Jump to content
×
×
  • Create New...

“ქუჩებში გამოდით!” პატიმრობამისჯილმა ნავალნიმ მომხრების პროტესტებისკენ მოუწოდა


Moor
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

Screen-Shot-2021-01-18-at-6.18.02-PM.png

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი, რომელიც წინა დღეს რუსეთში დაბრუნებისთანავე   აეროპორტში დააკავეს, სასამართლომ 30 დღით  პატიმრობაში დატოვა –  მორიგ სასამართლომდე, რომელმაც შესაძლოა ის ციხეში უფრო დიდ ხნით გაუშვას.დასავლეთის ლიდერებმა ნავალნის დაპატიმრება დაგმეს და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ, მოსკოვის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების მოთხოვნებიც გაისმა. ნავალნი მხარდამჭერებს ქუჩებში გამოსვლისკენ მოუწოდებს.

ნავალნი 17 იანვრის საღამოს მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტში გერმანიიდან დაბრუნებისთანავე დააკავეს, სადაც იგი მომწამლველი ნივთიერება “ნოვიჩოკით” მოწამვლის შემდეგ მკურნალობდა. მან მოწამლვაში რუსეთის ხელისუფლება დაადანაშაულა.

 რუსული “ნოვაია გაზეტას” ცნობით, სასამართლოში ნავალნის დაპატიმრება სასჯელაღსრულების სამსახურმა მოითხოვა – უწყების  ცნობით, ნავალნიმ ე.წ. “ივ როშერის საქმეზე” პირობითი სასჯელის მოხდის პირობები დაარღვია, რადგან გერმანიაში მკურნალობის პერიოდში, სასჯელაღსრულების უწყებაში არ გამოცხადებულა.

სასამართლო ნავალნის პირობითი სასჯელის თავისუფლების აღკვეთით შეცვლის საკითხს 2 თებერვალს განიხილავს.



სასამართლოს ნაცვლად, სხდომა პოლიციის განყოფილების შენობაში ჩატარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა განმარტეს, მიზეზი ისაა, რომ ნავალნიმ კორონავირუსის ტესტი არ გაიარა.

ნავალნიმ მის საქმეზე გამართულ პროცესს  “განუკითხაობა”  უწოდა.

” ამ ბუნკერში გამომწყვდეულ ქურდებს რისი ეშინიათ? თქვენც კარგად იცით – ხალხის გამოსვლის ქუჩაში! ამიტომ, არ შეგეშინდეთ, გამოდით ქუჩებში, არა ჩემთვის, საკუთარი თავისთვის საკუთარი  მომავლისთვის,”- განაცხადა ნავალნიმ.

ნავალნის რამდენიმე ათეული მხარდამჭერი პოლიციის განყოფილებასთან მივიდა. პეტერბურგში მისი მხარდამჭერი პიკეტების დროს, 30-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

მისი შტაბის წარმომადგენლებმა ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქციები 23 იანვრისთვის დააანონეს.

დაგმობის ტალღა

დასავლეთის ქვეყნების ლიდერებმა და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა ნავალნის დაკავება თითქმის ერთხმად დაგმეს და რუსი ოპოზიციონერის დაუყოვნებლად გათავისუფლება მოითხოვეს.

ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა განაცხადა, რომ ”პოლიტიკური ოპონენტების დაკავება ეწინააღმდეგება რუსეთის საერთაშორისო ვალდებულებებს”.

ევროკავშირის საგარეო უწყების ხეკმძღვანელმა  ჟოზეპ ბორელმა ასევე დაგმო ნავალნის დაკავება და დასძინა, რომ ევროკავშირი “ყურადღებით დააკვირდება მოვლენებს და გაითვალისწინებს მათ რუსეთის მიმართ პოლიტიკის შემუშავებისას”.

გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის სახელით განცხადება გააკეთა ფედერალური მთავრობის სპიკერმა შტეფენ ზაიბერტმა.

”რუსეთის ხელისუფლებამ ქიმიური იარაღის გამოყენებით მკვლელობის მცდელობის მსხვერპლი დააკავა”, – განაცხადა მან და მოითხოვა ნავალნი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს და ”სრულად გაირკვეს ქიმიური იარაღის გამოყენებით რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმის გარემოებები”.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმაც მოსკოვს საბრძოლო მომწამლველი ნივთოერების  გამოყენების ბრალდება შეახსენა.

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტომაშ პეტსიშეკმა დაგმო ნავალნის დაკავება, როგორც პოლიტიკური დევნა და განაცხადა, რომ აპირებს განიხილოს რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ ახალი სანქციების საკითხი ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შემდეგ შეხვედრაზე.

რუსეთს ნავალნის გათავისუფლებისკენ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა მიშელ ბაჩელეტმა მოუწოდა.

ნავალნის დაკავება დაგმეს აშშ-ს როგორც ძველი, ასევე მომავალი ადმინისტრაციების წარმომადგენლებმა.

”ღრმა შეშფოთებით აღვნიშნავთ, რომ მისი დაკავება ნავალნისა და სხვა ოპოზიციური ფიგურების გაჩუმების კიდევ ერთი მცდელობაა”, – განაცხადა ტრამპის ადმინისტრაციაში აშშ სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ.

არჩეული პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა კი განაცხადა, რომ ნავალნი დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ, ხოლო მისი მკვლელობის შემზარავი მცდელობისთვის პასუხისმგებელი პირები პასუხისგებაში მიეცნენ.

რუსეთის რეაქცია

ნავალნის დაკავებაზე საერთაშორისო რეაქცის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი გამოეხმაურა, რომელმაც დასავლელი პარტნიორების პრეტენზიები უარყო.

”ჩვენ ვხედავთ, როგორ სიხარულით ჩაეჭიდნენ ნავალნის რუსეთში დაბრუნების ამბავს… რადგან, როგორც ჩანს, ეს საშუალებას აძლევს დასავლელ პოლიტიკოსებს იფიქრონ, რომ ამ გზით შეუძლიათ ყურადღება გადაიტანონ ყველაზე ღრმა კრიზისიდან, რომელშიც განვითარების ლიბერალური მოდელი აღმოჩნდა”, – თქვა ლავროვმა

წყარო: JAMnews

 

 
Share on other sites

აი დედა კი მოვტყან რა. ხალხთან როგორ არ უნდა გქონდეს პრეტენზია, როცა ასე დედას უტყნავენ და ესენი კიდე დუმან? ჩვენ კიდე მეორე უკიდურესობაში ვართ გადავარდნილი, მარა რაც არ უნდა იყოს, მარტო ჩვენს თავს თუ ვავნებთ. და ამ ნაბოზვარ პუტინს როგორ აჩერებენ ხელისუფლებაში?

Share on other sites

  • ფორუმელი

რაო გრიზუნები დიდი ხანია არ უწოდებია ვაჟბატონს?

 

I killed my master. Why did he then give me a weapon?"

Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords.

შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098

Why carry a gun? Because 1911 > 911.

t90a.sarahah.com
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share