ფორუმელი Lollygag Posted 19 იანვარი, 2021 Posted 19 იანვარი, 2021 პირველ რიგში, დავიწყოთ LGBTQIA-ს გაშლით. მასში თითოეული ასო თითო იდენტობის აღმნიშვნელია: L - ლესბოსელიG - გეიB - ბისექსუალი T - ტრანსგენდერიQ - ქვიარიI - ინტერსექსიA - ასექსუალი + ნიშანი კი აღნიშნავს ყველა იმ გენდერულ, სექსუალურ თუ რომანტიკულ იდენტობას, რომლებიც: ან ნაირსახეობაა ზემოთჩამოთვლილი შვიდისა, ან ცალკეულ თვითმყოფად იდენტობებად არსებობს. ლესბოსელი ლესბოსელი არის ჰომოსექსუალი ქალი, რომელსაც სექსუალური და რომანტიკული ლტოლვა უჩნდება მხოლოდ ქალების მიმართ. ჰომოსექსუალი ქალი შესაძლოა მოვიხსენიოთ როგორც გეი, ან ქვიარი, თუმცა საქართველოში ყველაზე გავრცელებულია ტერმინი ლესბოსელია. Lesbian Pride დროშის სხვადასხვა ვერსია არსებობს. მათგან ოფიციალურ ვერსიად არც ერთი ითვლება, თუმცა მოცემული დროშა, სახელად Lipstick Lesbian ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია ცნობილი ლესბოსელი ქალები არიან: ელენ დეჯენერესი, ელენ პეიჯი, სარა პოლსონი, რუბი როუზი და სხვა… გეი გეი – იგივე ჰომოსექსუალი. ჰომოსექსუალ ადამიანს ლტოლვა მხოლოდ საკუთარი სქესის მიმართ უჩნდება. უფრო ხშირად ამ ტერმინით მამრობითი სქესის ჰომოსექსუალებს მოიხსენიებენ, თუმცა ამავე ტერმინის გამოყენება შეიძლება მდედრობითი სქესის ჰომოსექსუალი ადამიანების დასახასიათებლადაც. ცნობილი გეი მამაკაცები არიან: ელტონ ჯონი, ფრედი მერკური, ლეონარდო და ვინჩი, ენდი უორჰოლი, ოსკარ ვაილდი და სხვა… ბისექსუალი ბისექსუალია ადამიანი, რომელსაც ორივე (მამრობითი და მდედრობითი) სქესი იზიდავს. ბისექსუალებს ხანდახან უყალიბდებათ გარკვეული პრეფერენცია ზემოთხსნებული ორი სქესიდან რომელიმე ერთის მიმართ. ეს ბუნებრივია და არ ნიშნავს, რომ ადამიანი "ნამდვილი ბისექსუალი” არ არის. Bisexual Pride დროშა: დიზაინში ვარდისფერი ჰომოსექსუალობას აღნიშნავს, ლურჯი – ჰეტეროსექსუალობას, მათი გადაკვეთის შედეგად წარმოქნილი იისამნისფერი კი მიქსს – ბისექსუალობას. დროშის დიზაინის ავტორი, მაიკლ პეიჯი აღნიშნავს: "იასამნისფერი ის ფერია, რომელიც შეუმჩნევლად გადადის ვარდისფერშიც და ლურჯიც, ისევე როგორც ბისექსუალები ხშირად შეუმჩნეველნი არიან ორივე (ჰეტეროსექსუალთა და ჰომოსექსუალთა) მხარისათვის" ცნობილი ბისექსუალები: ვირჯინია ვულფი, ანჯელინა ჯოლი, დეივიდ ბოუი, დრიუ ბერიმორი, ჯენის ჯოპლინი და ასე შემდეგ. ტრანსგენდერი ტრანსგენდერია ადამიანი, რომლის სქესიც არ ემთხვევა მის გენდერულ იდენტობას. ტრანსგენდერი ადამიანები საკუთარი თავის იდენტიფიკაციას შეიძლება ახდენდნენ ტრანსგენდერ ქალებად (ბიოლოგიური კაცი, რომელიც იდენტიფიკაციას ახდენს, როგორც ქალი) და ტრანსგენდერ კაცებად (ბიოლოგიური ქალი, რომელიც იდენტიფიკაციას ახდენს, როგორც კაცი). ტრანსგენდერმა ადამიანმა შეიძლება გადაწყვიტოს, შეცვალოს საკუთარი სხეული ჰორმონულად ან/და ქირურგიული გზით. Transgender Pride დროშა: დიზაინში თეთრი წარმოადგენს ყველა იმ ადამიანს, რომელიც გარდამავალ პერიოდშია ან საკუთარ თავს არც ერთ კონკრეტულ გენდერს არ მიაკუთვნებს. ცნობილი ტრანსგენდერები არიან: რეჟისორი ვაჩოვსკები, კეიტლინ ჯენერი, ლავერნ კოქსი, ჯეზ ჯენინგსი და სხვა. აქვე კიდევ ერთი ტერმინი: სისგენდერი არა-ტრანსგენდერს ნიშნავს. სისგენდერია ინდივიდი, რომლის ბიოლოგიური სქესიც მის გენდერულ იდენტობას ემთხვევა. მაგალითად, მამაკაცი, რომელიც თავს გრძნობს და დაიბადა მამაკაცად, ითვლება სისგენდერად. სისგენდერი შეიძლება იყოს პარალელურად გეი, ლესბოსელი, ბისექსუალი, პანსექსუალი ან სხვა ორიენტაციის მატარებელი. ქვიარი ქვიარი ზემოთჩამოთვლილ სექსუალობათაგან განცალკევებული ორიენტაცია არ გახლავთ. მოცემული ტერმინი ე.წ. ქოლგა ტერმინია და ლგბტქ+ საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს მოიცავს. მარტივად რომ ვთქვათ, ნებისმიერი განსხვავებული ორიენტაციის მქონე ადამიანი ქვიარია. ქვიარი გარკვეულწილად კრებითი სახელის ფუნქციასაც ითავსებს და მაგალითად: “გეი–კულტურა” დღეს უკვე “ქვიარ–კულტურად” იწოდება, ვინაიდან ლგბტქ+ საზოგადოების მასშტაბი გეი, ლესბოსელი და ტრანსგენდერი ადამიანების წრეს გასცდა და ბევრად ფართო ცნება გახდა. შესაბამისად “ქვიარი” მეგობრული ტერმინი და მთელი კონცეფციის ადაპტირებული ვერსიაა. როდესაც გინდათ რაიმე მოყვეთ თქვენს მეგობრებზე, რომლებიდანაც ზოგი ბისექსუალია, ზოგი - ლესბოსელი, ზოგიც – გეი და ა.შ. ამის სათითაოდ ჩამოთვლის მაგივრად უბრალოდ შეგიძლიათ აღნიშნოთ: “ჩემი ქვიარი მეგობრები…” და ზედმეტი ძალისხმევის გარეშე განაგრძოთ მოყოლა. ინტერსექსი ინტერსექსი არის ადამიანი, რომელსაც ანატომიურად ორივე სქესის მახასიათებელები აქვს. სამწუხაროდ, მედიცინაში ხშირია პრაქტიკა, როდესაც ახალშობილ ინტერსექს ადამიანს სქესს ექიმი მშობელთან შეთანხმებით ან სულაც, დაუკითხავად “ურჩევს”. ზრდასრული ინტერსექსი ადამიანები ხშირად გამოდიან ამ პრაქტიკის წინააღმდეგ და მიიჩნევენ რომ ამ გადაწყვეტილების ადამიანის მაგივრად მიღება არასწორია, ვინაიდან მაღალია შანსი იმისა რომ მოგვიანებით მისი გენდერული იდენტობა არ ემთხვეოდეს სქესს რომელიც ექიმმა “აურჩია”. Intersex Pride დროშა: დიზაინში ყვითელი და იასამნისფერია გამოყენებული ვინაიდან ეს ორი შემქმნელების მიერ "ჰერმაფროდიტ" ფერებად მოიაზრება. წრე კი სისრულისა და მთლიანობის სიმბოლოა, რასაც ინტერსექსი ადამიანები ესწრაფვიან საკუთარი იდენტობის დაცვითა და იმ უფლების მოთხოვნით, რომ იყვნენ ისინი, ვინც თავად უნდათ, რომ იყვნენ. ინტერსექს თემაზე დაწერილია 21-ე საუკუნის ერთ-ერთი საუკეთესო წიგნი, ჯეფრი ეუჯენიდისის Middlesex, რომელმაც პულიცერის პრემია დაიმსახურა. ასექსუალი ეს უკანასკნელი ხილვადობით ერთ-ერთი ყველაზე შეუმჩნეველი სექსუალობაა, თუმცა არ ნიშნავს, რომ მოცემული სექსუალობის ადამიანები ჩვენ გარშემო არ არსებობენ. იმ სოციუმში, სადაც სექსუალურ ცხოვრებაზე ყურადღება ხშირად მახვილდება, ასექსუალები თავს ხშირად გარიყულად გრძნობენ. ასექსუალი არის ადამიანი, რომელიც არ განიცდის სექსუალურ ლტოლვას არავის მიმართ. ეს არ გამორიცხავს რომანტიკულ ურთიერთობას კონკრეტულ ადამიანთან და არც რაიმე ტიპის სამედიცინო პრობლემაა. ის არანაირ კავშირშია კონკრეტულ სექსუალურ გამოცდილებებთან და შესაბამისად, ასექსუალებს არასდროს არ უნდა უთხრათ, რომ "ვინმე შესაფერისს შეხვდებიან და ყველაფერი მოგვარდება". Asexual Pride დროშა: დიზაინში შავი ფერი ასექსუალობას აღნიშნავს. ნაცრისფერი – გრეი–სექსუალობას, ანუ ასექსუალობასა და სექსუალობას შორის არსებული სპექტრის შუაში მყოფ ინდივიდებსა და დემისექსუალებს. თეთრი – ქვიარ–მეგობრულ ჰეტეროსექსუალთა (allies) სიმბოლოა; ხოლო იასამნისფერი – თემის სიმბოლო. აქვე პასუხი ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ კითხვაზე ასექსუალობასთან დაკავშირებით: მასტურბირებენ თუ არა ასექსუალები? ყველაფერი ინდივიდუალურია. ზოგიერთ ასექსუალს აქვს სექსუალური მოთხოვნილება და მასტურბირებს, თუმცა სექსუალური პარტნიორის ყოლის სურვილი ან ვინმეს მიმართ სექსუალური მიზიდულობა არ გააჩნია. ნაწილი კი სექსუალურ ლტოლვას არც ერთ დონეზე განიცდის და შესაბამისად არც მასტურბირებს. ცნობილი ასექსუალები: ნიკოლა ტესლა, ჰოვარდ ფილიპს ლავკრაფტი, ისააკ ნიუტონი... ჰეტეროსექსუალი ეს სექსუალური ორიენტაცია გულისხმობს, რომ ადამიანს საპირისპირო სქესის ინდივიდები იზიდავს. ხშირად მოცემული სექსუალობის ინდივიდებს საქართველოში მოიხსენიებენ როგორც ტრადიციული ორიენტაციის მქონეს, საერთაშორისოდ კი მეტად გავრცელებულია მიმართვები: სთრეითი ან ჰეტერო. უნდა აღინიშნოს, რომ ჰეტეროსექსუალი ადამიანების ერთი ნაწილი თავს ქვიარ თემის წევრად მიიჩნევს, ვინაიდან ჩართულია ქვიარ-აქტივიზმსა და თანაბარი უფლებებისათვის ბრძოლაში. ამგვარად განწყობილ ჰეტეროსექსუალებს ხშირად მოიხსენიებენ როგორც – allies, რაც მოკავშირეს, მეგობრულად განწყობილ მხარეს ნიშნავს. ასე რომ, თუ თქვენ ჰეტეროსექსუალი ხართ და მხარს უჭერთ თანაბარი უფლებებისთვის ბრძოლას, შეგიძლიათ თამამად ჩათვალოთ 17 მაისი თქვენს დღედ. თუ ეს ყველაფერი ისედაც იცოდით, გინდათ, ცოტა კიდევ ჩავუღრმავდეთ? დემისექსუალი დემისექსუალობა ასექსუალობის სპექტრზე მდებარე ერთერთი ყველაზე გავრცელებული სექსუალობაა. დემისექსუალია ადამიანი, რომელიც სექსუალურ ლტოლვას განიცდის მხოლოდ იმ ინდივიდ(ებ)ის მიმართ, რომლებთანაც რაიმე დონის ემოციური კავშირი გააჩნია. Demisexual Pride დროშა: დიზაინში შავი ასექსუალობას აღნიშნავს. ნაცრისფერი – გრეი–სექსუალობას, ანუ ასექსუალობასა და სექსუალობას შორის არსებული სპექტრის შიგნით მყოფ ინდივიდებსა და დემისექსუალებს. თეთრი – სექსუალობის სიმბოლოა; ხოლო იასამნისფერი – მთლიანად თემის. ასექსუალებისაგან განსხვავებით, დემისექსუალები არ განიცდიან სექსუალობის სრულ უქონლობას; მათ უჩნდებათ ლტოლვა, თუმცა მხოლოდ მას შემდეგ რაც კონკრეტულ ადამიანთან უკვე ჩამოუყალიბდათ გარკვეული რომანტიკული ან ემოციური კავშირი. დემისექსუალი შეიძლება იყოს პარალელურად გეი, ლესბოსელი, ბისექსუალი, პანსექსუალი ან სხვა ორიენტაციის მატარებელი ადამიანი. პანსექსუალი პანსექსუალია ადამიანი, რომელიც მიზიდულობას ნებისმიერი გენდერის მიმართ განიცდის. ხშირად ისინი ბისექსუალებში ეშლებათ, თუმცა განსხვავება საკმაოდ მარტივია: ბისექსუალებს მხოლოდ ქალები და მამაკაცები იზიდავთ, პანსექსუალებს კი: ტრანსგენდერები, არა–ბინარული და ნებისმიერი სხვა გენდერული იდენტობის მატარებელი ინდივიდებიც. Pansexual Pride დროშა. დიზაინში ვარდისფერი ქალს აღნიშნავს, ცისფერი – მამაკაცს, ყვითელი კი – ყველა სხვა გენდერს. პანსექსუალები ხშირად აღნიშნავენ, რომ ადამიანის მიმართ მიზიდულობის გაჩენისას გენდერს არ აღიქვამენ, როგორც ერთ-ერთ ფაქტორს და უშუალოდ ინდივიდის მიმართ არსებულ მიზიდულობაზე ამახვილებენ ყურადღებას. ცნობილი პანსექსუალები არიან: შეილინ ვუდლი, მადონა და სხვა. რაც შეეხება ყველაზე ცნობილ დროშას LGBT Pride დროშა 1978 წელს შექმნა სან–ფრაცისკოელმა არტისტმა გილბერტ ბეიქერმა. დროშას თავდაპირველად ცისარტყელის ყველა ფერი ჰქონდა, ზემოდან კი დამატებითი ვარდისფერი ზოლი. ვარდისფერი სექსუალობას აღნიშნავდა, წითელი – ცხოვრებას, ნარინჯისფერი – სიჯანსაღეს, ყვითელი – მზის სინათლეს, მწვანე – ბუნებას, ცისფერი – ხელოვნებას, ლურჯი – ჰარმონიას, იასამნისფერი კი – სულიერებას. მოგვიანებით დროშას ვარდისფერი ჩამოშორდა. ასევე დიზაინიდან ამოვარდა ცისფერი ზოლიც. (რისი ზუსტი მიზეზიც უცნობია და მრავალი სხვადასხვა ვერსია არსებობს.) დღეს დროშა ზუსტად ზემოთმოცემული (6-ფეროვანი) სახით გვაქვს. როგორც ხედავთ, სექსუალობა და გენდერი იმაზე გაცილებით მრავალფეროვანი ფენომენია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. ყველა ადამიანი გარკვეულ, ინდივიდუალურ იდენტობას ატარებს; თუმცა ბუნებრივია ისიც, რომ ზოგიერთი ინდივიდი საკუთარი თავის იდენტიფიცირებას არც ერთი სექსუალობის ნიშნით ახდენს და თავს იკავებს რომელიმე იარლიყის ქვეშ მოქცევისგან. ასეთ დროს უმჯობესია არავინ ვაიძულოთ მაინცდამაინც ერთი “ამოირჩიოს”. დასაშვებია ისიც რომ ხანდახან შეიძლება ტერმინებში ავიბნეთ, ან რომელიმე სექსუალობის მახასიათებელი ოდნავ განსხვავებულად აღვიქვათ. სხვის იდენტობაში გარკვევა და მაქსიმალურად კომფორტული გარემოს შექმნა მარტივი სულაც არ არის. მთავარია გვახსოვდეს რომ იმის მიუხედავად თუ რა გენდერულ იდენტობას ვატარებთ და ვინ გვიზიდავს სექსუალურად თუ რომანტიკულად, ყველა თანაბარ უფლებებსა და პატივისცემას ვიმსახურებთ. წყარო: https://on.ge/story/37747-რას-ნიშნავს-ლგბტ-და-სხვა-ასოები 2 Share on other sites More sharing options...
ვიზიტორი Posted 19 იანვარი, 2021 Posted 19 იანვარი, 2021 აუ მოდერ, კინზის შკალაც დადე რაააა Share on other sites More sharing options...
ფორუმელი AUTOCRAT Posted 19 იანვარი, 2021 Posted 19 იანვარი, 2021 7 minutes წინ, Darkness said: პირველ რიგში, დავიწყოთ LGBTQIA-ს გაშლით. მასში თითოეული ასო თითო იდენტობის აღმნიშვნელია: ჰეტეროსექსუალობა იდენტობა არ არის? რაღაცა ვერ ვხედავ H-ს, ეტყობა გამორჩა « המוסד למודיעין ולתפקידים מיוחדים » « Dulce Et Decorum Est Pro Patria Mori » « თუ ჩვენ ომის მოგება გვინდა, მაშინ უნდა მოვიგოთ პირველი ბრძოლა. ჩვენ ან უნდა მოვიგოთ ან მოვკვდეთ » © ისრაელ ტალი « რამდენი ომი მოიგეთ ბოლო 200 წლის მანძილზე? » Share on other sites More sharing options...
01000001 Posted 19 იანვარი, 2021 Posted 19 იანვარი, 2021 19 minutes წინ, Darkness said: A - ასექსუალი ვიცოდი რა. რაღაც ავბედითს მიგრძნობდა გული. პარადი როდისაა არ გამომაპაროთ. 21 minutes წინ, Darkness said: დროშა ნიხუიასე. გერბიც ექნებათ ამათ. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Lollygag Posted 19 იანვარი, 2021 Author Posted 19 იანვარი, 2021 თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე დემისექსუალი კი ვარ 1 საათის წინ, AUTOCRAT said: რაღაცა ვერ ვხედავ H-ს ჩემი ერთი ლექტორი ამბობდა, მივაწეროთ LGBT-ია ერთი H-იც და სოციუმშის ყველა წევრი ამოისუნთქებსო... ჩამონათვალში არის H-ის განხილვაც. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი ცხენესი Posted 19 იანვარი, 2021 Posted 19 იანვარი, 2021 3 საათის წინ, Darkness said: თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე დემისექსუალი კი ვარ ოჰ ამოარჩია ყველაზე კარგი @Holden Caulfield ნახე პედერასტები რაამბავში არიან Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Artie Posted 19 იანვარი, 2021 Posted 19 იანვარი, 2021 მოდერ ეს თემა ასაპინია Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Holden Caulfield Posted 19 იანვარი, 2021 Posted 19 იანვარი, 2021 4 საათის წინ, fornacis said: ოჰ ამოარჩია ყველაზე კარგი @Holden Caulfield ნახე პედერასტები რაამბავში არიან და აგი ბოვშვებს უნდა ასწავლონს სკოლებში ნწ ნწ ნწ Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა