ფორუმელი Moor Posted 22 იანვარი, 2021 Posted 22 იანვარი, 2021 მაშნაარში სკვერი ორჯერ მოეწყო უხარისხოდ, რაშიც სიღნაღის ბიუჯეტიდან 30 000 ლარი დახარჯეს admin Fri, 01/22/2021 - 20:04 დაარსების დღიდან, 2019 წლის იანვრიდან, დღემდე შპს ჯიბიბის სიღნაღის მუნიციპალიტეტმა ჯამში 74,000 ლარი გადაურიცხა. მიუხედავად ორჯერ ჩატარებული ტენდერისა, სკვერი მაინც უხარისხოდ მოეწყო. მაშნაარის მოსახლეობას წლებია, წყალმომარაგების მოუგვარებელი პრობლემა აწუხებს. ფოტოზე: გიორგი გოგილაშვილი, სიღნაღის მერი. მაშნაარი სოფელია სიღნაღნის მუნიციპალიტეტში. Მისი მოსახლეობა 2014 წლის აღწერით 483 ადამიანს უდრის და ამჟამად საქობოს თემში შედის. მაშნაარში 2019 წლის მაისში 12,000 ლარად მოეწყო სკვერი. Აღნიშნული თანხა გამარტივებული შესყიდვის გზით გადაეცა კომპანიას, რომელმაც სკვერის ადგილას მხოლოდ 1 სასრიალო ატრაქციონი და რამდენიმე ძელსკამი დადგა. Მოსახლეობის უკმაყოფილების გამო სიღნაღის მუნიციპალიტეტმა ხელმეორედ გამოაცხადა ტენდერი აღნიშნული სკვერის მოსაწყობად. 30,315 ლარიან ტენდერში, რომელიც ეხებოდა საქობოს თემში, სოფელ მაშნაარსა და საქობოში სკვერების მოწყობას, უკონკურენტოდ გაიმარჯვა შპს ‘ჯიბიბიმ’. Ეს კომპანია სულ რაღაც 2019 წლის იანვარში დაარსდა და მისი მესაკუთრეა 1995 წელს დაბადებული, სოფ საქობოს მცხოვრები გიორგი სესიტაშვილი, ხოლო კომპანიის დირექტორია მამამისი ზაზა სესიტაშვილი. დღიდან დაარსებისაა ამ კომპანიას 4 ტენდერში აქვს მონაწილეობა, საიდანაც ორში გაიმარჯვა, მათ შორის ერთში, რომელიც ყველაზე მსხვილი ტენდერი იყო (30,315 ლ) უკონკურენტოდ გაიმარჯვა, ყველა შემთხვევაში შემსყიდველი სიღნაღის მუნიციპალიტეტი იყო. აგრეთვე სიღნაღის მუნიციპალიტეტმა სამჯერ გაუფორმა ამ კომპანიას გამარტივებული შესყიდვა, ჯამში 34,300 ლარის ღირებულების. 2019 წლიდან დღემდე ამ კომპანიას სიღნაღნის მუნიციპალიტეტისგან სულ მიღებული აქვს 74,015 ლარი. აღსანიშნავია რომ შპს ჯიბიბის მეპატრონე და დირექტორი, მამა-შვილი ზაზა და გიორგი სესიტაშვილები არიან ქართული ოცნების აქტიური მხარდამჭერები. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ისინი აქტიურად იყვნენ ჩართული საქობოს თემში ქართული ოცნების სასარგებლოდ ხმების მობილიზებაში. სიღნაღნის მუნიციპალიტეტმა 30,000 ლარი დახარჯა მაშნაარის სკვერის მოწყობაში. ამავდროულად უკვე წლებია, ამ სოფელს წყალმომარაგების პრობლემა აწუხებს. უხარისხოდ გაკეთებულ სკვერში მუნიციპალიტეტი წლებია, ათიათასობით ლარს იხდის. Სიღნაღის მუნიციპალიტეტის ფეისბუქ გვერდზე 2020 წლის 6 დეკემბერს გავრცელებულ ფოტოებში კარგად ჩანს, რამდენად დაბალია შპს ჯიბიბის მიერ შესრულებული სამუშაოების ხარისხი. Წყარო : CMR190096746 - სკვერის მოსაწყობი პირველი გამარტივებული შესყიდვა, 12,000 ლარი Შპს ჯიბიბი - 402114813 https://tenders.procurement.gov.ge/public/?lang=ge# - ტენდერების საიტი https://www.facebook.com/157323441128085/posts/1518156195044796/ - სკვერის ფოტოები მერიის საიტზე Language Georgian http://www.sadplan.ge/sites/default/files/2021-01/141735390_2870937459848352_1392167297247545810_o.jpgიანვარი 2021 2021 Author დავით მჟავანაძე Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა