Jump to content
×
×
  • Create New...

წელი, რომელმაც განგვაცალკევა

 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

ჩაკეტილები, დასტრესილები: ჩვენი სოციალურად დისტანცირებული მსოფლიო

ხანდახან ადამიანები განზრახ იზოლირდებიან – ასტრონავტები, მთამსვლელები, ბერები – მაგრამ ჩვენი უმეტესობისთვის სოციალური ინტერაქცია მაცოცხლებელი მუხტივითაა. 2020-მა წელმა ეს მუხტი გამოგვაცალა. მარტში მთელმა მსოფლიომ იზოლაციაში შეაბიჯა: აიკრძალა შეკრებები, დაიხურა სკოლები და ოფისები. გაიცა სახლში დარჩენის ბრძანებები და მსოფლიოში სიჩუმემ დაისადგურა. ნებისმიერი სიტუაცია, რომელშიც ადამიანები ერთმანეთთან ურთიერთობდნენ, შიშით იყო გაჟღენთილი.

კორონავირუსის ხანამ იზოლაციის ჩვენეული განმარტება შეცვალა. რა იგულისხმებოდა იზოლაციაში – მეგობრებისა და ოჯახისგან განცალკევება? საზღვარგარეთ ჩარჩენა, თუ სამუშაოსა და განათლებისგან მოწყვეტა?

  • STOCK_Indonesia_Covid_200418_00001-1024x
    გალერეის გახსნა
  • NN11621960-1024x576.jpg
    გალერეის გახსნა
  • MM9398_200704_00097-1024x576.jpg
    გალერეის გახსნა
  • STOCKPKG_MM9362_L1230699-1024x576.jpg
    გალერეის გახსნა
  • IMG_7757_print-1024x576.jpg
    გალერეის გახსნა
მინაწერის გახსნა
მინაწერის დახურვა

18.04 COVID-19-ის მსხვერპლი თანამედროვე მუმია ხდება ინდონეზია პოლიეთილენში შეხვეული, სავარაუდოდ, კორონავირუსის მსხვერპლის გვამი ინდონეზიის საავადმყოფოში სპეციალური დასაკრძალი ტომრის მოლოდინში ასვენია. მსხვერპლთა უმეტესობის მსგავსად, ოჯახი ვერც ამ გარდაცვლილს გამოემშვიდობა. ინდონეზიის ხელისუფლება უარყოფდა ქვეყანაში COVID-19-ის გამწვავებას, რის გამოც ბევრი შეზღუდვა მოიხსნა. ამ ფოტომ კი რეალობა გამოააშკარავა ქვეყანაში, რომელშიც COVID-19-ით უკვე ჯანდაცვის სფეროს 200-ზე მეტი თანამშრომელი გარდაიცვალა. „ფოტომ გამოაცოცხლა და განაახლა COVID-19-ის შესახებ დებატები ინდონეზიაში მაშინ, როდესაც ქვეყანა ახალი ყოველდღიურობისთვის ემზადებოდა, − თქვა ირვანდიმ, − ამან გამოგვაღვიძა“. ფოტო: ჯოშუა ირვანდი

10.03 უსულო უნივერსიტეტი კრაკოვი, პოლონეთი იაგელონის უნივერსიტეტი 1364 წელს დაარსდა და მას შემდეგ არაერთ გამოწვევას გაუმკლავდა: რელიგიურ არეულობას, ანექსიებს, მსოფლიო ომებს, 1939 წელს გერმანიის საკონცენტრაციო ბანაკში 155 პროფესორმასწავლებლის გადასახლებასაც კი. 10 მარტს სკოლამ ლექციები შეაჩერა და კამპუსში მრავალი აქტივობა შეწყვიტა, შედეგად კი მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი და ყველაზე სტაბილური სასწავლო დაწესებულება დაცარიელდა. ფოტოზე აღბეჭდილი მთავარი სამკითხველო დარბაზი უკაცრიელი გახდა. ბაღებით დაწყებული, სამართლის სკოლებით დამთავრებული, აკადემიური სფეროს ხელმძღვანელები მუდმივად იმის ფიქრში არიან, როგორ განაახლონ სწავლება უსაფრთხოდ. მიმდინარე სასწავლო წელს იაგელონის უნივერსიტეტში შერეული სასწავლო პროცესია: ლექციები ტარდება როგორც ონლაინ, ისე აუდიტორიაში. ფოტო: რაფაუ მილახი MAGNUM PHOTOS

მეშინია, ამას მეტისმეტად არ შევეჩვიო. მსოფლიო ოდესმე ისევ თუ აჩქარდა, ყველაფერი მკვეთრად ახმაურდება“. − ამბობს ფოტოგრაფი რაფაუ მილახი ახლად აღმოჩენილ სიჩუმეზე

04.07 ვირუსმა მეფე შეიწირა ახალი ორლეანი, ლუიზიანა 2007 წელს მარდი-გრას „ზულუს“ მეფედ გამოცხადებული ლარი ჰამონდის გვირგვინი სავარძელზე დევს მის სახლში, ახალ ორლეანში. „ზულუს სოციალური დახმარებისა და გასართობი კლუბი“ 1916 წლიდან მოყოლებული ყოველწლიურად გასცემს მეფის ტიტულს. ჰამონდი 31 მარტს COVID-19-ის გართულებებით გარდაიცვალა. იგი ვიეტნამის ვეტერანი და ფოსტის ყოფილი თანამშრომელი იყო. ჰამონდამდე ამ ტიტულს ახალი ორლეანის ისეთი მოქალაქეები ატარებდნენ, როგორიცაა ლუი არმსტრონგი. ვირუსი 800-კაციან სოციალურ კლუბში განსაკუთრებით აგრესიულად შეიჭრა. დაავადებას მინიმუმ რვა წევრი შეეწირა, ათობით ადამიანი კი დასნეულდა. ფოტო: მაქს აგილერა-ჰელვეგი

01.05 ქანცგაწყვეტილი ექთნები მონსი, ბელგია ექთნები კაროლინ კინე (მარცხნივ) და იასმინა შერუალი ბრძოლის ხაზზე მუშაობისგან − კორონავირუსით ინფიცირებულთა მკურნალობისგან − ისვენებენ ამბრუაზ პარეს საავადმყოფოსთან. მათ ერთმანეთი რამდენიმე თვის წინ გაიცნეს და მას შემდეგ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში საათობით მორიგეობენ. მსოფლიოს სხვა სამედიცინო დაწესებულებების მსგავსად, ბელგიის საავადმყოფოებსაც პაციენტები ამ ცვალებადი, ვირულენტური დაავადებით მიაწყდნენ. ეს ექთნები, რომლებიც სტანდარტულ მოვალეობებს მოწყვიტეს, სრულ განაკვეთზე COVID-19-თან საბრძოლველად დამატებით ძალებად გადაისროლეს გრძელ, დამქანცველ ომში. ფოტო: სედრიკ გერბეჰეი

არასოდეს წარმომედგინა, რომ ჩემს კარიერაში ასეთი მასშტაბის რაღაცას შევეჩეხებოდი“. − იასმინა შერუალი

13.11 ფერადი ბუშტები განწყობისთვის თბილისი, საქართველო რადიო თავისუფლების ფოტოგრაფმა დათო ქორიძემ 5 დღე დაჰყო თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში, სადაც COVID-19-ით ინფიცირებულ პაციენტებს მკურნალობენ. უფროსი ექთნის, ნონა მხითარიანის ფოტოც მაშინ გადაიღო. ნონა პირველი დღიდანვე ჩართულია COVID-19-თან ბრძოლაში და ინფექცია თავადაც გადაიტანა: „რა თქმა უნდა, ეკიპირება − ყველაფერი, რაც საჭიროა − გვქონდა, მაგრამ ნაკლები შეხება უნდა გვქონოდა ინფიცირებულებთან, რაც არ გამოდიოდა. ზოგი ძალიან შეშინებულია და, უბრალოდ, სიტყვით უნდა დაამშვიდო. ამის გამო ძალიან ხშირი შეხება მქონდა პაციენტებთან და, სავარაუდოდ, ამიტომ დავინფიცირდი“, − ამბობს ნონა. ადამიანური რესურსის სიმწირის გამო, ნონამ საკუთარ თავს ვერ მისცა უფლება, სამსახურს ჩამოშორებოდა. ფოტო ნონას პალატაშია გადაღებული, რომელიც უკეთესი განწყობის შესაქმნელად მან ბუშტებით მორთო. ფოტო: დათო ქორიძე რადიო თავისუფლება

გააზიარეთ ფოტო

როდესაც ბრაზილია პანდემიის ერთ-ერთი ეპიცენტრი გახდა, სან-პაულუში კოპანის კორპუსის მცხოვრებლები ბინებში გამოიკეტნენ იმის შიშით, რომ ვირუსი სამხრეთ ამერიკის უდიდეს საცხოვრებელ შენობაში შეიჭრებოდა. მხატვრების, არქიტექტორების, დიზაინერების 1160 ოჯახით დასახლებული შენობაც კი სიჩუმემ და სიმარტოვემ მოიცვა. სიკვდილსაც მარტოობაში ვხვდებით. 80 წელს გადაბიჯებული მარი ტერეზ ვასმერის დაკრძალვა პატარა ქალაქ მიულუზთან ჩატარდა – ეს ერთ-ერთი ადგილი იყო საფრანგეთში, სადაც ვირუსი სწრაფად გავრცელდა. მარის ვირუსის ტესტი არ გაუკეთეს, თუმცა ისე დაასაფლავეს, როგორც მისი მსხვერპლი.

  • Rasmussen_zoom_calls_065-1024x576.jpg
    გალერეის გახსნა
  • MM9307-200319-02464-1024x576.jpg
    გალერეის გახსნა
  • MM9321_200521_12850-1024x576.jpg
    გალერეის გახსნა
  • STOCK_DSF2206-1024x576.jpg
    გალერეის გახსნა
  • MM9335_200425_01555-1024x576.jpg
    გალერეის გახსნა
მინაწერის გახსნა
მინაწერის დახურვა

03.04 ახალი მსოფლიო: ვიდეოთი დაკავშირება ბოულდერი, კოლორადო ბრენდან დეივისის სათვალეში არეკლილია დაბადების დღის ხალხმრავალი ზარი Zoom-ში. ურთიერთობა ვირტუალური რომ გახდა, ჩვენს ლექსიკონში ახალი ტერმინიც გამოჩნდა: „Zoom-ის გადაღლილობა“. ჯანდაცვის ექსპერტები გვაფრთხილებდნენ, რომ ჩვენი ტვინი მზად არ იყო გრძელი, ემოციური, სოციალური სიგნალებით გაჯერებული ონლაინ ინტერაქციისთვის. ფოტო: ბენჯამინ რასმუსენი

19.03 მოგზაურობა არსად პარიზი, საფრანგეთი მას შემდეგ, რაც ბევრი ფრენა გაუქმდა, ქალაქის ცენტრიდან შარლ დე გოლის აეროპორტამდე მატარებელი თითქმის ცარიელია. როდესაც მარტის შუაში სახლში დარჩენის მითითება გაიცა, პარიზი ერთ-ერთი პირველი სახელგანთქმული ქალაქი იყო, რომელიც კორონავირუსის გამო ჩაიკეტა. უილიამ დენიელსს ქალაქი ასეთი ჩუმი არასოდეს უნახავს. „ერთ დღეს, როდესაც „ლე-ალის“, ევროპის ერთ-ერთი უდიდესი სავაჭრო მოლის, შესასვლელთან ფოტოებს ვიღებდი, ჩიტების ჭიკჭიკი გავიგონე“, − თქვა მან. „აქამდე არც კი გამიაზრებია, რომ „ლე ალთან“ ჩიტები იყვნენ. ამან იმედიც კი მომცა“. ფოტო: უილიამ დენიელსი

პარიზში ხეტიალისას შევამჩნიე, რომ ჰაერი ბევრად უფრო სუფთაა − დაბინძურებაც ნაკლებია“. − უილიამ დენიელსი, ფოტოგრაფი

21.05 მარტო და ძალიან შორს სახლიდან ამანი, იორდანია 37 წლის ფატიმა მოჰამადი სუდანელი ლტოლვილია. ფოტოზე სამი წლის მძინარე შვილთან, სამისთან დგას. იორდანია, ლიბანის შემდეგ, მსოფლიოში მეორე ქვეყანაა ერთ სულ მოსახლეზე მიღებული ლტოლვილების რაოდენობით. 100 000-ზე მეტი იძულებით გადაადგილებული ადამიანი ლტოლვილთა ბანაკებში ცხოვრობს, 542 700 კი − ქალაქებში. პანდემიით გამოწვეული შეზღუდვები ქალაქში მცხოვრებ ლტოლვილებს ყველაზე მეტად შეეხო. იორდანიაში მცხოვრებ არასირიელ ლტოლვილებს არ აქვთ მუშაობის უფლება და იორდანიის მთავრობისგან არც ფინანსურ შემწეობას იღებენ, რის გამოც სუდანის, იემენისა თუ სომალის მსგავსი ქვეყნებიდან ჩამოსულებს თავის რჩენა უჭირთ. ამ ფოტოს გადაღებიდან მეორე დღეს COVID-19-ის გავრცელების შესაჩერებლად ქალაქი სამი დღით ჩაკეტეს, შედეგად კი იმათ, ვისი პროფესიაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არ იყო, სახლიდან გასვლა აეკრძალათ. ფოტო: მოისეს სამანი

25.04 ხელოვნება მაყურებლის გარეშე მილანი, იტალია ანტონიო კანოვას XIX საუკუნის „სამი გრაცია“ ერთმანეთს ეკვრის მილანის „იტალიის გალერეის“ ცარიელ პავილიონში. გასულ გაზაფხულზე მუზეუმი უკვე დახურული იყო. დღეს ევროპის მუზეუმებს ეტაპობრივად ხსნიან და იცავენ სოციალური დისტანცირების წესებს, ამოწმებენ ვიზიტორთა ტემპერატურას და აწესებენ შეზღუდვებს დამსწრეთა რაოდენობაზე. პატარა, კერძო დაწესებულებებისთვის ფინანსური ზარალი შესაძლოა სამუდამო დახურვასაც მოასწავებდეს. მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს თანახმად, მსოფლიოს მუზეუმების მეათედი აცხადებს, რომ ისინი შეიძლება სამუდამოდ დაიხურონ. ფოტო: პაოლო ვუდსი და გაბრიელე გალიმბერტი

პანდემიის დასრულებამდე ჯერ ბევრი დარჩა. მუზეუმები ბევრ ფულს კარგავენ და გახსნის შემდეგაც დაკარგავენ“, − იულია პაგელი, ევროპის სამუზეუმო ორგანიზაციების კავშირი

25.04 ცარიელი ცა, ცარიელი გზა ჯოკიაკარტა, ინდონეზია კომერციული ფრენებისა და საზღვაო მარშრუტების დროებით აკრძალვის მომდევნო დღეს ჯოკიაკარტის საერთაშორისო აეროპორტში ბუზის გაფრენას გაიგონებდით. ცენტრალურ იავაში ეს ახალი შენობა წელიწადში 20 მლნ მგზავრს უნდა მომსახურებოდა, თუმცა აპრილში, გახსნიდან თითქმის ერთ თვეში, სახელმწიფომ მკაცრი სამგზავრო შეზღუდვები შემოიღო. როდესაც მსოფლიოს COVID-19 მოედო, ინდონეზიაში შესვლა და გამოსვლა აიკრძალა. პრეზიდენტის დაპირებით ეს ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული აეროპორტი გახდება, როგორც კი COVID-19-ის ვაქცინა შეიქმნება. ფოტო: მუჰამად ფადლი

ლოკდაუნის პირობებში დაკრძალვას ვერც მეგობრები დაესწრნენ და ვერც ოჯახის წევრები. როდესაც ის მღვდელმა და დამკრძალავი ბიუროს ოთხმა თანამშრომელმა დალუქულ კუბოში ჩაასვენეს, სარიტუალო მომსახურების მუშაკები ისე ლოცულობდნენ მისთვის, თითქოს ოჯახის წევრს ასაფლავებდნენ.

The post წელი, რომელმაც განგვაცალკევა appeared first on National Geographic Magazine - საქართველო.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in

შესვლა
 Share