ფორუმელი Moor Posted 21 იანვარი, 2021 Posted 21 იანვარი, 2021 2020 წლის აგვისტოდან 2021 წლის 17 იანვრამდე პერიოდში საქართველოდან ექსპორტის სახით 35.4 ათასი ტონა მანდარინი გავიდა, რამაც ქვეყანას 17.3 მილიონი დოლარი მოუტანა. ეს 6.3 ათასი ტონით და 2.3 მილიონ დოლარით მეტია, ვიდრე შარშან. ქართული მანდარინი, რომელიც დასავლეთ საქართველოში – სამეგრელო, აჭარა, გურიაში ხარობს, უმეტესწილად რუსეთში გააქვთ. წელს მანდარინის თითქმის 60 პროცენტი (20.5 ათასი ტონა) სწორედ რუსეთში გაიტანეს. შემდეგ ადგილზე სომხეთია – ქართული მანდარინის რვა პროცენტი (7.6 ათასი ტონა) სომხეთში წავიდა, ხოლო 15 პროცენტი – უკრაინაში უმნიშვნელო რაოდენობით ქართული მანდარინი გადის სხვა ქვეყნებში, მათ შორის, ევროკავშირის ქვეყნებშიც – მოლდოვაში, თურქმენეთში, ბელორუსიაში, ყაზახეთში, ლიეტუვაში, სლოვენიაში, ტაჯიკეთში, ყირგიზეთში, აზერბაიჯანში, აშშ-სა და გერმანიაში. ოფიციალური მონაცემებით, საშუალოდ საქართველოში ყოველწლიურად 60-65 ათასი ტონა ციტრუსი მოდის. აქედან, ექსპორტზე დაახლოებით ნახევარი გადის. ______________________________ FAOSTAT-ის 2016 წლის მონაცემებით, საქართველო მსოფლიოს მანდარინის მწარმოებელ 73 ქვეყანას შორის წარმოების მოცულობის მიხედვით 30-ე ადგილზეა; მანდარინის მწარმოებელ ქვეყნებს შორის, საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე; საქართველოში მანდარინის წარმოება საკმაოდ ცვალებადია, რაც ძირითადად კლიმატურ პირობებთან ერთად მეწლეურობაზეც არის დამოკიდებული. აღსანიშნავია, რომ თითქმის ყოველ მეორე წელს კარგი/ცუდი მოსავალია; ბოლო წლების რეკორდული მაჩვენებელი 2005 წელს დაფიქსირდა, როცა 113.4 ათას ტონა მანდარინის წარმოება მოხდა ქვეყანაში; ციტრუსის დაახლოებით 70% იწარმოება აჭარაში. შემდგომ მოდისგურია (22.4%), სამეგრელო (5.6%) და იმერეთი (0.5%); საქართველოში ციტრუსოვანი კულტურების უმეტესი ნაწილი მანდარინზე მოდის (დაახლოებით 92%). _____________________________________ ● საქართველოს ეკონომიკა ოქტომბრის თვეში 3.9%-ით შემცირდა ● საქსტატის ახალი მონაცემები: საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი 314.9 ლარია ● აშშ საქართველოში უცხოური ინვესტიციების მოზიდვას დააფინანსებს წყარო: JAMnews Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა