ფორუმელი Moor Posted 21 იანვარი, 2021 Posted 21 იანვარი, 2021 საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, 21 იანვარს გამართულ მთავრობის სხდომაზე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი კვლავ პირველ ვიცე-პრემიერად დანიშნა, ვიცე-პრემიერად გახარიამ საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანსაც ჩააბარა. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მთავრობის სამოქმედო გეგმის მნიშვნელოვანი მიმართულებები პოსტკოვიდური ეკონომიკური აღდგენა, ეკონომიკის სტრუქტურული რეფორმირება, დეოკუპაცია, სტრატეგიულ პრტნიორებთან ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება და 2024 წლისთვის ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე განაცხადის გაკეთებაა. მაია ცქიტიშვილს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტი 2018 წლის აპრილიდან უკავია. ამ პერიოდის განმავლობაში იგი ვიცე-პრემიერის პოსტზეც მსახურობს. უფრო ადრე, 2012-2018 წლებში, იგი მთავრობის ადმინისტაციას ხელმძღვანელობდა. 2018 წელს, საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნამდე კარიერული დიპლომატი დავით ზალკალიანი 2012-2014 წლებში საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე იყო. 2015-2016 წლებში ზალკალიანი ლევან მიქელაძის სახელობის ფონდში, აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე მსახურობდა. 2016 წელს მან კვლავ საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის პოსტი დაიკავა. ასევე წაიკითხეთ: ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე, პარლამენტმა ახალი მთავრობის ძველი შემადგენლობა დაამტკიცა წყარო: Civil.ge Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა