Jump to content
×
×
  • Create New...

კვირაზე მეტია საქართველო-რუსეთის საზღვარი ლარსთან ჩაკეტილია. გრძელდება ტურისტების ევაკუაცია


Recommended Posts

  • ფორუმელი

photooo.png

უკვე მეცხრე დღეა, ყაზბეგის რაიონში განუწყვეტლად თოვს და ზვავსაშიშროებაა. ყაზბეგში ჩარჩა რამდენიმე ადამიანი, უმეტესად ტურისტები, რომელთა ევაკუცია გრძელდება.

დიდთოვლობის გამო ჩაკეტილი იყო რუსეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზის – მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის კობი-გუდაურის მონაკვეთიც, რის გამოც მთელ გზაზრ სატვირთო მანქანების უზარმაზარი საცობი შეიქმნა.

უკვე კვირაზე მეტია ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გადაკვეთას მსურველები დიდთოვლობის გამო ვერ ახერხებენ.

ყაზბეგის გზაზე ჩარჩენილი ტურისტების ევაკუაციისთვის დროებით ამოქმედდა კობი-გუდაურის საბაგირო, რომელიც წელს პანდემიის გამო არც ამუშავებულა. საბაგიროთი ტურისტები გუდაურში გადაიყვანეს.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ფაქტობრივად ჩაკეტილია – არ მუშაობს არც სასტუმროები, არც კაფე-რესტორნები, არც სავაჭრო ცენტრები და მუნიციპალური ტრანსპორტი, ტურისტების გარკვეული რაოდენობა ქბეყანაში მაინც შემოვიდა.

ძირითადად, რუსეთიდან, უკრაინიდან ბელარუსიდან ჩამოდიან. უმეტესობა სახმელეთო გზით.

ამ სეზონზე ტურისტებს საქართველოს ზამთრის კურორტები იზიდავთ. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში მძიმე ეპიდმსგომარეობაა და ზამთრის კურორტები არ გახსნილა (აქ საბაგიროებიც არ აუმუშავებიათ), ტურისტები მაინც არიან.

განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში არიან სატვირთო მანქანების მძღოლები. მათი თქმით, მალე მათ საკვები პროდუქტების მარაგიც ამოეწურებათ, ახლო-მახლო კი, ცოტა მაღაზიაა, რომელთაც მკვეთრად გაზარდეს სურსათის ფასები.

ამ ეტაპზე, უამინდობის გამო, გზების გაწმენდის სამუშაოები შეჩერებულია.

წყარო: JAMnews

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   230 all people including: 1 წევრი, 0 ანონიმური, 229 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(15)
    • YandexBot(22)
    • ASIA
    • Facebookexternalhit(2)