ფორუმელი Moor Posted 20 იანვარი, 2021 Posted 20 იანვარი, 2021 საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის უმსხვილესი ჰიდროელექტროსადგური – ენგურჰესი სარეაბილიტაციო-სარემონტო სამუშაოების მიზნით 20 იანვრიდან დაახლოებით სამი თვით გაჩერდება. უწყების ცნობით, სადგურის კომპლექსური სარემონტო და სარეაბილიტაციო სამუშაოები ბოლოს 15 წლის წინ განხორციელდა. რეაბილიტაციის პროექტის სრული ღირებულება 45 მლნ ევროა, საიდანაც 7 მლნ ევრო ევროკომისიის გრანტია, 38 მლნ ევრო კი – ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის საფინანსო რესურსი. სარეაბილიტაციო სამუშაოებს ქართული, თურქული და გერმანული კომპანიები განახორციელებენ. სარემონტო სამუშაოებისთვის ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდი სპეციალურად შეირჩა, ვინაიდან ამ დროს ენგურჰესში წყლის რესურსი მინიმალურია. სარეაბილიტაციო პროექტის მთავარი კომპონენტი სადერივაციო გვირაბის შეკეთებაა. აგრეგატებს წყალსაცავიდან წყალი სწორედ მისი მეშვეობით მიეწოდება. შესაბამისად, როგორც სამინისტრო აცხადებს, გვირაბის დასაცლელად და სარემონტო სამუშაოების საწარმოებლად ჰიდროელექტროსადგურის სრულად გაჩერებაა საჭირო. ენგურჰესის 271.5 მეტრი სიმაღლის ბეტონის თაღოვანი კაშხალი ადმინისტრაციული საზღვრის თბილისის კონტროლირებად მხარეს მდებარეობს, ხოლო მისი ხუთი გენერატორი გალის რაიონში ოკუპირებული აფხაზეთის მხარესაა. სარეაბილიტაციო სამუშაოები ოკუპირებული აფხაზეთის ენერგომომარაგებას რთულ ვითარებაში აყენებს, ვინაიდან რეგიონი სრულად ენგურჰესის მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიაზეა დამოკიდებული. 2019 წლის მდგომარეობით, ენგურჰესიდან გამომუშავებული ელექტროენერგიის 48% მიდის აფხაზეთში, ხოლო 52%-ს დანარჩენი საქართველო იღებს. აფხაზეთის ლიდერმა ასლან ბჟანიამ 2020 წლის ნოემბერში განაცხადა, რომ ენგურჰესის სარემონტო სამუშაოების პერიოდში რეგიონს ელექტროენერგიით მოსკოვი მოამარაგებს. ასევე წაიკითხეთ: მოსკოვმა ოკუპირებული აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის მიწოდება დაიწყო წყარო: Civil.ge Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა