ფორუმელი Moor Posted 21 იანვარი, 2021 Posted 21 იანვარი, 2021 ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ლიდერმა, ანატოლი ბიბილოვმა 20 იანვარს ყოფილი „პრემიერ-მინისტრი“ ერიკ ფუხაევი „პრეზიდენტის სახელმწიფო მრჩევლად“ დანიშნა. ფუხაევმა „პრემიერ-მინისტრის“ პოსტი 2020 წლის 28 აგვისტოს, ფართომასშტაბიანი ქუჩის აქციების საპასუხოდ დატოვა, რომელიც რეგიონის „შინაგან საქმეთა მინისტრის“ იგორ ნანიების მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებული ინალ ჯაბიევის გარდაცვალების გამო იმართებოდა. ფუხაევის გადადგომას იმავე დღეს „მთავრობის“ დათხოვნის თაობაზე ბიბილოვის გადაწყვეტილება მოჰყვა. წყარო: Civil.ge Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა