Jump to content
×
×
  • Create New...

აშშ-ს საგარეო პოლიტიკა გარდამავალ ეტაპზე: რას უნდა ველოდეთ ბაიდენის ადმინისტრაციისგან?


Recommended Posts

  • ფორუმელი
ნინო სამხარაძე

2020 წლის დრამატული საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში, საბოლოოდ, ჯოზეფ ბაიდენის მიერ დონალდ ტრამპის დამარცხებით დასრულდა. ახალი ადმინისტრაცია ახალ გარემოებებს ნიშნავს როგორც, ზოგადად, აშშ-ს საგარეო პოლიტიკისთვის, ისე კონკრეტულად საქართველოსთვისაც. წარმოდგენილი პოლიტიკის მემორანდუმი აქცენტს აკეთებს ტრადიციული ალიანსების აღდგენაზე, აშშ-ს მიღმა დემოკრატიული ღირებულებების ინტენსიურ გავრცელებაზე და ბაიდენის მოსალოდნელ ხისტ მიდგომაზე რუსეთის მიმართ. ყველა ჩამოთვლილი ასპექტი, შეიძლება, გავლენისმომხდენ ფაქტორად მივიჩნიოთ თბილისსა და ვაშინგტონს შორის სტრატეგიული ურთიერთობებისთვის. 

ბაიდენის „ამერიკის დაბრუნების“ (“America Back”) გეგმამ (Biden 2020; Manson and Weaver 2020), შესაძლოა, გახსნას ახალი შესაძლებლობები აშშ-ს ისეთი პატარა სტრატეგიული პარტნიორებისთვის, როგორიცაა საქართველო. დაზიანებული ტრანსატლანტიკური ურთიერთობების აღდგენა თბილისს შესაბამის სტაბილურობას მოუტანს იმისთვის, რომ თავისი წვლილის შეტანა დასავლურ უსაფრთხოების დღის წესრიგში შეუფერხებლად გააგრძელოს. გარდა ამისა, საქართველოს შეუძლია, ისარგებლოს ბაიდენის ადმინისტრაციის ახალი გეგმით, რომელიც აშშ-ს საზღვრებს მიღმა დემოკრატიის გავრცელების გააქტიურებას ეხება, რაც, დიდი შანსია, გახდეს წინაპირობა კიდევ უფრო გაღრმავებული თანამშომლობისთვის კონკრეტულად დემოკრატიზაციის კონტექსტში (Biden 2020). და ბოლოს, ბაიდენის ბოლოდროინდელი კონფრონტაციული პოზიციის გათვალისწინებით, რომელსაც ის პერიოდულად კრემლის მიმართ აფიქსირებს, საქართველოს შეუძლია კიდევ უფრო წინ წამოწიოს თავისი, როგორც სანდო პარტნიორის როლი რუსეთის საზღვარზე, რაც, თავის მხრივ, შეიძლება გახდეს ორ სახელმწიფოს შორის გაღმავებული თანამშრომლობის საფუძველი  უსაფრთხოების და თავდაცვის სფეროებში.

 

ნახვა გადმოწერა

 

 

The post აშშ-ს საგარეო პოლიტიკა გარდამავალ ეტაპზე: რას უნდა ველოდეთ ბაიდენის ადმინისტრაციისგან? appeared first on GIP.

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share