ფორუმელი Moor Posted 21 იანვარი, 2021 Posted 21 იანვარი, 2021 ზურაბ პოლოლიკაშვილი 19 იანვარს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) გენერალურ მდივნის თანამდებობაზე 2022-2025 წლებისთვის ხელმეორედ აირჩიეს. პოლოლიკაშვილმა, რომელიც ამ პოსტზე საქათველომ წარადგინა ორგანიზაციის 113-ე სხდომაზე აღმასრულებელმა საბჭომ ფარული კენჭისყრით ხმების 76%-ით აირჩია. მისი კონკურენტი ბაჰრეინის სამეფოს მიერ ნომინირებული კანდიდატი შაიხა მაი ბინთ მოჰამედ ალ ხალიფა იყო. აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილება დასამტკიცებლად გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეას 24-ე სესიაზე წარედგინება, რომელიც მაროკოში წლის ბოლოს გაიმართება. „ეროვნული ინტერესების დღის წესრიგის სათავეში ტურიზმის დაყენება მნიშვნელოვან როლს შეასრულებს, რამდენადაც ჩვენ ერთობლივად ვცდილობთ [კოვიდ-19-ის პანდემიის] კრიზისიდან გამოსვლას“, – დაწერა Twitter-ზე პოლილიკაშვილმა ხელახლა არჩევამდე. The #UNWTO Executive Council has voted for Secretary-General @pololikashvili to lead #UNWTO for four more years, with Members backing his vision for the ‘restart and rethink’ of tourism. The election concluded the 113 #UNWTOEC where we advance and lead the #RestartTourism. pic.twitter.com/OpSa8spdN5 — World Tourism Organization (@UNWTO) January 19, 2021 2018 წელს, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივნად არჩევამდე, პოლოლიკაშვილი 2012-2017 წლებში ესპანეთში საქართველოს ელჩი იყო. უფრო ადრე, 2009-2010 წლებში იგი ეკონომიკის მინისტრი იყო, 2005-2006 წლებში კი – მას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტი ეკავა. გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია გაეროს სპეციალიზებული სააგენტოა, რომელიც პასუხისმგებლიანი, მდგრადი და საყოველთაო ტურიზმის პოპულარიზაციაზეა პასუხისმგებელი. ორგანიზაცია 159 ქვეყანის, 6 ასოცირებული და 500 აფილირებული წევრისგან შედგება,რომლებიც კერძო სექტორს, საგანმანათლებლო ინსტიტუტებს, ტურიზმის ასოციაციებსა და ადგილობრივ ტურისტულ ორგანოებს წარმოადგენენ. წყარო: Civil.ge Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა