Jump to content
×
×
  • Create New...

ზურაბ პოლოლიკაშვილი მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურად მდივნად მეორედ აირჩიეს


Recommended Posts

  • ფორუმელი

ზურაბ პოლოლიკაშვილი 19 იანვარს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) გენერალურ მდივნის თანამდებობაზე 2022-2025 წლებისთვის ხელმეორედ აირჩიეს.

პოლოლიკაშვილმა, რომელიც ამ პოსტზე საქათველომ წარადგინა ორგანიზაციის 113-ე სხდომაზე აღმასრულებელმა საბჭომ ფარული კენჭისყრით ხმების 76%-ით აირჩია. მისი კონკურენტი ბაჰრეინის სამეფოს მიერ ნომინირებული კანდიდატი შაიხა მაი ბინთ მოჰამედ ალ ხალიფა იყო.

აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილება დასამტკიცებლად გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეას 24-ე სესიაზე წარედგინება, რომელიც მაროკოში წლის ბოლოს გაიმართება.

„ეროვნული ინტერესების დღის წესრიგის სათავეში ტურიზმის დაყენება მნიშვნელოვან როლს შეასრულებს, რამდენადაც  ჩვენ ერთობლივად ვცდილობთ [კოვიდ-19-ის პანდემიის] კრიზისიდან გამოსვლას“, – დაწერა  Twitter-ზე პოლილიკაშვილმა ხელახლა არჩევამდე.

The #UNWTO Executive Council has voted for Secretary-General @pololikashvili to lead #UNWTO for four more years, with Members backing his vision for the ‘restart and rethink’ of tourism.

The election concluded the 113 #UNWTOEC where we advance and lead the #RestartTourism. pic.twitter.com/OpSa8spdN5

— World Tourism Organization (@UNWTO) January 19, 2021

2018 წელს, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივნად არჩევამდე, პოლოლიკაშვილი 2012-2017 წლებში ესპანეთში საქართველოს ელჩი იყო. უფრო ადრე, 2009-2010 წლებში იგი ეკონომიკის მინისტრი იყო, 2005-2006 წლებში კი – მას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტი ეკავა.

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია გაეროს სპეციალიზებული სააგენტოა, რომელიც პასუხისმგებლიანი, მდგრადი და საყოველთაო ტურიზმის პოპულარიზაციაზეა პასუხისმგებელი. ორგანიზაცია 159 ქვეყანის, 6 ასოცირებული და 500 აფილირებული წევრისგან შედგება,რომლებიც კერძო სექტორს, საგანმანათლებლო ინსტიტუტებს, ტურიზმის ასოციაციებსა და ადგილობრივ ტურისტულ ორგანოებს წარმოადგენენ.

წყარო: Civil.ge

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   148 all people including: 0 წევრი, 1 ანონიმური, 147 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(16)
    • Facebookexternalhit(17)
    • Googlebot(3)
    • YandexBot(4)