Jump to content
×
×
  • Create New...

პანდემიის გამო საქართველოში ტურიზმი 83,4 პროცენტით შემცირდა


Recommended Posts

  • ფორუმელი

122106337_10221157373498185_523930759989

წინა წელთან შედარებით, 2020 წელს საქართველომ 83.4 პროცენტით ნაკლები შემოსავალი მიიღო ტურიზმიდან.

საერთო ჯამში, საქართველოში ტურიზმიდან მიღებული თანხა 2,7 მილიარდი დოლარით შემცირდა და 541,7 მილიონი დოლარი შეადგინა.

ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი აქვეყნებს.

2020 წელს ყველაზე უხვტურისტიანი თვე იანვარი იყო, ამუ პერიოდი პანდემიამდე. იანვარში ტურისტებმა საქართველოში 195,4 მილიონი დოლარი შემოიტანეს.

ყველაზე ნაკლები, 8,5 მილიონი დოლარის შემოსავალი ქვეყანამ აპრილში მიიღო. ეს ის თვეა, როცა საქართველოში კორონავირუსის პანდემიის გამო ყველაზე მკაცრი შეზღუდვები მოქმედებდა – სრული ლოქდაუნი და საგანგებო მდგომარეობა.

ქვეყანაში მკვეთრად შემცირებულია საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობაც.

კერძოდ, 2020 წელს საქართველოს დაახლოებით 1 557,8 მილიონი ვიზიტორი ეწვია, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 82,7 პროცენტით ნაკლებია.

____________________________________

  • 2011-2018 წლებში, საერთაშორისო ვიზიტორების ზრდის ტემპმა საქართველოში 15% შეადგინა, რაც ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო. 2019 წელს საქართველოში 9,3 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორი ჩამოვიდა, რაც ქვეყნისთვის რეკორდული იყო.
  • ამ შედეგებით საქართველო უსწრებდა არა მარტო მეზობლებს, არამედ, მაგალითად, ისეთ პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებს, როგორიცაა პორტუგალია, ნიდერლანდები, პოლონეთი, ირლანდია, კვიპროსი და კიდევ ბევრი სხვა.
  • საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობის ზრდასთან ერთად, სინქრონულად იზრდებოდა ამ სექტორიდან მიღებული შემოსავლებიც. მაგალითად, 2018 წელს ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 3,2 მილიარდი დოლარი შეადგინა. რაც 19.1% პროცენტით აღემატება 2017 წლის ანალოგიურ მონაცემს. ხოლო 2012 წელთან (1.4 მილიარდი დოლარი) შედარებით ეს თითქმის სამჯერ მეტია.

____________________________________

● საქართველო: რა ბედი ელის ტურიზმს?

● როგორ გადაარჩინა თურქეთმა ტურიზმი, მაგრამ გააღრმავა ეპიდემია

● ხუთი IT მიმართულება, რომელიც პოპულარული იქნება კოვიდ ეპოქაში

წყარო: JAMnews

 

 
Share on other sites

ძალიან კარგი. ეგებ საერთოდ  მოკვდეს ეგ ტურიზმის სფერო  და ხალხი წარმოებაზე გადავიდეს.

ტურიზმი მთლიანად რუსეთზე დამოკიდებულს გვხდის.

 

 

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   303 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 303 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(15)
    • Googlebot(4)