Jump to content
×
×
  • Create New...

წელი, რომელშიც იმედი გადარჩა

 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

განსაცდელში ჩავარდნილებმა ახლებურად დავიწყეთ ცხოვრება

„ვიმღეროთ სიმღერა, სავსე იმედით, აწმყომ რომ გვაჩუქა“. ეს სიტყვები ჯეიმს უელდონ ჯონსონის სიმღერის – Lift Every Voice and Sing – ტექსტია. ამ სიმღერას XIX საუკუნის ბოლოს ფლორიდის შტატში შავკანიანების ეროვნულ ჰიმნს უწოდებდნენ. ამ დროს ფლორიდაში სხვა შტატებზე უფრო ხშირად იმართებოდა ლინჩის სასამართლოები და აფროამერიკელი კაცების უმეტესობას საარჩევნო ხმის უფლება არ ჰქონდა. ჯონსონი მაინც იმედიანად იყო განწყობილი. ჩვენც შეგვიძლია და ვართ კიდევაც.

  • MM8971_200611_038280-1024x576.jpg
    გალერეის გახსნა
  • 50433206116_c3edec8c65_o-1024x576.jpg
    გალერეის გახსნა
  • MM9389_20_05_30__0029-1024x576.jpg
    გალერეის გახსნა
  • MM9216_200528_000953-1024x576.jpg
    გალერეის გახსნა
  • MM8752_2009318_077856135435-1024x576.jpg
    გალერეის გახსნა
  • MM9312_200401_09730-1024x576.jpg
    გალერეის გახსნა
მინაწერის გახსნა
მინაწერის დახურვა

11.06 ბუნების საოცრების დაცვა ემპაირი, მიჩიგანი მიჩიგანის ტბის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე სლიფინგ-ბეარის დიუნებიდან ჩამავალი მზე და საავდრო ღრუბლებიდან ჩამოშვებული წვიმის ფარდა მოჩანს. აქედან შორს, სამხრეთით, ქალაქ ჩიკაგოში, მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი საქალაქო მშენებლობა მიმდინარეობს: უზარმაზარმა გვირაბმა და რეზერვუარების სისტემამ ტბა ბინძური ჩამდინარე წყლებისგან უნდა დაიცვას. პლანეტაზე არსებული მტკნარი ზედაპირული წყლების ერთ მეხუთედზე მეტს პრეისტორიული მყინვარების დნობის შედეგად გაჩენილი ხუთი დიდი ტბის წყალი შეადგენს. ამ ტბების სანაპიროებზე ადამიანები ათასეულობით წელია ცხოვრობენ. ფოტო: კით ლაძინსკი

21.07 …და ისტორიული გასეირნება ღია კოსმოსში საერთაშორისო კოსმოსური სადგური საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გატარებული შვიდი კვირის შემდეგ ბენკენი (მარცხნივ) და კრის კესიდი კანადის კოსმოსური სააგენტოს რობოტისთვის ხელსაწყოების დასამონტაჟებლად და სხვა აუცილებელი სამუშაოების ჩასატარებლად ღია კოსმოსში გავიდნენ. ეს ხუთსაათნახევრიანი გარე სამუშაო ვეტერანი ასტრონავტებისთვის მეათე გასვლა იყო ღია კოსმოსში. 12 დღის შემდეგ ბენკენმა და ჰარლიმ (ფოტოს ავტორი) მისია დაასრულეს და მექსიკის ყურეში დაეშვნენ. ფოტო: დაგლას ჰარლი

30.05 ამერიკელი ასტრონავტების საეტაპო მისია კენედის სახელობის კოსმოსური ცენტრი, ფლორიდა SpaceX-ის გაშვებით Crew Dragon-ის საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე (ISS) კოსმოსური მოგზაურობის ახალი ეპოქა დაიწყო: ამიერიდან „კოსმოსში მოგზაურობა მეტი ადამიანისთვის იქნება შესაძლებელი“, − თქვა NASA-ს ადმინისტრატორმა ჯიმ ბრაიდენსტაინმა. რობერტ ბენკენი და დაგლას ჰარლი პირველი ასტრონავტები არიან, რომლებიც 2011 წლის შემდეგ აშშ-ის მიწიდან აფრინდნენ კოსმოსში და პირველები, რომლებიც კერძო კომპანიის კუთვნილი კომერციული კოსმოსური პროგრამის შემადგენელი SpaceX-ის მისიით გაემგზავრნენ. ფოტო: მაიკლ სილი

28.05 კაშხალი მორღვეულია და მდინარე სიცოცხლით ივსება უესტბრუკი, მენი პომოლობებმა − მდინარის ქაშაყისებრმა თევზებმა − გზად ჰაილენდის ტბისკენ მილ-ბრუკის ნაკადული უნდა გაიარონ. პომოლობები ანადრომული თევზები არიან − ოკეანეში ცხოვრობენ, მაგრამ გამრავლებისთვის მტკნარ წყლებში მიდიან. 250 წლის განმავლობაში პომოლობების გზა მდინარე პრეზამსკოტზე აგებულ კაშხალს ჰქონდა გადაკეტილი. 2002 წელს კაშხალი მოარღვიეს. მიგრაციული სასიცოცხლო ციკლის აღდგენის იმედით ბიოლოგებმა ჰაილენდის ტბაში თევზები გაუშვეს და არც შემცდარან − დღეს პომოლობების რიცხვი უკვე 60 000-ს აღწევს. პომოლობებით იკვებებიან სელაპები, ვეშაპები, არწივები და შაკები, წაულები და სკუნსები. ადამიანებიც ერთობიან მათი ხილვით. მილ-ბრუკის გაყოლებაზე, დაახლოებით 10 კილომეტრის მანძილზე, ახლა ტურისტული ბილიკები გადის, რომლებიც ადრე გაზაფხულზე პომოლობების მიგრაციის სანახავად მოსული ვიზიტორებით ივსება. ფოტო: ბრაიან სკერი

იმედის მომცემია, როდესაც ხედავ… როგორ იკრეფს ძალას ბუნება“. − ბიოლოგი ზაქ უაიტენერი

18.09 შეუპოვარი ბუნება მდინარე მარა, კენია ყოველწლიურად მილიონზე მეტი გნუ მიემართება სერენგეტის ჩრდილოეთში; ეს პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე დიდებული სანახაობაა. 2020 წელსაც იგივე გამეორდა. ცხოველთა ჯოგები სეზონური წვიმების კვალდაკვალ ჩრდილოეთ ტანზანიიდან კენიაში მდებარე მასაი-მარას ნაკრძალისკენ დაიძრნენ. მდინარე მარას წყალში ცხოველებს ნიანგები უცდიდნენ, მოპირდაპირე ნაპირზე − აფთრები, მაგრამ ამ საფრთხის მიღმა იყო ქორფა, მწვანე ბალახიც და ისინი მდინარეში შევიდნენ. ფოტო: ჩარლი ჰამილტონ ჯეიმსი

01.04 „საკუთარ თავზე თავად უნდა ვიზრუნოთ“ ნაირობი, კენია Futwax-ის ფსევდონიმით ცნობილი მუსიკოსი, დანიელ ოვინო ოკოთი, ოთხი წლის შვილთან, ჯულიან ოსტინთან ერთად ასრულებს საკუთარ სიმღერას „ჩაატარე დეზინფექცია?“. ნაირობიში, კიბერის უბანში მცხოვრებმა Futwax-მა სახლში ჩაწერა სიმღერა, რომლითაც საზოგადოებას კორონავირუსისგან თავის დასაცავად სავალდებულო პროცედურების ჩატარებას მოუწოდებდა. ადგილობრივი თემის ლიდერი და მთელ კენიაში სახელგანთქმული ადამიანი, იგი თავს ვალდებულად თვლიდა, დარწმუნებულიყო, რომ ყველამ იცოდა შექმნილი ვითარების შესახებ და ყველაფერი კეთდებოდა უსაფრთხოების დასაცავად. „საკუთარ თავზე თავად უნდა ვიზრუნოთ“ − უსაფრთხოების დაცვის მოწოდებებით ქალაქში მეგაფონით მოსიარულე Futwax-მა აღნიშნა, რომ სოციალური დისტანციის დაცვა კიბერის მცხოვრებთათვის, ფაქტობრივად, შეუძლებელია: „საერთო საპირფარეშოები გვაქვს. სახლის საერთო შესასვლელები. საერთო საუთოებელი. საერთო ჯიხურები. ბარაკებში ვხვდებოდით ხალხს, რომლებიც სასწრაფო დახმარების მანქანით წაიყვანეს. ამიტომ გადავწყვიტე, ეს პასუხისმგებლობა მეტვირთა“. ფოტო: ნიკოლ სობეკი

გააზიარეთ ფოტო

ექიმების და ექთნების დაუღალავი შრომა სიცოცხლის გადასარჩენად, ერთმანეთთან კავშირის ახალი შესაძლებლობები, წარმოუდგენელი წინსვლა – სამეცნიერო აღმოჩენები, სოციალური გამოღვიძება – რომელმაც პანდემიის და ბუნებრივი კატასტროფების დროს იჩინა თავი – ეს ყველაფერი იმედის საფუძველს გვაძლევს.

  • MM9329_200414_000641-1024x576.jpg
    გალერეის გახსნა
  • STOCKPKG_MM9405_L1000944-1024x576.jpg
    გალერეის გახსნა
  • STOCK__DSC1003-Edit_DSC1003-Edit-1024x57
    გალერეის გახსნა
  • A8A9972-1024x576.jpg
    გალერეის გახსნა
  • Tamara-Merino-1024x576.jpg
    გალერეის გახსნა
მინაწერის გახსნა
მინაწერის დახურვა

14.04 გავრცელების შეფერხება სეული, სამხრეთი კორეა პაციენტებსა და სამედიცინო პერსონალს შორის პირდაპირი კონტაქტის თავიდან ასაცილებლად სეულის H Plus Yangji-ის საავადმყოფოს ტესტირების კლინიკაში სატელეფონო ჯიხურების მწკრივი არის მოწყობილი. ცხვირიდან და პირიდან ნაცხის აღებას სამ წუთზე ნაკლები სჭირდება, პაციენტები ტესტის პასუხს 4-6 საათში იღებენ. სამხრეთ კორეა COVID-19-ის პანდემიას წარსული ეპიდემიური აფეთქებებისას დაგროვილი გამოცდილებით შეხვდა. ქვეყანაში უკვე არსებობდა კონტაქტების კვლევის საკანონმდებლო ჩარჩოში მოქცეული მეთოდები; მოსახლეობის უმეტესობა სახლში რჩებოდა და საჯარო სივრცეში პირბადეებს ატარებდა. მთავრობამ კერძო სექტორთან თანამშრომლობით ტესტირება სწრაფად გაზარდა. ქვეყანაში ტესტირებისთვის რამდენიმე ასეული სივრცე მოეწყო. ფოტო: ჯუნ მაიკლ პარკი

09.05 COVID-19-ის მკურნალობის მეთოდიკა იხვეწება მოსკოვი, რუსეთი COVID-19-ის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური თერაპია გასაოცრად მარტივი რამაა: მოსკოვში მძიმე ავადმყოფებს მუცელზე აწვენენ, რაც ფილტვებიდან სისხლში ჟანგბადის მიწოდებას აადვილებს. პანდემიის დაწყებიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ ექიმებს უკეთ ესმით, თუ რომელი მედიკამენტი ან ტექნიკა ებრძვის ვირუსს უფრო ეფექტურად. მათ შეიტყვეს, რომ ანტივირუსული რემდესივირი გამოჯანმრთელებას აჩქარებს, სტეროიდი დექსამეტაზონი კი სამჯერ ამცირებს სიკვდილის რისკს იმ პაციენტებში, რომლებსაც ხელოვნური სუნთქვა სჭირდებათ. ფოტო: ნანა ჰაიტმანი

ეს ჯადოსნური წამალი არ არის, მაგრამ… საოცარია, რამდენ პაციენტზე მოქმედებს დადებითად პირქვე წოლა“.− კევინ მაკგერკი, ჩიკაგოს COOK COUNTY HEALTH-ის გადაუდებელი დახმარების მთავარი რეზიდენტი

18.03 აწმყოს დაფასება ნესოდტანიენი, ნორვეგია მოშლილი რუტინა ზოგჯერ სიახლეების წყაროდ იქცევა. ოსლოს გარეუბანში ფოტოგრაფი იონას ბენდიქსენი და მისი ორი მცირეწლოვანი შვილი მარტივ გასართობებს იგონებენ სახლში. ჩვეული სამუშაო რეჟიმის დარღვევით გამოწვეული სტრესი მალე სიამოვნებაში გადაიზარდა, რადგან ბენდიქსენი მიხვდა, რომ შვილებთან ურთიერთობისთვის მეტი დრო გაუჩნდა: „დღეებს ცელქი, საყვარელი და ემოციური ორი და ოთხი წლის ბავშვების გადარეულ სამყაროში ვატარებ. თითქოს მსოფლიო დაიწრიტა და ჩვენ რაღაც არაჩვეულბრივ მდგომარეობაში ამოვყავით თავი. რეალურად დავიწყეთ აქ და ახლა ცხოვრება“. ფოტო: იონას ბენდიქსენი

30.03 სიახლოვის შესაძლებლობა ლოკდაუნში კუალა-ლუმპური, მალაიზია ფოტოგრაფი იან ტეჰი ცხოვრების უმეტეს ნაწილს გზაში ატარებს. პანდემიამ მას სახლში საკუთარ ცოლთან, ქლოე ლიმთან ერთად ყოფნის დრო მისცა. „ჩემს პარტნიორს და მე გაგვიმართლა: ჩვენი ოჯახის წევრები ჯანმრთელად არიან, − ამბობს იგი, − პანდემიამ საყვარელ ადამიანებთან დროის გატარების შესაძლებლობა მოგვცა“. ერთ დღეს ტეჰმა ავტოპორტრეტი გადაიღო: „შინ, ჩვენს საყვარელ ადგილას ვსხედვართ და მეზობელ სახლებს და სიმწვანეს ვუყურებთ. რა სიმშვიდეა“. ფოტო: იან ტეჰი

ოჯახი ოჯახია − ადგილი, სადაც თავს ყველაზე მყუდროდ გრძნობ. ჩემთვის ასეთი ადგილი სახლია, იქ, სადაც ჩემი პარტნიორი და მე ვცხოვრობთ. ჩემი ოჯახის დანარჩენი წევრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არიან მიმოფანტულნი“. − იან ტეჰი

25.03 ერთად ყოფნის დრო სანტიაგო, ჩილე კარანტინის დროს გადაღებულ ავტოპორტრეტზე ტამარა მერინო შვილთან, იკალთან ერთად არის აღბეჭდილი. „შემეძლო მთელი დღეები ჩემს პატარასთან გამეტარებინა. ეს წარმოუდგენელი სიხარულია“, − ამბობს იგი. მერინოს დედაც მასთან ერთადაა. „ეს დაუსრულებელი წრეა, დედაჩემი ჩემი დედობის დასაწყისია“. ფოტო: ტამარა მერინო

ის უკვე ცნობს თავის პაპას და ბიძებს ინტერნეტზარებისას, კოცნის, ხელს უწვდის, მათთან ერთად იცინის, თითქოს ეკრანი არც არსებობდეს“. − ტამარა მერინო

“ოპტიმიზმის ახალი ტალღა წამოვა. რწმენა, რომ სამყარო უკეთეს ადგილად შეიძლება იქცეს, – თქვა ლეგენდარულმა ოკეანოგრაფმა სილვია ერლმა აგვისტოში, – ჩვენი ინდივიდუალური და კოლექტიური ძალისხმევით ახალ ეპოქას შეგვიძლია დავუდოთ სათავე, რომელშიც მეტ პატივისცემას გამოვიჩენთ ბუნებისა და ერთმანეთისადმი“.

  • Dzagania_Ann-1-1024x658.jpg
    გალერეის გახსნა
  • NN11619662-1024x576.jpg
    გალერეის გახსნა
  • STOCK_GettyImages-1226823133-1024x576.jp
    გალერეის გახსნა
  • MM9338_200425_07009-1024x576.jpg
    გალერეის გახსნა
  • NN11619278-1024x576.jpg
    გალერეის გახსნა
მინაწერის გახსნა
მინაწერის დახურვა

24.09 პანდემია და რეგულაცია თბილისი, საქართველო 2020 წელს ნიღაბი ერთ-ერთ აუცილებელ აქსესუარად იქცა, თუმცა მისი გამუდმებით ტარება იმდენად არაბუნებრივია ჩვენთვის, რომ ხშირად გვავიწყდება. ამ ფოტოზე აღბეჭდილია ბავშვი, რომელსაც ნიღაბი არ აქვს, ამიტომ ცდილობს სახე მაისურით დაიფაროს. „თან მცირეწლოვანი შვილი მახლდა, ამიტომ ძლივს მოვახერხე ფოტოს გადაღება“, − ამბობს ფოტოგრაფი ანა ძაგანია, რომელმაც კადრის ნახვა მხოლოდ ავტობუსიდან ჩასვლის შემდეგ შეძლო. მძღოლის მიერ უნიღბოდ ბავშვის ტრანსპორტში აშვება იმ ადამიანური ურთიერთობების თვალსაჩინო მაგალითია, რომელიც მომავლისა და ერთმანეთის იმედს გვიჩენს. ფოტო: ანა ძაგანია

ამ ბიჭის მზერამ ჩემზე ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა. ბავშვები ასეთ გარემო პირობებში განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან“. − ანა ძაგანია ანა ძაგანიას კადრი International center of Photography-ს მიერ იქნა შერჩეული და გამოფენილი ნიუ-იორკში.

06.04 მეგობრების სანახავად სანტა-როზა, კალიფორნია პანდემიის დროს ადამიანებმა ურთიერთობის ახლებური გზები იპოვეს: ზუმის შეხვედრები, ეზოს თავყრილობები, სეირნობა სოციალური დისტანციის დაცვით. „ჩემს შვილს, კატალინას, მეგობრები ძალიან ენატრებოდა; ერთ დღესაც მანქანაში ჩავსხედით და მათ მოსანახულებლად გავეშურეთ, − ამბობს ალესანდრა სანგუინეტი, − ფოტოზე იგი წესებს არღვევს და თავის საუკეთესო მეგობარს, ეივერის, თითის წვერებით ეხება“. ფოტო: ალესანდრა სანგუინეტი MAGNUM PHOTOS

24.05 ცელოფანში გახვეული ჩახუტება ვანტა, ნიუ-იორკი ორთვიანი სოციალური დისტანციის შემდეგ, მერი გრეის სილეომ (მარცხნივ), მისმა შვილმა მიშელ გრანტმა და ოჯახის სხვა წევრებმა ერთმანეთთან ჩახუტების ხერხი იპოვეს. ეზოში ცელოფანი ჩამოკიდეს, მის სხვადასხვა მხარეს დადგნენ და ერთმანეთს ასე ჩაეხუტნენ. ფოტო: ალ ბელო GETTY IMAGES

25.04 ოჯახის გამოთხოვება დეტროიტი, მიჩიგანი ჯერი ლოვეტი თავისი გარდაცვლილი ძმის, ჩესტერის პატივსაცემად მტრედს ააფრენს. ჩესტერი, პენსიაზე გასული დეტროიტელი ფოსტალიონი და 10 შვილის მამა, COVID-19-ის გართულებით გარდაიცვალა. პანდემიის წესების მიხედვით, დაკრძალვაზე მხოლოდ 10 ადამიანს შეეძლო დასწრება, მაგრამ მისი ოჯახის ზოგიერთი წევრი გარეთ შეიკრიბა და ერთად უყურეს მტრედის გაშვებას. ფოტო: დენი უილკოქს ფრეიზერი

ჩემი ძმა იტყოდა, ორ-სამ კვირაში დავბრუნდებიო, ავტობუსს შეახტებოდა და ჯორჯიაში, მისისიპიში, ან სადმე სხვაგან გაემგზავრებოდა ხოლმე. საინტერესო ცხოვრება ჰქონდა. უყვარდა თავისი 10 შვილი და ყველას ერთ შეკრულ ოჯახად აცხოვრებდა“. − ჯერი ლოვეტი

06.04 სანაგვეზე ამოსული ყვავილები იოჰანესბურგი, სამხრეთი აფრიკა მავთულხლართის ღობეს ყვავილები ალამაზებენ იოჰანესბურგის ტაუნშიპში. აქ ბაღის გასაშენებლად საკმარისი სივრცე თითქმის არავის აქვს, მაგრამ ისინი მოულოდნელ ადგილებში პოულობენ სილამაზეს, ამბობს ლინდოკუჰლე სობეკვა: „ბავშვობაში ხშირად ვთამაშობდით სანაგვეზე დაკრეფილი ყვავილებით“. ფოტო: ლინდოკუჰლე სობეკვა MAGNUM PHOTOS

უკვე ვხედავთ სასიკეთო ცვლილებებს. “თითქოს საომარ მდგომარეობაში აღმოვჩნდით და დაჩქარებულ რეჟიმში დავიწყეთ მოქმედება“, – თქვა Microsoft-ის თანადამფუძნებელმა ბილ გეიტსმა და, მაგალითად, COVID-19-ის ექვსი იმედისმომცემი ვაქცინა დაასახელა, რომლებზეც მუშაობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ამ ორომტრიალმა სრულიად განსხვავებული ადამიანები აიძულა დაფიქრებულიყვნენ, თუ “სად ვართ და სად გვინდა რომ ვიყოთ, – თქვა Black Lives Matter-ის თანადამფუძნებელმა ალისია გარზამ, – ჯერ კიდევ არსებობს იმედი, რომ ამ მიზანს მივაღწევთ“.

The post წელი, რომელშიც იმედი გადარჩა appeared first on National Geographic Magazine - საქართველო.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in

შესვლა
 Share