Jump to content
×
×
  • Create New...

საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2020 წელს


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 20 იანვარს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, 2020 წელს საქართველოს საგარეო ვაჭრობა, წინა წელთან შედარებით, 14.8%-ით შემცირდა და 11.3 მლრდ აშშ დოლარი გახდა.

2020 წელს, ექსპორტის მოცულობა, წინა წელთან შედარებით, 12.0%-ით – 3.3 მლრდ აშშ დოლარამდე შემცირდა, იმპორტის მოცულობამ კი – 15.9%-ით იკლო და 8 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. უარყოფითი სავაჭრო ბალანსმა 4.7 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.

საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტის მაჩვენებელი 13%-ით შემცირდა და 718.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ევროკავშირიდან იმპორტის მოცულობა კი – 17.2%-ით შემცირდა და 1.9  მლრდ აშშ დოლარი გახდა.

2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, ექსპორტი დსთ-ის ქვეყნებში 24.5%-ით შემცირდა და 1.5 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტის მაჩვენებელი 1.8%-ით შემცირდა და 2.3 მლრდ აშშ დოლარი გახდა.

2001geostat.pngწყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

2020 წელს 1.6 მლრდ აშშ დოლარით თურქეთი კვლავ საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად რჩება, შემდეგ მოდის რუსეთი, ჩინეთი, აზერბაიჯანი და აშშ, 1.3 მლრდ, 1.2 მლრდ, 934.5 მლნ და 620.9 მლნ აშშ დოლარით.

მათ მოჰყვება: სომხეთი – 610 მლნ აშშ დოლარით; უკრაინა – 607.2 მლნ აშშ დოლარით; გერმანია – 466.9 მლნ აშშ დოლარით; ბულგარეთი – 422.7 მლნ აშშ დოლარით და იტალი – 216 მლნ აშშ დოლარით.

2001geostat1-1.pngწყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

476.3 მლნ აშშ დოლარით ექსპორტის კუთხით საქართველოს უმსხვილესი პარტნიორი ჩინეთია. შემდეგ მოდის აზერბაიჯანი, რუსეთი, ბულგარეთი და უკრაინა, 441.3 მლნ, 441 მლნ, 312.4 მლნ და 217.4 მლნ აშშ დოლარით.

იმპორტის კუთხით საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი, რუსეთი, ჩინეთი, აშშ და აზერბაიჯანი, 1.4 მლრდ, 887.2 მლნ, 708.7 მლნ, 540.9 მლნ და 493.2 მლნ აშშ დოლარით.

2020 წელს, უმსხვილესი საექსპორტო ჯგუფი 729.4 მლნ აშშ დოლარით სპილენძის მადნები და კონცენტრანტები იყო. შემდეგ მოდის მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი იყო – 404.1 მლნ აშშ დოლარი; ფეროშენადნობები – 247.3 მლნ აშშ დოლარი; ღვინო – 210.3 მლნ აშშ დოლარი; სპირტიანი სასმელები – 132.2 მლნ აშშ დოლარი; მინერალური წყლები – 116.6 მლნ აშშ დოლარი; სამკურნალო საშუალებები – 99.1 მლნ აშშდოლარი; ოქრო – 97.6 მლნ აშშ დოლარი; თხილი – 94 მლნ აშშ დოლარი; ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები – 90 მლნ აშშ დოლარი; დანარჩენი საქონელი – 1.1 მლრდ აშშ დოლარი.

2020 წელს მსუბუქი ავტომობილები 759.5 მლნ აშშ დოლარით საიმპორტო სიის სათავეშია. შემდეგ მოდის სპილენძის მადნები და კონცენტრანტები – 533.5 მლნ აშშ დოლარი; ნავთობი და ნავთობპროდუქტები – 498.5 მლნ აშშ დოლარი; სამკურნალო საშუალებები – 327.1 მლნ აშშ დოლარი; ნავთობის აირები – 294.6 მლნ აშშ დოლარი; მობილური ტელეფონები – 164.7 მლნ აშშ დოლარი; ხორბალი – 108.0 მლნ აშშ დოლარი; სიგარეტი – 88.9 მლნ აშშ დოლარი; ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები – 77.1 მლნ აშშ დოლარი; სატვირთო ავტომობილები – 72 მლნ აშშ დოლარი; დანარჩენი საქონელი – 5.1 მლრდ აშშ დოლარი.

ასევე წაიკითხეთ:

წყარო: Civil.ge

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share