Jump to content
×
×
  • Create New...

აშშ - ანუ რა ხდება რომში?


Jimmy
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

ეს რას ნიშნავს ლორდებო?! :scratch:

 

https://news.yahoo.com/eu-moves-reintroduce-covid-travel-140645729.html?guccounter=1&guce_referrer=aHR0cHM6Ly93d3cuYmluZy5jb20v&guce_referrer_sig=AQAAAJWlyQomv2H2j56tmXds9Ni_tu6dUmdNiRSI9AymiLEAa4ObMwuVXavHhGVHaeRaYAcFAcyUtW71fo6YI5YpGNC093AUCrMRFGM3_lXZUdXnxvI7Pkii8vmCKQofuSDpA9_jaQsUPdeT_UEFlOdspAHmUopqR5-iDPR7RP4_GSPF

 

EU moves to reintroduce COVID travel curbs on U.S. -diplomats

 
 
 
 
 
Fri, August 27, 2021, 4:06 PM·1 min read
 
 

BRUSSELS (Reuters) -The European Union on Friday moved to reinstate COVID travel restrictions like quarantine and testing requirements for unvaccinated citizens of the United States and five other countries, two diplomats told Reuters.

EU countries started a procedure to remove the United States from a list of countries whose citizens can travel to the 27-nation bloc without additional COVID restrictions.

The non-binding list currently has 23 countries on it, including Japan, Qatar and Ukraine, but some of the 27 EU countries already have their own limits on U.S. travellers in place.

 

One diplomat said other countries that would be removed from the safe travel list were Kosovo, Israel, Montenegro, Lebanon and North Macedonia.

The decision on new EU travel restrictions for foreigners would become final on Monday should no EU country object, the sources, as well as two more EU officials, added.

The list is compiled on the basis of COVID-19 situation in each country, as well as reciprocity.

Despite EU calls, the United States does not allow European citizens to visit freely and the bloc has been divided between those pushing for equal treatment and those more reliant on tourism and reluctant to restrict U.S. travellers.

Share on other sites

  • ფორუმელი

აიცერი-რითი გინდა,
აიცერი-სულერთია რამდენი კვირაა გასული პირველი აცრიდან,
აიცერი-სულერთია რა ქრონიკული დაავადება გაქვს,
აიცერი-თუ გქონდა კორონა, თუნდაც ორი/სამი კვირის შემდეგ,
აიცერი-ორსული ხარ თუ ბავშვს კვებავ,
აცერი ბავშვი,რითიც გინდა,სულერთია რამდენი წლისაა...

ეს,რა პოლიტიკაა?! ;(
 

Share on other sites

5 საათის წინ, NataNostalgia said:

ეს რას ნიშნავს ლორდებო?!

აშშ როგორც გვექცევა ჩვენც ეგრე მოვიქცევითო სენიორა,

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

დასაწყისი აგერ

https://bade.ge/topic/396-ashsh-anu-ra-khdeba-romshi/page/253/?tab=comments#comment-85087

იყო და არა იყო რა, იყო ერთი ფრიად ექსცენტრიული ბანკირი მონტეგიუ ნორმანი. გამოირჩეოდა ფრიად ექსტრავაგანტული გამონათქვამებით წიპა "ჩვენი იმპერია მსოფლიოს იპყრობს და ჩვენ ჩვენს ხელისუფლებას ვერ მოვაცდენთ ისეთ სისულელეებზე როგორიცაა კოლონიების საქმეები" და საქციელებით, ბოლოს როგორც ბაბუამისი გახდა "Bank of England"ის მმართველი. ცნობილი იყო როგორც "ევროპის სავალუტო დიქტატორი". მეგობრობდა იალმარ შახტთან და ორივე შედიოდა "Anglo-German Fellowship"ში. როგორც ამბობენ სწორედ მონტეგიუ ნორმანის გამოძვრენილია შახტი ნიურნბერგის პროცესიდან. არადა როგორ გინდა გამოაძვრინო ბანკირი რომელიც აფინანსებდა ნაციზმს? მან ეს შეძლო.

როდესაც იანკებმა მოიპოვეს გამარჯვება მეორე მსოფლიო ომშI და დაიწყეს ექსპანსია ევროპაში, სწორედ ზემოხსნებული მონტეგიუ ნორმანის პირით გამოუცხადეს რომ უცხოური კაპიტალი აღარ დაიშვება ბრიტანეთის იმპერიის ბაზარზე. არადა იმ დროს ეს მსოფლიოს ეკონომიკის 25%ია. კაროჩე ამერიკელებს უთხრეთ მოკიდეთ თქვენს ლიკვიდურ აქტივებს ხელი და აუდეთ აქედანაო. სწორედ ამ ნაბიჯმა გამოიწვია დიდი დეპრესია. თუ როგორ აეწყო იმ ხალხის ბედი რომელიც ოდესღაც მიდიოდა "პრინსტონიდან მონპარნასამდე" ყველაზე კარგად სჩანს ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის ნოველა "Babylon Revisited"ში.

ამერიკელ ბიზნესმენებს გაუჭირდათ. რა ქნან რას ეტაკონ არ იციან, ზოგი ჩინეთს ეტაკა (შანხაის ეკონომიკური ზონის ამბები და ყოფილი КВЖД ტერიტორია), მაგრამ ჩინეთიდან კუდი ამოუძუეს. აფრიკაში ამერიკა ვერ შევიდა, ინდოეთში წემ ბოლეე, დარჩა ერთი ღარიბი, მაგრამ ამბიციური ქვეყანა, ღარიბი მაგრამ ამბიციური, ულვაშიანი ლიდერით რომელსაც ბავშვობაში სოსოთი მოიხსენიებდნენ.

ადრე ბაბუა მიყვებოდა ლეგენდას თუ როგორ შეიქმნა კვების მრეწველობა სსრკში. სტალინის დავალებით ანასტას მიქოიანი ჩავიდა ამერიკაში, დადიოდა და ყიდულობდა რეცეპტებს, ქარხნებს და ჩამოჰყავდა ტექნოლოგები. თუ როგორ შეიქმნა ცნობილი "საექიმო" ძეხვი, მაიონეზი "პროვანსალი" და ა.შ. რომლებსაც სავარაუდოდ ამერიკაში სხვა სახელები ერქვა. ბაბუა იმასაც მიყვებოდა რო დაჟე ტუშონკის წარმოების ტექნოლოგიაც კი ამერიკელების შემოტანილი იყოო. მე დებილმა ვიკითხე რო რატო ჩვენი მთავრობა არ მიდის და რამეს არ ყიდულობს თქო :D და მიპასუხა რო იმათო ნება მისცეს ყიდვის ეტყობაო.

ასე შეიქმნა მძიმე ინდუსტრია (სერგო "ჩვენი დამაქცევარი" ორჯონიკიძის თამადობით), რკინიგზა (კაგანოვიჩი), კვების მრეწველობა (მიქოიანი) და ა.შ. უამრავი ამერიკელი ტექნოლოგი თავისი ქარხნებით, ტექნოლოგიებით, კაპიტალით შევიდა და 1931 წლიდან 1937 წლამდე წავიდა და წავიდა სსრკს ინდუსტრიალიზაცია. ტემპი იმდენად მაღალი იყო რომ არას დაგიდევდნენ სპეციალისტების კვალიფიკაციას ოღონდ ეს ყველაფერი აეთვისებინათ. შედეგად თუ 30 წლამდე რეალურად განვითარებული ინდუსტრია მხოლოდ უკრაინის ნაწილშI იყო (ესეც მეფის რუსეთის დროიდან) ეს მთელს ქვეყანას მოედო.

მოგეხსენებათ კომუნისტები გერმანელების მიერ ავტორიზებული მატარებლით შემოვიდა. ცხადია უდიდესი ალბათობით შვეიცარიაში მათმა დიდმა ნაწილმა უკვე გაიარეს შესაბამისი ფილტრაცია გერმანული სამსახურების მიერ. ხოლო მას შემდეგ რაც ამერიკული კაპიტალი შემოვიდა ცხადია ამერიკელების და ბრიტანელების უკმაყოფილეა გამოიწვია გერმანულმა კადრებმა. ამიტომ ჯერ 35 წლის ამბები დაიწყო და 38 წლამდე გადაასუფთავეს გერმანული კადრები თვით შინსახკომიდან და პარტიიდან კი. ზედ მიაყოლეს ყველა ვისაც კი კავშირი ან შემხებლობაც კი ჰქონდა ევროპელებთან და არათუ შეხება არამედ გახედვაც კი აეკრძალათ.

თუ გადავხედავთ პოპულარულ სიმღერებს საინტერესო კანონზომიერებას დავინახავთ. სტალინის რეალურ ხელისუფლებაში მოსვლამდე ანუ 1931 წლამდე სსრკში ყველაზე პოპულარულია ჯაზი, თან მის გერმანულ ვარიანტში. უშვებენ გერმანულ და შიგადაშიგ ფრანგულ ფილმებს (მაგალითად ფილმი პეტერი) და თვითონ იღებენ ანალოგებს. ლიონია უტიოსოვი იგივე ლაზარ ვაისბეინი არის ახალი ჟანრის, ოდესური ნახევრად კრიმინალური, ნახევრად ბურჟუაზიული ჯაზის ფუძემდებელი რომელსაც უსმენენ მოსკოვში, ლენინგრადში, კიევში. ამავდროულად პირდაპირ ევროპიდან ერთვებიან პიოტრ ლეშჩენკო და ტიფლისის ოპერიდან გამოგდებული :D შალიაპინი. ჩვენთან ჯერ ჯაზი არაა შემოსული, გვიან შემოვა. ჯერ ისევ ფოლკლორი და ოპერა რულამს რაც ჩვენი რეზისტენტობის ნიშანია.

რა ხდება ამერიკულ კულტურაში? რეალურად ამერიკულმა ელიტამ შეძლო პროცესის გადაჭერა, ჯერ თავისიანები გადაიბირა, მერე პრაქტიკულად რაღაცა ნიუ ორლეანური და ცინცინატური უბანძესი ჟანრებიდან შექმნა ჯაზი და გოსპელი, რითიც იმ პერიოდში (განსაკუთრებით ჯაზით) ევროპაშიც კი გადავიდა შეტევაზე. დეპრესიის შემდეგ წარმოიშვა ისეთი ამერიკული ჟანრები როგორიცაა სვინგი, ლინდიჰოპი და ა.შ. გაჭირვებულ ევროპელ ხალხში ჯაზმა იმ დონეზე გავრცელება ჰპოვა რომ თუ 20იანებში ამერიკელები საფრანგეთში ჩადიოდნენ ზოგიერთი ფრანგი და ბელგიელი 30იანების შუაში ამერიკაში ჩადიოდა (მაგალითად ჯანგო რეინჰარდტი)

ცალკე საკიტხია ამერიკელეის ჩარევა გერმანიაში. თვით ჰიტლერის პირველი დამფინანსებელი გახლდათ ამერიკელი კაპიტანი ტრუმენ სმიტი, შემდეგომ მისი დაფინანსებით გავიდა გერმანელ-ამერიკელ ბიზნესმენზე ერნსტ ჰანფშტენგლზე, რომელმაც ერთი უნიჭო ავსტრიელი მხატვარი გაიყვანა ბავარიულ ოჯახებზე. მის გაცნობამდე ადოლფ ჰიტლერი გახლდათ ერთი ხელმოცარული მხატვარი რკინის ჯვრით და პოსტ-ტრავმული სინდრომით. სწორედ ამერიკელეის დამსახურებაა ერთი არაფრისმქონე, უვიცი არესტანტის გაცნობა შესაბამის ოჯახებთან რომლის შემდეგაც ერთი ავსტრიელი ხელმოცარული ჯარისკაცი, საშუალოზე ოდნავ უკეთესი მხატვარი გადაიქცა გერმანიის ფიურერად.

გერმანულ არისტოკრატია მწარედ ახსოვდა ბალფურის დეკლარაცია და ძალიან ინტეგრირეული გერმანელი ებრაელების მიერ ბალფურის დეკლარაციის გამო ჩაცემული მახვილი.

ღრუბლები იქუფრება და დგება 1936 წელი. ესპანეთის თავზე უღრუბლო ზეცაა.

ფლეილისტი გამომრჩა და დავდებ კაი 20იანი-30იანების ფლეილისტს.

ფლეპერეის მუზონეი

ნაღდი ჯაზის საწყისები  - რეგი(იამაიკური ფარჩაკობა არ გეგონოთ სუფთა სამხრეთულია) ,  დიქსილენდი

ეს დენი კეის და ლუი არმსტრონგის შარჟია მარა ისე ეს მუსიკა დიქსილენდია.

 

20იანეის ნამდვილი ამერიკული ჯაზი

იტალიელების შემოტევა ჯაზში

 

საბჭოთა კავშირი

საფრანგეთი

გერმანია

გურჯისტან მოი გურჯისტან.

Edited by t-90
I killed my master. Why did he then give me a weapon?"

Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords.

შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098

Why carry a gun? Because 1911 > 911.

t90a.sarahah.com
Share on other sites

  • ფორუმელი

გალაქტიონის ლექსი ჩვენ თემასთან დაკავშირებით

აგერ ინგლისი იწვევს საფრანგეთს
მას უნდა შექმნას ფრონტი მთლიანი
ვის წინააღმდეგ? ისევ შტატების.
„ლუმანიტე“ სწერს: ბრმა და გვიანი
უნდა იყო, რომ ვერ დაინახო
ამ თანხმობაში, ბრძოლის დამდეგი
პასუხი ზღვაზე გაბატონების,
ფაკტი, შტატების წინააღმდეგი.
გერმანია კი უკმაყოფილო
ინგლისისა და ფრანგების შორის
შეთანხმებაში თავის თავისთვის
არგამოსადეგს ხედავს კომპრომისს
ეს შეთანხმება გააძლიერებს
ახალ აღრევებს, ყველას ჰგონია,
და საგარეო პოლიტიკის თვალს
იწვევს იქ, სადაც ვაშინგტონია.
I killed my master. Why did he then give me a weapon?"

Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords.

შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098

Why carry a gun? Because 1911 > 911.

t90a.sarahah.com
Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
11 minutes წინ, Eric said:

:gigi: ამას აღარ მოველოდი

 

 

აუ სულ მერევა ეგ ქ და კ. ვიცი ხო :D

ისე გენიოსი რო ხარ ყველაფერში გენიოსი ხარ რა რო მოინდომებ :D

Edited by t-90
I killed my master. Why did he then give me a weapon?"

Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords.

შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098

Why carry a gun? Because 1911 > 911.

t90a.sarahah.com
Share on other sites

  • ფორუმელი
1 საათის წინ, t-90 said:

ისე გენიოსი რო ხარ ყველაფერში გენიოსი ხარ რა რო მოინდომებ :D

ბრავო, ბრავო ბატონო ტანკ, - აუ რა გიმუშავიაა !! :gigi:

 

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

ვიზიტორი
თემა დაიხურა!
 Share