მოსატანიც კი არაა.

 

I killed my master. Why did he then give me a weapon?"

Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords.

შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098

Why carry a gun? Because 1911 > 911.

t90a.sarahah.com
Share on other sites

  • ფორუმელი
ონლაინ, Moor said:

@t-90

ბასიანის ხალხზე ვიკითხე

ეგენი როგორც აღმოცნდა არიან BLM ქართული ნარატივი.

პროსტო ამათ ახლა მუსულმანებსაც მიუმატებენ (იცი ალბათ მარნეულში რაც ხდება) და ესეც შენი BLM in action

ეგი გინდათ ქართველებს?

I killed my master. Why did he then give me a weapon?"

Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords.

შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098

Why carry a gun? Because 1911 > 911.

t90a.sarahah.com
Share on other sites

  • ფორუმელი
14 minutes წინ, t-90 said:

ეგენი როგორც აღმოცნდა არიან BLM ქართული ნარატივი.

 

სპყ. საიდან მოიტანე?

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
1 minute წინ, Moor said:

სპყ. საიდან მოიტანე?

იპოვე 10 განსხვავება მაგათსა და BLM შორის. ნუიქ რო ზანგები არიან ბევრი მაგის გარდა :D

ორივე არის აგრესიული სასტავი, პროსტო ბარიგა ზანგები აკლიათ რა.

I killed my master. Why did he then give me a weapon?"

Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords.

შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098

Why carry a gun? Because 1911 > 911.

t90a.sarahah.com
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share