ფორუმელი Moor Posted 25 იანვარი, 2021 Posted 25 იანვარი, 2021 საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიუსელში სამდღიანი სამუშაო ვიზიტი 23 იანვარს დაასრულა. ნატოსა და ევროკავშირის სხვადასხვა ოფიციალურ პირებთან ერთად, 22 იანვარს ის ასევე შეხვდა ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს, ევროკომისარს სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეისა და ევროკომისარს იუსტიციის საკითხებში დიდიე რეინდერს. სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ მან კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის ერთგულება დაეხმაროს მეზობლებს „[კოვიდ-19-ის] პანდემიისა და მისი ეკონომიკური შედეგების დაძლევაში“. საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა და ურსულა ფონ დერ ლაიენმა „ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობების განვითარებისა და უფრო ღრმა და სექტორული ინტეგრაციის ხელშეწყობის საკითხები“ განიხილეს. ამავე ინფორმაციით, „საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრისას კიდევ ერთხელ დასვა ქართველი სტუდენტების დაფინანსების საკითხი, რათა ევროკავშირის ქვეყნებში სასწავლებლად ჩასული საქართველოს მოქალაქეების სწავლის საფასური გაუთანაბრდეს ამავე ქვეყნების სტუდენტების სწავლის საფასურს“. Pleased to host #Georgia President @Zourabichvili_S We discussed the #COVID19 situation. I reiterated that I’m committed to helping our neighbours overcome the pandemic and its economic consequences. We are #StrongerTogether pic.twitter.com/HsxwmNvc53 — Ursula von der Leyen (@vonderleyen) January 22, 2021 ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან შეხვედრის შემდეგ, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ პანდემიის შემდგომ „გზა აღდგენისკენ სოლიდარობაზე უნდა გადიოდეს“. „მოხარული ვარ, რომ საქართველოს, ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მჭიდრო პარტნიორს, შეუძლია ევროკომისიის მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს“. ევროკომისარმა ვარჰეიმ, თავის მხრივ, Twitter-ზე დაწერა, რომ „ევროკავშირი საქართველოს გვერდით დგას, მათ შორის, ვაქცინაზე ადრეული წვდომის საკითხში“. მან ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირი მხარს დაუჭერს საქართველოს კოვიდ-19-ის შემდგომ ეკონომიკურ აღდგენასა და განვითარებას. ევროკომისარმა იუსტიციის საკითხებში, დიდიე რეინდერსმა შეხვედრის შემდეგ Twitter-ზე დაწერა, რომ მან და პრეზიდენტ ზურაბიშვილმა განიხილეს საქართველოში სამართლის რეფორმა. „კანონის უზენაესობა [ევროკავშირისთვის] არის პრიორიტეტი, როგორც მის საზღვრებს შიგნით, ისე გარეთ“, – განაცხადა ევროკომისარმა და დასძინა – „მე მოუთმენლად ველი ვიხილო საქართველოს წინსვლა სანდო რეფორმებზე, რათა უზრუნველყოს დამოუკიდებელი და ანგარიშვალდებული სასამართლო სისტემა, მათ შორის, უმაღლეს ინსტანციებზე“. ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი ასევე შეხვდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჟოზეპ ბორელს, ბელგიის მეფე ფილიპს, ევროპარლამენტის პრეზიდენტ დევიდ სასოლის და ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, დევიდ მაკალისტერს. სალომე ზურაბიშვილი ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგსაც შეხვდა და მასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე თქვა, „დროა, ალიანსმა მეტი სოლიდარობა და გამბედაობა გამოიჩინოს“. ასევე წაიკითხეთ: სალომე ზურაბიშვილი ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელს სტუმრობს სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდა წყარო: Civil.ge Share on other sites More sharing options...
iaiameri Posted 25 იანვარი, 2021 Posted 25 იანვარი, 2021 39 minutes წინ, Moor said: „საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრისას კიდევ ერთხელ დასვა ქართველი სტუდენტების დაფინანსების საკითხი, რათა ევროკავშირის ქვეყნებში სასწავლებლად ჩასული საქართველოს მოქალაქეების სწავლის საფასური გაუთანაბრდეს ამავე ქვეყნების სტუდენტების სწავლის საფასურს“. ნეტა რა უპასუხეს? ორმაგს იხდიან ქართველები. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა