Jump to content
×
×
  • Create New...

ლავროვი: საქართველო, თურქეთი და ირანი ყარაბაღში ეკონომიკის აღდგენით არიან დაინტერესებულები


Recommended Posts

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
22 minutes წინ, kvipriane said:

სენიორ ჩიგურჰ, რატომ თვლით რომ "ძველ მეზობელ ორკებთან" ერთად ვართ თამაშში ???

#News: #საინტერესო:
? საქართველოში ჩამოსვლამდე ზარიფი ლავროვს შეხვდა, სადაც რუსეთთან ორმხრივი ხელშეკრულება გაფორმა. შეხვედრაზე ლავრომა განაცხადა, რომ აუცილებელია  და მიდის მუშოაბა 6 ქვეყნის პლატფორმის ჩამოყალიბებისათვის, სადაც  თურქეთი, საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი და ირანი იქნება გაწევრიანებული.

 

ეს 6 ქვეყნის პლატფორმა ჯერ კიდევ ერდოღანმა დაანონსა ბაქოში აღლუმის შემდეგ

Edited by Chigurh
Share on other sites

  • ფორუმელი
48 minutes წინ, Chigurh said:

მიდის მუშოაბა 6 ქვეყნის პლატფორმის ჩამოყალიბებისათვის, სადაც  თურქეთი, საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი და ირანი იქნება გაწევრიანებული.

 

ეს 6 ქვეყნის პლატფორმა ჯერ კიდევ ერდოღანმა დაანონსა ბაქოში აღლუმის შემდეგ

ანუ, თურქეთი (არლუმზე დააანონსა), აზერბაიჯანი (ბაქოს აღლუმზე დაანონსდა), რუსეთი (ლავროვმა დააანონსა), ირანი (ლავროვს მოუწერა ხელი ხელშეკრულებაზე) - დასახელევული ექვსიდან ეს ოთხი ჩავთვალოთ რომ უკვე გაერთიანდა მაგ დოქტრინაში, სომხებს და ჩვენ ვინმე რამეს გვეკითხება ??? - ეს ერთი

მეორე - ეს რა შეთანხმებაა და ვის წინააღმდეგ ??? რა გამოწვევის წინააღმდეგ ???

მესამე - ვინ აერთიანებს ამ ექვსეულს ??? ვისი იდეაა ???

და მეოთხე, - მიზანი ??? (რა მიზანი აქვს გაერთიანების იდეის ავტორებს ???)

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
11 minutes წინ, kvipriane said:

ანუ, თურქეთი (არლუმზე დააანონსა), აზერბაიჯანი (ბაქოს აღლუმზე დაანონსდა), რუსეთი (ლავროვმა დააანონსა), ირანი (ლავროვს მოუწერა ხელი ხელშეკრულებაზე) - დასახელევული ექვსიდან ეს ოთხი ჩავთვალოთ რომ უკვე გაერთიანდა მაგ დოქტრინაში, სომხებს და ჩვენ ვინმე რამეს გვეკითხება ??? - ეს ერთი

მეორე - ეს რა შეთანხმებაა და ვის წინააღმდეგ ??? რა გამოწვევის წინააღმდეგ ???

 

3 ტერმინატორი რეგიონში შემოდის,(რუსეთი იყო ისედაც აქედან). ალბათ კარგს არაფერს გამოიწვევს. შეხლა-შემოხლა იქნება, როგორც ერიკმა თქვა.

 

13 minutes წინ, kvipriane said:

 

მესამე - ვინ აერთიანებს ამ ექვსეულს ??? ვისი იდეაა ???

 

სენიორ, ეს ექვსეული ერთის ვასალი არაა. ჯერ არ გამოკვეთილა კონტურები სრულად, ალბათ მეტის თქმის საშულება გვექნება, მაგრამ ჩემი აზრით დიდი ბრიტანეთი სამხრეთ კავკასიას იმორჩილებს.

რა თქმა უნდა უკმაყოფილო მხარეებიც იქნებიან, ასე რომ გაერთიანებას ეს ოფიციალურ გამოსვლებზე ამბობენ, თორემ სინამდვილეში რაზბორკა უფრო შეეფერება ამ სიტყვას.

ანუ კავკასიაში დასტრელეს, ჟარგონულად რომ ვთქვათ :D

16 minutes წინ, kvipriane said:

 

და მეოთხე, - მიზანი ??? (რა მიზანი აქვს გაერთიანების იდეის ავტორებს ???)

 

მიზანი--დომინაცია სენიორ :))

სავაჭრო გზების კონტროლი)

Share on other sites

  • ფორუმელი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, საქართველო, თურქეთი, ირანი და ევროპის რიგი ქვეყნები დაინტერესებულები არიან მთიან ყარაბაღში ეკონომიკის აღდგენით, რასაც რუსეთი მიესალმება. 

როგორც ირანელ კოლეგასთან მოჰამად ჯავად ზარიფთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ლავროვმა თქვა, უკვე გაისმის ინიციატივები, რომ საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი, რუსეთის, თურქეთისა და ირანის მონაწილეობით, "რეგიონში ახალი რეალობის გათვალისწინებით, ურთიერთობების დამყარებას ცდილობდნენ".

მისი თქმით, "ახალი რეალობაა", როცა არ არის ომი, როცა არსებობს შეთანხმება, რომ მოიხსნას ბლოკადები და სხვა შეზღუდვები დედამიწის ამ მნიშვნელოვან ნაწილში. 

"რუსეთის, ირანის და თურქეთის გარდა, არსებობს ძალიან ბევრი ქვეყანა, მათ შორის ევროპაში, რომელიც დაინტერესებულია მთიან ყარაბაღში და მის გარშემო ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებით. მგონია, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია. აქ ყველაზე მთავარია, ყველა გარე მოთამაშე პირველ რიგში ფიქრობდეს იმაზე, რომ ახლა ძალიან მნიშვნელოვანია ამ რეგიონში ეკონომიკური ფუნდამენტის შექმნა, გაძლიერება და გამყარება", - განაცხადა ლავროვმა. 

თავის მხრივ, მანამდე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მისი ტურნეს მიზანია, კავკასიაში ექვსმხრივი თანამშრომლობის ფორმატის შექმნა, რომელიც მოიცავს რუსეთს, თურქეთს, ირანს, საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აზერბაიჯანისა და რუსეთის შემდეგ საქართველოს, თურქეთსა და სომხეთს ეწვევა. მისი ვიზიტის შესახებ ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 21 იანვარს გაავრცელა:

"ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს დაგეგმილი აქვს რეგიონალური ტურნე და შესაბამისად, ამ ტურნეს ფარგლებში ეწვევა საქართველოს. ვიზიტის დეტალებზე დიპლომატიური არხებით მიდის მუშაობა".

 
 
 

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

ძალიამ ტრაგიკომიკურ სიტუაციაში ვართ :დ

რაღაც კავშირში შესვლა ფაქტიურად გადაგვიწყვიტეს, ისე რომ ერთი ოფიცუალური განცხადებით არ მიუმართავთ გურჯისტანის მთავრობისკენ :D

ანუ განცხადებები კეთდება უკვე, როგორც შექმნილ კავშირზე, ეს ნიშმავს, რომ გინდა არ გინდას არ აქვს მნიშვნელობა, უკვე იქ ხარ ;დდ.

ამ დროს სრულიად საქართველო ჩერგოლეიშვილის და კილაძის, მელიას და ხვიჩიას, ხაზარაძის და ელისაშვილის ბატალიებს არჩევს :lool:

ერთ ჟურნალისტს არ დაუსვამს კითხვა, "კი მარა ბრადცი ეს რა კავშირია საერთოდ?"

"შევდივართ?"

"თუ არ შევდივართ ეგება გავაგებინოთ, იქაურები აშკარად კავშირის წევრად გვთვლიან უკვე ;დ."

"მეგობრებო გესმით, იქნება დავინტერესდეთ მაინც სად გვექაჩებიან? ;დდ"

არა სხედან ტიპები და ვიღაც მატლების რბოლებს უყურებენ დიდი ინტერესით ;დდ

 

აგონიაში ვართ თქო და ჰე

 

 

 

 

Share on other sites

Posted (შესწორებული)

აზერბაიჯანი და ირანი ეს იგივეა რაც აფხაზეთი და საქართველო

რუსეთი და თურქეთი კი რაც ჩინეთი და ინდოეთი

რა საერთო აქვთ ამათ?  მხოლოდ ერთი რამ, ვიღაც ვისთვისაც ამათი ჩხუბი ფატალურია იმენნა წიხლით ცდილობს მათ მაგიდასთან დასმას?

ამასთან ეს ტრამპის პერიოდის კონფიგურაციაა.

ეხლა კი პოსტტრამპისეულ პერიოდში ვართ, ჩქარობენ ბიჭები?

 

ბენი სადღა დაიკარგა?

ჰოჯეს!

Edited by Eric
Share on other sites

  • ფორუმელი
6 minutes წინ, Eric said:

აზერბაიჯანი და ირანი ეს იგივეა რაც აფხაზეთი და საქართველო

რუსეთი და თურქეთი კი რაც ჩინეთი და ინდოეთი

რა საერთო აქვთ ამათ?  მხოლოდ ერთი რამ, ვიღაც ვისთვისაც ამათი ჩხუბი ფატალურია იმენნა წიხლით ცდილობს მათ მაგიდასთან დასმას?

ამასთან ეს ტრამპის პერიოდის კონფიგურაციაა.

ეხლა კი პოსტტრამპისეულ პერიოდში ვართ, ჩქარობენ ბიჭები?

 

ბენი სადღა დაიკარგა?

ჰოჯეს!

მაგ მოქეიფე, პურის მჭამელ კაცს კარგა ხანს ვეღარ ვნახავთ, ეჭვი მაქვს :D

 

 

 

 

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share