Jump to content
×
×
  • Create New...

10-15 წლის უმცროს


 Share

Recommended Posts

1 საათის წინ, cosmia said:

ფასი და მნიშვნელობა ეკარგება თორემ ჰა,

არ ეკარგება არანაირად. ისედაც ამდენი უსიყვარულობა და სიბოროტეა. როცა გეუბნებიან რომ უყვარხარ, უფრო დაცულად გრძნობ თავს.

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
55 minutes წინ, iaiameri said:

არ ეკარგება არანაირად. ისედაც ამდენი უსიყვარულობა და სიბოროტეა. როცა გეუბნებიან რომ უყვარხარ, უფრო დაცულად გრძნობ თავს.

აუ არა ერთ აბეზარ მდედრს დავკვირვებივარ გვერდიდან და რაც შემიმჩნევია დისკომფორტებს იწვევს მათ პარტნიორებში ეგ მპამპუები... ანუ იმას კი არ ვამბობ რომ ადამიანმა არ იცოდეს და არ გრძNობდეს რომ გიყვარს მეტიც ამას მუდმიავდ უნდა გრძნობდეს უბრალოდ ვერბალურად  კი არა სხვა ფორმატში, საქმით, ზრუნვით... არ ვიცი ან მე ვარ ასეთი და მაგიტოც ვისთანაც მქონია ურთიერთობა ყველა ეგეთი აბეზარი იყო სითბოს და სიყვარულის გამოხატვაში, შეიძლება არაცნობიერად სწორედ ასეთებს ვეძებ? არ ვიცი, არ გამოვრიცხავ :givi:  იმის თქმა მინდა რომ დაშორებისას ეს არ იყო ის ფაქტორი რომელსაც ვერ ველეოდი, ამაზე მნიშვნელოვანი პუნქტები მაქვს ურთიერთობაში ვიდრე მუდმივად მიყვარხარ და ჩახუტებებია. თუმცა ჩახუტების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, დოზირებულად რა რომ ადამიანს დისკომფორტი არ შეუქმნა და არ დაახრჩო, მე სულ მაქვს ის განცდა რომ სხვებს ვაწუხებ, არ გამოვრიცხავ ისევ და ისევ ჩემი კომპლექსების ბრალი იყოს ეს დამოკიდებულება... აი კინოში ხელჩაკიდებული არ დავჯდები მარა შეიძლება ფეხები ჩავუდო კალთაში... ან არა, მოკლედ მე ვფიქრობ რომ ზრუნვით და ტონკად ნათქვამი/ ნაგრძნობი მიყვარხარ ბევრად მნიშვნელოვანია რა...

დაშორებისას ჩემმა პათოლოგმა ყოფილმა მკითხა რა დაგაკელი, ის რაც შენ გაქვს ქალები ისე კვდებიან კაცებისგან ვერ იღებენო, მაშინ 25 წლის ვიყავი მთლად საქმის კურსში ვერ ვიყავი ამ ამბების, მისი არგუმენტები რომ მოგესმინა მე ვიყავი მონსტრი რომელმაც ვერ შეირგო ხელის გულზე ტარება :lol: არა და არ იყო ეგრე...

Edited by cosmia

 

 

Share on other sites

9 minutes წინ, cosmia said:

არა და არ იყო ეგრე...

აი, ხო ხედავ, შენთვის პათოლოგია იყო ის, რაც იმისთვის იყო ნორმა. ამიტომ შენი სარგო ადამიანი გინდა ადამიანს, რომ ასეთი აცდენა არ მოხდეს.

 

ჩემს შვილში კი აღმოვაცენე ის რაც შეიძლება მე მაკლდა ბავშვობაში და ჩემი წყალობით, მის შვილს არ დააკლდება.

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი

@iaiameri

დედამ მითხრა მასე ბავშვობაში, რაღაცის სწავლაზე მიმითითებდა და არ ვუჯერებდი, მოდი გასწავლო, თორემ სულ ხომ არ გეყოლებიო და წლები დავიტანჯე, მეგონა რაღაც სჭირდა და მიმალავდა. მე არ ვიცი ხოლმე ბევრი მიყვარხარები, უფრო სხვა კუთხით 

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

3 minutes წინ, marguerite said:

მეგონა რაღაც სჭირდა და მიმალავდა

ჩვენს შორის კი უთქმელი არ არსებობს. იცოდა ადრე, ეს საქართველოდან მოყოლილი მავნებლობა, დედას არ უთხრა. არ მეუბნებოდა რაღაცეებს და მერე თავს იმართლებდა იმით, რომ არ გენერვიულა, არ გეუბნებოდი და მისთანები. მერე დავჯექით და ვიბაასეთ. რაღაცას თუ არ მეტყვი, გეტყვი, ამან მერე უფრო დიდი პრობლემა შეიძლება წარმოშვას, რადგან ჩვენ ერთმანეთის მეტი არავინ გვყავს, ისევ ჩვენი მოსაგვარებელია ორივეს პრობლემა . ამიტომ მეც ვამბობ ყველაფერს, შენც ამბობ ყველაფერს, ამაზე შევთანხმდით. ასე, რომ დამალული თემები არ გვაქვს. ასე უნდა იყოს ორ ადამიანს შორს, რომლებიც ერთ ოჯახში ცხოვრობენ, სულერთია შვილი და დედა იქნებიან, ცოლი და ქმარი, თუ ვინც არ უნდა იყოს.

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი

@iaiameri

მართალი ხარ. ეს ჯანსაღი ურთიერთობაა, მაშინ პატარა ვიყავი და ვინერვიულე. ისე კი, მეც არ ვეუბნები ხოლმე, რადგან არაადამიანურად ნერვიულობს ყველაფერს. მოკლედ, ინდივიდუალურია ასე თუ ისე მაინც

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

1 minute წინ, marguerite said:

მეც არ ვეუბნები ხოლმე,

მერე რომ წამოყოფს პრობლემა თავს, ის უფრო მეტკინება, იცის უკვე.

მაგალითად მთელი ბავშვობა დილით საღამოს, ვახსენებდი რომ კბილები უნდა დაეხეხა, გარდატეხის ასაკში ფოფოდიების დროს, თურმე წინა კბილებს იხეხავდა მარტო, ჩემს დასანახად ასე ვთქვათ, და უკანა კბილებს არა, ჰოდა 15  წლის ასაკში ერთი კბილი გაუფუჭდა. ექიმთან რომ მივედით, რადგან არასრულწლოვანი იყო, ექიმმა რა თქმა უნდა მე მისაყვედურა. გეფიცები ვიტირე. იმიტომ რომ ყოველდილა საღამოს ვეუბნებოდი, ყოველდილა საღამოს და მაინც ცუდი დედა გამოვედი. არაფერი მითქვამს მისთვის, უბრალოდ ვიცი რომ ჩემი ტირილები ძაან განიცადა. მას მერე არაფერის თქმა არ მჭირდება, იხეხავს.

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი

@iaiameri

შენ მართლა სუპერ დედა ხარ, დარწმუნებული ვარ.

დედაჩემი ემოციური და მშიშარაა, ამიტომ არ ვეუბნები, პრობლემის გადაჭრაზე ვარ ხოლმე ორიენტირებული.

 

მოკლედ ასაკობრივი სხვაობებიდან სად გადავხტი და 10 წელი ჩემთვის მაქსიმუმია, მხოლოდ ჩემზე დიდი, პატარას არც განვიხილავ, შვილივით ვუყურებ :lool:

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share