ფორუმელი Moor Posted 28 იანვარი, 2021 Posted 28 იანვარი, 2021 ჯავად ზარიფის რთული მისია იანვარი 27, 2021 კობა ლიკლიკაძე ჯავად ზარიფი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯავად ზარიფი, 27 იანვარს ესტუმრება საქართველოს, სადაც ამ ვიზიტისა და შესაძლო განსახილველი საკითხების შესახებ წინასწარი ოფიციალური ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს არ გაუვრცელებია. ანალიტიკოსების აზრით, ამის მიზეზი შეიძლება იყოს საქართველოს მთავარი სტრატეგიული მოკავშირის, აშშ-ის მიერ ირანის ისლამური რესპუბლიკის მიმართ დაწესებული ეკონომიკური სანქციები და, ასევე, თეირანის სურვილი, ხორცი შეესხას „3+3“-ის ფართო თანამშრომლობის რეგიონალურ ფორმატს, რაც, პოლიტიკური თვალსაზრისით, მიუღებელია საქართველოსათვის, ამ ფორმატის ყველა სეგმენტში რუსეთის გამოკვეთილი როლის გამო. ასეთ რეგიონალურ ფორმატს ჩანასახშივე უპერსპექტივოდ მიიჩნევენ სომხეთში, რომელსაც, ტრადიციულად, კარგი ურთიერთობა აქვს თეირანთან, მაგრამ არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობა აზერბაიჯანსა და თურქეთთან, რომლის ლიდერმა, პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა, „სამხრეთ კავკასიაში ექვსი ქვეყნის პლატფორმის შექმნის იდეა“ ბაქოში გაახმიანა ერევნისათვის ისტორიულად ერთ-ერთ მტკივნეულ მომენტში. თუმცა, ანკარის იდეა, რომელსაც, შიდაწინააღმდეგობების გათვალისწინებით, ვერც თურქეთი განახორციელებს და ვერც რუსეთი, შეიძლება, დასავლეთის ეკონომიკური სანქციების პირობებში, ირანისათვის იყოს დამატებითი შესაძლებლობების ფანჯარა. შესაბამისად, ჯავად ზარიფი ამ ტურნეს აუცილებლად გამოიყენებს იმის ხაზგასასმელად, რომ თეირანია ის ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც სამხრეთ კავკასიით დაკავშირებულ ხუთივე სახელმწიფოსთან აქვს სტაბილური დიპლომატიური ურთიერთობა. წინააღმდეგობებით სავსე „ახალი რეალობა“ „დღეს მე და ჩემმა ძმამ ვილაპარაკეთ პლატფორმის შექმნის შესაძლებლობაზე ექვსი ქვეყნის - აზერბაიჯანის, თურქეთის, რუსეთის, ირანის, საქართველოსა და, სურვილის შემთხვევაში, ერევნის, სომხეთის - მონაწილეობით. ეს იქნებოდა კარგი თანამშრომლობა რეგიონის განვითარებისთვის“, - თქვა თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოანმა, შარშან, 10 დეკემბერს, ბაქოში, აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე. ასევე ნახეთ ერდოანი გამოვიდა წინადადებით, სამხრეთ კავკასიაში შეიქმნას ექვსი ქვეყნის პლატფორმა მანამდე ორი ქვეყნის ლიდერები დაესწრნენ ბაქოს ცენტრში გამართულ მასშტაბურ სამხედრო აღლუმს, რომელიც მთიანი ყარაბაღისათვის მიმდინარე 44-დღიან ომში აზერბაიჯანის არმიის გამარჯვებას მიეძღვნა. სამხედრო შოუზე წარმოდგენილი იყო ბრძოლების შედეგად განადგურებული და ნადავლის სახით წარმოდგენილი სომხური სამხედრო ტექნიკაც. მთიანი ყარაბაღის გარშემო 27 სექტემბრიდან განახლებული შეიარაღებული კონფლიქტის დროს, რომელიც 44 დღე გრძელდებოდა, ორივე მხარეს ათასობით ადამიანი დაიღუპა. ომის შედეგად აზერბაიჯანმა დაიბრუნა კონტროლი ყარაბაღის ნაწილსა და მიმდებარე ტერიტორიებზე, 7 რაიონზე, რომლებიც ეთნიკური სომხების ხელთ იყო 1994 წლიდან. თურქეთის მსგავსად, მთიან ყარაბაღს სომხეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს უწოდებდა ირანიც და მოითხოვდა აზერბაიჯანის მიწებიდან სომხეთის ჯარების გაყვანას. თეირანის ამ მესიჯს დიდი აღფრთოვანება მოჰყვა ბაქოში, რომელსაც, ტრადიციულად, კარგი ურთიერთობა აქვს მეზობელ ირანთან, სადაც, დაახლოებით, 20 მილიონი აზერბაიჯანელი ცხოვრობს. „თეირანს სურს აზერბაიჯანთან მეგობრული ურთიერთობა, მაგრამ იგი შეშფოთებულია თურქეთის გაზრდილი როლით აზერბაიჯანში. ირანს ასევე არაერთხელ განუცხადებია, რომ არ მოითმენს თავისი საზღვრების ხელყოფის არანაირ მცდელობას. ირანისათვის მნიშვნელოვანია აწონილ-დაწონილი და მეგობრული ურთიერთობა აზერბაიჯანთან და სურს ჰქონდეს გარანტია, რომ აზერბაიჯანის ტერიტორია არასოდეს იქნება გამოყენებული ირანის წინააღმდეგ იმ ფონზე, როდესაც არსებობს კითხვები ირანში მყოფი აზერბაიჯანელი მოსახლეობის მდგომარეობასა და მათ უფლებებთან დაკავშირებით“, - ამბობს „ახალი ამბების“ სააგენტო „თურანის“ მთავარი რედაქტორი, მეხმან ალიევი. აღსანიშნავია, რომ გასული წლის ბოლოს ლამის დიპლომატიურ დაპირისპირებამდე მიიყვანა ანკარა და თეირანი პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანის მიერ ბაქოში, ხსენებულ სამხედრო აღლუმზე, ერთი ლექსის ციტირების გამო წამოქმნილმა გაუგებრობამ. 3+3-ის თანამშრომლობის ფორმატი ირანს, სწორედაც რომ, ძალიან ხელს აძლევს, რადგან თუ ასეთი ფორმატი შეიქმნებოდა, მხარეები ამ ფორმატის ჩარჩოებში იკისრებდნენ ვალდებულებას უზრუნველეყოთ ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პატივისცემა... მეხმან ალიევი ერდოანმა, რომელსაც საჯარო გამოსვლებში უყვარს პოეტების ციტირება, გაიხსენა ერთი ირანელი აზერბაიჯანელის ლექსი, რომელშიც რუსეთისა და ირანის მიერ მე-19 საუკუნეში მდინარე არაქსზე აზერბაიჯანის ტერიტორიის გაყოფაზეა ლაპარაკი. ერდოანის ამ სიტყვებს აღშფოთება მოჰყვა თეირანში, რომელიც ისედაც უკმაყოფილო იყო მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დროს ანკარის თვალშისაცემი აქტიურობით. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯავად ზარიფმა, რომელიც, სხვათა შორის, თავისი ზემოხსენებული ტურნეს ფარგლებში თურქეთსაც უნდა ესტუმროს, 12 დეკემბერს განაცხადა, რომ ერდოანის მიერ წაკითხული ლექსი ეჭვქვეშ აყენებს ირანის ტერიტორიულ მთლიანობას. საბოლოო ჯამში, თეირან-ანკარის დაპირისპირებას წერტილი დაუსვა ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როჰანიმ. „ნაკლებად სავარაუდოა, რომ ერდოანს, როგორც მე მას ვიცნობ, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის შეურაცხყოფა განეზრახოს... თუმცა ჩვენი ხალხის მაღალი მგრძნობიარობაც ძალიან მნიშვნელოვანია“, - დასძინა ირანის პოლიტიკურმა ლიდერმა. მაგრამ გარკვეული წყენა მაინც დარჩა და არსად გამქრალა მეტოქეობაც რეგიონის ორ ძლიერ სახელმწიფოს, ირანსა და თურქეთს შორის. შესაბამისად, თეირანი დაინტერესებულია, რომ წარმმართველ ძალად იქცეს იმ იდეის რეალიზების საქმეში, რომელიც სხვადასხვა თანამშრომლობის ფორმატის ბაზაზე „სამხრეთ კავკასიის ექვსი ქვეყნის პლატფორმის“ შექმნას ითვალისწინებს. „3+3-ის თანამშრომლობის ფორმატი ირანს, სწორედაც რომ, ძალიან ხელს აძლევს, რადგან თუ ასეთი ფორმატი შეიქმნებოდა, მხარეები ამ ფორმატის ჩარჩოებში იკისრებდნენ ვალდებულებას, უზრუნველეყოთ ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პატივისცემა, ერთმანეთის საქმეებში ჩაურევლობა და უსაფრთხოების სხვა ასპექტები, მით უფრო, რომ კომუნიკაციური და სატრანსპორტო-ეკონომიკური კავშირების გახსნა კიდევ უფრო მეტად შეკრავს ამ რეგიონს შიგნიდან და მეტ გარანტიას შექმნის ირანის უსაფრთხოებისათვის“, - ამბობს მეხმან ალიევი. 25 იანვარს, აზერბაიჯანის ლიდერთან, ილჰამ ალიევთან, შეხვედრის დროს, ჯავად ზარიფმა სწორედ „3+3“-ის ფორმატზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ხუთ ქვეყანაში - აზერბაიჯანში, თურქეთში, საქართველოში, რუსეთსა და სომხეთში - ვიზიტის დროს მას განზრახული აქვს, განიხილოს ამ იდეის ცხოვრებაში გატარების საკითხი, რადგან „ეს ჩვენს საერთო ინტერესებს შეესაბამებაო“, - განაცხადა ჯავად ზარიფმა. სომხეთის ფაქტორი სომხეთის ფაქტორი სამხრეთ კავკასიის პოლიტიკური სტაბილურობისა და ეკონომიკური პოტენციალის ამოქმედების საკითხში მნიშვნელოვანია, მაგრამ ერევანში სკეპტიკურად უყურებენ ისეთ რეგიონალურ თანამშრომლობას, რომელშიც „თამაშის წესებს“ თურქეთი და აზერბაიჯანი განსაზღვრავენ. როგორც ზემოთ ითქვა, თურქეთისა და აზერბაიჯანის უმაღლესმა პირებმა ზემოხსენებული 10 დეკემბრის სამხედრო აღლუმის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ მზად არიან ითანამშრომლონ სომხეთთან „სამხრეთ კავკასიაში ექვსი ქვეყნის პლატფორმის“ ფარგლებში, თუ ერევანი უარს იტყვის ტერიტორიულ და სხვა სახის პრეტენზიებზე. ჩვენ გაბრაზებული და იმედგაცრუებული ვართ ირანით, რომელმაც არ შეასრულა პირობა კონკრეტულ ინვესტიციებთან დაკავშირებით... რიჩარდ გირაგოსიანი ასეთი მოთხოვნები ერევნისათვის კატეგორიულად მიუღებელია, რის გამოც დამოუკიდებელი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ასეთი პლატფორმა ჩანასახშივე განწირულია სიკვდილისთვის, ვინც არ უნდა სცადოს მისი ცხოვრებაში გატარება. შესაბამისად, სომეხი ექსპერტები სკეპტიკურად უყურებენ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯავად ზარიფის, მომავალ ვიზიტს სომხეთში, სადაც თეირანის მიერ აზერბაიჯანის მხარდამჭერი განცხადებებიც ახსოვთ და ერევან-თეირანის ორმხრივ ურთიერთობაში დაგროვილი სხვა პრეტენზიებიც. „როგორც ჩანს, მსოფლიოში ძნელად თუ იპოვით 5 ქვეყანას, რომელიც დაინტერესებულია ირანის რეჟიმთან თანამშრომლობით და ენდობა მას. ბევრ ქვეყანას კი, უბრალოდ, ეშინია ირანის გამო დასავლეთთან ურთიერთობის გაფუჭების. როგორც ჩანს, ირანისთვის პრობლემას წარმოადგენს მეგობრული და პროგნოზირებადი პოლიტიკის გატარება. ამან სომხეთის შემთხვევაშიც კი ვერ იმუშავა. ჩვენ გაბრაზებული და იმედგაცრუებული ვართ ირანით, რომელმაც არ შეასრულა პირობა კონკრეტულ ინვესტიციებთან დაკავშირებით“, - ამბობს პოლიტიკური მიმომხილველი რიჩარდ გირაგოსიანი. „3+3“ ფორმატის მიმართ სკეპტიკურად არის განწყობილი ირანის საკითხების სომეხი ექსპერტი ვარდან ვოსკანიანი, რომელიც მიიჩნევს, რომ არსებობს რამდენიმე შემაფერხებელი ფაქტორი: საქართველოს გამოკვეთილად პროდასავლური ორიენტაცია, სომხეთ-აზერბაიჯანისა და სომხეთ-თურქეთის დაპირისპირება და თავად რუსეთის მიდგომა ამ ფორმატისადმი. „რუსეთისა, რომელიც, იმის გათვალისწინებით, რომ გარკვეულ შემთხვევებში იძულებული იყო დასთანხმებოდა თურქეთის მონაწილეობას, ახლა მაქსიმალურად ცდილობს მის შევიწროებას“, - ამბობს ირანის საკითხების სომეხი ექსპერტი და დასძენს: „რაც შეეხება ირანს, თეირანი ცდილობს გამოიყენოს თავის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი საკუთარი ინტერესების განსავითარებლად“. „ახალი რეალობა“ და საქართველო ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯავად ზარიფი, რომელიც წინა დღით მოსკოვში იმყოფებოდა, 27 იანვარს ჩავა საქართველოში, სადაც ირანელი მინისტრის ვიზიტის მიმართ დიდი მოლოდინი ნამდვილად არ არსებობს. ამ სტატიის წერის დროს უცნობი იყო, თუ ვის შეხვდება ზარიფი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკანიანის, ნაცვლად, რომელსაც 26 იანვარს კორონავირუსი დაუდასტურდა. „ზარიფი ოთხშაბათ საღამოს ჩამოდის, მანამდე ვიზიტის დეტალები გვეცოდინება და ინფორმაციას მოგვიანებით გავავრცელებთ“, - უთხრეს რადიო თავისუფლებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. რატომ უნდა საქართველოს პრეზიდენტს ამ კავკასიური პლატფორმის წახალისება, როდესაც ეს ნიშნავს ხმის მიცემას რუსეთისა და ირანისთვის - ჩაერიონ რეგიონის საქმეებში? იან კელი ამასობაში, საქართველოს პოლიტიკურ წრეებში „კავკასიურ პლატფორმასა" და „ახალ რეალობაზე“ ძველებური პათოსით აღარავინ ლაპარაკობს, მათ შორის არც საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელიც კრიტიკის ქარცეცხლში აღმოჩნდა შარშან დეკემბერში მის მიერ გავრცელებული შეფასების გამო. ტვიტერით გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში საქართველოს პრეზიდენტი იმედს გამოთქვამდა, რომ 2021 წელი იქნებოდა „ჩვენი გაცოცხლების წელი“ და საქართველო „კავკასიური პლატფორმის ინიციატივის მიმართ ვერ იქნებოდა ვერც პასიური და ვერც მეორეხარისხოვანი“. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა ვერ გაიგეს, თუ რატომ დაუკავშირა ეს იმედები საქართველოს პრეზიდენტმა რეალობას, რომელიც რეგიონში რუსეთის პოზიციების გაძლიერების შედეგად შეიქმნა. „ეს "მშვიდობის აღდგენა" რუსეთის ჯარების მიერ ხორციელდება და რატომ უნდა საქართველოს პრეზიდენტს ამ კავკასიური პლატფორმის წახალისება, როდესაც ეს ნიშნავს ხმის მიცემას რუსეთისა და ირანისთვის - ჩაერიონ რეგიონის საქმეებში?“ - ასე გამოეხმაურა აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას. დამოუკიდებელი ექსპერტები კი მაშინაც და ახლაც სკეპტიკურად არიან განწყობილი ისეთ პლატფორმაში საქართველოს მონაწილეობის მიმართ, სადაც წარმოდგენილი იქნება რუსეთი, რომელსაც საქართველოს ტერიტორიები - აფხაზეთი და სამაჩაბლო - აქვს ოკუპირებული. „ამიტომ, გარდა სავაჭრო და ეკონომიკურისა, რაიმე სიღრმისეულ თანამშრომლობაზე საუბარი წარმოუდგენელია. ის, რომ რუსეთს სულ სხვა წარმოდგენები აქვს იმაზე, თუ სად იწყება და სად მთავრდება საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, შეუძლებელს ხდის საფუძველშივე ნებისმიერი სახის სერიოზულ თანამშრომლობას. შესაბამისად, ნებისმიერი მსჯელობა, თან, მით უფრო ისეთ ფორმატში, სადაც ჩვენი დასავლელი პარტნიორები, აშშ და ევროკავშირი, არ იქნებიან წარმოდგენილი, საქართველოსთვის არის მიუღებელი“, - უთხრა ანალიტიკოსმა ზურაბ ბატიაშვილმა, რონდელის ფონდის მეცნიერ-თანამშრომელმა, რადიო თავისუფლებას. რაც შეეხება საქართველოსა და ირანს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობას ორმხრივ ფორმატში, ამ მხრივ პერსპექტივები არსებობს, მაგრამ ამის რეალიზება გადაულახავ დაბრკოლებას აწყდება აშშ-ის მიერ ირანისათვის დაწესებული მკაცრი ეკონომიკური სანქციების გამო. ზურაბ ბატიაშვილის თქმით, დასავლეთის სანქციები აისახა როგორც ირანთან სავაჭრო ბრუნვაზე, ისე საქართველოში ირანელი ტურისტების ჩამოსვლაზე. წინა წელს სავაჭრო ბრუნვა ირანთან, დაახლოებით, 200 მილიონი დოლარის ფარგლებში იყო. მნიშვნელოვნად იკლო ჩამოსული ვიზიტორების რაოდენობამაც. „ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიცაა, რომ საქართველომ ირანიდან ჩამომსვლელთათვის დააწესა იგივე მოთხოვნები, რაც დაწესებულია ჩვენი მოქალაქეებისათვის შენგენის ქვეყნებში შესვლის დროს: კერძოდ, სასტუმროს ჯავშანი და უკან დასაბრუნებელი ბილეთები, რაც ხშირად არ ჰქონდა ხოლმე მრავალ ირანელს, რომელთაც ამის გამო უკან გაბრუნება უწევდათ“, - ამბობს ზურაბ ბატიაშვილი ---------------------------------------------- პრემიერ-მინისტრმა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე რეგიონში არსებული ვითარება და ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარება განიხილა 2021-01-28 საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ მუჰამედ ჯავად ზარიფს შეხვდა. საუბრის მთავარი თემები იყო რეგიონში არსებული ვითარება, მათ შორის ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები და საქართველოს მნიშვნელოვანი როლი, როგორც რეგიონის ეკონომიკური განვითარების, ასევე რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით. შეხვედრაზე ორმხრივ და რეგიონულ ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. ორმხრივი ურთიერთობის კონტექსტში, ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების, ორი ქვეყნის სატრანზიტო, სატრანსპორტო კომუნიკაციის განმტკიცებას და ამ კუთხით არსებული პოტენციალის გამოყენებას, ასევე ამ სფეროებში არსებული სირთულეების დროულად მოგვარების მნიშვნელობას. საუბარი ასევე შეეხო პანდემიის მხრივ ორივე ქვეყანაში არსებულ ვითარებას და სამომავლო გეგმებს. ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი დაესწრო. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური 28.01.2021 ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი მუჰამედ ჯავად ზარიფი რეგიონული სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეწვია საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა გამართა. შეხვედრისას მუჰამედ ჯავად ზარიფმა ირანის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა. პრეზიდენტმა ისაუბრა ოკუპაციაზე და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე ვითარებაზე. პრეზიდენტმა საუბრისას ხაზი გაუსვა, რეგიონსა და საქართველოში სტაბილურობის მნიშვნელობას. საუბარი ასევე შეეხო პანდემიას, რითაც მნიშვნელოვნად შეფერხდა ორმხრივი ურთიერთობები. საქართველოს პრეზიდენტმა ირანელ სტუმართან განიხილა რეგიონის ეკონომიკური პოტენციალი და ახალი მნიშვნელოვანი შესაძლებლობები, რომელთა გამოყენებაც ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკის განვითარებას. ეკა აკობია თბილისში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტზე საუბრისას აღნიშნავს, რომ მთიანი ყარაბაღის საკითხი და რეგიონის უსაფრთხოების თემა მხოლოდ ფასადია და რომ "ამ ყველაფრის უმთავრესი "გვერდითი მოვლენა" (ამ დიდი სურათის ნაწილი არის ირანიც), არის კორიდორების და რკინიგზების თემა". https://www.radiotavisupleba.ge/a/ეკა-აკობია-ბოლო-დეკადის-მთავარი-გეოპოლიტიკური-აქტივობა-ეხება-კორიდორებს-სატრანსპორტო-და-საკომუნიკაციო-კავშირებს-/31073811.html Share on other sites More sharing options...
ფორუმელი kvipriane Posted 28 იანვარი, 2021 Posted 28 იანვარი, 2021 4 საათის წინ, Say_or said: რუსეთისკენ მიდის კვალიო: ეს რა მოუშორებელი ჭირი გვჭირს რააა ........ თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ... Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Micawber Posted 28 იანვარი, 2021 Posted 28 იანვარი, 2021 2 საათის წინ, kvipriane said: ეს რა მოუშორებელი ჭირი გვჭირს რააა ........ გეოგრაფიაში არ გვიმართლებს ბატონო კვიპრიანე ) Life is serious. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი kvipriane Posted 28 იანვარი, 2021 Posted 28 იანვარი, 2021 1 minute წინ, Say_or said: გეოგრაფიაში არ გვიმართლებს ბატონო კვიპრიანე ) გეოგრაფიაში კი გაგვიმართლა, სამოთხე ქვეყანა გვაქვს ჩემო ბატონო, მაგრამ ხალხს რომელიც ამ ქვეყანაში ცხოვრობს, რომლებსაც ასე უყვართ თავისი შვილები , წარმოუდგენელია ასე უღმერთოდ ექცეოდნენ მათი საყვარელი შვილების სახლს/ქვეყანას .... დრო მედროვეთა ... თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ... Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Micawber Posted 28 იანვარი, 2021 Posted 28 იანვარი, 2021 2 minutes წინ, kvipriane said: გეოგრაფიაში კი გაგვიმართლა, სამოთხე ქვეყანა გვაქვს ჩემო ბატონო, მაგრამ ხალხს რომელიც ამ ქვეყანაში ცხოვრობს, რომლებსაც ასე უყვართ თავისი შვილები , წარმოუდგენელია ასე უღმერთოდ ექცეოდნენ მათი საყვარელი შვილების სახლს/ქვეყანას .... დრო მედროვეთა ... მაგაში მათალი ხართ, მე სამეზობლო ვიგულისხმე... Life is serious. Share on other sites More sharing options...
Guest Georgia Posted 28 იანვარი, 2021 Posted 28 იანვარი, 2021 3 საათის წინ, Moor said: ჯავად ზარიფის რთული მისია იანვარი 27, 2021 კობა ლიკლიკაძე ჯავად ზარიფი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯავად ზარიფი, 27 იანვარს ესტუმრება საქართველოს, სადაც ამ ვიზიტისა და შესაძლო განსახილველი საკითხების შესახებ წინასწარი ოფიციალური ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს არ გაუვრცელებია. ანალიტიკოსების აზრით, ამის მიზეზი შეიძლება იყოს საქართველოს მთავარი სტრატეგიული მოკავშირის, აშშ-ის მიერ ირანის ისლამური რესპუბლიკის მიმართ დაწესებული ეკონომიკური სანქციები და, ასევე, თეირანის სურვილი, ხორცი შეესხას „3+3“-ის ფართო თანამშრომლობის რეგიონალურ ფორმატს, რაც, პოლიტიკური თვალსაზრისით, მიუღებელია საქართველოსათვის, ამ ფორმატის ყველა სეგმენტში რუსეთის გამოკვეთილი როლის გამო. ასეთ რეგიონალურ ფორმატს ჩანასახშივე უპერსპექტივოდ მიიჩნევენ სომხეთში, რომელსაც, ტრადიციულად, კარგი ურთიერთობა აქვს თეირანთან, მაგრამ არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობა აზერბაიჯანსა და თურქეთთან, რომლის ლიდერმა, პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა, „სამხრეთ კავკასიაში ექვსი ქვეყნის პლატფორმის შექმნის იდეა“ ბაქოში გაახმიანა ერევნისათვის ისტორიულად ერთ-ერთ მტკივნეულ მომენტში. თუმცა, ანკარის იდეა, რომელსაც, შიდაწინააღმდეგობების გათვალისწინებით, ვერც თურქეთი განახორციელებს და ვერც რუსეთი, შეიძლება, დასავლეთის ეკონომიკური სანქციების პირობებში, ირანისათვის იყოს დამატებითი შესაძლებლობების ფანჯარა. შესაბამისად, ჯავად ზარიფი ამ ტურნეს აუცილებლად გამოიყენებს იმის ხაზგასასმელად, რომ თეირანია ის ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც სამხრეთ კავკასიით დაკავშირებულ ხუთივე სახელმწიფოსთან აქვს სტაბილური დიპლომატიური ურთიერთობა. წინააღმდეგობებით სავსე „ახალი რეალობა“ „დღეს მე და ჩემმა ძმამ ვილაპარაკეთ პლატფორმის შექმნის შესაძლებლობაზე ექვსი ქვეყნის - აზერბაიჯანის, თურქეთის, რუსეთის, ირანის, საქართველოსა და, სურვილის შემთხვევაში, ერევნის, სომხეთის - მონაწილეობით. ეს იქნებოდა კარგი თანამშრომლობა რეგიონის განვითარებისთვის“, - თქვა თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოანმა, შარშან, 10 დეკემბერს, ბაქოში, აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე. ასევე ნახეთ ერდოანი გამოვიდა წინადადებით, სამხრეთ კავკასიაში შეიქმნას ექვსი ქვეყნის პლატფორმა მანამდე ორი ქვეყნის ლიდერები დაესწრნენ ბაქოს ცენტრში გამართულ მასშტაბურ სამხედრო აღლუმს, რომელიც მთიანი ყარაბაღისათვის მიმდინარე 44-დღიან ომში აზერბაიჯანის არმიის გამარჯვებას მიეძღვნა. სამხედრო შოუზე წარმოდგენილი იყო ბრძოლების შედეგად განადგურებული და ნადავლის სახით წარმოდგენილი სომხური სამხედრო ტექნიკაც. მთიანი ყარაბაღის გარშემო 27 სექტემბრიდან განახლებული შეიარაღებული კონფლიქტის დროს, რომელიც 44 დღე გრძელდებოდა, ორივე მხარეს ათასობით ადამიანი დაიღუპა. ომის შედეგად აზერბაიჯანმა დაიბრუნა კონტროლი ყარაბაღის ნაწილსა და მიმდებარე ტერიტორიებზე, 7 რაიონზე, რომლებიც ეთნიკური სომხების ხელთ იყო 1994 წლიდან. თურქეთის მსგავსად, მთიან ყარაბაღს სომხეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს უწოდებდა ირანიც და მოითხოვდა აზერბაიჯანის მიწებიდან სომხეთის ჯარების გაყვანას. თეირანის ამ მესიჯს დიდი აღფრთოვანება მოჰყვა ბაქოში, რომელსაც, ტრადიციულად, კარგი ურთიერთობა აქვს მეზობელ ირანთან, სადაც, დაახლოებით, 20 მილიონი აზერბაიჯანელი ცხოვრობს. „თეირანს სურს აზერბაიჯანთან მეგობრული ურთიერთობა, მაგრამ იგი შეშფოთებულია თურქეთის გაზრდილი როლით აზერბაიჯანში. ირანს ასევე არაერთხელ განუცხადებია, რომ არ მოითმენს თავისი საზღვრების ხელყოფის არანაირ მცდელობას. ირანისათვის მნიშვნელოვანია აწონილ-დაწონილი და მეგობრული ურთიერთობა აზერბაიჯანთან და სურს ჰქონდეს გარანტია, რომ აზერბაიჯანის ტერიტორია არასოდეს იქნება გამოყენებული ირანის წინააღმდეგ იმ ფონზე, როდესაც არსებობს კითხვები ირანში მყოფი აზერბაიჯანელი მოსახლეობის მდგომარეობასა და მათ უფლებებთან დაკავშირებით“, - ამბობს „ახალი ამბების“ სააგენტო „თურანის“ მთავარი რედაქტორი, მეხმან ალიევი. აღსანიშნავია, რომ გასული წლის ბოლოს ლამის დიპლომატიურ დაპირისპირებამდე მიიყვანა ანკარა და თეირანი პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანის მიერ ბაქოში, ხსენებულ სამხედრო აღლუმზე, ერთი ლექსის ციტირების გამო წამოქმნილმა გაუგებრობამ. 3+3-ის თანამშრომლობის ფორმატი ირანს, სწორედაც რომ, ძალიან ხელს აძლევს, რადგან თუ ასეთი ფორმატი შეიქმნებოდა, მხარეები ამ ფორმატის ჩარჩოებში იკისრებდნენ ვალდებულებას უზრუნველეყოთ ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პატივისცემა... მეხმან ალიევი ერდოანმა, რომელსაც საჯარო გამოსვლებში უყვარს პოეტების ციტირება, გაიხსენა ერთი ირანელი აზერბაიჯანელის ლექსი, რომელშიც რუსეთისა და ირანის მიერ მე-19 საუკუნეში მდინარე არაქსზე აზერბაიჯანის ტერიტორიის გაყოფაზეა ლაპარაკი. ერდოანის ამ სიტყვებს აღშფოთება მოჰყვა თეირანში, რომელიც ისედაც უკმაყოფილო იყო მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დროს ანკარის თვალშისაცემი აქტიურობით. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯავად ზარიფმა, რომელიც, სხვათა შორის, თავისი ზემოხსენებული ტურნეს ფარგლებში თურქეთსაც უნდა ესტუმროს, 12 დეკემბერს განაცხადა, რომ ერდოანის მიერ წაკითხული ლექსი ეჭვქვეშ აყენებს ირანის ტერიტორიულ მთლიანობას. საბოლოო ჯამში, თეირან-ანკარის დაპირისპირებას წერტილი დაუსვა ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როჰანიმ. „ნაკლებად სავარაუდოა, რომ ერდოანს, როგორც მე მას ვიცნობ, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის შეურაცხყოფა განეზრახოს... თუმცა ჩვენი ხალხის მაღალი მგრძნობიარობაც ძალიან მნიშვნელოვანია“, - დასძინა ირანის პოლიტიკურმა ლიდერმა. მაგრამ გარკვეული წყენა მაინც დარჩა და არსად გამქრალა მეტოქეობაც რეგიონის ორ ძლიერ სახელმწიფოს, ირანსა და თურქეთს შორის. შესაბამისად, თეირანი დაინტერესებულია, რომ წარმმართველ ძალად იქცეს იმ იდეის რეალიზების საქმეში, რომელიც სხვადასხვა თანამშრომლობის ფორმატის ბაზაზე „სამხრეთ კავკასიის ექვსი ქვეყნის პლატფორმის“ შექმნას ითვალისწინებს. „3+3-ის თანამშრომლობის ფორმატი ირანს, სწორედაც რომ, ძალიან ხელს აძლევს, რადგან თუ ასეთი ფორმატი შეიქმნებოდა, მხარეები ამ ფორმატის ჩარჩოებში იკისრებდნენ ვალდებულებას, უზრუნველეყოთ ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პატივისცემა, ერთმანეთის საქმეებში ჩაურევლობა და უსაფრთხოების სხვა ასპექტები, მით უფრო, რომ კომუნიკაციური და სატრანსპორტო-ეკონომიკური კავშირების გახსნა კიდევ უფრო მეტად შეკრავს ამ რეგიონს შიგნიდან და მეტ გარანტიას შექმნის ირანის უსაფრთხოებისათვის“, - ამბობს მეხმან ალიევი. 25 იანვარს, აზერბაიჯანის ლიდერთან, ილჰამ ალიევთან, შეხვედრის დროს, ჯავად ზარიფმა სწორედ „3+3“-ის ფორმატზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ხუთ ქვეყანაში - აზერბაიჯანში, თურქეთში, საქართველოში, რუსეთსა და სომხეთში - ვიზიტის დროს მას განზრახული აქვს, განიხილოს ამ იდეის ცხოვრებაში გატარების საკითხი, რადგან „ეს ჩვენს საერთო ინტერესებს შეესაბამებაო“, - განაცხადა ჯავად ზარიფმა. სომხეთის ფაქტორი სომხეთის ფაქტორი სამხრეთ კავკასიის პოლიტიკური სტაბილურობისა და ეკონომიკური პოტენციალის ამოქმედების საკითხში მნიშვნელოვანია, მაგრამ ერევანში სკეპტიკურად უყურებენ ისეთ რეგიონალურ თანამშრომლობას, რომელშიც „თამაშის წესებს“ თურქეთი და აზერბაიჯანი განსაზღვრავენ. როგორც ზემოთ ითქვა, თურქეთისა და აზერბაიჯანის უმაღლესმა პირებმა ზემოხსენებული 10 დეკემბრის სამხედრო აღლუმის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ მზად არიან ითანამშრომლონ სომხეთთან „სამხრეთ კავკასიაში ექვსი ქვეყნის პლატფორმის“ ფარგლებში, თუ ერევანი უარს იტყვის ტერიტორიულ და სხვა სახის პრეტენზიებზე. ჩვენ გაბრაზებული და იმედგაცრუებული ვართ ირანით, რომელმაც არ შეასრულა პირობა კონკრეტულ ინვესტიციებთან დაკავშირებით... რიჩარდ გირაგოსიანი ასეთი მოთხოვნები ერევნისათვის კატეგორიულად მიუღებელია, რის გამოც დამოუკიდებელი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ასეთი პლატფორმა ჩანასახშივე განწირულია სიკვდილისთვის, ვინც არ უნდა სცადოს მისი ცხოვრებაში გატარება. შესაბამისად, სომეხი ექსპერტები სკეპტიკურად უყურებენ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯავად ზარიფის, მომავალ ვიზიტს სომხეთში, სადაც თეირანის მიერ აზერბაიჯანის მხარდამჭერი განცხადებებიც ახსოვთ და ერევან-თეირანის ორმხრივ ურთიერთობაში დაგროვილი სხვა პრეტენზიებიც. „როგორც ჩანს, მსოფლიოში ძნელად თუ იპოვით 5 ქვეყანას, რომელიც დაინტერესებულია ირანის რეჟიმთან თანამშრომლობით და ენდობა მას. ბევრ ქვეყანას კი, უბრალოდ, ეშინია ირანის გამო დასავლეთთან ურთიერთობის გაფუჭების. როგორც ჩანს, ირანისთვის პრობლემას წარმოადგენს მეგობრული და პროგნოზირებადი პოლიტიკის გატარება. ამან სომხეთის შემთხვევაშიც კი ვერ იმუშავა. ჩვენ გაბრაზებული და იმედგაცრუებული ვართ ირანით, რომელმაც არ შეასრულა პირობა კონკრეტულ ინვესტიციებთან დაკავშირებით“, - ამბობს პოლიტიკური მიმომხილველი რიჩარდ გირაგოსიანი. „3+3“ ფორმატის მიმართ სკეპტიკურად არის განწყობილი ირანის საკითხების სომეხი ექსპერტი ვარდან ვოსკანიანი, რომელიც მიიჩნევს, რომ არსებობს რამდენიმე შემაფერხებელი ფაქტორი: საქართველოს გამოკვეთილად პროდასავლური ორიენტაცია, სომხეთ-აზერბაიჯანისა და სომხეთ-თურქეთის დაპირისპირება და თავად რუსეთის მიდგომა ამ ფორმატისადმი. „რუსეთისა, რომელიც, იმის გათვალისწინებით, რომ გარკვეულ შემთხვევებში იძულებული იყო დასთანხმებოდა თურქეთის მონაწილეობას, ახლა მაქსიმალურად ცდილობს მის შევიწროებას“, - ამბობს ირანის საკითხების სომეხი ექსპერტი და დასძენს: „რაც შეეხება ირანს, თეირანი ცდილობს გამოიყენოს თავის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი საკუთარი ინტერესების განსავითარებლად“. „ახალი რეალობა“ და საქართველო ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯავად ზარიფი, რომელიც წინა დღით მოსკოვში იმყოფებოდა, 27 იანვარს ჩავა საქართველოში, სადაც ირანელი მინისტრის ვიზიტის მიმართ დიდი მოლოდინი ნამდვილად არ არსებობს. ამ სტატიის წერის დროს უცნობი იყო, თუ ვის შეხვდება ზარიფი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკანიანის, ნაცვლად, რომელსაც 26 იანვარს კორონავირუსი დაუდასტურდა. „ზარიფი ოთხშაბათ საღამოს ჩამოდის, მანამდე ვიზიტის დეტალები გვეცოდინება და ინფორმაციას მოგვიანებით გავავრცელებთ“, - უთხრეს რადიო თავისუფლებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. რატომ უნდა საქართველოს პრეზიდენტს ამ კავკასიური პლატფორმის წახალისება, როდესაც ეს ნიშნავს ხმის მიცემას რუსეთისა და ირანისთვის - ჩაერიონ რეგიონის საქმეებში? იან კელი ამასობაში, საქართველოს პოლიტიკურ წრეებში „კავკასიურ პლატფორმასა" და „ახალ რეალობაზე“ ძველებური პათოსით აღარავინ ლაპარაკობს, მათ შორის არც საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელიც კრიტიკის ქარცეცხლში აღმოჩნდა შარშან დეკემბერში მის მიერ გავრცელებული შეფასების გამო. ტვიტერით გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში საქართველოს პრეზიდენტი იმედს გამოთქვამდა, რომ 2021 წელი იქნებოდა „ჩვენი გაცოცხლების წელი“ და საქართველო „კავკასიური პლატფორმის ინიციატივის მიმართ ვერ იქნებოდა ვერც პასიური და ვერც მეორეხარისხოვანი“. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა ვერ გაიგეს, თუ რატომ დაუკავშირა ეს იმედები საქართველოს პრეზიდენტმა რეალობას, რომელიც რეგიონში რუსეთის პოზიციების გაძლიერების შედეგად შეიქმნა. „ეს "მშვიდობის აღდგენა" რუსეთის ჯარების მიერ ხორციელდება და რატომ უნდა საქართველოს პრეზიდენტს ამ კავკასიური პლატფორმის წახალისება, როდესაც ეს ნიშნავს ხმის მიცემას რუსეთისა და ირანისთვის - ჩაერიონ რეგიონის საქმეებში?“ - ასე გამოეხმაურა აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას. დამოუკიდებელი ექსპერტები კი მაშინაც და ახლაც სკეპტიკურად არიან განწყობილი ისეთ პლატფორმაში საქართველოს მონაწილეობის მიმართ, სადაც წარმოდგენილი იქნება რუსეთი, რომელსაც საქართველოს ტერიტორიები - აფხაზეთი და სამაჩაბლო - აქვს ოკუპირებული. „ამიტომ, გარდა სავაჭრო და ეკონომიკურისა, რაიმე სიღრმისეულ თანამშრომლობაზე საუბარი წარმოუდგენელია. ის, რომ რუსეთს სულ სხვა წარმოდგენები აქვს იმაზე, თუ სად იწყება და სად მთავრდება საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, შეუძლებელს ხდის საფუძველშივე ნებისმიერი სახის სერიოზულ თანამშრომლობას. შესაბამისად, ნებისმიერი მსჯელობა, თან, მით უფრო ისეთ ფორმატში, სადაც ჩვენი დასავლელი პარტნიორები, აშშ და ევროკავშირი, არ იქნებიან წარმოდგენილი, საქართველოსთვის არის მიუღებელი“, - უთხრა ანალიტიკოსმა ზურაბ ბატიაშვილმა, რონდელის ფონდის მეცნიერ-თანამშრომელმა, რადიო თავისუფლებას. რაც შეეხება საქართველოსა და ირანს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობას ორმხრივ ფორმატში, ამ მხრივ პერსპექტივები არსებობს, მაგრამ ამის რეალიზება გადაულახავ დაბრკოლებას აწყდება აშშ-ის მიერ ირანისათვის დაწესებული მკაცრი ეკონომიკური სანქციების გამო. ზურაბ ბატიაშვილის თქმით, დასავლეთის სანქციები აისახა როგორც ირანთან სავაჭრო ბრუნვაზე, ისე საქართველოში ირანელი ტურისტების ჩამოსვლაზე. წინა წელს სავაჭრო ბრუნვა ირანთან, დაახლოებით, 200 მილიონი დოლარის ფარგლებში იყო. მნიშვნელოვნად იკლო ჩამოსული ვიზიტორების რაოდენობამაც. „ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიცაა, რომ საქართველომ ირანიდან ჩამომსვლელთათვის დააწესა იგივე მოთხოვნები, რაც დაწესებულია ჩვენი მოქალაქეებისათვის შენგენის ქვეყნებში შესვლის დროს: კერძოდ, სასტუმროს ჯავშანი და უკან დასაბრუნებელი ბილეთები, რაც ხშირად არ ჰქონდა ხოლმე მრავალ ირანელს, რომელთაც ამის გამო უკან გაბრუნება უწევდათ“, - ამბობს ზურაბ ბატიაშვილი ---------------------------------------------- პრემიერ-მინისტრმა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე რეგიონში არსებული ვითარება და ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარება განიხილა 2021-01-28 საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ მუჰამედ ჯავად ზარიფს შეხვდა. საუბრის მთავარი თემები იყო რეგიონში არსებული ვითარება, მათ შორის ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები და საქართველოს მნიშვნელოვანი როლი, როგორც რეგიონის ეკონომიკური განვითარების, ასევე რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით. შეხვედრაზე ორმხრივ და რეგიონულ ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. ორმხრივი ურთიერთობის კონტექსტში, ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების, ორი ქვეყნის სატრანზიტო, სატრანსპორტო კომუნიკაციის განმტკიცებას და ამ კუთხით არსებული პოტენციალის გამოყენებას, ასევე ამ სფეროებში არსებული სირთულეების დროულად მოგვარების მნიშვნელობას. საუბარი ასევე შეეხო პანდემიის მხრივ ორივე ქვეყანაში არსებულ ვითარებას და სამომავლო გეგმებს. ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი დაესწრო. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური 28.01.2021 ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი მუჰამედ ჯავად ზარიფი რეგიონული სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეწვია საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა გამართა. შეხვედრისას მუჰამედ ჯავად ზარიფმა ირანის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა. პრეზიდენტმა ისაუბრა ოკუპაციაზე და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე ვითარებაზე. პრეზიდენტმა საუბრისას ხაზი გაუსვა, რეგიონსა და საქართველოში სტაბილურობის მნიშვნელობას. საუბარი ასევე შეეხო პანდემიას, რითაც მნიშვნელოვნად შეფერხდა ორმხრივი ურთიერთობები. საქართველოს პრეზიდენტმა ირანელ სტუმართან განიხილა რეგიონის ეკონომიკური პოტენციალი და ახალი მნიშვნელოვანი შესაძლებლობები, რომელთა გამოყენებაც ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკის განვითარებას. ეკა აკობია თბილისში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტზე საუბრისას აღნიშნავს, რომ მთიანი ყარაბაღის საკითხი და რეგიონის უსაფრთხოების თემა მხოლოდ ფასადია და რომ "ამ ყველაფრის უმთავრესი "გვერდითი მოვლენა" (ამ დიდი სურათის ნაწილი არის ირანიც), არის კორიდორების და რკინიგზების თემა". https://www.radiotavisupleba.ge/a/ეკა-აკობია-ბოლო-დეკადის-მთავარი-გეოპოლიტიკური-აქტივობა-ეხება-კორიდორებს-სატრანსპორტო-და-საკომუნიკაციო-კავშირებს-/31073811.html ეს აკობია კარგი გოგო ჩანს ზარიფის ერთი ტვიტით მეტი გავიგე, ვიდრე პრეზიდენტის და პრემიერის პრესრელიზებით Share on other sites More sharing options...
ფორუმელი kvipriane Posted 28 იანვარი, 2021 Posted 28 იანვარი, 2021 ონლაინ, Say_or said: მე სამეზობლო ვიგულისხმე... სამეზობლო : ორი დაჯგუფება : 1 თურქეთ-აზერბაიჯანი, 2. რუსეთ-სომხეთი - ესენი ისე არიან დაჯგუფებული , არასოდეს ერთ ჭკუაზე არ იქნებიან, ყოველთვის თუ 1-ლი იქნება ჩვენს წინააღმდეგ 2-ე მხარს დაგვიჭერს და პირიქით ... ამ რასკლადსი კი უნდა გავმძვრალიყავით სხვა ორბიტაზე, მაგრამ შოშიასი არ იყოს, - არ გაძღა ჩემი ცოლის მუცელი, თორე რა მინდოდა წვენებშიო თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ... Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Micawber Posted 28 იანვარი, 2021 Posted 28 იანვარი, 2021 42 minutes წინ, kvipriane said: სამეზობლო : ორი დაჯგუფება : 1 თურქეთ-აზერბაიჯანი, 2. რუსეთ-სომხეთი - ესენი ისე არიან დაჯგუფებული , არასოდეს ერთ ჭკუაზე არ იქნებიან, ყოველთვის თუ 1-ლი იქნება ჩვენს წინააღმდეგ 2-ე მხარს დაგვიჭერს და პირიქით ... დიახ, შავი ზღვის ქვყნებს მეზობლებად ვერ განვიხილავთ ისე, ვგულისხმობ იმ ქვეყნებს, რომლებთანაც სახმელეთო საზღვარი არ გვაქვს - ბულგარეთი, რუმინეთი, უკრაინა? რამე სტრატეგიული კავშირი შეგვიძლია ამ მიმართულებით? Life is serious. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა