Jump to content
×
×
  • Create New...

მედია: ოკუპირებულ ცხინვალში მცხოვრებმა მალხაზ ვანიშვილმა თვითმკვლელობა სცადა


Recommended Posts

  • ფორუმელი

მედიის ცნობით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მცხოვრებმა მალხაზ ვანიშვილმა, რომელმაც 2020 წლის დეკემბერში ცხინვალის ე.წ. „მოქალაქეობა“ მიიღო, 19 იანვარს თვითმკვლელობა სცადა.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ვანიშვილი ცხინვალის საავადმყოფოში გუშინვე გადაიყვანეს და ამჟამად მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. უწყების განცხადებით, მომხდარ ამბავზე ქართულმა მხარემ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზი გაააქტიურა და მუდმივ კავშირზეა საოკუპაციო რეჟიმთან.

მალხაზ ვანიშვილი (კურტაევი) სოფელ ხურვალეთის მკვიდრის, დათა ვანიშვილის შვილიშვილია, რომლის საცხოვრებელი სახლიც 2013 წელს საოკუპაციო მავთულხლართების მიღმა აღმოჩნდა.

„რადიო თავისუფლების“ ცნობით, მალხაზ ვანიშვილს რუსეთ-საქართველოს ორმაგი მოქალაქეობა ჰქონდა და იგი ძირითადად პაპასთან ცხოვრობდა, თუმცა ეთნიკურად ქართველი ცოლის მოყვანისა და რუსი „მესაზღვრეების“ მხრიდან ზეწოლის გამო, საცხოვრებლად ხურვალეთის არაოკუპირებულ ნაწილში გადმოვიდა.

ვანიშვილი ბოლოს 8 თვის ფეხმძიმე მეუღლესთან, თათია ადიკაშვილთან ერთად ოკუპირებულ რეგიონში გასული წლის დეკემბრის დასაწყისში გადავიდა, სადაც წყვილი საკარანტინო ზონაში გადაიყვანეს. 17 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ საოკუპაციო რეჟიმმა თათია ადიკაშვილი რეგიონიდან გამოაძევა და საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას გადასცა. მაშინ სუს-ის ანალიტიკური სამსახურის უფროსის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ თქვა, რომ თავად ვანიშვილმა ცხინვალის ე.წ. „მოქალაქეობა“ მიიღო და ოკუპირებულ ტერიტორიაზე რჩებოდა. მედიის ცნობით, ცხინვალის ხელისუფლებამ ადიკაშვილს „მოქალაქეობის“ მინიჭებაზე უარი უთხრა.

მაშინ პრესასთან საუბარში თათია ადიკაშვილი ამბობდა, რომ ისინი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მალხაზ ვანიშვილის მოხუცი პაპის მოსანახულებლად გადავიდნენ, ნათესავები კი – აცხადებდნენ, რომ ოჯახმა გადასვლის გადაწყვეტილება მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პირობების გამო მიიღო.

„რადიო თავისუფლებასთან“ საუბარში ვანიშვილის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მან მეუღლესთან დაშორებას ვერ გაუძლო და თვითმკვლელობა, სავარაუდოდ, სწორედ ამიტომ სცადა. ადგილობრივები წყვილს „ოკუპაციის მსხვერპლად“ მიიჩნევენ და ხელისუფლებას მათ დახმარებას სთხოვენ.

ხურვალეთი გორის მუნიციპალიტეტში მდებარე ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ქართულ-ოსური მოსახლეობით დასახლებული სოფელია, რომელსაც სამი მხრიდან ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი აკრავს. ბოლო წლებში, სოფელი ე.წ. „ბორდერიზაციის“ პროცესისგან ყველაზე მეტად დაზარალდა. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, 2008 წლის ომის შემდეგ, სოფლის დაახლოებით 36 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, აგრეთვე სასაფლაო და რამდენიმე კომლი რუსეთის მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე აღმოჩნდა.

წყარო: Civil.ge

 

 
Share on other sites

5 minutes წინ, Moor said:

ვანიშვილის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მან მეუღლესთან დაშორებას ვერ გაუძლო და თვითმკვლელობა, სავარაუდოდ, სწორედ ამიტომ სცადა.

ასეთი რამე თუ არსებობდა ვერც წარმოვიდგენდი, საკუთარი თვალით რომ არ მენახა. ერთი არაბი ბიჭი მიატოვა ცოლმა, ბავშვს მოკიდა ხელი და გაექცა.  ხიდიდან ხტებოდა. შემთხვევით გავიარე და შევესწარი.

ეგ რომ არ მენახა  ჩემი თვალით, ალბათ ზემორე ტექსტს სასაცილოდ მივიჩნევდი.

 

 

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   153 all people including: 1 წევრი, 3 ანონიმური, 149 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • YandexBot(8)
    • Chrome(27)
    • KOMBLE
    • Facebookexternalhit(4)