ფორუმელი Moor Posted 22 იანვარი, 2021 Posted 22 იანვარი, 2021 ევროპარლამენტმა 20 იანვარს ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის, ასევე ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის განხორციელების შესახებ რეზოლუციები მიიღო. ორივე დოკუმენტში საქართველოც არის ნახსენები. რეზოლუცია ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის შესახებ მოუწოდებს მოსკოვს „შეწყვიტოს საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია“ და შეაჩეროს „ორივე რეგიონის დე ფაქტო ინტეგრაცია რუსეთის ადმინისტრაციაში“. დოკუმენტი ხაზს უსვამს ევროკავშირის ერთგულების მნიშვნელობას, მხარი დაუჭიროს პარტნიორების სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ასევე შეშფოთებას გამოხატავს საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების „დე ფაქტო ოკუპაციის“ გამო. აღნიშნავს რა რუსეთის „უარყოფით როლს რამდენიმე გაყინულ კონფლიქტში“, მათ შორის, საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში, დოკუმენტი „ხაზს უსვამს, რომ საჭიროა ევროკავშირმა გაააქტიუროს ქმედებები ე.წ. გაყინული კონფლიქტების მოგვარების საქმეში“, ასევე „გააძლიეროს კონფლიქტით დაზარებული მოსახლეობის, დევნილთა და ლტოლვილთა მხარდაჭერა“. თავის მხრივ, რეზოლუცია ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის შესახებ გმობს რუსეთის მიერ „უკრაინისა და საქართველოს დიდი ნაწილების“ მიმდინარე ოკუპაციას საერთაშორისო სამართლის დარღვევით. ის შეშფოთებას გამოხატავს აღმოსავლეთ სამეზობლოში კრემლის დეზინფორმაციული კამპანიების „უპრეცედენტო მასშტაბის“ გამო. წყარო: Civil.ge Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა